1791274912
ბათუმის საზღვაო აკვატორიაში წვრთნები ჩატარდა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ეროვნული წვრთნები, GEO SAR & OSR EX 2026, ჩატარდა.
წვრთნები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელობით წარიმართა და ორ ლოკაციას მოიცავდა.
წვრთნების მთავარი მიზანია ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი გემებისთვის დახმარების აღმოჩენისა და ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის შესაძლებლობების შემოწმება და შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება.
სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით, წვრთნების ფარგლებში ასევე დამუშავდა ოპერაციის მართვის შტაბისა და მონაწილე უწყებების შეთანხმებული მოქმედებები.
სცენარის მიხედვით, ოპერაციის ძირითადი ნაწილი ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში განხორციელდა. წვრთნების მეორე ნაწილი კი სანაპირო ზოლზე, ჟილინის არხის შესართავთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.
წვრთნებში გამოყენებული იყო 18 ერთეული ტექნიკა, მათ შორის 3 გემი, 6 კატარღა, 2 ბუქსირი, 1 მცურავი ამწე, 4 სკუტერი, 1 დამხმარე კატარღა და შვეულმფრენი.











