kaxi

კულტურა 1727878612

Photo: კახის ეს ფოტო ნანახი არ გექნებათ - სამზარეულოში "ვეფხისტყაოსნის" ტარიელად გარდასახული მსახიობი

ინტერნეტში კახი კავსაძის უცნობი ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მსახიობი ძალიან ახალგაზრდაა. როგორც "პრაიმტაიმს" კახის ძმამ, იმერი კავსაძემ უთხრა, ამ ფოტოზე "ვეფხისტყაოსნის" ტარიელის ინსცენირებაა...იმერი კავსაძე: ამ ფოტოს ტექსტი ასეთია: ვნახეთ უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი "კ რ ა ნ ტ ი ს" პირსა. ჩვენს სამზარეულოში მეგობარმა გადაუღო. აქ არ ჩანს, თორემ ონკანი მოშვებულია, წყალი მოდის. ასევე დაგაინტერესებთ: "ილიას ვეუბნები, შინაგანად, ყოველთვის იყავი იმ დევნილი ქალის შვილი, რომელმაც ჭუბერი მშიერმა და ფეხშიშველმა გადმოიარა-მეთქი..." - ჩემპიონის დედის ემოციური ინტერვიუიცით, ვინ არის აკაკის "ჩემო ციცინათელას" სიმღერის ავტორი?

ირინკა კავსაძე

ტაბლოიდი 1726939362

ირინკა კავსაძე მეუღლესთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობს - ფოტოები

მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე და მისი მეუღლე გიორგი ტაბიძე საბერძნეთში მოგზაურობენ და „ინსტაგრამზე“ ფოტოებს გვიზიარებენ.წყვილის ფოტოებმა დიდი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.„ბედნიერი დღეები გქონდეთ“, „რა კარგები ხართ“ , „გამრავლდით და გაიხარეთ“, „ყველაფერი კარგი თქვენ“, - წერენ კომენტარებში.ცნობისთვის, ირინკა კავსაძე და გიორგი ტაბიძე ცოტა ხნის წინ დაოჯახდნენ. წყვილმა ჯვარი ქაშვეთის ტაძარში დაიწერა.           View this post on Instagram                       A post shared by Irinka Kavsadze ✨💛 (@irinkakavsadze)

მო

ტაბლოიდი 1725643406

„არასდროს დამავიწყდება ეს წუთები“ - ირინკა კავსაძე ქორწილის ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

 კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე ქორწილიდან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„ჩვენი დღე არ მეყო. ჩვენ მშობლებს, მეჯვარეებს და მეგობრებს, მადლობა რომ ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტის ნაწილი გახდით!…არასდროს არ დამავიწყდება ეს წუთები. ჩვენი ახალი თავგადასავალი დაიწყო“, – წერს ირინკა კავსაძე.ცნობისთვის, 31 აგვისტოს უმშვენიერესი ირინკა კავსაძე დაქორწინდა.ირინკას რჩეული ასევე მსახიობი გიორგი ტაბიძეა.წყვილმა ჯვარი ქაშუეთის ტაძარში დაიწერა. ირინკა ტაძრამდე მამამ მიაცილა.

ირინკა კავსაძე

ტაბლოიდი 1725172927

კახი კავსაძისა შვილიშვილი დაქორწინდა – კადრები ირინკა კავსაძის ქორწილიდან

ირინკა კავსაძე და გიორგი ტაბიძე დაქორწინდნენ.კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.ირინამ ქორწილში ულამაზესი, სადა კაბა მოირგო და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.ცნობისთვის, კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის შვილიშვილის რჩეული, მსახიობი გიორგი ტაბიძეა. გიორგი ფართო საზოგადოებამ სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო.

kira

ტაბლოიდი 1723218851

Photo: "მადლობა უფალს, მეოთხე შვილთაშვილს მოვესწარი. დახატული ბავშვია" - კირა ანდრონიკაშვილი ემოციებს გვიზიარებს

ალისა ლიკა ევგენიძემ 9 აგვისტოს, გამთენიისას გააჩინა. ალისა ლიკასთვის, ისევე როგორც ნიკა კოჩაროვისთვის, მესამე შვილია. წყვილს პირველი ქორწინებიდან ორ-ორი შვილი ჰყავთ. ლიკას ბებია, კირა ანდრონიკაშვილი "პრაიმტაიმს" მეოთხე შვილთაშვილის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს უზიარებს.. კირა ანდრონიკაშვილი: დიდი ბებია მეოთხედ გავხდი. ალისა მე ჯერ არ მინახავს, ფოტო გამომიგზავნეს, დახატული ბავშვია. ლიკა რომ გაჩნდა, ისეთი ლამაზი თვალ-წარბი ჰქონდა, არ მავიწყდება. ლიკა მაგარი გოგოა. შრომა, სახლი, საქმიანობა, ყველაფერს უძღვებოდა, აქტიური ორსულობა ჰქონდა. რეკლამებშიც იღებდნენ. არაფერზე შევუწუხებივართ. დამოუკიდებლად აგვარებდა ყველაფერს. ცხადია, იცოდა ბავშვის სქესი და გვითხრა. დედამ უნდა იცოდეს, ვინ ჰყავს მუცელში, გოგო თუ ბიჭი. ეს კარგია. ჩვენ, ადრე, ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. ბუნებრივად იმშობიარა და ეს ბავშვისთვისაც კარგია.ნიკას შვილებიც და ლიკას - 12 წლის ანა-სოფია და 11 წლის ალექსანდრე სამშობიაროში იყვნენ და იქ ელოდნენ პატარა დაიკოს დაბადებას.ჩემი ნინა, დაესწრო ლიკას მშობიარობას. ნინა მეორე შვილიშვილის, ალექსანდრეს გაჩენასაც დაესწრო და მისი დის, ქეთის ორივე შვილის დაბადებასაც. ახალი სპეციალობა გაქვს, ბებიაქალობა-მეთქი, ვეუბნები ნინას.პირველად ბებია 37 წლის ასაკში გავხდი. ისეთი გრძნობა მქონდა, დედობრივი, მინდოდა ძუძუ მეწოვებინა...  მინდა ალისა კარგი ადამიანი გაიზარდოს. 9 აგვისტოს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღეს გაჩნდა. ფარავდეს მისი წმინდანი. უყვარდეს ყველა. ადამიანის მოყვარული გაიზარდოს. ასრულებოდეს ყოველივე კარგი, ის რაც ჩაფიქრებული ექნება...მადლობა უფალს, ამ ყველაფერს, მეოთხე შვილთაშვილს მოვესწარი... მადლობა თქვენ.  ასევე დაგაინტერესებთ:„გთხოვთ ყველამ მოვიხსენიოთ დღეს ჩვენს ლოცვებში ყრმა დავითი“ - დათის კიდევ ერთი ოპერაციისთვის ამზადებენკახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე დაქორწინდა - ვინ არის მისი რჩეული

კავსაძე

ტაბლოიდი 1723040839

კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე დაქორწინდა - ვინ არის მისი რჩეული

მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე დაქორწინდა. მისი რჩეული გიორგი ტაბიძეა.ირინა სოციალურ ქსელში მეუღლესთან გადაღებული ფოტოს გვიზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ირინკამ და გიორგიმ კი ბევრი მილოცვა მიიღეს.

კავ

საზოგადოება 1719809391

კახი კავსაძის შვილიშვილი დაქორწინდა - მისი რჩეული ცნობილი მსახიობია

მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე დაქორწინდა. მისი რჩეული გიორგი ტაბიძეა.ირინა სოციალურ ქსელში მეუღლესთან გადაღებული ფოტოს გვიზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ირინკა კავსაძე

ტაბლოიდი 1719603805

კახი კავსაძის შვილიშვილი, ირინკა დაქორწინდა - მისი რჩეული ცნობილი მსახიობია

მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე დაქორწინდა. მისი რჩეული მსახიობი გიორგი ტაბიძეა.ირინა სოციალურ ქსელში მეუღლესთან გადაღებული ფოტოს გვიზიარებს, წყვილმა ბევრი მილოცვა მიიღო.

zura

შოუბიზნესი 1719255356

"შენს ცისფერ ყვავილებს რა ტანჯვა სცოდნიათ" - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა

"როგორ მოიწყინა სამყარომ უშენოდ. შენსავით ვერავინ მღერის." "სამი წელი უშენოდ, ჩვენო ზურიკუნა...""შენ გერქვა სახელად - სიკეთე და სიყვარული" "23 ივნისი არ არსებობს ჩემთვის" - ამ ემოციური ფრაზებით იხსენებენ ფეისბუქზე სამი წლის ტრაგიკულად გარდაცვლილ ზურა ბაკურაძეს. 2021 წლის 23 ივნისს "ქართული ხმების" მეორე ხმა, მშობლიურ რაჭაში, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.  ამ ვიდეოს აქვეყნებს ზურას მეუღლე, ნათია კობახიძე და ზურას ნამღერი სიმღერიდან, აწერს ფრაზას - "შენს ცისფერ ყვავილებს რა ტანჯვა სცოდნიათ".მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალებიდან ერთ თვეში ნათიას დაწერილმა ძალზე ემოციურმა პოსტმა, სოციალური ქსელი მოიცვა იმ დროს."ერთი თვე… ტკივილი, რომელიც ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს… სიყვარული, მონატრება, სინანული, ბრაზი, უიმედობა, დაუსრულებელი გეგმები, კიდევ რამდენი რამ ერთმანეთისთვის სათქმელი… უსაშველოა ეს, ყველაფერი.ხორცებს მაგლეჯენ და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა…ღმერთო, რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღმერთო… რატომ? რატომ?მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ. შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან. სხვა, მეტი არაფერი."შარშან, ზურასთან ქორწინების დღესთან დაკავშირებით ნათიამ დაწერა: "შეუსრულებელი 21 და 18 ბედნიერებით სავსე, ყველაზე უსამართლოდ და არასწორად დასრულებული წელი." ასევე დაგაინტერესებთ:"კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - საინტერესო ფაქტები კახი კავსაძეზე"რატომ არიან დები ფანდურებით საფლავის ქვაზე და რატომ ჰქვია იმ სოფელს სამღერეთი?" - ეთერ თათარაიძე საოცარი ისტორიით"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა

kbila

შოუბიზნესი 1718388090

„ისტერიკა რომ მჭირდა, მამა შალვას ვკითხე: როგორ უნდა მოვიქცე-მეთქი? ვერაფერი მითხრა, ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა...“ - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური ინტერვიუ

ლევან კბილაშვილი 33 წლის გახდებოდა. ქრისტეს ასაკი იქ შეასრულა, სამყაროს შემოქმედთან. მალე მისი გარდაცვალებიდან ორი წელი გავა. 12 ივნისს მოსული, 21 ივნისს წავიდა... რიცხვების ამგვარად უცნაური გადანაცვლებით... ნეტა, რა ემოცია მოიცავდა, რომ გაეგო, რომ ახლა მისი სახლი ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე დგას?! დგას და იანვრიდან მოყოლებული ამაყად ატარებს იმ მომღერალი ბიჭის სახელს, ოცდაათ წელში რომ სამყაროსთვის თავის შეყვარება მოასწრო. იმდენი რომ შეძლო, ნაცნობ-უცნობი მის საფლავს დაეძებს, შვებულებებსაც კი ლევანის ოჯახში მისასვლელად და მის სამუდამო განსასვენებლის სანახავად რომ იღებენ და თბილისში ჩამოდიან. ერთ-ერთი პირველი, ვინც ლევანის დაბადების დღეს მის ოჯახში მივიდა, მომღერლის მოძღვარი - მამა შალვა კეკელია გახლდათ. როგორც ლევანის დედა, მელიტა ფურცელაძე „პრაიმტაიმს“ უყვება, გარდაცვლილი შვილის მოძღვრის ნუგეში მისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ხან შეუძლია მისი სიტყვის შესრულება, ხან კი, ეს უბრალოდ მის ძალებს აღემატება...მელიტა ფურცელაძე: არ არსებობს დრო ისე გავიდეს, რომ მამა შალვამ არ მანუგეშოს. ის ჩემი შვილის მოძღვარი იყო. როდესაც ეს ამბავი გავიგე, არც მახსოვს ვინ მოდიოდა, ვინ მიდიოდა. ერთი მახსოვს, მამა შალვა და მამა საბა მოვიდნენ, არ ვიცი, რა დრო იყო. ისტერიკა მქონდა, გვერდით დამიჯდა, შევხედე და ვეკითხებოდი: რა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე, რა გავაკეთო-მეთქი? მამა შალვას ცრემლები ღვარ-ღვარად ჩამოსდიოდა, ცხარე ცრემლით ტიროდა. არ უნდოდა ხმამაღლა ეტირა, მაგრამ ალბათ, საშუალება რომ ჰქონოდა, ხმამაღლაც ამოიგმინებდა.  შევხედე, მაგრამ იმ მომენტში ვერაფერი მითხრა. ტიროდა ისე, როგორც მე ვტიროდი...მე არ მავიწყდება გიორგი ტყემალაძის სახეც, როდესაც საკრებულოში შევხვდი, ჩვენს ქუჩაზე ლევანის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით, ოჯახთან შეხვედრა და ჩვენი გაცნობა ითხოვა. ლევანიკოზე ვსაუბრობდით, შინაურულად. თვალები აუცრემლიანდა, თავი დახარა, თითქოს ტელეფონს უყურებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ არც არაფერს კითხულობდა; მან ჩემს მდგომარეობას ვერ გაუძლო და თვალცრემლიანს თავი ზევით არ აუწევია და ვერ მიყურებდა... მე ეს თვალები და სახე არ დამავიწყდება. უღრმესი მადლობა მას, ნინია ვარდოსანიძეს და მთლიანად საკრებულოს კოლექტივს... თიანეთის გზატკეცილის ქუჩას რამდენიმე თვეა ჩემი ლევანიკოს სახელი ჰქვია. იმ კაცს, ვინც ძველ ნომრებს ახლით ცვლიდა, მოსახლეობითვის უკითხავს, ვინ არის ეს ბიჭი, რა გააკეთა ქუჩას რომ მის სახელს არქმევენო? მოსახლეობას გახარებია ლევანიკოს სახელი რომ დაერქვა ქუჩას. მე ჭიშკარს რომ გამოვაღებ, არ შემიძლია, ვერ ვუყურებ ჩემი შვილის სახელს და გვარს სახლის ნომერზე... ***ვინ არ მოვიდა მის დაბადების დღეზე. ნაცნობი თუ უცნობი. ჩამოსული იყო ბრეგოვიჩის და კუსტურიცას დირექტორის ვაჟი. მოგვიყვა, როგორ თბილად გაუხსენებია ემირ კუსტურიცას ლევანიკო, როგორ მამღერა ქართული სიმღერაო. ბრეგოვიჩი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ლევანიკო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. ის სულ იწვევდა ლევანს თავის კონცერტებზე, რომელსაც რუსეთში ატარებდა. ჩემთვის ასეთი ადამიანებისგან ასეთი შეფასება ბევრს ნიშნავს. პეტერბურგიდან ქართული ანსამბლი იყო ჩამოსული, ვისთან ერთადაც ლევანს აქვს კონცერტებზე ნამღერი. დამირეკა ლუბა უსპენსკაიამ, ქალიშვილთან ერთად უნდა ჩამოვიდე და ლევანიკოს საფლავზე აუცილებლად უნდა წავიდეო. სიცოცხლეში აქ, ჩვენთან დიდად არავინ უთმობდა ყურადღებას, არც თვითონ იქცევდა სპეციალურად ყურადღებას და თვალში არავის ეჩხირებოდა. გარდაცვალების შემდეგ კი, დიდი გულისტკივილი გამოიწვია. მერე ნახეს, ალბათ, მისი ნამღერი და აღიარეს...სულ მეგობრების და ახალ-ახალი ნაცნობების გარემოცვაში იყო. დავურეკავდი და ვკითხავდი, მითხარი, ვისთან ერთად ხარ ახლა-მეთქი. არ იცნობო, მეტყოდა. მეც ახლა გავიცანიო და ვინც გაიცნობდა, მერე აღარ შორდებოდნენ. გულგრილს ვერავის ტოვებდა.მე ვხედავ როგორ დააკლდათ მეგობრებს ლევანიკო. კვირაში რამდენჯერმე მიდიან მის საფლავზე. მერე იქიდან დამირეკავენ, შეიძლება მოვიდეთო? რას ჰქვია არ შეიძლება! მოდიან, მოგვიკითხავენ. ალბათ, ლევანიკო ძალიან მადლობელია, რომ ეს ბიჭები ასე იქცევიან... ვოცდები, ისეთი რამეები ხდება. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ სრულიად სხვანაირი ლევანიკო აღმოვაჩინე. მე ხომ მეგონა ვიცნობდი, ვიცოდი მასზე ყველაფერი. არაფერი დაფარული არ არსებობდა მასზე, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, გაოცებული ვარ. დღე არ გავა უცხო ადამიანი არ შემეხმიანოს, კვირა არ გავა, ვიღაცამ თაიგული არ გამოგზავნოს. თვე არ გავა, ვინმე სპეციალურად არ ჩამოვიდეს მის საფლავზე მისასვლელად... ოჯახებიანი ქალბატონები ჩამოდიან, სულ უცხო ხალხი...ერთხელ მირეკავს გოგონა და რუსულად მეუბნება, თუ შეიძლება ჭიშკართან ვდგავარ და გამიღეთო. აღმოჩნდა ყაზახი გოგო, რომელიც პირადად არც იცნობდა ჩემ შვილს. შვებულება ავიღე და ჩამოვედი, რომ ლევანის საფლავზე მივიდეო. გავოგნდი, სრულიად უცხო ადამიანი შემრჩა ხელში. და რამდენი მოსულა ასე...გიო დათიაშვილმა ლევანიკოს ნამღერზე - "პატარა გოგო დამეკარგა" ანიმაციური კლიპი გადაიღო. მე ვერ ვუსმენ ლევანიკოს სიმღერებს. ფეისბუქზე თუ შემომხვდება, ხმას ვუწევ და ისე ვუყურებ მის კადრებს. ხმოვანი შეტყობინებები მაქვს ტელეფონში უამრავი, მაგრამ ვერ ვრთავ. როგორ მინდა, ხანდახან დავაჭირო თითი და მოვისმინო - დე, ჩავფრინდიიი, დე, უკვე სახლში მივედი... ავედი... ვერ ვუსმენ, არ შემიძლია. შეიძლება მოვკვდე.მისი ოთახი დავასრულე. ლამაზი გამოვიდა. ყველა მასთან დაკავშირებული ნივთი იქ არის. თუმცა ჯერჯერობით, ვერც ერთი ვერ ვეხებით იმ ყუთს და საკონცერტო სამოსს, რომელიც მოსკოვიდან ჩამოგვივიდა... ერთმანეთს ვერ ვეუბნებით, ამოიღე ნივთებიო.ამ სივრცეში გვინდა ლევანიკოსთან მოსულ ადამიანებს ვუმასპინძლოთ. ყველა მისი ჯილდო იქ მაქვს. ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. უმაღლესშიც უმაღლესი შეფასებები ჰქონდა. ოღონდ გაოცებული ვარ, როგორ ახერხებდა, არ ვიცი, რადგან არ მინახავს რომ ემეცადინა. თავს კი ყველგან საუკეთესოდ წარმოაჩენდა.***შორს ვხედავ ხოლმე სიზმრად. თვალს მოვკრავ. ახლოს, ჩახუტებით არ მინახავს. "ჯეოსტარის" დროს ერთი მეგობარი ჰყავდა. ამ გოგომ სიზმარი მომიყვა: მიცანი, ლევანიკოო, უკითხავს ანის. როგორ არა, გიცანი, გენაცვალე შენო. "გენაცვალე შენს" ბოლო დროს ამბობდა. ყველას ასე მიმართავდა. ანის უთქვამს, ლევანიკო, დედა როგორ გნატრულობსო, მე დედას თითქმის ყოველდღე ვხედავო, უთქვამს ჩემს შვილს...მე ყოველდღე მივდივარ მასთან, საფლავზე, სადაც ჩემი სამყარო მაქვს; უნდა მივიდე, ჩამოვჯდე, დავალაგო, მცენარეები მოვრწყო. ლევანიკოც იქ მხედავს, ალბათ...ასევე დაგაინტერესებთ:"კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - საინტერესო ფაქტები კახი კავსაძეზე"რატომ არიან დები ფანდურებით საფლავის ქვაზე და რატომ ჰქვია იმ სოფელს სამღერეთი?" - ეთერ თათარაიძე საოცარი ისტორიით

mamao

საზოგადოება 1718127190

"გაუსაძლისი ტკივილების გამო, ღმერთს ვთხოვდი, ამ წუთისოფლიდან გამიყვანე-მეთქი. მერე, თურმე, მეუღლეს შევპირებივარ..." - რას იხსენებს მამა თეიმურაზ ქორიძე

მღვდელმა თეიმურაზ ქორიძემ, რამდენიმე თვის წინ, სიკვდილს თვალებში ჩახედა. დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის მანძილზე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გადარჩენის შანსი ნელ-ნელა იკლებდა, შეუძლებელიც იყო. როგორც ამბობს, გაუსაძლისი ტკივილების გამო, უფალს ამ სოფლიდან გაყვანასაც კი სთხოვდა. თუმცა ღვთის წყალობით, გამოჯანმრთელდა და თავის მისიას ისევ უშურველად ასრულებს. მოძღვარი გიორგი დარასელიასთან ინტერვიუში საუბრობს იმ მთავარზე, რასაც ის სასიკვდილო სარეცელზე მყოფი განიცდიდა. აი, რას გვირჩევს ახალგაზრდა სასულიერო პირი.მამა თეიმურაზ ქორიძე: როცა ადამიანი სიკვდილის სარეცელზე ხარ, მაშინ ხვდები, რომ რაც კი დაგრჩენია და რაც კი მიგაქვს, ეს მხოლოდ სიყვარულია. დანარჩენი ყველაფერი ამაო და ამ ქვეყნიურია. გახსენდება ყველა წყენა, ვინმეს თუ მიაყენე, განსაცდელი, რაშიც შენი ქმედებით სხვა ჩააგდე. სადღაც ნანობ, სადღაც ელოდები ღმერთთან შეხვედრას. სადღაც იმის იმედი გაქვს, რომ მას აუცილებლად იხილავ, რადგან ამ იმედით ცხოვრობს ადამიანი. ერთადერთს დანამდვილებით ხვდები, რომ არაფერია ადამიანის ცხოვრება სიყვარულის გარეშე. აბსოლუტურად ყველა წამი ამაოა სიყვარულის გარეშე.ჩვენ გვსურს ამ სამყაროში დავიმკვიდროთ თავი, მივაღწიოთ წარმატებებს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ამსოფლიურ ცხოვრებას აქვს დასასრული და ეს დასასრული, შეიძლება დადგეს ერთ წამში. ისე, რომ ვერც გაიგოს, ვერც შეიგრძნოს, ისე მალე და უეცრად შეიძლება მოვიდეს ეს აღსასრული. სანამ ცხოვრობ და სუნთქავ, ყველა წამი სიყვარულით უნდა გაჟღინთო, ყველას უნდა მიანიჭო სიყვარული. დავინახე, რომ სიყვარულის გარდა ყველაფერი ამაო გახდა. ასევე, არაფერი ადამიანის ფასი არ არის ამ სამყაროში. ვნახე სიკვდილიც და ვნახე სიცოცხლეც. და მივხვდი, რომ ადამიანის ფასად სამყაროში არაფერი ღირს.ყველა სიტყვას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი. სიტყვა ძვირფასია, სიტყვას ძალა აქვს. შეიძლება მუშტმა ვერ გატკინოს და გავნოს ისე, როგორც სიტყვამ. სიტყვები ადამიანის გულში გრძნობებად იქცევა, გრძნობები საბოლოოდ დარჩება ჩვენგან და გაგვყვება მარადისობაში. სიყვარული რჩება და სიყვარული მიგვყვება. ეს ვნახე და ეს განვიცადე. დანარჩენზე ტყუილად ვზრუნავთ.თავიდან, გაუსაძლისი ტკივილების გამო, ღმერთს ვთხოვდი, გამიყვანე ამ წუთისოფლიდან-მეთქი. ეს უფალმა არ ინება. მერე, თურმე, მეუღლეს შევპირებივარ, დავბრუნდები-მეთქი. ამ დროს ჩემი გადარჩენის ერთი პროცენტიც არ იყო. მაგრამ დღეს მხნედ ვგრძნობ თავს. ეს ძალიან დიდი მასწავლებელია ჩემთვის.ადამიანი არაფერი ხარ. აი, მხოლოდ იმისთვის ხარ ადამიანი, რომ სიყვარულის გაცემა შეგიძლია. ***დაბრუნდი საიქიოდან ხომ? უნდა გახსოვდეს, რომ არავის არასდროს არ უნდა შეგშურდეს. ასე მართლა ბედნიერი იქნები და ღვთის გზით ივლი. შური ყველაზე მძიმე და საშინელი ცოდვაა. ეს ყველა ცოდვის საწყისია. კაცობრიობის ისტორიაში პირველი მკვლელობა შურმა გამოიწვია. და ვის და ვის შორის? ძმებს შორის შურმა. ეშმაკის დაცემულობა შურმა გამოიწვია. მან მოინდომა ღმერთს გატოლებოდა. დაცემულობა და ყველა ცოდვის დასაბამი შურია. რატომ უნდა გვშურდეს ერთმანეთის? რატომ? უნდა გიხაროდეს სხვა ადამიანის წარმატება და ბედნიერება. განა ყველა ერთნი არ ვართ ქრისტეში? განა ყველა იმ ერთ ბარძიმს არ ვეზიარებით და ერთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს არ ვიღებთ? როგორ უნდა მშურდეს? შეიძლება შემოვიდეს ეს ცოდვა, მაგრამ ჩვევად არ უნდა გვექცეს, თორემ შინაგანადაც დაგღუპავს და ფიზიკურადაც მოგშლის. როცა ვინმე შენს სიკეთეზე მწუხარებს, შენ გაძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტი გააკეთო. ამას ძალა სჭირდება. ადამიანმა სხვისი მისადმი შური სათავისო იარაღად უნდა აქციოს. ამით, სიკეთის საკეთებლად, მოტივაცია შეიქმნას. ღმერთს ვთხოვოთ გვქონდეს ძალა, რომ მეტად ვიშრომოთ და ვაკეთოთ ის, რის გამოც შურთ ჩვენი. შური მოშურნეობად როგორ უნდა ვაქციოდ?მოშურნეობაა, როცა ხედავ სხვის სიკეთეს და გინდა მის მსგავსად იცხოვრო. პავლე მოციქული ამბობს, "მობაძვად ჩემდა იყავით, ვითარცა მე ქრისტესა". როცა სიკეთეში ჰბაძავ და მისდევ ადამიანს, ეს მოშურნეობაა. არავისზე მეტი არ უნდა გვეგონოს თავი. ყველანი ერთი ღმერთის შვილები ვართ. ღმერთი არც ერთს არ განვგყოფს პრივილეგიების თუ სხვადასხვა რამის გამო. არასდროს არავისზე მეტი არ უნდა გვეგონოს თავი და აი, მაშინ დაიბადება მოშურნეობა და არა - შური. შური მაშინ მოდის, როცა ვიღაცაზე მეტი გგონია თავი და გწყინს, რომ ვთქვათ, შენზე კარგი სახლი იყიდა, წარმატებას მიაღწია. ადამიანებს სწყინთ და აღიზიანებთ ისიც კი, რომ ვიღაც მათზე მეტად უყვართ. როგორ შეიძლება გაღიზიანებდეს ის, რომ ვიღაც უყვართ?! ესე იგი შენში შურია. გინდა დადგე მის ადგილას. დადექი. მაცხოვარმა თორმეტი მოციქული აარჩია სხვადასხვა ხასიათებით და სახეებით. ასეთები ვართ ჩვენ, სხვადასხვანაირები. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ვის გვინდა ვგავდეთ - პეტრე მოციქულს თუ იუდას? იოანეს თუ იაკობს? რაც ადამიანმა უნდა გაიაზროს არის ის, რომ არავინ არავისზე მეტი არ არის. ამას თუ გავიაზრებთ, მართლა ბედნიერი იქნება სამყარო. ასევე დაგაინტერესებთ:როგორ უწინასწარმეტყველა უშვილობა მამა გაბრიელმა მცხეთელ ბიჭს - "ახლა მაინც მაპატიე-მეთქი...""აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ... - მოძღვარი მრევლს მიმართავს"შევეცადოთ, ყველამ ერთად ვიმღეროთ ერთი სიმღერა" - უნიკალური აფხაზური ალბომის დაბადება"კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - საინტერესო ფაქტები კახი კავსაძეზე

kaxi

კულტურა 1717602972

"კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - საინტერესო ფაქტები კახი კავსაძეზე

5 ივნისი კახი კავსაძის დაბადების დღეა. დღეს არტისტი 89 წლის გახდებოდა.  უკვე სამი წელია ფიზიკურად ჩვენს შორის არ არის, თუმცა მისი დავიწყება განა შესაძლებელია?კახის რაინდული თვისებების ჩამოთვლისას, გენიალური არტისტის სიყვარულის უსაზღვრო ნიჭზე ამახვილებენ ყურადღებას. დავფიქრდი, მართლაც რატომ უყვართ კახი ასე ძლიერად? თანაც ყველას განურჩევლად ასაკისა? იმიტომ რომ კახი სიყვარულს აფრქვევდა და მზეს გვიზიარებდა... ყველას ესაუბრებოდა და თანაც გულწრფელად..."პრაიმტაიმთან" დიდ მსახიობს რეჟისორი ნანა ჯანელიძე იხსენებს. "იქ თეატრი არის?" - ასე ჰქვია ბიოგრაფიულ ფილმს, რომელიც კავსაძეების ოჯახზეა და მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრისაა.  ნანა ჯანელიძე: – კახი ყველას უყვარდა. არ მინახავს, სადმე მისულიყო და დიდი ფურორი არ მოეხდინა ადამიანურად, არტისტულად.მაინც მგონია, რომ დაუფასებელი იყო. გაცილებით მეტ ფილმში უნდა ყოფილიყო გადაღებული, ვიდრე არის. მის ნიჭს და ტალანტს გაცილებით მრავალი ჟანრის მოცვა შეეძლო.ფილმზე - „იქ თეატრი არის?“ მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ კახი მხოლოდ დიდი არტისტი არ არის. ის ერთდროულად დიდი ტრაგიკოსი და კომიკოსი იყო. მას აბსოლუტურად ყველაფერი ხელეწიფებოდა.საოცარი უნარი ჰქონდა იმ წუთში, იმ კონკრეტულ დუბლში თავისი პოტენციალის ათასი პროცენტი გაეცა.ქუჩაში რომ მივდიოდით, ყველა ეთაყვანებოდა. სურათებს იღებდნენ, აჩერებდნენ, ეფერებოდნენ…ყველას უჩერდებოდა და დიდ სითბოს და სიყვარულს უჩვენებდა. უყვებოდა ისტორიებს და თან ისე, ათასკაციან დარბაზში რომ ჰყვება არტისტი და იხარჯება. ასე იხარჯებოდა ნებისმიერი ადამიანის წინ, თუნდაც მოწყალების მთხოვნელის წინ, რომელიც ამ დროს იქვე იდგა...ასეთი გულუხვობით გასცემდა თავის ნიჭს, სითბოს და სიყვარულს. ამიტომ კახი სრულიად შეუდარებელი, წამლეკავი სიყვარულის და ღირსების მქონე ადამიანი გახლდათ. მას ყოველთვის უხაროდა სხვისი ნიჭი, გამარჯვება და სიკეთე. ამით ძალიან ბედნიერდებოდა. მე არ მინახავს მასში შურის ან ძაგების პატარა უხერხული ჩრდილი. ეს სიყვარულის ფრქვევა და სინათლე ყველაზე მოქმედებს, მზის სხივებს ჰგავს…არაჩვეულებრივი მამა და კიდევ უფრო დიადი დედა ჰყავდა. ამ დედამ მოახერხა ის, რომ ორ ვაჟს, რომლებსაც შვიდი წელი ჰქონდათ მამასთან ერთად ნაცხოვრები, ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრა მამა. მამა, რომელიც წავიდა ომში, დაჭრეს, მოხვდა ნაცისტურ ბანაკში, იქ ჩამოაყალიბა გუნდი. ომის დასრულების მერე წამოვიდა საქართველოსკენ, მაგრამ მატარებელში კაგებე დაადგა და გადაასახლეს.კახის ორჯერ ჰყავს ნანახი მამა. მაგრამ დათაშკა მათ ოჯახში მუდამ არსებობდა, მუდამ ცხოვრობდა. დედა ეუბნებოდათ, აბა, იმეცადინეთ, რას იტყვის მამა?.. მამა, რომელიც ფიზიკურად არ იყო სახლში, მაგრამ შვილებისთვის კაცობის, თავდადების, ნიჭის, ვაჟკაცობის მაგალითი იყო მუდამ.კახის ცხოვრების მანძილზე არაერთხელ შეხვედრია უცხოეთში ადამიანი, რომელმაც უთხრა, მე ნაცისტურ ბანაკს დათაშკამ გადამარჩინაო…კახი ქართული რაინდული სულის განსახიერებაა მისი დამოკიდებულებით ბელასადმი. ის ისტორია, რაც მას გადახდა, შეიძლება მითებში წაიკითხო: 12 წელი ელოდა ბელას, თავისთვის უყვარდა, მერე შეირთო ცოლად, მასთან ერთად იცხოვრა… თუმცა ერთად ყოფნის სამი წლის თავზე ბელა ავად გახდა და ნელ-ნელა ილეოდა და ქრებოდა. კახის უფრო და უფრო უყვარდა ბელა. მთელი ცხოვრება უყვარდა. ბოლოს ხელში აყვანილი დაჰყავდა ხან ერთ მეგობართან, ხან მეორესთან და ქეიფობდნენ. ცოლზე ყურებამდე შეყვარებული იყო. ესეც კაცობის იდეალია, რომ შეგიძლია გიყვარდეს ერთი ქალი, მთელი ცხოვრება იყო მისი ერთგული და მასში მზეთუნახავს ხედავდე. კახი მომნუსხველად საყვარელი გახლდათ ყველა ჯურის ადამიანისთვის, კაცისთვის და ქალისთვის. კაცები კიდევ რაღაც განსაკუთრებულს ხედავდნენ კახიში. იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? კაცი, რომელსაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ეს ხომ საოცრებაა, ასეთი იყო კახი. ასევე დაგაინტერესებთ:"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - მსახიობები გია ფერაძეს იხსენებენ"რატომ არიან დები ფანდურებით საფლავის ქვაზე და რატომ ჰქვია იმ სოფელს სამღერეთი?" - ეთერ თათარაიძე საოცარი ისტორიით"ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე ავარიას, სასწაულებრივად გადაურჩა. თურმე, მაესტროს, წინ "მონანიება" ელოდა..." - გენიალური რეჟისორის 100 წლის იუბილე"წმინდა ელენეს ხსენების დღეს დავიბადე, მაგრამ ერთი თვე სახელი არ მერქვა“ - სოფიკო ჭიაურელი 87 წლის გახდებოდა