ვოლსკი

პოლიტიკა • 1788927504

წერილი, რომელიც პირველად გამოქვეყნდა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, რაღაც შედგენილს ჰგავს, სწორედ "ასავალ-დასავალის" მიერ - გია ვოლსკი

 ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე მოწმეთა დაკითხვები გრძელდება - ათზე მეტი გამოკითხული პირი აცხადებს, რომ სამართლებრივი დეტალები არ იცის, და რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყო.მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენებას მისცემს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძეც. მისი ინტერვიუ ადასტურებს, რომ ჯორბენაძეს დავით გარეჯის თემაზე არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა.პარალელურად, გამოცემა აქტიურად ცდილობს ექს-პრემიერის გამართლებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ამ მედიაკამპანიის უკან თავად ყოფილი პრემიერი დგას.პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული პირველი წერილი, "ასავალ-დასავალის" მიერ შედგენილს ჰგავს."წერილი, რომელიც პირველად გამოქვეყნდა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, რაღაც შედგენილს ჰგავს, სწორედ "ასავალ-დასავალის" მიერ, იმიტომ, რომ თითქოს დიტო ჩუბინიძე, დომენტი ჩუბინიძე და ირმა ინაშვილი არიან ადამიანები, ვინც ქმნის ირაკლი ღარიბაშვილისაგან ფიგურას, რომელიც 5 წელიწადში თუ დაბრუნდა საქართველოს პოლიტიკაში, რასაკვირველია მოახდენს რაღაც ტექტონიკურ ძვრებს. ეს ვითარება გამოყენებული ასეთ ბნელ ფორმაში, ახასიათებს "ასავალ-დასავალს" და მე არ ვფიქრობ, რომ ამ თემის მიღმა არის დასატოვებელი ნებისმიერი პოლიტიკური თამაში, რომელსაც დიდი ხანია ეს კონკრეტული პირები ეწევიან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირმა ინაშვილი

სამართალი • 1788529740

ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიციის მთავარ სამმართველოში ირმა ინაშვილის გამოკითხვა დასრულდა.მას 2 საათზე მეტ ხანს ჰკითხავდნენ. გამოკითხვის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.„ქვეყნის ყოფილი, ორგზის პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და გავითვალისწინოთ, რომ შს მინისტრი ფლობს ინფორმაციას, არის გარკვეული ამ სტრუქტურის საქმიანობაში, მეთოდოლოგიაში, საგამოძიებო საქმიანობის დეტალებს იცნობს და ასეთი კომპეტენციის პატიმარი დღეს უკვე ირაკლი ღარიბაშვილი, კონკრეტულ ეპიზოდს უსვამს ხაზს და ამას აკავშირებს ლაზარე ჯორბენაძის მკვლელობასთან.როგორც წესი, მეუღლეები არ არიან ჩართული ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში. შესაძლოა, მეუღლეს არ ჰქონდა გააზრებული ინტერვიუს მნიშვნელობა, დატვირთვა, რა ინტერვიუც მისმა მეუღლემ ლაზარე ჯორბენაძემ მისცა ასავალ დასავალს.ამ დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ“, - განაცხადა ინაშვილმა.საქმეზე ნიკა გვარამია, ასევე გია ხუხაშვილი გუშინ გამოკითხნენ, ზოგიერთმა კი გამოკითხვა სასამართლოში მოითხოვა.პროკურატურის განმარტებით, „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი - მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოიკითხებიან ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე, გიორგი გიგაური, ასევე გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი“.

წილოსანი

პოლიტიკა • 1788432542

ნინო წილოსანი: პროკურატურის სწორმა რეაგირებამ მოგვცა სურათი, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ღარიბაშვილის პოსტზე აჟრიამულდა, იტყუებოდა, სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი გვარამიას რჩევებს აჰყვა

პროკურატურის მხრიდან სწორმა სამართლებრივმა რეაგირებამ მოგვცა სურათი, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც აჟრიამულდა და ღარიბაშვილის პოსტს აჰყვა, თავის მხრივ, იტყუებოდა. ახლა ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს, რომ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.წილოსანის თქმით, სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ გვარამიების, თუ ჟორჟოლიანების მსგავსი დეზინფორმატორების ჟრიამული გამოიწვია.„მისმა განცხადებებმა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივი ააჟრიამულა. პროკურატურის მხრიდან მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები და ყველა არსებული მტკიცებულება მიდის ერთ დასკვნამდე, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ეს არის ხელსაყრელი მომენტი, გარკვეული პოლიტიკური დაზიანება მიაყენოს და დისკრედიტაცია გაუკეთოს როგორც პროკურატურას, ისე მთლიანად ხელისუფლებას. უზომოდ სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და ისეთ დეზინფორმატორებში ნახა გამოხმაურება, როგორებიც გვარამია, ჟორჟოლიანი და მათი თანამოაზრეები არიან. როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ. რაც მთავარია, ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა – ატკინე, დააზიანე მაინცო. ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც. სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი გვარამიას რჩევებს აჰყვა. იმის მიუხედავად, რაოდენ ნაწყენიც ან გაბრაზებულიც არ უნდა იყოს თავისი გადმოსახედიდან, ჩემთვის მაინც მიუღებელია, რომ ვინმე „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დაჯდეს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. უწყების ცნობით, საქმეზე გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი პირველ სექტემბერს გაავრცელა.

გიორგი შარაშიძე

პოლიტიკა • 1788423175

გიორგი შარაშიძე: ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურის განცხადება სანახაობის ნაწილი მგონია, არ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს რაიმე ხელშესახები მოჰყვება

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურის განცხადება სანახაობის ნაწილი მგონია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.შარაშიძის თქმით, ადამიანური ტრაგედიების გამოყენება მიუღებელი და ამორალურია.„მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ გამოკითხვიდან რაიმე განსაკუთრებულს ველოდებით. ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ „ოცნება“ ნამდვილ სახეს აჩვენებს – მათ რიგებში ამდენი აგენტი და ყოფილი „ნაცია“. ერთმანეთის დასმენას და ჩაშვებას რაც უფრო მეტად გააგრძელებენ, მით უფრო მალედა მკაფიოდ დაინახავს ქართველი ხალხი მათ რეალურ სახეს.რაც ხდება, კიდევ ერთხელ იმაზე მიუთითებს, რამდენად ძირგამომპალია სისტემა და რამდენად არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებას მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ასევე რამდენად არიან კორუმპირებულები, მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები არიან. ეს პროცესი რაც უფრო მეტად გაგრძელდება, საზოგადოება უფრო მეტად დაინახავს „ოცნების“ სახეს.პროკურატურის განცხადება ისევ სანახაობის ნაწილი მგონია. არ მგონია, ამ ყველაფერს რაიმე ხელშესახები მოჰყვეს, ვინაიდან „ოცნება“ სხვა დღის წესრიგს ვეღარ ქმნის, ერთმანეთის „ჩაშვება“ დარჩათ. დღევანდელი „ოცნება“ ყოფილი „ნაცების“ და აგენტების პარტიაა. ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, ადამიანური ტრაგედიების გამოყენება მიუღებელი და ამორალურია, მაგრამ ამ საქმის დეტალებში არ და ვერ შევალთ. ეს არის „ოცნების“ თვითილუსტრაციის ნაწილი, როცა ქართველ ხალხს საკუთარი ქმედებით საკუთარ თავს აჩვენებენ“, – განაცხადა შარაშიძემ.ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური“.

პროკურატურა

სამართალი • 1788416554

პროკურატურა: ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, ამის მიუხედავად, საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხება რამდენიმე პირი, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პროკურატურა ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ, ლაზარე ჯორბენაძისთვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა

სამართალი • 1788415536

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნაციონალური მოძღაობა

პოლიტიკა • 1779433314

მაია ორჯონიკიძე გრიგოლიასა და მიშველაძის მიერ ირმა ინაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვაზე: აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს

აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს, - ამ სიტყვებით ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე ჟურნალისტების ინგა გრიგოლიასა და ეკატერინე მიშველაძის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერისთვის, ირმა ინაშვილისთვის, სოციალურ ქსელში დაბადების დღის მილოცვის ფაქტს.ორჯონიკიძე აღნიშნავს, რომ მედიის მსგავსი სიტუაციაა ოპო-პოლიტიკოსების ნაწილშიც.„აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს. კიდევ გიკვირთ ბიძინამ როგორ გაძლო 14 წელი?) ე. წ. ოპო-პოლიტიკოსების დიდ ნაწილშიც იგივე ხდება და ჩვენ გვაგიჟებენ ეს ჩემისები თუ რა ხთეფა?“- წერს მაია ორჯონიკიძე.

ირმა ინაშვილი

პოლიტიკა • 1766488642

ირმა ინაშვილი აქციების დაფინანსებასთან დაკავშირებით აქტივისტის აღიარებაზე: ეგ ვიდეო არ მაინტერესებს. სისულელეა, ტყუილია

ეგ ვიდეო არ მაინტერესებს. არც ერთ სერიოზულ საკითხზე ჩემთვის კომენტარს არ გითხოვიათ. სისულელეა, ტყუილია, - ასე ეხმაურება „ქრონიკასთან“ საუბრისას ირმა ინაშვილი ოპოზიციის სკანდალურ აღიარებას, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მიმდინარე აქციებს აფინანსებენ.მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.ცნობისთვის, ოპოზიციის აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე აქციებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფინანსებენ.კერძოდ, მეყანწიშვილი ვიდეოში აცხადებს, რომ მამუკა ტოროშელიძეს აქციისთვის დინამიკები სწორედ ირმა ინაშვილმა გადასცა. ამასთან, დავით თარხან-მოურავმა გარკვეული თანხა გადასცა დინამიკების და პიკაპის დასაქირავებლად.

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა • 1766478206

დავით ჩიხელიძე: „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მიერ რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას გამართლება არ აქვს, რადგან მათ არა კონკრეტული პროტესტი არამედ საქართველოზე თავდასხმა დააფინანსეს

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ოპოზიციის აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის განცხადებას, სადაც მეყანწიშვილი აღიარებს, რომ მიმდინარე აქციებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფინანსებენ.როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, როდესაც პოლიტიკური ძალა ფინანსურად და ლოგისტიკურად ამაგრებს რადიკალურ ქუჩის პროცესებს, იგი ობიექტურად ხდება დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილე.„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მიერ რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას გამართლება არ აქვს, რადგან მათ არა კონკრეტული პროტესტი არამედ საქართველოზე თავდასხმა დააფინანსეს! როდესაც პოლიტიკური ძალა ფინანსურად და ლოგისტიკურად ამაგრებს რადიკალურ ქუჩის პროცესებს, იგი ობიექტურად ხდება დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილე.აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე მეყანწიშვილის განცხადებით, ირმა ინაშვილი აქციებს ტექნიკურ კუთხით ეხმარება, ხოლო თარხან მოურავმა პირდაპირი ფინანსური კონტრიბუცია განახორციელა.პრინციპულად მნიშვნელოვანია ერთი რამ: როდესაც პოლიტიკური ჯგუფი საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებით, პატრიოტიზმის რიტორიკის ფონზე, რეალურად ხელს უწყობს რადიკალიზაციას, ის აღარ მოქმედებს როგორც ოპოზიცია ან ალტერნატიული ძალა, ის რადიკალების მხარდამჭერად და ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლად აღიქმება. სადმე გინახავთ, პატრიოტები რომელიც საკუთარ ქვეყანას ებრძვიან? ინაშვილი-მოურავის წყვილი სწორედ ამას აკეთებს, პატრიოტიზმის სახელით, პატრიოტებს ებრძვის.“ - წერს ჩიხელიძე.

ლევან გაჩეჩილაძე

საზოგადოება • 1755694322

„ღმერთო, რა მძიმეა... ძალზედ ნიჭიერი, უბოროტო კაცი... - ლევან გაჩეჩილაძეს ემშვიდობებიან

61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე.ლევან გაჩეჩილაძე იყო საქართველოს მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი. არჩეული იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც. იყო ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე 2008 წლის არჩევნებზე.1986-1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის ლაბორანტი; 1987-1999წწ. ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას:1988-1990წწ. ფირმა "ლილოს" კომერციული აგენტი; 1991-1992წწ. სპორტის დეპარტამენტის კომერციული განყოფილების უფროსის მოადგილე; 1994 წელს დააფუძნა კომპანია "Georgian Wines and Spirits"(GWS).1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, აგრარულ საკითხთა, მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტის წევრი; 2002-2003წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები" (ახლები);2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N2 ვაკის საარჩევნო ოლქიდან, პ/გ  "ახალი მემარჯვენეები" (ახლები), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი; საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო-მემარჯვენეები)" (2008); 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, მიიღო ხმათა 25.7%. 1999 წელს მიღებული აქვს "წლის ბიზნესმენის წოდება".ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი ეხმიანება. სოციალურ ქსელში არ წყდება სამძიმრის წერილები...„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.ბატონი ლევანი საქართველოს უახლეს ისტორიაში უდავოდ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას ერთიანობის, შეუპოვარი ბრძოლისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს უჩვენა.ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს. სამძიმარს ვუცხადებთ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო.ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები“,- ნათქვამია ბინა და ეკატერინე ივანიშვილების სამძიმრის წერილში.„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ჩვენი თანამებრძოლის, ღირსეული მამულიშვილის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.ეს იყო ადამიანი, რომელმაც აჩვენა შეუპოვრობის და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითი მაშინ, როდესაც სრული ნიჰილიზმი და უიმედობა იყო საქართველოში სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პირობებში.ვუსამძიმრებ ლევანის ოჯახს, ახლობლებს და ყველა მის გულშემატკივარს“,- წერს სოზარ სუბარი.„ურთიერთდაუფასებლობა, შური და შურის თანმდევი ცილისმწამებლობა ჩვენთვის დამახასიათებელი მძიმე სენია. დავფიქრდეთ ამაზე... იქნებ გამოვსწორდეთ კიდეც, იქნებ...ლევან გაჩეჩილაძემ, ძმებმა გაჩეჩილაძეებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ რეჟიმის საეტაპო დასუსტებაში და ეს არ იყო ადვილი საქმე, ამას დიდი თავგანწირვა სჭირდებოდა, რაც ლევანმა და მისმა მთელმა ოჯახმა არაერთხელ გამოავლინა.დღეს ბევრი უბიოგრაფიო კაცი გვაწონებს თავს და საკუთარ პერსონაზე ლეგენდებს ქმნის, თითქოს სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა. ლევან გაჩეჩილაძე ჩვენი თანამედროვეობის ის ლიდერი გახლდათ, რომელმაც მართლა იბრძოლა, მართლა გაიმარჯვა, მართლა გამორჩეული წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის სასიკეთო პროცესში და ესდ ა ს ა ფ ა ს ე ბ ე ლ ი ა!!!!!!!!!!!!! იყო ძალზედ ნიჭიერი და უბოროტო კაცი. უზომოდ ვწუხვარ, მისი გარდაცვალების გამო...“,- წერს ირმა ინაშვილი.„ღმერთო, რა მძიმეა... ლევან, როგორ მატკინე გული. შენ იყავი მაგალითი, ნამდვილი ქართველი პატრიოტის, ვაჟკაცის და ნამდვილი თბილისელის. ყველაფერი ხომ სატანა სააკაშვილის ბრალია, რაც შენ დაგმართეს. ის ბოროტი რეჟიმი, რომელიც მკაცრად გაგისწორდათ შენ და შენს, ასევე ვაჟკაც, პატრიოტ ძმას, გიას.თქვენ არ შეეგუეთ უსამართლობას და ორივე ძმები წინ აღუდექით ბოროტ რეჟიმს და თავი გასწირეთ რათა სხვები დაგეცვათ, რისთვისაც მადლობა მინდა გითხრათ ორივეს, ჩემო ძვირფასებო! ძალიან დაგვაკლდები ლევან ჩვენო საყვარელო ადამიანო. მშვიდობით არა, შეხვედრამდე ...„ვუსამძიმრებ ლევანის ოჯას და მეგობრებს. მებრძოლი ქართველი, რომელიც არ შეეპუა საშინელ რეჟიმს და ძალადობის იდეოლოგიას ჩვენს სამშობლოში. არაერთხელ უსამართლოდ გულნატკენი, მაგრამ მუდამ საკუთარი ქვეყნის სამსახურში მდგომი. ღმერთმა ნათელში გამყოფოს ლევან!“,- წერს ბიძიან გიორგობიანი.„სამწუხაროდ, თბილისში არ ვარ და ვერ მოვახერხებ ბოლო გზაზე გავაცილო ლევან გაჩეჩილაძე.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზები გაიყო და ბოლო 12 წელია არ მინახავს, რასაც დღეს ვნანობ, ის იყო ერთ-ერთი განსაკუთრებული პიროვნება და კარგი მეგობარი…“,- წერს გია ხუხაშვილი.„ის მუდამ დარჩება ჩემთვის ერთადერთ ღირსეულ პრეზიდენტად. გულწრფელი, თავისუფალი, ლაღი და სამართლიანი. ადამიანი, ვისაც მხოლოდ პირველ ხაზზე შეეძლო ბრძოლა. მას მიჰყვებოდი ამაყად და თავს მის ღირსეულ თანამებრძოლად გრძნობდი. სამწუხაროდ, საზოგადოება ხშირად არ იმსახურებს იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია ისტორიის დაწერა და მისი შეცვლა. სამწუხაროა, რომ მაშინ ვერ დავიცავით ვერც ლევანი და ვერც საქართველო, მაგრამ მის ნამოქმედარს და სიკეთეს საქართველოში ვერავინ წაშლის.... ვუსამძიმრებ გიას, ოჯახს, მეგობრებს“-წერს რუსუდან გლურჯიძე.„სიტყვები ხანდახან სათქმელს ვერ ამბობენ“, - წერს ვიქტორ ყიფიანი.„ჩემი ბავშვობის გმირი. არასდროს დამავიწყდება როგორ გვიცავდა. როგორ განიცდიდა როცა ჩვენ, ახალგაზრდული ფეთქებადობით, მორიგ სიგიჟეს ვაკეთებდით. რამხელა პასუხისმგებლობის განცდა ჰქონდა  საოცარი იუმორი და იდეები 1 წუთში. ლევან გაჩეჩილაძე არის თანამედროვე ისტორია. ვიზიარებ საქართველო  დღეს ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი, ნაღდი თბილისელი კაცი. კაცი, რომელმაც ჯანმრთელობა შესწირა ბრძოლას, ბრძოლას სამართლიანობისთვის“-წერს ლიკა გამრეკელი.

მალხაზ თოფურია

პოლიტიკა • 1750241561

მას შემდეგ, რაც სარდალი წაქაძე ომში დაღუპული ბიჭების სურათებს წიხლებით შედგა, დავიწყეთ შიმშილობა გმირთა მოედანზე, პატრულმა გვითხრა, იერსახეს ამახინჯებთო, 2011 წლის 3 იანვარს დაგვარბიეს - მალხაზ თოფურია

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც 2011 წლის ვეტერანების აქციასთან დაკავშირებული მოვლენები განიხილება, ვეტერან მალხაზ თოფურიას უსმენენ.მალხაზ თოფურიამ კომისიის სხდომაზე განმარტა, რამ განაპირობა ვეტერანების შეკრება გმირთა მოედანზე და მათი მიერ შიმშილობის გამოცხადება.„არ იფიქროთ, შიმშილობის აქციას ვგეგმავდით და ვამბობდით, მოდი, იმ კვირიდან დავიწყოთო. ორთაჭალაში, ეროვნულ გვარდიაში იყო კუთხე ომში დაღუპული ბიჭების სურათების, ძირითადად სამაჩაბლოში, აფხაზეთში დაღუპულების და გვარდიელების. მუდმივად კანდელი ენთო, წმინდა ადგილივით იყო. მეტიც, ამერიკელები რომ ჩამოდიოდნენ, იცოდნენ, რომ ასეთი რამ არსებობდა და სანახავად მოდიოდნენ ხოლმე. ღირსეული კუთხე იყო. მოგვიანებით ეს შენობა შეიცვალა, გადავიდა ჯერ თავდაცვაში, შემდეგ ცალკე შენობა იყო, ბევრად დაბალი ხარისხის, ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. მაგალითად, დიდი ჰოსპიტალი იყო და გაქრა. შევარდნაძის დროს ვეტერანებთან დაკავშირებით უკეთესი პაკეტი იყო და კიდევ უფრო გაუარესდა სააკაშვილის დროს. 2008 წელს დაინიშნა ნაბრძოლი ვეტერანი, დათო აფციაური, რომელმაც სურათები აღადგინა, გააკრა იქ. დათო აფციაური ჩვენი აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო. შემდეგ აფციაური მოხსნეს, ჩამოხსნეს სურათები, რემონტი კეთდებაო და ყუთებში ჩაალაგეს. რემონტიც ჩატარდა, ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სურათებს აღარ ეღირსებოდა ღირსეულ ადგილას დაკიდება, იდო და იდო ყუთში, თუმცა არავინ ერჩოდა. შემდეგ გვარდიაში გამოჩნდა ისეთი სარდალი, რომელმაც ყუთებიდან სურათები გადმოყარა და წიხლებით შედგა, ესენი როდემდე უნდა მეყაროს აქო და ნაგავში გადაყარა. ეს სარდალი იყო გვარად წაქაძე. ჯერ გვარდიას რომ სარდლად კაპიტანს დაუნიშნავ. როგორც ახალი ჯიში გამოჰყავდათ, ისე გამოიყვანეს ჯიში წაქაძის სახით. „სააკაშვილის გმირის“ ყველა ნორმატივს ასრულებდა. 200 ბიჭის სურათი იყო, ავარიაში და გულით მკვდარი არცერთი არ იყო, ბრძოლაში დაღუპულთა სურათებზეა საუბარი. სააკაშვილმა ნამდვილად გაიმარჯვა, რადგან ვერავინ გაბედა ხმის ამოღება, ერთი ოფიცრის გარდა, რომელიც ჩვენი თანამებრძოლი იყო, ზურა სიდამონიძე, მოკრიბა სურათები, თავის მანქანაში ჩაალაგა. ამ ბიჭის ტრაგედია კიდევ ცალკე საკითხია. ალბათ კომისიაზე არ მოვა, რადგან ამის გამო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვები აქვს. რამდენიმე ოფიცერმა უთხრა, რას აკეთებ, ხომ იცი, რაც მოგივაო. ის ოფიცრები ლოგიკურად აზროვნებდნენ, მაგრამ არა ღირსეულად. მათაც გული სწყდებოდათ, მაგრამ ვერ ბედავდნენ, დრო იყო ისეთი, წაქაძემ თქვა და დამთავრდა.ზურა სიდამონიძე ეს სურათები მოიტანა ჩვენთან ოფისში. კაკაბაძეზე გვქონდა ოფისი, გია ყარყარაშვილის ვეტერანთა ლეგიონი იყო. ვერ ვიჯერებდით. ერთხმად შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, გმირთა მოედანზე წავსულიყავით. 25 დეკემბერია, ყინავს. ვთქვით, წავიდეთ, დავსხდეთ საშიმშილოდ და ვიღაც გამოგვეხმაურება, დასჯიან ამ ავაზაკსო. პირდაპირი გაგებით, 8-9 დღე ვეყარეთ იქ. 3 იანვარს დაგვარბიეს.ყველა მხრიდან კამერები დაგვიყენეს, ნასედკები, მოგვადგებიან და გვეუბნებიან, თუ ავტომატი არ ვიხმარეთ, მიშას ვერ მოვიცილებთ, ეს ნომრიანი გარეწრები. მოგვადგებიან ხოლმე, პლანს ხომ არ მოწევო. მოგვისვეს „მიკროფონიანი ვეტერანები“, მოკლედ ყველაფერი ქნეს, მაგრამ არ გამოსდით. ისეთი ნაწილები ვიყავით, გამოცდილები, ძლიერები, ნაომრები – „თეთრი არწივი“, „შავნაბადა“, „დეშებე“, „ავაზას ბიჭები“. ძალიან გვიჭერდნენ მხარს სოხუმელი თანამებრძოლები. კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტია ადამიანურად მოდიოდა. ვერაფრით გავაჟღერეთ, რომ იმას კი არ ვითხოვდით, მოგვხედე, მაჭამეო, 1992 წელს რომ ვიბრძოდი, ახლა დღეს შენ უნდა შემინახოო. ამას არ ვითხოვდით, ეს სირცხვილად მიმაჩნია. დაღუპულის ოჯახი და დაჭრილი კიდევ სხვა არის. ბევრი საქართველოში იმასაც ამბობს, სააკაშვილს ძველები არ უყვარდა, ახლები უყვარსო. არა, ახლები ჩვენზე ძალიან ეზიზღებოდა, 2008 წლის ბიჭები, რადგან იქ მეტი პრობლემა ჰქონდა. ვერცერთი კადრი ვერ აიღეს ჩვენი სამარცხვინო საქციელის, ან ნარკოტიკების, ან დალევის. კაცი რომ იტყვის, საშიმშილოდ დავჯექიო და ჩუმად სუსნაობ, აღარ არის ვაჟკაცური საქციელი. მართლა ვშიმშილობდით, ვინც ვერ გაუძლო, წავიდა, შეწყვიტა შიმშილობა“, – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.ამასთან, მალხაზ თოფურიამ გაიხსენა ის დღე, როცა სააკაშვილის ექსკორტმა გაიარა გმირთა მოედანზე.„პრეზიდენტის ესკორტი ჩერდება უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე, ეტყობა საიდანღაც ნაქეიფარი მოდის და უცბად გაახსენდა, ესენი კიდევ აქ ყრიან ან რაღაც ეგეთი. სავარაუდოდ, სურვილი ჰქონდა, გადმოსულიყო. პირდაპირ ვთქვი მიკროფონით, რომ პირში ვეტყვი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ-მეთქი. მიხვდა, რომ იქ თბილი ატმოსფერო არ დახვდებოდა, სიმართლეს ვეტყოდით. შეურაცხყოფაზე კი არ გადავიდოდით, ვეტყოდით იმის შესახებ, რაც ჩაიდინეს. ეს მის გარეშე არ ხდებოდა. თავდაცვის სამინისტროს აკადრა ყველაზე ცუდი. ვარაზის ხევის ასახვევში ჩვენ მხარეს იდგა სააკაშვილის ესკორტი. როგორც კი ესკორტი წავიდა, მოვიდა პატრულის რამდენიმე მანქანა და გვეუბნებიან, ქალაქის იერსახეს ამახინჯებთ, კარავი, ყუთი, სადაც სურათები გაქვთ, აიღეთო. ყუთი გვაქვს, რადგან ვიღაც მაინც მიხვდეს, რატომ ვსხედვართ, ტელევიზიაც ვერ აშუქებს. სხვათა შორის, მომხრე ტელევიზიებიც ვერ აშუქებენ. ყველა ლაპარაკობს ჩვენ მაგივრად, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ სამხედროს ლაპარაკის უნარი  არ აქვს. მეომრის ღირსების შელახვა ხდება, იმაზე უარესი არაფერი არ არის. დავეთანხმეთ, დავემორჩილეთ პატრუილს, მანქანები მოიყვანეს, ყუთები ჩავალაგეთ, კარავი ავკეცეთ. კარავი იმიტომ არ გვქონდა, რომ შიგნით შევმძვრალიყავით, ქუჩაში, ყინვაში გვეძინა და რომ წვიმდა, თოვდა, ცელოფნებს ვიფარებდით. ერთი კარავი იდგა პატარა. ახლა გვითხრეს, საძილე ტომრებიც აუშნოებს ქალაქს და დასაფენიცო. ამაზეც დავეთანხმეთ, ავკეცეთ და დავწექი ცივ მარმარილოზე. რამდენ ხანსაც გავძლებ, ვიწვები-მეთქი. მომიწვა ყველა ბიჭი, არცერთს დაუხევია უკან. სულ ტელეფონზე იყვნენ კავშირზე. შემდეგ გვითხრეს, თქვენც აუშნოებთ ქალაქს, აქ რომ ხართ, საერთოდ ნუ ხართ აქო. ამასობაში ჩვენი მომხრეებიც მოვიდნენ, ირმა ინაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი და უკვე კამერებიც გამოჩნდა. არ ვიწვებით, დავდგებითო, ყველაფერზე ვეთანხმებით, ვექვემდებარებით. ბოლოდ თქვეს, რამდენს ლაპარაკობენო, ბრძანება მიიღეს და დაიწყეს ჩვენი ჩატენა, რომ დაგვაპატიმრონ. შემდეგ ითქვა, თურმე ქუჩას ვკეტავდით, რაც საერთოდ სასაცილოა“, – მალხაზ თოფურიამ.

"პატრიოტთა ალიანსმა" საარჩევნო სია წარადგინა

პოლიტიკა • 1727354679

„პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო სია წარადგინა

პარტია "პატრიოტთა ალიანსმა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სია წარადგინა.სიის ნომერ პირველ წევრად, ირმა ინაშვილია დასახელებული."საქართველოს პატრიოტთა ალიანსის საპარლამენტო სია, ჩვენს პარტიასთან ერთად, დაკომპლექტდა იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით, რომლებიც შეუერთდნენ საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას. ამ დეკლარაციაზე ხელმომწერია 11 პოლიტიკური პარტია (ეროვნული, პატრიოტული, კონსერვატიულ- ტრადიციული პარტიები) და 40-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია! ჩვენ შევძელით ერთიანი საპარლამენტო სიისა და, რაც მთავარია, ეროვნული ერთობის ფორმირება, შედგა დიდი პატრიოტულ- კონსერვატიული გაერთიანება! მხარი დაუჭირეთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, გააფერადეთ 8!ვაქვეყნებთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სიის ოცეულის შემადგენლობას:1. ირმა ინაშვილი2. გიორგი ლომია3. გოჩა თევდორაძე4. გრიგოლ ხურციძე5. გიორგი ქარდავა6. ზურაბ მახარაძე7. ირაკლი მორგოშია8. ირაკლი მარტინენკო9. ლევან ჩაჩუა10. გიორგი კორკოტაშვილი11. გრიგოლ ჯოჯუა12. შოთა მარტინენკო13. მალხაზ თოფურია14. ჯაბა კუტალია15. ოთარ ჭითანავა16. ირაკლი ბერძენიშვილი17. თორნიკე არევაძე18. ზურაბ კობახიძე19. გიორგი გაბათაშვილი20. მერაბ გიგანი", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

✕