შოუბიზნესი •
1693593910
VIDEO: ,,შენი ცხოვრება ღირს იმად, რომ იცხოვრო..."- Imagine Dragons-ის სოლისტის ემოციური მიმართვა მსმენელს
Imagine Dragons-ის ვოკალისტმა დენ
რეინოლდსმა გუშინდელ
კონცერტზე მისულ მსმენელს
საოცარი სიტყვებით
მიმართა:„მიზეზი, რატომაც
შემიძლია ახლა სცენაზე
დგომა და იმის კეთება, რაც
მიყვარს, რატომაც აქ ვარ,
არიან ადამიანები, ვინც
დამეხმარნენ. იცოდე, თუკი
ახლა თავს მარტოსულად
გრძნობ, დეპრესია გიტევს,
გგონია, რომ ცხოვრება აღარ
ღირს - არ დამარხო ეს
ფიქრები შენში, არ დაიტოვო
შენთვის; ესაუბრე ამაზე
მეგობრებს, ოჯახს. თუ
საშუალება გაქვს, იარე
თერაპიაზე. შენი ცხოვრება
ღირს იმად, რომ იცხოვრო.
გთხოვ, ჩვენთან დარჩი და
დამიჯერე - ყველაფერი
უკეთესობისკენ წავა, ამას
გპირდები. შენ მარტო არ ხარ.
კი, შეიძლება ეს ფიქრები
ისევ დაბრუნდნენ ხოლმე. ჯერ
კიდევ ჩემი ცხოვრების
ნაწილია, კვლავ მიწევს
დეპრესიასთან ბრძოლა,
რადგან ის პერიოდულად
ბრუნდება. არ მაქვს
კონკრეტული მიზეზი
ამისთვის, ვერც ახსნას
ვუძებნი, უბრალოდ ეს
ფიქრები სულ აქ არიან.
მაგრამ გთხოვ, დარჩი
ჩემთან, იცოცხლე, ჩვენ
ერთმანეთი გვჭირდება, ესაა
და ეს. დარჩი ჩვენთან!".ასევე
ნახეთ:შთამბეჭდავი
კადრები: რა ხდებოდა Imagine
Dragons-ის კონცერტზე, რომელსაც
ქართველი მსმენელი
მოუთმენლად ელოდაVIDEO:
„როგორც სახლში ისე
ვიგრძენი თავი, ძალიან
კეთილი ხალხია აქ“ – დენ
რეინოლდსის ემოციური
მიმართვაVIDEO: ცნობილია,
რომელ გადაცემას წაიყვანს
ირაკლი მახარაძე ,,რუსთავი
2-ზე"