კესო

საზოგადოება 1732516800

„მამა რომ გარდაიცვალა 14 წლის ვიყავი, 18 წლის ასაკში დედაც დამეღუპა...“ - კესო ბერუაშვილის ტრაგიკული ისტორია

ბლოგერი და ინფლუენსერი კესო ბერუაშვილი საზოგადოებამ პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო.კესომ მშობლები მაშინ დაკარგა, როცა ის თინეიჯერი იყო. მისი ცხოვრების ეს ნაწილი ბევრისთვის ცნობილი არც არის. მისივე თქმით, მამა ინფარქტით გარდაეცვალა, ხოლო დედა სიმსივნით. ის ამ ტრაგიკულ ისტორიას „თბილისელებთანაც“ იხსენებს.„მამა რომ გარდაიცვალა მე 14 წლის ვიყავი. 18 წლის ასაკში დედაც დამეღუპა. ეს ჩემთვის ტრავმაა. მამასთან არ მქონია კარგი ურთიერთობა, რადგან ჩემი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როცა მე პატარა ვიყავი. დედაზე საუბარი არ მიყვარს, იმიტომ, რომ „პრაიმჰაუსში“ გამოჩენის შემდეგ, იმდენი რამ ამოქექეს ჩემი ცხოვრებიდან, ისე მაკრიტიკებდნენ, ყველაფერი გადამიტრიალეს, ხალხს აკვიატებული ვყავდი.დედაჩემზე რომ ვისაუბრო, ამაშიც ჩაერევა ბევრი ადამიანი და არ მინდა, ეს მოხდეს. ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მინდა, ჩემთვის დავიტოვო. თინეიჯერი ვიყავი, როცა ის დავკარგე, ძალიან განვიცადე, რთული პერიოდი იყო, განსაკუთრებით რომ მჭირდებოდა ნამდვილი ქალის გვერდში დგომა.დედა მთელი ბავშვობა მასწავლიდა, გიყვარდეს საკუთარი თავი და ცხვირი სულ აწეული გქონდესო. დედაც ასეთი იყო. ორი ქმარს იყო გაშორებული და ამის გამო ბევრი აკრიტიკებდა. თან, ძალიან ლამაზი ქალი იყო. მაგრამ კრიტიკას ყურადღებას არ აქცევდა. მასაც უყვარდა „ლაქშერი“ ცხოვრება. სულ მეუბნებოდა, რომ გაიზრდები და გალამაზდები, უამრავი შურიანი ქალი შენც ჩემსავით მოგექცევა და არ მიაქციო ყურადღებაო“, - ამბობს კესო ბერუაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“.

"პრაიმ ჰაუსი-All Star"

ტაბლოიდი 1715978700

ცნობილია ვინ დატოვა „პრაიმ ჰაუსი“

„პრაიმ ჰაუსი“ კესო ბერუაშვილმა დატოვა.ხალხის რჩეული დიასა გახდა, ხოლო პროექტის გადაწყვეტილებით, გამარჯვებისთვის ბრძოლას კრისტი აბაკუმოვა განაგრძობს.

kesaria

საზოგადოება 1714506049

„ვიყავი ძალადობის ქვეშ, დავტოვე ქვეყანა...“ - კესარია აბრამიძის სკანდალური განცხადება

კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 2 წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, რის გამოც საქართველოს დატოვება მოუწია.„მოგესალმებით მეგობრებო თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში , ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან მიზეზი სწორედ ეს იყო გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით.რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას , აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე არა ძალადობას !“, - წერს კესო ბერუაშვილი. 

კესო ბერუაშვილი

ტაბლოიდი 1712862003

„მე ბრენდული ტანსაცმელი მიყვარს, მაზან, შენ ჩემს გემოვნებას არ ერგები...“ - კესო ბერუაშვილი

კესო ბერუაშვილის ჩაცმულობა „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეების მხრიდან კვლავ განხილვის საგანია.„მე მიყვარს კარგი ჩაცმა. ბრენდული ტანსაცმელი. მაზან, შენს ჩემს გემოვნებას არ ერგები...“ - ეუბნება კესო მაზანას.უფრო ვრცლად 👇

ჰაუსი

ტაბლოიდი 1712605404

„პრაიმ ჰაუს All Star“ დაიწყო - ცნობილია ყველა მონაწილის ვინაობა

„პრაიმ ჰაუს ALL STAR“ დაიწყო.ცნობილია პროექტის ყველა მონაწილის ვინაობა:ანა ყიფშიძე, მაზანა, კრისტი აბაკუმოვა, პაატა თედიაშვილი, სალომე ბარათაშვილი, ვიქტორია ბარბაქაძე, სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი, სალომე კაპანაძე, გიორგი მეტრეველი, მერიემ გოგაშვილი, ნინი გიგაური, მიშო გრძელიშვილი, კესო ბერუაშვილი, გიორგი დიასამიძე. 

"პრაიმ ჰაუსი-All Star"

ტაბლოიდი 1711973928

"პრაიმ ჰაუსი-All Star"-ის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია - ნახეთ სრული სია

ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუ  "პრაიმ ჰაუსი" მაყურებელს 8 აპრილიდან, დასკვნითი სეზონით უბრუნდება.უკვე ცნობილია იმ მონაწილეების ვინაობა, რომლებიც "პრაიმ ჰაუსი-All Star"-ში მიიღებენ მონაწილეობას. ესენი არიან მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი სახეები, რომლებიც რეალითი შოუს სხვადასხვა სეზონში ერთხელ უკვე მონაწილეობდნენ. სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:ნინი გიგაური - III სეზონის მონაწილე სალომე კაპანაძე - I სეზონის მონაწილეკესო ბერუაშვილი - I სეზონის მონაწილეანი ყიფშიძე - I სეზონის მონაწილესალომე ბარათაშვილი - II სეზონის მონაწილემერიემი (გოგაშვილი) - III სეზონის მონაწილეკრისტი აბაკუმოვა - III სეზონის მონაწილევიქტორია (ვიკი) - IV სეზონის მონაწილემიშო გრძელიშვილი - III სეზონის მონაწილეგიორგი მეტრეველი - II სეზონის მონაწილემაზანა - I სეზონის მონაწილედიასა - III სეზონის მონაწილეპაატა თედიაშვილი - III სეზონის მონაწილესალომე უშხვანი და ნიკოლოზ ქართველი - III სეზონის მონაწილეები

გიორგი ნაზღაიძე

ტაბლოიდი 1711058767

VIDEO: „უნდა გაჩვენოთ ისეთი ქალი, რომელსაც ძალიან დიდხანს ელოდით“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ნაზღაიძე

თქვენ უნდა გაჩვენოთ ისეთი, ისეთი ქალი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ელოდით“ - თქვა გიორგი ნაზღაიძემ და „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილე, კესო ბერუაშვილთან შეხვედრის კადრები გაგვიზიარა.ცნობილია, რომ პროექტში მათ ერთმანეთის მიმართ გარკვეული სიმპათიები ჰქონდათ, თუმცა, წყვილი ვერ შედგა.ნახეთ, კადრები ↓

ALL STAR

ტაბლოიდი 1710352754

VIDEO: „წინ ცხელი All Star-ი გველოდება“ - რა კადრებს აქვეყნებს „პრაიმ ჰაუსი“

„პრიამ ჰაუსის“ დაწყებამდე რამდენიმე კვირა რჩება.სალომე უშხვანი, ნიკო ქართველი, გიორგი დიასამიძე, კრისტი აბაკუმოვა, მერიემ გოგაშვილი, სალომე ბარათაშვილი, სალომე კაპანაძე, კესო ბერუაშვილი - ეს იმ მონაწილეების არასრული ჩამობათვალია, რომლებსაც ALL STAR-ში იხილავთ.მანამდე, „პრაიმ ჰაუსი“ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ წინ ცხელი სეზონი გველოდება.

კესო ბერუაშვილი

ტაბლოიდი 1710276229

„ერთმანეთს დავშორდით... ახლა ესპანეთში ვარ, მინდა, ოცნება ავიხდინო...“ - ბლიც ინტერვიუ კესო ბერუაშვილთან

„პაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონიდან მაყურებელს თავი რამდენიმე მონაწილემ დაამახსოვრა, მათგან ერთ-ერთი კესო ბერუაშვილია. კესო ძირითადად მოგზაურობს და სამშობლოში მცირე დროს ატარებს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ „პრაიმ ჰაუსის“ ALL STAR-ში მიიღებს მონაწილეობას. „პრაიმტაიმი“ ბგლოგერს ესპანეთში დაუკავშირდა და მის შესახებ სიახლეები შეიტყო.- მარტივად დათანხმდი „პრაიმ ჰაუსისგან“ მორიგ შემოთავაზებას?- შემოთავაზებას მარტივად დავთანხმდი. როცა ვიცი, რა მინდა, იქ თავს უაზროდ აღარ ვიფასებ, მივდივარ და ვაკეთებ საქმეს. კონტრაქტი გაფორმდა მარტივად, მაგრამ შემდეგი ურთიერთობა გართულდა, რადგან ლოკაციას მალ-მალე ვიცვლი და ჩვენი ხშირი შეხვედრები არ გამოდის (იცინის).- უმეტეს დროს, მოგზაურობაში ატარებ, როგორ ფიქრობ, არ გაგიჭირდება „პრაიმ ჰაუსის“ სახლში გამოკეტვა?- დიახ, უმეტეს დროს მოგზაურობაში ვატარებ და „პრაიმ ჰაუსში“ გამოკეტვა ნამდვილად გამიჭირდება. ახლაც, პირდაპირ მოგზაურობიდან შევდივარ. ალბათ, აეროპორტიდან... ცოტა დაღლილი ვიქნები, ძალები უნდა მოვიკრიბო, მაგრამ რას ვიზამთ... ჩემთვის „პრაიმ ჰაუსიც“ ნამდვილი თავგადასავალია, არც მე მოვიწყენ და არც თქვენ მოგაწყენთ.- რამდენიმე თვის წინ, დაწერე, რომ ხარ ურთიერთობაში და საყვარელი მამაკაცის ფოტოებიც გაგვიზიარე, თუ არ ვცდები, ამ ყველაფრისთვის ოფიციალური სახის მიცემასაც აპირებდით, როგორ განვითარდა მოვლენები?- ურთიერთობაში ვიყავი, თუმცა, ერთმანეთს დავშორდით. დაშორების შემდეგ, ჩემი შემორიგების მცდელობა ჰქონდა. თუმცა კარგი მეგობრები ვართ. ამ ეტაპზე, მასთან ურთიერთობის გაგრძელებას არ ვფიქრობ, ცდილობს, მაგრამ ვნახოთ, მომავალში რა იქნება. ახლა ემოციურად არ ვარ მზად, რომ ისევ ურთიერთობაში შევიდე.- სხვა რა სიახლეებია შენკენ?- ახლა ესპანეთში ვარ, პატარა ოცნება მაქვს, რომელიც მინდა ავიხდინო. თუ გამომივიდა, აუცილებლად გაგიზიარებთ. წინასწარ ვერ გეტყვით.ასევე, თურქეთში, რამდენიმე კომპანიასთან მქონდა თანამშრომლობა, იყო გადაღებები... პატარ-პატარა სიახლეები სულ არის.

თაია ჭიჭინაძე

ტაბლოიდი 1708422209

ვიხილავთ თუ არა „პრაიმ ჰაუსის“ საფინალო სეზონში თაია ჭიჭინაძეს - რას ამბობს ყოფილი მონაწილე

„პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე სეზონი, ALL STAR-ი იწყება. რამდენიმე მონაწილე უკვე ცნობილია: ნიკო ქართველი, სალომე უშხვანი, მერიემ გოგაშვილი, ანი ყიფშიძე, გიორგი დიასამიძე, ლაშა მაზანაშვილი, კესო ბერუაშვილი, სალომე კაპანაძე... სხვა მონაწილეების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. მიიღებს თუ არა თაია ჭიჭინაძე მონაწილეობას? ამის შესახებ ყოფილმა მონაწილემ გამომწერების კითხვას უპასუხა:„კიდევ ერთხელ გეტყვით - არასდროს შევიდოდი „პრაიმ ჰაუსში“, რომ არა სურვილი იმისა, რომ ჩემი ხმა თქვენამდე მომეწვდინა. მე ჩემი სათქმელი თქვენამდე უკვე მოვიტანე. მადლობა უფალს ამისთვის და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამის შანსი მომცა. ასე რომ, ჩემი ადგილი იქ აღარაა“, - დაწერა ყოფილმა მონაწილემ.ასევე ნახეთ:VIDEO: „გულში ჩამწვდომი სიმღერაა, ნამდვილი ჰიტი” - გიორგი ძოწენიძის შესრულებამ მაყურებელი აღაფრთოვანაVIDEO: „მადლობა რომ ხარ და ჩემი შვილი გქვია“ – ნატო გელაშვილის ემოციური მილოცვაVIDEO: „წყვილის სექსის დროს, ოთახში შეჭრა გიცდიათ?“ - გიორგი გაგლოევის სკანდალური პასუხი „სიცრუის დეტექტორში“

ანუკი არეშიძე

ტაბლოიდი 1706424424

„გამორჩეული და დახვეწილი სტილი“ - ანუკი არეშიძე მიუნხენში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

დიზაინერი ანუკი არეშიძე ყოველთვის იპყრობს საზოგადოების ყურადღებას, როგორც ულამაზესი გარეგნობით, ასევე გამორჩეული სტილით, რომელიც მის გამომწერებს აღაფრთოვანებს.მის მიერ გამოქვეყნებული კადრები ყოველთვის დიდი მოწონებით და დადებითი შეფასებებით სარგებლობს.ანუკი ხშირად გვიზიარებს ასევე მოგზაურობის დროს გადაღებულ კადრებსაც. ამჯერად მან გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში გადაღებული ფოტოები Instagram გამომწერებს Story-ის საშუალებით გაუზიარა.ასევე ნახეთ:ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს„არ ვაპირებ ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს და სენტიმენტალურობას! მომილოცეთ“ - სალომე უშხვანი„გამორჩეული და დახვეწილი სტილი“ - ანუკი არეშიძე მიუნხენში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებსVIDEO: მიიღებს თუ არა მონაწილეობას კესო ბერუაშვილი „პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე სეზონში

თვითმფრინავი

მსოფლიო 1706422260

მგზავრმა თვითმფრინავის საავარიო გასასვლელი გააღო და ფრთაზე გავიდა (უცხოეთი)

AeroMexico-ს თვითმფრინავის მგზავრმა აფრენამდე საავარიო გასასვლელი გახსნა და ფრთაზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ინციდენტი მგზავრობის წესების უხეში დარღვევაა, კაცის ათობით თანამგზავრი მის საქციელს ამართლებს. მათ განცხადებაც შეადგინეს, რომლის მიხედვითაც, ავიაკომპანიამ ისინი თვითმფრინავში, რომელიც გვატემალისკენ უნდა გაფრენილიყო, 4 საათის განმავლობაში ვენტილაციისა და წყლის გარეშე გააჩერა.განცხადების ტექსტის მიხედვით, რომელსაც, სულ მცირე, 77 მგზავრი აწერს ხელს, კაცი "ყველას დასაცავად, ყველას მხარდაჭერით" მოქმედებდა."ფრენის დაყოვნებამ და უჰაერობამ შექმნა პირობები, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მგზავრთა ჯანმრთელობას. მან ჩვენი სიცოცხლე იხსნა". - ნათქვამია განცხადებაში.ვებგვერდების დახმარებით, სადაც ფრენებისთვის თვალის დევნებაა შესაძლებელი, დასტურდება, რომ ფრენა 4 საათითა 56 წუთით გადაიდო.ამასთან, გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, AeroMexico-ს თვითმფრინავის ბორტზეა გადაღებული და ასახავს, როგორ ცდილობენ მგზავრები თავის გაგრილებას და ბორტგამცილებლებს წყალს სთხოვენ.AeroMexico-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.ასევე ნახეთ:ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს„არ ვაპირებ ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს და სენტიმენტალურობას! მომილოცეთ“ - სალომე უშხვანიVIDEO: მიიღებს თუ არა მონაწილეობას კესო ბერუაშვილი „პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე სეზონში