თბილისში კაცმა დედა და ძმა მოკლა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
1774334964
ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი განმარტავს, რომ ბავშვის ჩაკეტილობასა და მშობლებთან კომუნიკაციისგან დისტანცირებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს.
მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ბავშვის ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებები — ტემპერამენტი, ნაკლები აქტივობა და კომუნიკაციის დაბალი სურვილი. ასეთ დროს ბავშვი ხშირად საკუთარ „მიკროსამყაროში“ იკეტება და გარესამყაროსთან კონტაქტს გაურბის.
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახური გარემოც. ჰიპერმზრუნველობა ან დისფუნქციური ოჯახი, სადაც ნაკლებია დიალოგი, ყურადღება და ემოციური მხარდაჭერა, ბავშვის ჩაკეტილობას უწყობს ხელს. როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, თანამედროვე მშობლებს ხშირად უჭირთ სამუშაოსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა, რის გამოც შვილთან ხარისხიანი კომუნიკაცია იკლებს.
გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრისას თიკა ფაცაცია-ს კითხვაზე ფსიქოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბავშვის ემოციების მოსმენა უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, როდესაც მშობელი ბავშვს ყურადღებას არ უთმობს და საუბარს მუდმივად აყოვნებს, ბავშვი ნელ-ნელა წყვეტს საკუთარი განცდების გაზიარებას.
ჩაკეტილობის კიდევ ერთი მიზეზი ტრავმული გამოცდილებებია — როგორიცაა მშობლების განქორწინება ან ოჯახის წევრის დაკარგვა. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური გარემო: ბავშვი შესაძლოა ბულინგის მსხვერპლი იყოს როგორც სკოლაში, ისე სხვა სივრცეებში, რაც მას კიდევ უფრო იზოლირებულს ხდის.