ბავშვი და მშობელი

საზოგადოება 1774333631

ეს დანაშაულია საკუთარი შვილის წინაშე... - ფსიქოლოგის მიმართვა მშობლებს

ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი განმარტავს, რომ ბავშვის ჩაკეტილობასა და მშობლებთან კომუნიკაციისგან დისტანცირებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს.მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ბავშვის ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებები — ტემპერამენტი, ნაკლები აქტივობა და კომუნიკაციის დაბალი სურვილი. ასეთ დროს ბავშვი ხშირად საკუთარ „მიკროსამყაროში“ იკეტება და გარესამყაროსთან კონტაქტს გაურბის.მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახური გარემოც. ჰიპერმზრუნველობა ან დისფუნქციური ოჯახი, სადაც ნაკლებია დიალოგი, ყურადღება და ემოციური მხარდაჭერა, ბავშვის ჩაკეტილობას უწყობს ხელს. როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, თანამედროვე მშობლებს ხშირად უჭირთ სამუშაოსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა, რის გამოც შვილთან ხარისხიანი კომუნიკაცია იკლებს.გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრისას თიკა ფაცაცია-ს კითხვაზე ფსიქოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბავშვის ემოციების მოსმენა უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, როდესაც მშობელი ბავშვს ყურადღებას არ უთმობს და საუბარს მუდმივად აყოვნებს, ბავშვი ნელ-ნელა წყვეტს საკუთარი განცდების გაზიარებას.ჩაკეტილობის კიდევ ერთი მიზეზი ტრავმული გამოცდილებებია — როგორიცაა მშობლების განქორწინება ან ოჯახის წევრის დაკარგვა. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური გარემო: ბავშვი შესაძლოა ბულინგის მსხვერპლი იყოს როგორც სკოლაში, ისე სხვა სივრცეებში, რაც მას კიდევ უფრო იზოლირებულს ხდის.  

ტელე წამყვანი

ტაბლოიდი 1774285009

„რაღაც საოცრად ნაცნობი და მშობლიური იყო მასში, მისი ხმა, ზოგჯერ გაბზარულიც, ყვრიმალები, თვალები…“ – თიკა ფაცაცია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. მანამდე, სიონის ტაძარში აღევლინა პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. პატრიარქი სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობით გადაასვენეს.პატრიარქის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმაურება მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია.„რაღაც საოცრად ნაცნობი და მშობლიური იყო მასში, მისი ხმა, ზოგჯერ გაბზარულიც , ყვრიმალები, თვალები, მისიი მზერა, სათნო და სანდო ბგერა, მისი ტემბრი, მზრუნველი და მიმტევებელი სიტყვა, მისი ძალა , სიბრძნე და გონიერება, ჩვენია, ჩვეულია და საყვარელია ჩვენთვის, მშობლიურია, ამიტომაცაა ასეთი მტკივნეული მასთან განშორება..მიყვარხართ თქვენო უწმინდესობავ…ერთმა ადამიანმა რამდენის მშობლობა შეძელით“, – წერს თიკა ფაცაცია.

თიკა ფაცაცია

ტაბლოიდი 1773051180

„არის პატარა დეტალები, რომლებიც გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე გვგონია...“ - თიკა ფაცაცია რიკოთზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

ცნობილი სატელევიზიო წყვილი თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებენ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.თიკას და აჩიკოს ქუთაისში მგზავრობისას რიკოთზე ბიჭი შეხვდათ, რომელიც ყვავილებს ყიდდა და მათ ყველა ყვავილი შეიძინეს.„8 მარტი“,- წერს თიკა ფაცაცია.             View this post on Instagram                       A post shared by Tika (@tikapatsatsia)

სალომე ბაკურქაძე

ტაბლოიდი 1771221395

VIDEO: „ღმერთო რამხელა ტკივილი და შრომაა კადრს მიღმა“ – სალომე ბაკურაძემ რესტორან „ქვევრში“ მომღერლებს უზარმაზარი გული მიუტანა

რესტორან „ქვევრში“ ვალენტინობის შესაფერისი, საოცარი საღამო შედგა. სცენაზე იმღერეს ისეთმა ცნობადმა სახეებმა როგორებიც არიან, არჩილ სოლოღაშვილი და თიკა ფაცაცია.საღამო ემოციური გამოვიდა, რადგან სცენაზე მომღერლებს სალომე ბაკურაძემ უზარმაზარი გული მიართვა. „სიყვარული ადგილზეა“…ღმერთო რამხელა ტკივილი და შრომაა კადრს მიღმა“, – ვკითხულობთ კომენტარებში.           View this post on Instagram                       A post shared by რესტორანი ქვევრი • Qvevri Restaurant (@qvevrirestaurant)

თიკა ფაცაციას დედა

საზოგადოება 1768675030

„ის არის არაჩვეულებრივი შვილი, ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება“ – თიკა ფაცაციას დედის მიმართვა სცენაზე მყოფ შვილს

მუსიკალური ტელეპროექტი „ასე მღერიან საქართველოში“ თიკა ფაცაციას დედის, მანანა ფაცაციას ვიდეოს გვიზიარებს.მანანა ფაცაცია სიამაყით საუბრობს შვილზე, თიკა ფაცაციაზე, დედის საუბარს კი ტელეწამყვანი სცენიდან ისმენს.„მრცხვენია, რომ ვთქვა, ბევრს შურს ჩემი რომ მყავს ასეთი შვილი და ნამდვილად ასეთია, ფაქტია და ვერ გავექცევი, ის არის არაჩვეულებრივი შვილი. ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება, მყავს არაჩვეულებრივი შვილები და 6 შვილიშვილი,“ – ამბობს თიკას დედა.

თიკა ფაცაცია

საზოგადოება 1765227934

„წლის ერთ-ერთი ბედნიერი მომენტია ერთად ნაძვის ხის აწყობა“ – თიკა ფაცაციას წინასაახალწლო განწყობა (VIDEO)

„წლის ერთ-ერთი ბედნიერი მომენტია, ერთად ნაძვის ხის აწყობა“, – ამის შესახებ მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს გვიზიარებს:            View this post on Instagram                       A post shared by Tika (@tikapatsatsia)

თიკა ფაცაცია

საზოგადოება 1762967535

„ასე ამატირა მე“ - თიკა ფაცაციას ბავშვობის ფოტო ხელოვნურმა ინტელექტმა გააცოცხლა

გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო"  სოციალურ ქსელში ბოლო დროს გავრცელებულ ტრენდზე ისაუბრეს. ინტერნეტსივრცეში ხშირად ვხვდებით ისეთ ვიდეოებს,  რომლებშიც ძველი, მტვრით დაფარული ფოტოები თითქოს „ცოცხლდებიან“ - მასზე გამოსახული ადამიანები იღიმიან, ერთმანეთს ეხუტებიან, ცეკვავენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს წამით დრო უკან დაბრუნდა.  უამრავ მომხმარებელს სურს ოჯახური ალბომის  ძველ სურათებს სიცოცხლე ხელმეორედ აჩუქოს და ახალ, ემოციებით სავსე ისტორიად აქციოს.ამ ყველაფრის უკან კი ხელოვნური ინტელექტი დგას. ნახეთ, როგორ გააცოცხლა თიკას ბავშვობის ფოტო ხელოვნურმა ინტელექტმა:

ss

საზოგადოება 1762259768

დღეს, „რუსთავი2-ზე“, მეგაშოუ „საქართველოს ხმა“ იწყება

დღეს 4 ნოემბერს, 22:00 საათზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში მეგაშოუ „საქართველოს ხმა“ იწყება. განსხვავებული იქნება მუსიკალური რეპერტუარი, გადაცემის დეკორაცია და სცენა, სადაც კონკურსანტები ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციებს შეასრულებენ.პროექტი 4 შესარჩევ ეტაპსა და 6 ლაივ კონცერტს მოიცავს. 4 წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 10 კონკურსანტი უნდა შეარჩიოს, რომელიც პირველობისთვის იბრძოლებს. ახალ სეზონზე საქართველოს ხმის ჟიური, 3-ის ნაცვლად, 4 წევრისგან შედგება. მონაწილეებს სწორედ პროფესიონალი მუსიკოსები შეაფასებენ. მათ ხელშია შოუს განსაკუთრებული ელემენტი - ოქროს ბილეთი, რომელიც კონკურსანტს საშუალებას აძლევს, შესარჩევი ეტაპიდან პირდაპირ ფინალში მოხვდეს.საუკეთესო მონაწილეებიდან გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება, ის "საქართველოს ხმის" ტიტულთან ერთად, მიიღებს ბინას თბილისში. მუსიკალურ პროექტს "რუსთავი 2-ის" სახე, თიკა ფაცაცია გაუძღვება, რომელიც, ტრადიციულად, მაყურებელს შოუს კულისებს აზიარებს და კონკურსანტებს ჟიურისთან შესახვედრად მოამზადებს.ასაკობრივი და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან კონკურსანტები, რომლებმაც შესარჩევი ეტაპი უკვე გაიარეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მომღერლებს საერთო მიზანი აერთიანებთ - ეს გამარჯვებაა.ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე, "რუსთავი 2-ის" ეთერში, მაყურებელი მუსიკალური აღმოჩენების მოწმე გახდება.

თიკა

ტაბლოიდი 1761573120

„რა დიდებული ადამიანია რომ იცოდეთ და რა სიყვარულის მატარებელი, ამიტომაც გვიყვარს ყველას...“ - თიკა ფაცაცია მამას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია მამას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს:„ჩემი უსაყვარლესი და უკარგესი მამიკოს დაბადების დღეა  რა დიდებული ადამიანი რომ იცოდეთ და რა სიყვარულის მატარებელი, ამიტომაც გვიყვარს ყველას განსაკუთრებით მამი იდღეგრძელე და იხარე დიდხანს. ჩვენი მთავარი ფაცაცია“,- წერს თიკა. 

ჰედი ლამარი

მსოფლიო 1760477544

ქალი, რომელსაც Wi-Fi, ჯიპიესისა და ბლუთუზის შექმნას უნდა ვუმადლოდეთ - ჰედი ლამარის ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

ქალი, რომელსაც  Wi-Fi, ჯიპიესისა და ბლუთუზის შექმნას უნდა ვუმადლოდეთ - გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" თიკა ფაცაციამ მაყურებელს ჰედი ლამარის ისტორია გააცნო:„Wi-Fi, ჯიპიესი, ბლუთუზი - ამ ტექნოლოგიებმა ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, გაგვიმარტივა ყოველდღიურობა.  მათ ყველგან ვიყენებთ -  სახლში, სამსახურსა თუ უბრალოდ ქუჩაში ყოფნისას. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ ყველაფერს საფუძველი სწორედ ქალმა ჩაუყარა.დღეს გიყვებით ჰედი ლამარის ისტორიას - ქალის, რომელიც დროს უსწრებდა და რომელსაც  Wi-Fi-ს, ჯიპიესსა და ბლუთუზს უნდა ვუმადლოდეთ. თავად ლამარი ხშირად ამბობდა, რომ ადამიანების გარეგნობაზე უფრო საინტერესო მათი გონება იყო. სიტყვები რეალობადაც მალევე აქცია და საზოგადოებას ბრწყინვალე გამოგონებები დაუტოვა.ჰედი ლამარის ისტორია ავსტრიიდან იწყება. 19 წლის იყო, როდესაც ოჯახი შექმნა. თუმცა, ურთიერთობა წარუმატებლად დასრულდა.გამოცემა „ფორბსის“ ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ლამარი ამერიკაში გაემგზავრა. ლონდონიდან ნიუ-იორკისკენ მიმავალ გემზე ის ამერიკული მედია კომპანიის, „მეტრო გოლდენ მაიერის“ ხელმძღვანელმა , ლუის მაიერსმა შეამჩნია. მისმა სილამაზემ მაიერსი ისე მოხიბლა, რომ ლამარს თანამშრომლობა შესთავაზა. ასე დაიწყო მისი გზა ჰოლივუდისკენ.საზოგადოებას ის ყველაზე მეტად 1940 წლის, ოსკაროსანი კინოსურათიდან, „ალჟირი“ახსოვს.  უცხოური მედიის ცნობით,  დისნეის ანიმატორებმა ფიფქიას სახის სტრუქტურა, თვალები და გამომეტყველება სწორედ ჰედი ლამარის გარეგნობის მიხედვით შექმნეს.  პერსონაჟის სახის დახატვისას მათ  იდეალური ქალი სჭირდებოდათ - იმ პერიოდში ლამარი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა.ლამარი ბევერლი ჰილსში განაგრძობდა ცხოვრებას, მონაწილეობდა ფილმებში,  თუმცა, მეცნიერებისადმი ინტერესს ვერაფერს უხერხებდა. მას კაცობრიობისთვის უფრო მეტის გაკეთება სურდა.  „გამოგონებები ჩემთვის მარტივი რამაა. იდეებზე ფიქრი არ მიწევს, აზრები ბუნებრივად მომდის თავში",- ამბობდა ლამარი. ყველაფერი მაშინ შეიცვალა როდესაც ლამარმა ჯონ ფიცჯერალდ კენედი და ბიზნესმენი, ჰოვარდ ჰიუზი გაიცნო. მათ ლამარი სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის საჭირო ტექნოლოგიებით მოამარაგეს. მუშაობამ შედეგი გამოიღო - 1941 წელს ჰედი ლამარმა სიხშირის გამავრცელებელი ტექნოლოგია შექმნა, რომელიც ჯიპიესის, WIFI-სა და ბლუთუზის შექმნას დაედო საფუძვლად.  ლამარის გამოგონება მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეებს შორის წარმოებულ რადიო-კომუნიკაციებს ნაცისტებისგან იცავდა.  ლამარმა დიდი წვლილი შეიტანა თვითმფრინავების აეროდინამიკური ხარისხის გაუმჯობესებაშიც". 

მამუკა ჩარკვიანი

საზოგადოება 1755771451

VIDEO: „სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი“... - მამუკა ჩარკვიანის ემოციური შესრულება, რომელმაც გადაცემის წამყვანი აატირა

მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა ხნის წინ დამძიმდა, რის გამოც კლინიკაში იმყოფებოდა.11 წელი ეტლში გაატარა. ცხრა ოპერაციისთვის გაკეთებულმა ცხრა ნარკოზმა მეხსიერებასა და ხმაზე იმოქმედა... თუმცა ახალი სიმღერებით მაინც გაახარა მსმენელი...2023 წელს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპატიო თბილისელები დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 26 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა. მათ შორის დასახელდა მამუკა ჩარკვიანი.2022 წლის ნოემბერში, ავტორ-შემსრულებელის იუბილეზე, იუბილარმა პირდაპირ ეთერში შეასრულა კომპოზიცია „სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი“.მამუკა ჩარკვიანმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში სიმღერა ისე ემოციურად შეასრულა, რომ გადაცემის წამყვანმა, თიკა ფაცაციამ ცრემლები ვერ შეიკავა. 

ნჯ

საზოგადოება 1755267329

„ანდრო 25 წლისაა“ - თიკა ფაცაცია უფროს შვილს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

ტელეწამყვან, თიკა ფაცაციას უფროსი შვილი 25 წლისაა. თიკა მას ოჯახური კადრებით ულოცავს იუბილეს. „ანდრო 25 წლისაა❤️ ჩვენი ❤️☀️💫",-წერს თიკა.