„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც სოზარ სუბარს 2020 წლის 16 ოქტომბერს აქვს გამოქვეყნებული.
პოლიტიკოსი ახალგაზრდობის წლებსა და დავით გარეჯასთან დამოკიდებულებას იხსენებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„მთელი სიმძაფრით მახსენდება, თუ როგორ დაიწყო ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი – პირველი მიტინგები და ბრძოლა დავით-გარეჯის გადასარჩენად. აქ იყო განლაგებული ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი რუსული სამხედრო პოლიგონი, რომელიც ანადგურებდა დავით-გარეჯს – ქართული კულტურის უძვირფასეს ძეგლს.
დავიწყეთ ბრძოლა პოლიგონის წინააღმდეგ, თუმცა, ამ ბრძოლის პარალელურად გარეჯი გახდა მიზიდულობის ცენტრი მრავალი ახალგაზრდისთვის.
დავით-გარეჯში პირველივე ჩასვლამ წარმოუდგენელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ეს განცდა დღემდე მომყვება. ესაა პერიოდი, როცა ვიწყებდი ეკლესიურ ცხოვრებას, ბევრს ვკითხულობდი რელიგიურ ლიტერატურას, მათ შორის პატერიკებს – ადრეული ქრისტიანული ხანის წმინდანთა ცხოვრებებს. გარეჯმა თითქოს სხვა დროსა და სივრცეში გადამიყვანა – ადრეული ქრისტიანული ხანის პალესტინისა თუ ეგვიპტის უდაბნოებში. მხოლოდ გარეჯზე ვფიქრობდი, გული მხოლოდ იქით მიმიწევდა, როგორც კი შანსი მომეცემოდა, გარეჯში გავრბოდი.
და, მოულოდნელად, 1988 წლის დეკემბერში ჩემი მეგობარი, ირაკლი მახარაძე დამადგა თავზე, უკვე როგორც დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი მამა ირაკლი (ამჟამად ალავერდელი მიტროპოლიტი აბბა დავითი) და მითხრა, გარეჯში მედავითნედ წავყოლოდი. მეც წავედი.
იმ დღიდან ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. 24 დეკემბერს ეკლესია ეკურთხა. ტაძარს ჯერ არც კარი ჰქონდა, არც ფანჯარა. სუსხიანი ზამთარი იყო, ლოცვის დროს ხშირად ქარი ტაძარს თოვლით ავსებდა. საოცარი დრო იყო და პირადად ჩემთვის, 24 წლის ასაკში, საოცარი გამოცდილება. იქ, სადაც საუკუნეების წინ მოღვაწეობდნენ წმ. მამა დავით გარეჯელი და მისი მოწაფეები, წმ. ილარიონ ქართველი, შაჰ-აბასის მიერ ამოწყვეტილი 6 000 გარეჯელი ბერი, სადაც ბერად აღკვეცილმა მეფემ დემეტრე პირველმა შექმნა ღვთისმშობლის საგალობელი – „შენ ხარ ვენახი“, ხელახლა ეკურთხა მონასტერი და აღდგა ღვთისმსახურება. გარეჯში გატარებულმა ერთმა წელმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება“. – წერს სოზარ სუბარი.
ასევე ნახეთ: