თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
პარტია "პატრიოტთა ალიანსმა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სია წარადგინა.
სიის ნომერ პირველ წევრად, ირმა ინაშვილია დასახელებული.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის საპარლამენტო სია, ჩვენს პარტიასთან ერთად, დაკომპლექტდა იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით, რომლებიც შეუერთდნენ საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას. ამ დეკლარაციაზე ხელმომწერია 11 პოლიტიკური პარტია (ეროვნული, პატრიოტული, კონსერვატიულ- ტრადიციული პარტიები) და 40-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია! ჩვენ შევძელით ერთიანი საპარლამენტო სიისა და, რაც მთავარია, ეროვნული ერთობის ფორმირება, შედგა დიდი პატრიოტულ- კონსერვატიული გაერთიანება! მხარი დაუჭირეთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, გააფერადეთ 8!
ვაქვეყნებთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სიის ოცეულის შემადგენლობას:
1. ირმა ინაშვილი2. გიორგი ლომია3. გოჩა თევდორაძე4. გრიგოლ ხურციძე5. გიორგი ქარდავა6. ზურაბ მახარაძე7. ირაკლი მორგოშია8. ირაკლი მარტინენკო9. ლევან ჩაჩუა10. გიორგი კორკოტაშვილი11. გრიგოლ ჯოჯუა12. შოთა მარტინენკო13. მალხაზ თოფურია14. ჯაბა კუტალია15. ოთარ ჭითანავა16. ირაკლი ბერძენიშვილი17. თორნიკე არევაძე18. ზურაბ კობახიძე19. გიორგი გაბათაშვილი20. მერაბ გიგანი", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.