„ბარაქისთვის გირჩევთ მხოლოდ ერთ რაღაცას, ზუსტად 12 საათზე მიირთვით...“ - გოგა მანიას რჩევები
1766434029
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ოპოზიციის აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის განცხადებას, სადაც მეყანწიშვილი აღიარებს, რომ მიმდინარე აქციებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფინანსებენ.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, როდესაც პოლიტიკური ძალა ფინანსურად და ლოგისტიკურად ამაგრებს რადიკალურ ქუჩის პროცესებს, იგი ობიექტურად ხდება დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილე.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მიერ რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას გამართლება არ აქვს, რადგან მათ არა კონკრეტული პროტესტი არამედ საქართველოზე თავდასხმა დააფინანსეს! როდესაც პოლიტიკური ძალა ფინანსურად და ლოგისტიკურად ამაგრებს რადიკალურ ქუჩის პროცესებს, იგი ობიექტურად ხდება დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილე.
აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე მეყანწიშვილის განცხადებით, ირმა ინაშვილი აქციებს ტექნიკურ კუთხით ეხმარება, ხოლო თარხან მოურავმა პირდაპირი ფინანსური კონტრიბუცია განახორციელა.
პრინციპულად მნიშვნელოვანია ერთი რამ: როდესაც პოლიტიკური ჯგუფი საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებით, პატრიოტიზმის რიტორიკის ფონზე, რეალურად ხელს უწყობს რადიკალიზაციას, ის აღარ მოქმედებს როგორც ოპოზიცია ან ალტერნატიული ძალა, ის რადიკალების მხარდამჭერად და ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლად აღიქმება. სადმე გინახავთ, პატრიოტები რომელიც საკუთარ ქვეყანას ებრძვიან? ინაშვილი-მოურავის წყვილი სწორედ ამას აკეთებს, პატრიოტიზმის სახელით, პატრიოტებს ებრძვის.“ - წერს ჩიხელიძე.