პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
Imagine Dragons-ის ვოკალისტმა დენ რეინოლდსმა გუშინდელ კონცერტზე მისულ მსმენელს საოცარი სიტყვებით მიმართა:
„მიზეზი, რატომაც შემიძლია ახლა სცენაზე დგომა და იმის კეთება, რაც მიყვარს, რატომაც აქ ვარ, არიან ადამიანები, ვინც დამეხმარნენ.
იცოდე, თუკი ახლა თავს მარტოსულად გრძნობ, დეპრესია გიტევს, გგონია, რომ ცხოვრება აღარ ღირს - არ დამარხო ეს ფიქრები შენში, არ დაიტოვო შენთვის; ესაუბრე ამაზე მეგობრებს, ოჯახს. თუ საშუალება გაქვს, იარე თერაპიაზე. შენი ცხოვრება ღირს იმად, რომ იცხოვრო. გთხოვ, ჩვენთან დარჩი და დამიჯერე - ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, ამას გპირდები. შენ მარტო არ ხარ. კი, შეიძლება ეს ფიქრები ისევ დაბრუნდნენ ხოლმე. ჯერ კიდევ ჩემი ცხოვრების ნაწილია, კვლავ მიწევს დეპრესიასთან ბრძოლა, რადგან ის პერიოდულად ბრუნდება. არ მაქვს კონკრეტული მიზეზი ამისთვის, ვერც ახსნას ვუძებნი, უბრალოდ ეს ფიქრები სულ აქ არიან. მაგრამ გთხოვ, დარჩი ჩემთან, იცოცხლე, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ესაა და ეს. დარჩი ჩვენთან!".
ასევე ნახეთ:
VIDEO: „როგორც სახლში ისე ვიგრძენი თავი, ძალიან კეთილი ხალხია აქ“ – დენ რეინოლდსის ემოციური მიმართვა
VIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს ირაკლი მახარაძე ,,რუსთავი 2-ზე"