კესარია

სამართალი 1732280077

კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია -  დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ ჩაწერა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია.ბექა ჯაიანი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიყვანეს, სადაც ორი კვირის განმავლობაში უტარდებოდა ექსპერტიზა.კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა 3 ოქტომბერს დაენიშნა.ოჯახს, ბექა ჯაიანის შეურაცხადობის და აფექტის არ სჯერა, ამიტომაც ბრალდებულისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.ცნობისთვის, კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კესარია

სამართალი 1730363660

„მინდა თვალებში ჩავხედო მკვლელს...“ - რამდენიმე დღეში ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესია

7 ნოემბერს 12:00 საათზე კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესია.ბრალდებულის ადვოკატი, სალომე არდოტელი ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილს დაარღვევს.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სასამართლოს პროცესს კესარია აბრამიძის ოჯახი დაესწრება.„აუცილებლად, ვიქნები სასამართლო პროცესზე! მინდა ვნახო, თვალებში ჩავხედო მკვლელს. იმედი გვაქვს მოსამართლე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს დუმილს დაარღვევს, მკვლელობას აღიარებს და მოჰყვება დეტალურად ყველაფერს“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ოჯახის ერთ-ერთი წევრი.37 წლის მსახიობი და მოდელი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს თავის ბინაში მოკლული ნახეს.მკვლელობაში ბრალდებული 19 სექტემბერს დააკავეს. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 26 წლის ბექა ჯაიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

kesaria

ტაბლოიდი 1730056702

„ხშირად ამოვალთ შენს საფლავზე, სანთლებს, ყვავილებს და გულწრფელ ცრემლებს არ მოგაკლებთ...“ - კესარია აბრამიძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

დღეს, მოდელისა და მსახიობის, კესარია აბრამიძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. კესარიას იხსენებენ მისი ახლობლები და მეგობრები. შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ დღესთან დაკავშირებით წერს:„არასოდეს დაგივიწყებთ, ხშირად ამოვალთ შენს საფლავზე,სანთლებს,ყვავილებს და გულწრფელ ცრემლებს არ მოგაკლებთ... გვიყვარხარ, გვახსოვხარ და ყოველთვის გვეყვარები და გვემახსოვრებიკეთილი, ულამაზესი და სიცოცხლით სავსე დღემდე ვერ ვიჯერებ როგორ მენანება მიწისთვისმენანება..როგორ უყვარდა სიცოცხლე... რამდენი იბრძოლა... ოცნება აიხდინა... გააქრო არა ადამიანმა..40 დღე გავიდაკესარია დარჩა სამუდამოდ ლამაზად. გოგოდ, რომელიც ყველას უყვარდა, ყველას აცრემლება მოახერხა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, კესო ყველას გულებამდე მივიდა. იმიტომ რომ იყო ადამიანი.ხომ გქონდა ფრთები, ჰოდა იფრინე კესარია. იქ სადაც დემონები ვეღარ დაგჯიჯგნიან.შენ ამას არ იმსახურებდი ყველასგან განსხვავებული იყავი და განსხვავებულადაც გაფრინდირა რთული გზა გაიარა,სანამ ლამაზი ქალი გახდებოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ რა გზა გაიარა კესარიას დედამ.ბოლოს კი შვილი ისე სასტიკად მოუკლესშენ დარჩები ყოველთვის, შენი სახელი შენი ბრძოლითა და შრომით დაიწერა! დაე იქ განაგრძე ბრძოლა, ცხოვრების მოყვარულო ულამაზესო გოგონავ.პეპელასავით იფრინე! იქ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს ! წლები იბრძოდა ამისთვის!მიაღწია თავისას! გაიმარჯვა ჩვენზე! თქვენზე! ყველას უთხრა სათქმელი! იყო გულწრფელი და გულახდილი!არავის აწუხებდა, არავის აღიზიანებდა, არავის არაფერს უშავებდა!ცხოვრობდა თავისთვის და ამსხვრევდა სტერეოტიპებს!...“- წერს შოთო სიხარულიძე.შეგახსენებთ, რომ მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე  18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. 37 წლის ქალს 28 ჭრილობა აღენიშნებოდა.კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.ცნობისთვის, ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.არსებული ინფორმაციით, დაკავებულ კაცს კესარიასთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

კესო

საზოგადოება 1728677277

რა ბედი ეწევა კესარია აბრამიძის სოციალურ გვერდებს? - მას ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა

სოციალური გვერდების ბედი გარდაცვალების შემდეგ დამოკიდებულია პლატფორმის წესებსა და იმაზე, თუ რას გააკეთებენ მისი ოჯახი ან მემკვიდრეები.კესარია აბრამიძეს ინსტაგრამზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.ინსტაგრამის შემთხვევაში არსებობს ორი ვარიანტი:მემორიალური ანგარიში:გარდაცვლილის ანგარიშს შეიძლება მიენიჭოს მემორიალური სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ მისი პროფილი დარჩება, მაგრამ არ მოხდება მისი განახლება ან შესვლა. ასეთი ანგარიშები რჩება სოციალურ სივრცეში თუმცა, სხვა მომხმარებლებს მისი მართვა არ შეეძლებათ.ანგარიშის წაშლა:გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შეუძლიათ მიმართონ ინსტაგრამს და მოითხოვონ ანგარიშის წაშლა. ამისთვის საჭიროა გარდაცვალების მოწმობის წარდგენა.„ფეისბუქსაც“ აქვს ორი ძირითადი ვარიანტი:მემორიალური ანგარიში: „ფეისბუქზე“ გარდაცვლილი მომხმარებლის ანგარიშის მართვა შეუძლია გარდაცვლილის მემკვიდრეს. მას შეუძლია მართოს ანგარიში, უპასუხოს მეგობრების შეტყობინებებს და განაახლოს პროფილის სურათი.ანგარიშის წაშლა: ოჯახის წევრებს შეუძლიათ მოითხოვონ ანგარიშის სრული წაშლა გარდაცვალების მოწმობის წარდგენის შემდეგ.

ვიზალიბერალიზაცია, პერსონალური და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება - საკითხები, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აისახა

პოლიტიკა 1728383732

ვიზალიბერალიზაცია, პერსონალური და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება - საკითხები, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აისახა

ვიზალიბერალიზაცია, პერსონალური და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება - ეს ის საკითხებია, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აისახა. ევროპელი კანონმდებლები დოკუმენტზე მსჯელობას დღეს აპირებენ.„კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომისიას, რომ დაუყოვნებლივ შეაფასოს, თუ როგორ გავლენას ახდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონები, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საორიენტაციო მაჩვენებლის უწყვეტ შესრულებაზე.განიხილოს პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვის, საქართველოს პოლიტიკური პროცესებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესებაში მისი როლის გამო.მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, რომ მიიღოს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ.მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომელიც ლგბტიქ+ ადამიანებს ართმევს თავიანთ უფლებებს.კანონის მიღებიდან ორ დღეში, საკუთარ ბინაში მოკლეს ტრანსგენდერი მოდელი და საჯარო ფიგურა კესარია აბრამიძე“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

keso

ტაბლოიდი 1728200778

VIDEO: ლელა წურწუმიამ კესარია აბრამიძეს სიმღერა მიუძღვნა

მომღერალმა ლელა წურწუმიამ კესარია აბრამიძეს სიმღერა „ჩუმად ნათქვამი“ მიუძღვნა.„მე მინდა ეს სიმღერა მივუძღვნა კესარია აბრამიძეს“ – ეს სიტყვები ლელა წურწუმიამ სცენაზე, კონცერტის დროს წარმოთქვა და მსმენელის ოვაციების დაიმსახურა. @edi.beridze #foryourpage #foryoupag #global #fory #foryour #rip #fypシ゚viral #rip #f ♬ original sound - EDI✨ბერიძე👑

კესარია

სამართალი 1728036588

რას ამბობს კესარია აბრამიძის ოჯახის ინტერესების დამცველი

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის. ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში.კესარია აბრამიძის ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს ბრალდებულს რომელიმე გარემოება დაუდგინდეს. მოკლული ქალის ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ „არ­სე­ბო­ბენ მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ამ სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვამ­დე არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა კონ­ფლიქ­ტი მათ შო­რის, რისი მი­ზე­ზიც იყო კე­სა­რი­ას ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე მი­თი­თე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან“. „ფაქ­ტია ერთი, რომ პირ­მა გა­ნიზ­რა­ხა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა, მკვლე­ლო­ბა, შე­ი­ძი­ნა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი, ავი­და, სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა მისი გან­ზრახ­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დერუ­ლი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს, გა­იქ­ცა, გა­და­მა­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, გა­ა­ნად­გუ­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა – ტან­საც­მე­ლი და სცა­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ქვეყ­ნის სა­ზღვა­რი.სად არის აქ ან აფექ­ტი, ან შე­უ­რა­ცხა­დო­ბა? ოჯა­ხი არც კი გა­ნი­ხი­ლავს ვა­დი­ან თავისუფლების აღ­კვე­თას. ოჯა­ხის მო­თხოვ­ნაა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის მი­მართ დად­გეს გა­მა­მა­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნი­სა­ზღვროს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უვა­დო აღ­კვე­თა“, – ამბობს „ტვ პირველთან“ ოჯახის ადვოკატი.

ბექა ჯაიანი

სამართალი 1727984940

კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს

კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებას ეხება. ოჯახი ბექა ჯაიანის უმკაცრეს დასჯას ითხოვს და მისი შეურაცხადობის და აფექტის არ სჯერა. ოჯახის პოზიცია დღეს მათმა ადვოკატმა გააჟღერა, მან თქვა, რომ ტრანსგენდერის ოჯახი სასჯელის ზომად და სახედ თავისუფლების უვადო აღკვეთას ითხოვს.იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანი ციხის ნაცვლად, ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუშვეს, ტრანსგენდერი ქალის ახლობლები ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ. არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ საბედისწერო შემთხვევამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი მათ შორის, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება ბრალდებულის მხრიდან. ფაქტია ერთი, რომ პირმა განიზრახა დანაშაულის ჩადენა, მკვლელობა, შეიძინა დანაშაულის იარაღი, ავიდა, სისრულეში მოიყვანა მისი განზრახვა, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, გაიქცა, გადამალა მტკიცებულებები, გაანადგურა მტკიცებულება - ტანსაცმელი და სცადა დაეტოვებინა ქვეყნის საზღვარი.ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.კესარია აბრამიძის დის პირველი კომენტარი - რას ამბობს ანა აბრამიძე მომხდარზე

ჯაიანი

სამართალი 1727956739

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, დანაშაულის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანისთვის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.ამის შესახებ პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებული მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რათა დადგინდეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ის.„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ბრალდებულ ბექა ჯაიანის ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსებასთან დაკავშირებით. ამ გამოძიების ფარგლებში გამომძიებლის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლოს სტაციონარულ, ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასადგენად იმისა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ბექა ჯაიანი. ამასთან, იმყოფებოდა თუ არა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ბრალდებული. აქედან გამომდინარე, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა შუამდგომლობით, რომელიც იყო დასაბუთებული და სასამართლომ ის დააკმაყოფილა. შესაბამისად, ის მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. ისეთი კატეგორიის შინაარსისა და სპეციფიკის დანაშაულებრივი ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიც არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეები, აბსოლუტურად ყველა საქმეზე ინიშნება სასამართლო სტაციონარული, ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ბუნებრივია, ამ სისხლის სამართლის საქმეზეც მოხდა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება. რაც შეეხება შედეგებს, ეს უკვე ექსპერტიზაზეა დამოკიდებული“,- განაცხადა პროკურორმა.ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბექა ჯაიანი

სამართალი 1727948463

ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.ჯაიანის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.აღნიშნული ექსპერტიზით უნდა დადგინდეს მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში.ექსპერტიზის ჩასატარებლად ჯაიანს მოსამართლის განჩინების შემდეგ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მოათავსებენ.ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კესარია აბრამიძე

საზოგადოება 1727554988

მე გეტყვით რა მოხდა სინამდვილეში... - გოგა მანია კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

ეზოთერიკოსმა გოგა მანიამ კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ ვიდეოში ისაუბრა.„ჯაიანს კესარია აბრამიძე თან უყვარდა და თან ეზიზღებოდა. ის როცა კესარიასთან იყო მას უყვარდა ის, მაგრამ როცა იყო ოჯახის წევრებთან, მას აზიზღებდნენ, საშინელებებს ეუბნებოდნენ, თუ ვინ რას იტყვის და ჯაიანსაც ეზიზღებოდა კესარია. ჯაიანი დაიჭირეს, მან ჩაიდინა მხოლოდ ეს მკვლელობა და შეეშვით იმის მტკიცებას, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, ეს ასე არ ყოფილა. არანაირი შეკვეთილი მკვლელობა არ ყიფილა, კესარია მოკლა ჯაიანმა და ის დააკავეს ამ დანაშაულისთვის.“ - ამბობს ეზოთერიკოსი.თუმცა გოგა მანია ვიდეოში ამბობს ასევე, რომ კესარია აბრამიძის საქმესთან დაკავშირებოთ 2 ან 3 ადამიანს დააკავებენ. 

ჯაიანი

საზოგადოება 1727382731

„მეზობლები იყვნენ, პარალელურ ქუჩებზე ცხოვრობდნენ...“ - რას ჰყვებიან ბექა ჯაიანისა და კესარიას შესახებ სენაკში

37 წლის  კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავა.მას უკვე შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.არსებული ინფორმაციითაც, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა.კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სენაკიდანაა.ჯაიანის შესახებ მშობლიურ სენაკში მის ოჯახთან დაახლოებულ პირებს საუბარი არ სურთ.ინფორმირებული წყარო „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ბექა ჯაიანის და კესარია აბრამიძის სახლი სენაკში პარალელურ ქუჩებზე მდებარეობს.„კესოს დედა სენაკიდანაა, ბებია გენო ადამიას ქუჩაზე ცხოვრობს, ხოლო ბექას ბებია შენგელიას ქუჩაზე. ფაქტობრივად, სამეზობლოა. ბექამ სენაკში დაამთავრა მე-7 საჯარო სკოლა.ახლა ბექას სახლში ცხოვრობს ბებია, მამა შემდუღებელი იყო, პატიოსანი კაცი, ახლა იქ არ ცხოვრობს. კესოს დედა აქაურია, გენო ადამიას ქუჩიდან და გათხოვილი იყო ვანში. რა გაცნობა უნდოდათ კესოს და ბექას, მეზობლები იყვნენ.ბექა რამდენიმე წელია თბილისში გადავიდა, მანამდე აქ სენაკში ებრაელ ბიზნესმენებთან (ხუნდიაშვილებთან) მუშაობდა პირად დაცვაში, მერე მათ ღვინის ქარხანა გააკეთეს და საბოლოოდ მგონი ისრაელში წავიდნენ. ისე ბექა უმეტესწილად კესარიასთან ცხოვრობდა ბინაში.ახლა სად მუშაობდა ბექა ნამდვილად არ ვიცი“, - ამბობს ინფორმირებული წყარო „პრაიმტაიმთან“.ცნობისთვის, 20 სექტემბერს კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ადვოკატების განცხადებით,ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს დაინიშნა.კესარია აბრამიძე თბილისში, საკუთარ ბინაში, 18 სექტემბერს, საღამოს მოკლეს. შსს-ს ცნობით, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი ბ.ჯ. 19 სექტემბერს დააკავეს.