„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და თანმხლები დელეგაცია ნიუ-იორკში შუამავლებთან გამართავენ შეხვედრას. ირანული მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაზე განიხილება მიმდინარე მოვლენები და გაიცვლება მოსაზრებები აქტუალურ საკითხებზე.
ამასთან, ირანში აცხადებენ, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები არ იგეგმება.
რიგი დასავლური წყაროები იუწყებოდნენ, რომ ირანი და აშშ, შესაძლოა, ნიუ-იორკში, შუამავლების მონაწილეობით, მოლაპარაკებებს გამართავდნენ.
წყარომ ასევე აღნიშნა, რომ გასულ სამშაბათს კატარელ შუამავალთან შეხვედრისას ირანულმა მხარემ ნათლად წარადგინა თავისი პირობები და წინადადებები ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით.