ჯორჯია მელონი

მსოფლიო 1775230938

ჯორჯია მელონი საუდის არაბეთში ჩავიდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში ჩავიდა.იტალიის პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებთან.ვიზიტის მიზანია აღნიშნულ  ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება  და ირანის მხრიდან არსებული თავდასხმების ფონზე  იტალიის მხარდაჭერის დადასტურება.გარდა ამისა, როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია განმარტავს,  ვიზიტი  ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასაც ემსახურება.„სპარსეთის ყურის ქვეყნები იტალიისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი წყაროა  და გლობალური ენერგეტიკული ფასების განსაზღვრაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ“, – აღნიშნავს იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

 ტრამპი

მსოფლიო 1775190134

TIME: ტრამპი ეძებს გზას გამარჯვების გამოსაცხადებლად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, იმ იმედით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდება მანამ, სანამ პოლიტიკური ზიანი შეუქცევადი გახდება

 დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა ირანის ომის მესამე კვირას, როდესაც მისი ყველაზე სანდო მრჩევლების ჯგუფი არასასიამოვნო ამბის მისატანად მივიდა - მისი დიდი ხნის სოციოლოგი, ტონი ფაბრიციო ატარებდა კვლევებს, რომლებიც მიუთითებდა, რომ ტრამპის მიერ წამოწყებული ომი სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა, - წერსამერიკული ჟურნალი TIME-ი სტატიაში სათაურით „ტრამპის მიერ ირანის ომიდან გამოსავლის ძიების შიდა სამზარეულო“.ბენზინის ფასი ერთ გალონზე 4 დოლარს გასცდა, საფონდო ბირჟები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ხოლო მილიონობით ამერიკელი ქუჩაში საპროტესტოდ გამოსასვლელად ემზადებოდა. დადასტურდა ცამეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. ტრამპის ზოგიერთი მხარდამჭერიც კი აკრიტიკებდა კონფლიქტს, რომლის დასასრულიც არ ჩანდა.თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სუზი უაილსს და თანაშემწეთა მცირე ჯგუფს ხვდა წილად მისია, პრეზიდენტისთვის ეთქვათ, რომ რაც უფრო დიდხანს გაიწელებოდა ომი, მით მეტად დაემუქრებოდა საფრთხე მის რეიტინგსა და „რესპუბლიკელების“ პერსპექტივებს ნოემბრის შუალედურ არჩევნებში.ტრამპისთვის ეს მკაცრი გაფრთხილება შემაშფოთებელი აღმოჩნდა. ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ბოლო დროს პრეზიდენტი დილას იწყებდა სამხედრო პირების მიერ მომზადებული იმ ვიდეოების ყურებით, რომლებშიც ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებები იყო ასახული. იგი მრჩევლებს ეუბნებოდა, რომ მთავარსარდლის როლში ირანისგან მომავალი ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნებოდა.თუმცა, თეთრი სახლის ორი წყაროს თანახმად, უაილსი შეშფოთებული იყო იმით, რომ თანაშემწეები პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით ომის აღქმასთან დაკავშირებით ზედმეტად ოპტიმისტურ სურათს უხატავდნენ და ეუბნებოდნენ იმას, რისი მოსმენაც მას სურდა და არა იმას, რაც უნდა სცოდნოდა. ოფიციალური პირების თქმით, მან კოლეგებს მოუწოდა, „უფრო გულწრფელები ყოფილიყვნენ უფროსთან“ პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შესახებ.პრეზიდენტი შექმნილმა მძიმე ვითარებამ იმედგაცრუებული დატოვა; იგი საკუთარი ადმინისტრაციის ზოგიერთ მაღალჩინოსანს დაუპირისპირდა და განრისხებული იყო ომის შესახებ შექმნილი ნეგატიური შთაბეჭდილებების გამო. მზარდმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ზარალმა იგი გამოსავლის ძიების წინაშე დააყენა - ამას ადასტურებს ორი მრჩეველი და კონგრესის ორი წევრი, რომლებიც მას გასული კვირის განმავლობაში ესაუბრნენ.ტრამპმა მათ განუცხადა, რომ კამპანიის დასრულება სურს, რადგან უფრთხის გაჭიანურებულ კონფლიქტს, რომელმაც შესაძლოა „რესპუბლიკელების“ პოზიციები შუალედური არჩევნების წინ შეასუსტოს.ამავდროულად, მას სურს, რომ ოპერაცია გადამწყვეტი წარმატებით დასრულდეს. მოკავშირეები ამბობენ, რომ იგი ეძებს გზას გამარჯვების გამოსაცხადებლად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, იმ იმედით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდება მანამ, სანამ პოლიტიკური ზიანი შეუქცევადი გახდება.„შესაძლებლობების ფანჯარა ვიწროა“, - ამბობს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, რომელმაც, ისევე როგორც სხვებმა, ვინც ამ სტატიისთვის გამოიკითხა, ანონიმურობის პირობით ისაუბრა პრეზიდენტის განწყობის შესახებ.სატელეფონო ინტერვიუს დროს, ტრამპმა TIME-ს განუცხადა, რომ ირანს საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად შეთანხმების მიღწევა ძალიან სურდა.„რატომ არ დარეკავდნენ? წუხელ მათი სამი დიდი ხიდი ავაფეთქეთ“, - ამბობს პრეზიდენტი. „ისინი განადგურების პირას არიან. ამბობენ, თითქოს ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი მარტივი მოლაპარაკებაა“.ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისთვის, მათ შორის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტისთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა საპასუხო თავდასხმების ის ტალღა, რომელიც თეირანმა რეგიონის მასშტაბით აშშ-ისა და ისრაელის სამიზნეებზე განახორციელა.თავდასხმები მოხდა იმ ქვეყნებშიც, რომლებიც მანამდე ხელშეუხებლად მიიჩნეოდა: ქუვეითში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში.ამ რეაქციამ დაამსხვრია დაშვება, რომ თეირანი მხოლოდ ფორმალური შურისძიებით შემოიფარგლებოდა. ჰეგსეტი „მოულოდნელობისგან დაბნეული აღმოჩნდა. ამაში ეჭვი არავის ეპარება“, - ამბობს პირი, რომელიც კარგად იცნობს მის პოზიციას.პენტაგონი ამ ვერსიას უარყოფს. „ირანის არცერთი ქმედება ჩვენთვის მოულოდნელი არ არის. ჩვენ ვიმარჯვებთ“, - განუცხადა TIME-ს ჰეგსეტის წარმომადგენელმა, შონ პარნელმა.როდესაც ომისთვის მზადება დაიწყო, ადმინისტრაციას სჯეროდა, რომ გამარჯვების ფორმულა ნაპოვნი ჰქონდა. აშშ განახორციელებდა ისეთ მძლავრ საწყის დარტყმას, რომ თეირანის ერთადერთი გონივრული პასუხი მხოლოდ შეზღუდული შურისძიება იქნებოდა - საკმარისი შიდა აუდიტორიის დასაკმაყოფილებლად, თუმცა ისეთი, რაც ახალ თავდასხმებს არ გამოიწვევდა. ეს თეორია პრეცედენტებს ეფუძნებოდა. როდესაც ტრამპმა პირველი ვადის დროს ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობის ბრძანება გასცა, ირანის პასუხი იყო სარაკეტო დარტყმა აშშ-ის ბაზაზე, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია და რომელიც წინასწარ იყო დაანონსებული.თანაშემწეების თქმით, ტრამპი ვენესუელას განიხილავდა, როგორც მაგალითს იმისა, რომ სწრაფ, ქირურგიული სიზუსტის ინტერვენციას შეუძლია მტრული რეჟიმის დამხობა, მის ნაცვლად კოოპერატიული ხელისუფლების დასმა და ამერიკული ინტერესების დაცვა ისე, რომ ქვეყანა დაუსრულებელ დაპირისპირებაში არ ჩაითრიოს.თავდასხმის გეგმა მის განხორციელებამდე თითქმის ერთი თვით ადრე ამოქმედდა - ამას ადასტურებს აშშ-ის ორი მაღალჩინოსანი. ამას კვირების განმავლობაში მიმდინარე ზედმიწევნითი კოორდინაცია დასჭირდა, რომლის დიდი ნაწილიც ისრაელელ კოლეგებთან მჭიდრო კონსულტაციებით მიმდინარეობდა. როდესაც 17 თებერვალს New York Times-მა ოპერაციის დაგეგმვის დეტალები გამოაქვეყნა, ტრამპი თანაშემწეებზე განრისხდა - აცხადებს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დარტყმების შესახებ გადაწყვეტილებას „10-15 დღეში“ მიიღებდა, თუმცა იცოდა, რომ აშშ შეტევას ბევრად უფრო ადრე გეგმავდა.პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვიდან, ჯეი დი ვენსი ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა ამ ოპერაციას - იტყობინება ორი წყარო. „ჯეი დის ეს ნამდვილად არ მოსწონს“, - განაცხადა ტრამპმა. „მაგრამ, როცა გადაწყვეტილება მიღებულია, ის გადაწყვეტილებაა, არა?“ადმინისტრაცია ასევე მოუმზადებელი აღმოჩნდა, როდესაც ირანმა გავლენის ბერკეტს მიმართა: კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე, რომელზეც ყოველდღიურად მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% მოდის. აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, თეირანმა დე ფაქტო ბლოკადა დააწესა, არხი ფაქტობრივად დაკეტილად გამოაცხადა და არამტრული გემებისთვისაც კი გადაადგილება შეზღუდა. მიღებულმა ეკონომიკურმა შოკმა ქვეყნის შიგნით ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რაც ტრამპის გარემოცვის მოლოდინებს სცდებოდა. საწვავზე ფასების მკვეთრად მატებასთან ერთად, ტრამპი შეეცადა გაზრდილი ხარჯები წარმოეჩინა, როგორც აუცილებელი კომპრომისი - მოკლევადიანი ტვირთი ბირთვული ირანის საფრთხის აღმოფხვრის სანაცვლოდ.ტრამპი ასევე ერთგვარი „გამოუვალი მდგომარეობის“ წინაშე აღმოჩნდა. მას ომის დასრულება სურს, თუმცა არა იმ მიზნების მიღწევის გარეშე, რომლებიც საბოლოოდ აღკვეთდა ირანის მიერ ბირთვულ იარაღთან მიახლოების მცდელობებს. შიდა განხილვებისას ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთი მაღალჩინოსანი აფრთხილებდა მას, რომ ხანგრძლივმა იერიშმა, შეკავების ნაცვლად, შესაძლოა უფრო მეტად შეუწყოს ხელი თეირანის ამბიციების დაჩქარებას.მაშინ, როდესაც საბრძოლო მოქმედებები ჭიანურდება, ტრამპზე შთაბეჭდილება მოახდინა თეირანის შეუპოვრობამ. „ისინი ძალიან მტკიცენი არიან. მათ შეუძლიათ უზარმაზარ ზიანს გაუძლონ“, - ეუბნება იგი TIME-ს. „ამიტომ, მე მათ ამის გამო პატივს ვცემ. ფაქტია, ვფიქრობ, რომ ისინი უკეთესი მომლაპარაკებლები არიან, ვიდრე მებრძოლები“.ადმინისტრაცია ახლა რთული, თითქმის აკრობატული გამოწვევის წინაშე დგას: იპოვოს გამოსავალი ისე, რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ძალიან ცოტას მიაღწია. ისეთი მემკვიდრე რეჟიმის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო სტაბილური და დასავლეთის მიმართ კეთილგანწყობილი იქნება, ვიდრე ის, რომლის ჩანაცვლებასაც პრეზიდენტი გეგმავს, იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ტრამპს ეგონა.თანაშემწეების თქმით, იმედოვნებენ, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითება და მისი ლიდერების განადგურება გამორიცხავს ბირთვული სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესაძლებლობას, დაშლის მის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და შექმნის პირობებს შიდა ცვლილებებისთვის. თუმცა, ეს გზაც სავსეა საფრთხეებით. რიგითი ირანელები მეტწილად უიარაღონი არიან და მათ წინაშეა განვითარებული არმია, რომელიც მზად არის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დამანგრეველი ძალა გამოიყენოს.ის, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ომმა ნოემბრის არჩევნებზე და რას ნიშნავს ეს შედეგები მისი პრეზიდენტობის დარჩენილი პერიოდისთვის არის კითხვა, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებებს ლაიტმოტივად გასდევს.ზოგიერთი მრჩეველი პრეზიდენტის მსჯელობაში მორჩილების ნოტებს ამჩნევს. კერძო საუბრებში იგი ხშირად აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია შუალედურ არჩევნებში, როგორც წესი, პოზიციებს თმობს. „მას უჭირს ამ ისტორიული მოცემულობის გადალახვა“, - აღნიშნავს თანაშემწე. თუმცა, ისტორია იმასაც გვკარნახობს, რომ პრეზიდენტისთვის, რომელსაც ქვეყანა ომში შეჰყავს, შეიძლება არჩევნების წაგებაზე უარესი შედეგებიც დადგეს.

ვატო ქიზიყურაშვილი

პოლიტიკა 1775053620

ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში

ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.მისი თქმით, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ერთადერთი სწორი გზა ნეიტრალიტეტია.„რუბიოს ზარსაც რომ შევეხოთ - მისასალმებელია და ერთი შეხედვით ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავთ ამ კომუნიკაციაში, მაგრამ ზოგადად რომ შევხედოთ ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, ცალსახად ჩანს, რომ საქართველოს მხრიდან არ მომხდარა [ურთიერთობების დაზიანება] მათი [აშშ-ის წინა ადმინისტრაციის] ინიციატივით შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა. თვითონ ეს პარტნიორობაც რამდენი წელი მოქმედებდა, მაგრამ არანაირი ხელშესახები შედეგი საქართველოს მოსახლეობას არ მოუტანა. ყველა დიდი ოპტიმიზმით ვუყურებდით ტრამპის პრეზიდენტობის ხანას, რადგან ის მოვიდა დაპირებით, რომ დაასრულებდა ომებს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ომი კიდევ მიმდინარეობს და დაიწყო ახალი ომი ჩვენგან ძალიან ახლოს, ირანში. ის სტრატეგია, რაც არსებობდა წლების განმავლობაში, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებულიყო სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჯერ ვერ ვამჩნევთ, რომ შეიცვალა. ამიტომ, არ შეიძლება მოვდუნდეთ და გარკვეული იმედები დავამყაროთ ამ ერთ ზარზე.საუკუნეში ერთხელ შეიძლება მოხდეს ისეთი დიდი ძვრები, რასაც დღევანდელ მსოფლიოში თვალს ვადევნებთ. ვხედავთ, რომ იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს მომენტია დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და გეოგრაფიის გათვალისწინებითაც, ერთადერთი სწორი გზა ნეიტრალიტეტია. ვხედავთ რა ხდება ისეთ მდიდარ ქვეყნებში, როგორიცაა კატარი, გაერთიანებული საამიროები - ადრე შეიძლება იყო მიდგომა, რომ უცხო ქვეყნის ჯარის საკუთარ ტერიტორიაზე განლაგება უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას, თუ ეკონომიკურ განვითარებას, დღეს ეს ყველაფერი შემოტრიალდა. ეს კარგი მაგალითია საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის. იმასაც თუ დავაკვირდებით, რომ საქართველოს არც არასდროს ეპატიჟებოდნენ არც ნატოში და რაც ევროკავშირში, ეს იყო მხოლოდ სიტყვები და თეზისები, დღეს მხოლოდ ეს არის სწორი გზა და მნიშვნელოვანია ის, რომ ამას საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს. ნეიტრალიტეტი და სამხედრო მიუმხრობლობა განაპირობებს იმას, რომ მსგავსი ტიპის კატაკლიზმებს ქვეყანამ შეიძლება თავი აარიდოს“, - განაცხადა ქიზიყურაშვილმა.

iran

მსოფლიო 1775033968

ირანმა კატარის ტერიტორიულ წყლებში ნავთობტანკერს დაარტყა

ირანმა კატარის ტერიტორიულ წყლებში ნავთობტანკერს დაარტყა, - ინფორმაციას კატარის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კატარის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანმა სამი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს, ხოლო ერთი კატარის ტერიტორიულ წყლებში მყოფ ნავთობტანკერს მოხვდა.კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანია Qatar Energy-მ განაცხადა, რომ ირანმა მათ მიერ დაქირავებულ ტანკერს Aqua 1-ს დაარტყა.ირანის იერიშის შემდეგ ნავთობტანკერის ეკიპაჟის 21 წევრის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო მათ შორის არავინ დაშავებულა.

ქალთა ფეხბურთი

სპორტი 1775027066

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

ცნობილი გახდა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ყველა, 48-ვე მონაწილე გუნდი. ერაყის ნაკრებმა კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ერთ-ერთ ფინალურ მატჩში ბოლივია 2:1 დაამარცხა და იმ 47 ნაკრებს შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მანამდე უკვე მოახერხეს. ისინი 12 ჯგუფში არიან გადანაწილებულები.ჯგუფი A: მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ჩეხეთი.ჯგუფი B: კანადა, შვეიცარია, კატარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა.ჯგუფი C: ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი, შოტლანდია.ჯგუფი D: აშშ, პარაგვაი, ავსტრალია, თურქეთი.ჯგუფი E: გერმანია, კიურასაო, კოტ-დ’ივუარი, ეკვადორი.ჯგუფი F: ნიდერლანდები, იაპონია, ტუნისი, შვედეთი.ჯგუფი G: ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია.ჯგუფი H: ესპანეთი, კაბო-ვერდე, საუდის არაბეთი, ურუგვაი.ჯგუფი I: საფრანგეთი, სენეგალი, ნორვეგია, ერაყი.ჯგუფი J: არგენტინა, ალჟირი, ავსტრია, იორდანია.ჯგუფი K: პორტუგალია, კოლუმბია, უზბეკეთი, კონგოს დრ.ჯგუფი L: ინგლისი, ხორვატია, განა, პანამა.

ბრიტანეთი

მსოფლიო 1774973969

სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის

სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად დიდი ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ირანი აფართოებს თავის თავდასხმებს. ჰილის განცხადებით, ბრიტანული Typhoon-ის თვითმფრინავები კატარში მოქმედებას გააგრძელებენ.„ბრიტანეთი თქვენ გვერდით დგას და თავის პარტნიორებთან ერთად იდგება. ამჟამად ახლო აღმოსავლეთის ცას ბრიტანეთის საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები იცავენ“, – აღნიშნა ჯონ ჰილიმ კატარში ვიზიტის დროს.

ტატუ

მსოფლიო 1774895752

ტატუებმა შეიძლება მხედველობა დაგიკარგოთ - რას ამბობენ ექიმები

იშვიათი თვალის დაავადება უვეიტი ტატუს გაკეთებასთან არის დაკავშირებული  და მძიმე შემთხვევებში შესაძლოა სიბრმავეც კი გამოიწვიოს. ამის შესახებ ექიმები საუბრობენ.სპეციალისტების თქმით, ტატუს მელანში არსებული ნივთიერებები ზოგჯერ იწვევს იმუნურ რეაქციას. ორგანიზმი მელანს საფრთხედ აღიქვამს და იწყებს ანთებით პროცესს, რომელიც შეიძლება თვალამდეც გავრცელდეს. შედეგად ზიანდება თვალის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც იწვევს ტკივილს, სიწითლესა და სინათლის მიმართ მგრძნობელობას. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია გლაუკომა და მხედველობის დაკარგვა.ბოლო წლებში შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა - 2010 წლის შემდეგ ისინი თითქმის გაორმაგდა. სიმპტომები შეიძლება ტატუს გაკეთებიდან დიდი ხნის შემდეგაც გამოვლინდეს. უფრო მაღალი რისკი აქვთ დიდი ტატუების მქონე და შავი მელნის მომხმარებლებს.განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა ან ქრონიკული დაავადებები.მკურნალობა რთულია და ყოველთვის ეფექტური არ არის - ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დროებითი ან მუდმივი მხედველობის დაკარგვაც მოხდეს. მკურნალობის მიუხედავად, პაციენტების დაახლოებით 75%-ს აღენიშნება მხედველობის დროებითი დაკარგვა, ხოლო 17%-ს - მუდმივი. ასევე შესაძლებელია გართულებები, როგორიცაა კატარაქტა და გლაუკომა.ექიმები გირჩევენ, ტატუს შემდეგ თვალის ტკივილის, სიწითლის ან მხედველობის გაუარესების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალისტს.

კონფლიქტი

მსოფლიო 1774890483

CNN: ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა

რეგიონული ხელისუფლებების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე მომზადებული CNN-ის სტატისტიკის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა.ირანი: 28 თებერვლიდან მოყოლებული, ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 1,900 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ პარასკევს ირანის „წითელმა ნახევარმთვარემ“ განაცხადა. 16 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კონფლიქტდს „ასობით ირანელი სამოქალაქო პირი“, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი, ემსხვერპლა.ლიბანი: 2 მარტიდან მოყოლებული, ლიბანში ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 1,247 ადამიანი დაიღუპა - ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელ განახლებულ მონაცემებში. სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის, სულ მცირე, 124 ბავშვია.ერაყი: ომის დაწყებიდან მოყოლებული, მთელი ერაყის მასშტაბით, სულ მცირე, 101 ადამიანი დაიღუპა - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა. ნახევრად ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონში, რეგიონული მთავრობის მონაცემებით, სულ მცირე 13 ადამიანია დაღუპული.ისრაელი: კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, უშუალოდ ისრაელის ტერიტორიაზე დაახლოებით 19 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ისრაელის სამხედროების ცნობით, სამხრეთ ლიბანში ასევე დაიღუპა ექვსი ისრაელელი ჯარისკაცი.აშშ: ერთი თვის წინ ირანთან ომის დაწყებიდან მოყოლებული, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების 13 წევრი დაიღუპა - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ათობით ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლებების მონაცემებით, 28 თებერვლის შემდეგ კონფლიქტით გამოწვეული მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარში, ქუვეითში, ომანში, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში.აღსანიშნავია, რომ CNN-ს არ აქვს შესაძლებლობა, ეს მონაცემები დამოუკიდებლად გადაამოწმოს.

ზელებსკი

მსოფლიო 1774847166

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იორდანიის მეფესთან შეხვედრისას, უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობის საკითხი განიხილეს

 დოჰას, აბუ-დაბისა და ერ-რიადის შემდეგ, ამანი - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იორდანიაში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა მეფე აბდულა II-ს. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობის საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელშიც დაწერა.უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ისინი მზად არიან დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით ერთობლივი მუშაობისთვის. ამავე საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე ოფიციალურად გაფორმებულია კატართან, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

ერდოღანი

მსოფლიო 1774441788

Bloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ

თურქეთი აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს, რათა არ დაუშვას, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიას შეუერთდნენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.როგორც სააგენტოს რესპონდენტებმა განუცხადეს, ოფიციალური ანკარა სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს გამოავლინონ თავშეკავება.დიპლომატიური ძალისხმევის აქტივიზაციის ფონზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. მან აგრეთვე სატელეფონო საუბარი გამართა რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან.როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, სპარსეთის ყურის ისეთი ძლიერი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო, რომლებმაც უკვე დააზიანეს პორტები, ენერგეტიკული ობიექტები და აეროპორტები, მოთმინებას კარგავენ.თუმცა, როგორც სააგენტო წერს, აღნიშნული ქვეყნები ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდებიან, თუ ირანი მუქარას სისრულეში მოიყვანს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ და წყლის ინფრასტრუქტურას დაბომბავს. ეს მათთვის „წითელი ხაზია“.მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია აღნიშნული კონფლიქტის „რეგიონის ქვეყნებს შორის დამქანცველ ომში გადაზრდა“.

ზარი

მსოფლიო 1774245948

Reuters: კაია კალასმა აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა

 ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა.ევროკავშირის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ კალასი ასევე ესაუბრა თურქეთის, კატარისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრებს. საუბრის მთავარი თემები იყო ომი ახლო აღმოსავლეთში, თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ გახსნის აუცილებლობა.„ეს კონტაქტები ევროკავშირის იმ მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია, რომელიც დიპლომატიური გზების ძიებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ „კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ახალი მუქარები ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ მილიონობით ადამიანს უქმნის საფრთხეს“.მანამდე კალასი არაღჩის ოთხშაბათს ესაუბრა. მაშინ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნავიგაცია ევროპისთვის პრიორიტეტული საკითხია.

კატარი

საზოგადოება 1774169973

კატარში ვერტმფრენი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

კატარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ვერტმფრენი კატარის ტერიტორიულ წყლებში ჩამოვარდა.მედიის ინფორმაციით, ექვსი დაღუპულის ცხედარი უკვე იპოვეს და ამჟამად ვერტმფრენში მყოფი მეშვიდე პირის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მდგომარეობაც გაურკვეველია.კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენი „რუტინულ სამსახურებრივ მოვალეობას“ ასრულებდა, რა დროსაც სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობა მოხდა.