მომღერალი

ტაბლოიდი 1738413509

„მარადიული ხსოვნა ადამიან-კოსმოსს“ – თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. ამის შესახებ მისი ქალიშვილი ქეთევან წიკლაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„უკვე 4 წელი, მარადიული ხსოვნა ადამიან-კოსმოსს“ – წერს ქეთევან წიკლაური.

temuri

კულტურა 1737559287

იცოდით, რომ ამ ფილმში 23 წლის თემურ წიკლაური თამაშობს? - მომღერალს 79 წელი შეუსრულდებოდა

თემურ წიკლაური 79 წლის გახდებოდა. ქართველებისთვის ძვირფასი არტისტი, ოთხი წლის წინ, კოვიდის მიერ გამოწვეულმა გართულებებმა იმსხვერპლა. ქეთევან წიკლაური ფეისბუქზე წერს, რომ მის იუთუბ არხზე ატვირთა ფილმი, რომელშიც ახალგაზრდა თემური თამაშობს. ბევრმა არც კი იცით, რომ ეს გუგული მგელაძის 1969 წლის ფილმია - "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", სადაც მომღერალი ნოდარის - ბელაფონტეს როლს ასრულებს. ფილმის გადაღებები უმეტესად სოხუმში მიმდინარეობდა, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე. სცენარის ავტორი ცნობილი კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია. თემურ წიკლაური პარტნიორობას უწევს - დოდო აბაშიძეს (ალექსანდრე), ასევე გრიგოლ წიტაიშვილს (გერასიმე), თამაზ თოლორაიას (ბიძინა). ფილმში მონაწილეობენ მსახიობები - რუსუდან კიკნაძე (ტატა), ლეილა ყიფიანი (მარინე), ლალი მესხი (ლია), ნანული პირველი (გალინა).გუგული მგელაძე: ნო­და­რის (ბე­ლა­ფონ­ტე) როლ­ზე სხვა მსა­ხი­ო­ბი მყავ­და შერ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ თე­მუ­რი რომ გავ­სინ­ჯე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, ახალ­ბე­და და ნი­ჭი­ე­რი იყო. სინ­ჯებ­ზეც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ითა­მა­შა...ფილ­მს როცა ვი­ღებ­დი, ან­სამ­ბლ „ცი­ცი­ნა­თე­ლა­ში“ მღე­რო­და. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­და­ღე­ბებ­ზე არ უშ­ვებ­და, რად­გან მის გა­რე­შე იქ ვე­რა­ფერს აკე­თებ­დნენ. ან­სამ­ბლი თით­ქმის ერთი წელი უმოქ­მე­დოდ იყო. ამის გამო „ცი­ცი­ნა­თე­ლას“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ჩემ­ზე გულ­ნატ­კე­ნი გახ­ლდათ. ერთხელ მი­თხრა, - მა­ნა­ხეთ ეგ ფილ­მი, ღირ­და კი, ერთი წელი რომ გაგ­ვა­ჩე­რე­თო? რომ ნახა, თქვა - ღირ­დაო,“ - ამ­ბობ­და რე­ჟი­სო­რი, რო­დე­საც მას ამ თე­მა­ზე ეკი­თხე­ბოდ­ნენ."მამას დაბადების დღეს უკვე მე-4 წელიწადია მის გარეშე ვხვდებით. 2025 წლის 22 იანვარს მას შეუსრულდებოდა 79 წელი და ამ დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტე ჩემს იუთუბზე ამეტვირთა მხატვრული ფილმი "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", სადაც ახალგაზრდა მამა თამაშობს.  ბევრმა ალბათ არ იცით, რომ ამ ყველასათვის საყვარელ ფილმში, 23 წლის თემურ წიკლაური ბელაფონტეს როლშია. გთავაზობთ ამ სურათს, ისიამოვნეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თემური და სხვა ჩვენი საყვარელი და საამაყო მსახიობები" - წერს ქეთი წიკლაური სოციალური ქსელში. ***მერე იყო "ივერია" და აღიარება, ხალხის სიყვარული და სიმღერაში გავლილი ცხოვრება... ცხოვრება, რომელიც სულაც არ იყო ია-ვარდითა და ლხენით სავსე...მომღერალს 1983 წელს თავს ტრაგედია დაატყდა - მისი 6 წლის ვაჟი, გიორგი წიკლაური ხარებას გარდაიცვალა. მომღერალს მიაჩნდა, რომ ეს უფლისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა:“ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და გიორგის დასაფლავების შემდეგ, დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა… ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც” – ამბობდა მომღერალი.გიორგის ფილტვების ანთება დაემართა, გაურთულდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს იყო. საოცარია, მაგრამ წლების შემდეგ, ბიჭუნას 75 წლის მამის გარდაცვალების მიზეზიც - ფილტვები აღმოჩნდა, კოვიდ-19-გან დაზიანებული ფილტვები…აი, რას ამბობდა თავად თემური ერთ-ერთ ინტერვიუში…თემურ წიკლაური: – შვილის სიკვდილის შემდეგ მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე. ყველ­გან ვე­ძებ­დი – დე­და­მი­წა­ზე მო­ცე­მულ ყვე­ლა ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და რე­ლი­გი­ა­ში. წა­ვი­კით­ხე ყვე­ლა­ფე­რი: ბუ­დიზ­მი, და­ო­იზ­მი, მუს­ლი­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი. ისევ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან მო­ვე­დი. მხო­ლოდ აქ დავ­მშვიდ­დი… მივ­ხვდი, უფალ­მა ჩე­მი შვი­ლის წას­ვლით, უფ­რო დი­დი რა­ღა­ცის­თვის მო­მამ­ზა­და… ღმერთს აქვს ნათქვამი – „გსჯი, რამეთუ მიყვარხარ“… აქ ჩანს, თუ როგორ აიტანს ადამიანი იმ ტკივილს, რასაც ცხოვრება მოუვლენს. ტკივილის გარეშე არ არის ადამიანი, ჩვენ დედამიწაზე დროის სატარებლად არ მოვსულვართ. სულიერი წვრთნისთვის მოვედით და არა მხოლოდ ქეიფისთვის და ტაშ-ფანდურისთვის…იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ჩუ­მის პე­რი­ო­დი. სამ­ყა­რო ჩუ­მია ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. ის რომ ლა­პა­რა­კობს, მღე­რის, ხმა­უ­რობს, სი­ცოც­ხლის გა­მოა ყვე­ლა­ფე­რი… მა­შინ მივ­ხვდი, ბრძო­ლაა სა­ჭი­რო მა­ში­ნაც კი, სიკ­ვდი­ლი რომ მო­ვა, ჩა­ბა­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ხმლით უნ­და გა­ე­გე­ბო…თემურ წიკლაურის ხმალი მისი სიმღერა იყო. მომღერალი ისევ სიმღერამ, სცენამ და მაყურებლის სიყვარულმა გადაარჩინა.ქეთი წიკლაურმა სამი წლის წინ, “პრაიმტაიმისთვის” მოცემულ ინტერვიუში, ოჯახის ტრაგედიაზე ისაუბრა.ქეთი წიკლაური: – მე ჩემს ძმაზე უფროსი ვარ და ჩვენი ოჯახის ტრაგედია კარგად მახსოვს. იცით… რაც დრო გავიდა და ადამიანების ტრაგედიები და ჭირისუფლების რეაქციები ვნახე, დავრწმუნდი, რაოდენ საპატივცემულონი არიან ჩემი მშობლები. მათ თავიანთი ტრაგედია, უმაღლეს ადამიანურ დონეზე გადაიტანეს. მე მინახავს ასეთი ტრაგედიების დროს როგორ სპეკულირებენ ამ თემით, მანიპულირებენ, აქვთ ზერელე პათოსი. ვინ როგორ რეაგირებს ტრაგედიაზე, ეს იმ პიროვნებაზე მეტყველებს.ეს ტკივილი არასდროს შუშდება. თუმცა თემურს და ლილის თავს არავისთვის მოუხვევიათ თავიანთი ტკივილი. ისე მოხდა, რომ მაინც გადარჩნენ, ადამიანობა შეინარჩუნეს. პიროვნული თამასა არ დაუწევიათ. სისუფთავე და სიძლიერე შეინარჩუნეს.1983 წელი იყო, ფილარმონიაში „არგონავტების“ კონცერტები იმართებოდა და ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო მოუხდათ შეჩერება. მაშინ პატრიარქი შეხვდა დედას და მამას… მათ ისეთი სასოწარკვეთა ექნებოდათ, სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც კი არ სურდათ. უწმინდესი ესაუბრა… მერე ანსამბლმაც თხოვა და ჩემი ძმის 40-ის შემდეგ, მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… შვილმკვდარს კი არ ემღერებოდა, მაგრამ თავისი კოლეგების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ეს გმირობაც იყო მისი მხრიდან; ვერც მღეროდა, ჩერდებოდა და ტიროდა. დარბაზი ფეხზე იდგა, ხელში სანთლებანთებული…

keti

საზოგადოება 1734122306

"სკულპტურის დემონტაჟი განვახორციელეთ, სასაფლაოს ძეგლი "დავშალეთ" - რატომ მიიღო თემურ წიკლაურის შვილმა ეს გადაწყვეტილება

მომღერალი ქეთი წიკლაური ფეისბუქზე წერს, რომ მამის, თემურ წიკლაურის საფლავიდან აიღო სკულპტურა, რომელიც მანამდე, კოჯორში, არაერთხელ დააზიანეს. როგორც ის ამ პოსტში წერს, ნამუშევარი, რესტავრირების შემდეგ, მომღერლის მუზეუმში დაიდებს ბინას."დღეს სკულპტურის დემონტაჟი განვახორციელეთ. სასაფლაოს ძეგლი "დავშალეთ".ვინაიდან ვანდალიზმი არ დამთავრდა და კიდე გაგრძელდა.აზრი არ აქვს შეკეთებას (უფრო სწორედ, შევაკეთებ და შევინახავ). არაფერი შველის ასეთ ხალხს, ვინც ამას ჩადის.არც ვერსიები მაინტერესებს აწი, არც შესაძლო ჰიპოთეზები.მივიღე გადაწყვეტილება შევინახო ეს საოცარი ნამუშევარი, რომელიც აწ განსვენებულმა ელიზბარ სააკაძემ გააკეთა.ამ სკულპტურას დავდგამთ მამას მუზეუმში, რომლის იდეას დავატარებ აქტიურად და იმედით ვარ, რომ ღმერთი დამეხმარება.და ამიტომაც ხალხის იმედიც მაქვს.გისურვებთ მშვიდობას, ადამიანებო" - წერს ქეთი წიკლაური სოციალურ ქსელში.

ანდრო გოგიბედაშვილი

ტაბლოიდი 1728664284

თემურ წიკლაურის შვილიშვილი, ანდრო გოგიბედაშვილი დაქორწინდა – ნახეთ, კადრები ცერემონიიდან

მომღერალ თემურ წიკლაურის შვილიშვილი, მუსიკოსი ანდრო გოგიბედაშვილი დაქორწინდა.საქორწინო ცერემონია 10 ოქტომბერს გაიმართა. ახლად დაქორწინებული წყვილის ფოტოსესიიდან კადრებს სოციალურ ქსელში თემურ წიკლაურის შვილი, ანდროს დედა – მომღერალი ქეთი წიკლაური ავრცელებს და წყვილს შეუღლებას ემოციური სტატუსით ულოცავს.„ულევი, განუზომელი ბედნიერება. მიყვარხართ. უამრავი მშვენიერი წელი“, – წერს ქეთი წიკლაური.

"ლეიბორისტული პარტიის" საპარლამენტო სიის პირველი ათეული ცნობილია

პოლიტიკა 1727350610

"ლეიბორისტული პარტიის" საპარლამენტო სიის პირველი ათეული ცნობილია

საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" საპარლამენტო სიის პირველი ათეული ცნობილია. 1. შალვა ნათელაშვილი2. გიორგი გუგავა3. ლაშა ჩხარტიშვილი4. მიხეილ ქუმსიშვილი5. ტარიელ კალანდარიშვილი6. ნიკოლოზ ვარდოშვილი7. ბექა ნათელაშვილი8. თემურ წიკლაური9. ირაკლი კიკვაძე10. დავით მამალაძე. 

Temuri

ტაბლოიდი 1712330140

თემურ წიკლაურის ვაჟი ხარებას გარდაიცვალა - "40-ის შემდეგ, მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… დარბაზი ფეხზე, სანთლებანთებული იდგა"

თემურ წიკლაურის ცხოვრება 1983 წელს ტრაგედიამ შეარყია - მომღერლის 6 წლის ვაჟი, გიორგი წიკლაური ხარებას გარდაიცვალა. მომღერალს მიაჩნდა, რომ ეს უფლისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა:“ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და გიორგის დასაფლავების შემდეგ, დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა… ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც” – ამბობდა მომღერალი.გიორგის ფილტვების ანთება დაემართა, გაურთულდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს იყო. საოცარია, მაგრამ წლების შემდეგ, ბიჭუნას 75 წლის მამის გარდაცვალების მიზეზიც - ფილტვები აღმოჩნდა, კოვიდ-19-გან დაზიანებული ფილტვები…აი, რას ამბობდა თავად თემური ერთ-ერთ ინტერვიუში…თემურ წიკლაური: – შვილის სიკვდილის შემდეგ მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე. ყველ­გან ვე­ძებ­დი – დე­და­მი­წა­ზე მო­ცე­მულ ყვე­ლა ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და რე­ლი­გი­ა­ში. წა­ვი­კით­ხე ყვე­ლა­ფე­რი: ბუ­დიზ­მი, და­ო­იზ­მი, მუს­ლი­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი. ისევ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან მო­ვე­დი. მხო­ლოდ აქ დავ­მშვიდ­დი… მივ­ხვდი, უფალ­მა ჩე­მი შვი­ლის წას­ვლით, უფ­რო დი­დი რა­ღა­ცის­თვის მო­მამ­ზა­და… ღმერთს აქვს ნათქვამი – „გსჯი, რამეთუ მიყვარხარ“… აქ ჩანს, თუ როგორ აიტანს ადამიანი იმ ტკივილს, რასაც ცხოვრება მოუვლენს. ტკივილის გარეშე არ არის ადამიანი, ჩვენ დედამიწაზე დროის სატარებლად არ მოვსულვართ. სულიერი წვრთნისთვის მოვედით და არა მხოლოდ ქეიფისთვის და ტაშ-ფანდურისთვის…იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ჩუ­მის პე­რი­ო­დი. სამ­ყა­რო ჩუ­მია ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. ის რომ ლა­პა­რა­კობს, მღე­რის, ხმა­უ­რობს, სი­ცოც­ხლის გა­მოა ყვე­ლა­ფე­რი… მა­შინ მივ­ხვდი, ბრძო­ლაა სა­ჭი­რო მა­ში­ნაც კი, სიკ­ვდი­ლი რომ მო­ვა, ჩა­ბა­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ხმლით უნ­და გა­ე­გე­ბო…თემურ წიკლაურის ხმალი მისი სიმღერა იყო. მომღერალი ისევ სიმღერამ, სცენამ და მაყურებლის სიყვარულმა გადაარჩინა.ქეთი წიკლაურმა ორიოდ წლის წინ, “პრაიმტაიმისთვის” მოცემულ ინტერვიუში, ოჯახის ტრაგედიაზე ისაუბრა.ქეთი წიკლაური: – მე ჩემს ძმაზე უფროსი ვარ და ჩვენი ოჯახის ტრაგედია კარგად მახსოვს. იცით… რაც დრო გავიდა და ადამიანების ტრაგედიები და ჭირისუფლების რეაქციები ვნახე, დავრწმუნდი, რაოდენ საპატივცემულონი არიან ჩემი მშობლები. მათ თავიანთი ტრაგედია, უმაღლეს ადამიანურ დონეზე გადაიტანეს. მე მინახავს ასეთი ტრაგედიების დროს როგორ სპეკულირებენ ამ თემით, მანიპულირებენ, აქვთ ზერელე პათოსი. ვინ როგორ რეაგირებს ტრაგედიაზე, ეს იმ პიროვნებაზე მეტყველებს.ეს ტკივილი არასდროს შუშდება. თუმცა თემურს და ლილის თავს არავისთვის მოუხვევიათ თავიანთი ტკივილი. ისე მოხდა, რომ მაინც გადარჩნენ, ადამიანობა შეინარჩუნეს. პიროვნული თამასა არ დაუწევიათ. სისუფთავე და სიძლიერე შეინარჩუნეს.1983 წელი იყო, ფილარმონიაში „არგონავტების“ კონცერტები იმართებოდა და ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო მოუხდათ შეჩერება. მაშინ პატრიარქი შეხვდა დედას და მამას… მათ ისეთი სასოწარკვეთა ექნებოდათ, სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც კი არ სურდათ. უწმინდესი ესაუბრა… მერე ანსამბლმაც თხოვა და ჩემი ძმის 40-ის შემდეგ, მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… შვილმკვდარს კი არ ემღერებოდა, მაგრამ თავისი კოლეგების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ეს გმირობაც იყო მისი მხრიდან; ვერც მღეროდა, ჩერდებოდა და ტიროდა. დარბაზი ფეხზე იდგა, ხელში სანთლებანთებული… ასევე დაგაინტერესებთ:"მთელი ღამე ივერის ღვთისმშობელი ცაში იდგა და მეომრებს ჯვარს გვსახავდაო..." - ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაულიროგორ უწინასწარმეტყველა უშვილობა მამა გაბრიელმა მცხეთელ ბიჭს - "ახლა მაინც მაპატიე-მეთქი..."„წერას ვერ ვაგრძელებდი, რადგან ღვთისმშობელს ვერაფერს ვადარებდი. დღეს დილით კი იდეა მომივიდა... გვითხრა და შავი ღვინის ბოთლი გახსნა...“ - გურამ დოჩანაშვილი 85 წლის გახდებოდა"მუდამ სხვებზე ფიქრობდა და ოჯახებს ეხმარებოდა. იყო დიდი, მორცხვი ბავშვი" - "დოჩანას" მოძღვარი იხსენებს

ლიმონიანი

საზოგადოება 1705931865

ლიმონის თუ ლიმნის - რომელია სწორი ფორმა

გთავაზობთ რამდენიმე სიტყვას, რომელსაც ქართულ გრამატიკაში ხშირად შეცდომით იყენებენ:ლიმნის ჩაი თუ ლიმონის ჩაი - რომელია სწორი ფორმა:სწორია - ლიმონის ჩაი.  არასწორია - ლიმნიანი ჩაი. სწორია - ქარხნის  არასწორია - ქარხანისსწორია - ქვეყნის არასწორია - ქვეყანისასევე ნახეთ:უმძიმესი ავარია ბაკურციხეში – არის მსხვერპლითემურ წიკლაური 78 წლის გახდებოდა„მეკითხებიან, ბავშვისთვის, ძაღლის, ან კატის სახლში ყოლა მავნეაო?“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მშობლებს მიმართავს

მომღერალი

საზოგადოება 1705917961

თემურ წიკლაური 78 წლის გახდებოდა

22 იანვარი, ქართველი საესტრადო მომღერლის და მსახიობის, ანსამბლ „ივერიის“ წევრის თემურ წიკლაურის დაბადების დღეა, იგი დღეს 78 წლის გახდებოდა.მომღერლის სახელის უკვდავსაყოფად, თბილისის ერთ-ერთ უსახელო სკვერს თემურ წიკლაურის სახელი მიენიჭა.თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“). თემურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010). 2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა, სადაც 2021 წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა. 

ვინ არის გოგონა, რომლის დედაც თემურ წიკლაურმა ამშობიარა

საზოგადოება 1693340757

„საოცარი სანახავი იყო იმ ღამეს თბილისის შუაგული…“ – ვინ არის გოგონა, რომლის დედაც თემურ წიკლაურმა ამშობიარა

მწერალი და ჟურნალისტი მაია კახიძე მომღერალ თემურ წიკლაურთან დაკავშირებით ნამდვილ ამბავს იხსენებს:„მამაპაპისეულ ეზო-კარში მოფუსფუსე თემურ წიკლაურს ოციოდე წლის კოჯრელი ოთო ფიჩხულიშვილი მიეჭრა:– ვიღუპები, მიშველე თემური ძიაო! – თან მანქანისკენ ექაჩებოდა.თავიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ დაბნეულ ბიჭს რომ შეხედა, მაშინვე საჭეს მიუჯდა. ორიოდე წუთში ყველაფერს მიხვდა. ცოლს მუცელი ატკენია და შინ არავინ იყო… ქარივით მოქროდა თბილისისკენ თემურ წიკლაური.ენგელსის ქუჩაზე ჩამოვიდნენ თუ არა, მშობიარემაც დაიძახა:– გააჩერე თემური ძია, მეტს ვეღარ მოვითმენო. გადაირია თემური, გადმოხტა მანქანიდან, დარბის, ყვირის, მიშველეთო, მაგრამ კაციშვილი არ ჩანს. სასწრაფოსაც დაურეკა. გაგიგონია?! მერე, ცოტა გოგომ ივაჟკაცა, ცოტა ბიჭმა, ცოტა თემურ წიკლაურმა და გოგო დაიბადა. ჰოდა, მაშინვე დასჭექა: მარიამი დაიბადაო! ამდენ ფაცი-ფუცში ნელ–ნელა ხალხიც მოგროვდა.როცა გაიგეს, რაშიც იყო საქმე, გადაკეტეს ქუჩა, ვინ თეთრეულს მოარბენინებდა, ვინ წყალს… საოცარი სანახავი იყო იმ ღამეს თბილისის შუაგული…ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ერთმანეთს ულოცავდენენ… თემურ წიკლაურმა ყური მოკრა, აქვე ცხოვრობს გინეკოლოგების ოჯახიო. მაშინვე მათკენ გაიქცა. კარი ახლგაზრდა ქალბატონმა ნინო მაჭავარიანმა გაუღო. ახლა ის დაიბნა, თემური რომ დაინახა.– ჭიპლარს რა უყავითო? – ეკითხება. რას უპასუხებდა თემური? მანქანისკენ გაიქცნენ….როგორც იქნა, მესამე სამშობიარომდე მიაღწიეს და თემურ წიკლაურმა მშვიდობით „ჩააბრა“ დედა- შვილი ექიმებს…იმ დღეებში თემურს ერთხელ კიდევ დასჭირდა სამშობიარო სახლში მისვლა. ამჯერად საკუთარი ქალიშვილი გააქროლა და პაპაკაცი გახდა… ანდრია პაპის გულის გამხარებელია, მარიამი კი მონათლა”.ასევე ნახეთ:„გუშინდელ ისტერიკებს ვინც შეესწარით, მე გიხდით ბოდიშს... სიქაჯის უკიდურესი გამოვლინება!“ - რა შეემთხვა სალომე უშხვანს ბათუმში„ჩვენი 2 ბიჭი ჯერ კიდევ იძებნება, ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში - ტყეში, ჩვენს გულებში“„პატარა ბიჭი, ზაზას ცხედართან ერთად, ჩვენ არ გვეკუთვნის“ - ზაზა მესხის ახლობელი

keti

კულტურა 1680861360

თემურ წიკლაურის ვაჟი ხარებას გარდაიცვალა - "უწმინდესი ესაუბრა... და ჩემი ძმის 40-ის შემდეგ, მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… დარბაზი სანთლებ ანთებული ფეხზე იდგა"

თემურ წიკლაურის ცხოვრება და მისი ხმის დრამატულობა მისმა ტრაგედიამ განსაზღვრა, ალბათ. 1983 წელს, მომღერლის 6 წლის ვაჟი, გიორგი წიკლაური ხარებას გარდაიცვალა. მომღერალს მიაჩნდა, რომ ეს უფლისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა:“ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და გიორგის დასაფლავების შემდეგ, დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა… ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც” – ამბობდა მომღერალი. გიორგის ფილტვების ანთება დაემართა, გაურთულდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს იყო. საოცარია, მაგრამ გიორგის 75 წლის მომღერალი მამის გარდაცვალების მიზეზიც ფილტვები აღმოჩნდა, კოვიდ-19-გან დაზიანებული ფილტვები…თემურ წიკლაური სიმღერამ, სცენამ და მაყურებლის სიყვარულმა გადაარჩინა.ქეთი წიკლაურმა ორი წლის წინ “პრაიმტაიმისთვის” მოცემულ ინტერვიუში ამ ტრაგედიაზე ისაუბრა.ქეთი წიკლაური: – მე ჩემს ძმაზე უფროსი ვარ და ჩვენი ოჯახის ტრაგედია კარგად მახსოვს. იცით… რაც დრო გავიდა და ადამიანების ტრაგედიები და ჭირისუფლების რეაქციები ვნახე, დავრწმუნდი, რაოდენ საპატივცემულონი არიან ჩემი მშობლები. მათ თავიანთი ტრაგედია, უმაღლეს ადამიანურ დონეზე გადაიტანეს. მე მინახავს ასეთი ტრაგედიების დროს როგორ სპეკულირებენ ამ თემით, მანიპულირებენ, ჩნდებიან, აქვთ ზერელე პათოსი. ვინ როგორ რეაგირებს ტრაგედიაზე, ეს იმ პიროვნებაზე მეტყველებს.ეს ტკივილი არასდროს შუშდება. თუმცა თემურს და ლილის თავს არავისთვის მოუხვევიათ თავიანთი ტკივილი. ისე მოხდა, რომ მაინც გადარჩნენ, ადამიანობა შეინარჩუნეს. პიროვნული თამასა არ დაუწევიათ. სისუფთავე და სიძლიერე შეინარჩუნეს.1983 წელი იყო, ფილარმონიაში „არგონავტების“ კონცერტები იმართებოდა და ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო მოუხდათ შეჩერება. მაშინ პატრიარქი შეხვდა დედას და მამას… მათ ისეთი სასოწარკვეთა ექნებოდათ, სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც კი არ სურდათ. უწმინდესი ესაუბრა… მერე ანსამბლმაც თხოვა და ჩემი ძმის 40-ის შემდეგ, მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… შვილმკვდარს კი არ ემღერებოდა, მაგრამ თავისი კოლეგების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ეს გმირობაც იყო მისი მხრიდან; ვერც მღეროდა, ჩერდებოდა და ტიროდა. დარბაზი ფეხზე იდგა, ხელში სანთლებანთებული…აი, რას ამბობდა თავად თემური ერთ-ერთ ინტერვიუში…თემურ წიკლაური: – შვილის სიკვდილის შემდეგ მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე. ყველ­გან ვე­ძებ­დი – დე­და­მი­წა­ზე მო­ცე­მულ ყვე­ლა ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და რე­ლი­გი­ა­ში. წა­ვი­კით­ხე ყვე­ლა­ფე­რი: ბუ­დიზ­მი, და­ო­იზ­მი, მუს­ლი­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი. ისევ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან მო­ვე­დი. მხო­ლოდ აქ დავ­მშვიდ­დი… მივ­ხვდი, უფალ­მა ჩე­მი შვი­ლის წას­ვლით უფ­რო დი­დი რა­ღა­ცის­თვის მო­მამ­ზა­და… ღმერთს აქვს ნათქვამი – „გსჯი, რამეთუ მიყვარხარ“… აქ ჩანს, თუ როგორ აიტანს ადამიანი იმ ტკივილს, რასაც ცხოვრება მოუვლენს. ტკივილის გარეშე არ არის ადამიანი, ჩვენ დედამიწაზე დროის სატარებლად არ მოვსულვართ. სულიერი წვრთნისთვის მოვედით და არა მხოლოდ ქეიფისთვის და ტაშ-ფანდურისთვის…იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ჩუ­მის პე­რი­ო­დი. სამ­ყა­რო ჩუ­მია ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. ის რომ ლა­პა­რა­კობს, მღე­რის, ხმა­უ­რობს, სი­ცოც­ხლის გა­მოა ყვე­ლა­ფე­რი… მა­შინ მივ­ხვდი, ბრძო­ლაა სა­ჭი­რო მა­ში­ნაც კი, სიკ­ვდი­ლი რომ მო­ვა, ჩა­ბა­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ხმლით უნ­და გა­ე­გე­ბო…ბესო ჩუბინიძემ, რომელიც მომღერალთან მეგობრობდა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თემურს არ ეშინოდა სიკვდილის.ბესო ჩუბინიძე: – ხშირად ვსაუბრობდით სიკვდილზე, ამ არამატერიალურ გარდასახვაზე. თემო ამ საკითხში, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ფილოსოფოსი იყო. არ ეშინოდა სიკვდილის და იმის სჯეროდა, რომ გარდაცვალება განზომილებების შეცვლა იყო.ამბობდა, რომ მისი ვაჟი, გიორგი სხვა სამყაროში აგრძელებდა არსებობას და იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, შეხვდებოდა იქ თავის შვილს.გიორგი რომ ცოცხალი ყოფილიყო, თემური გაცილებით დიდხანს იცოცხლებდა. ვერაფერი მოერეოდა… ბევრი რამ ჰქონდა გულში ჩაკლული.

ქეთი წიკლუარი

საზოგადოება 1680823527

„სცენაზე მამის კოსტიუმი მეცვა და მისი ბეჭედი მეკეთა...“ - ქეთი წიკლაური მამას ემოციურად იხსენებს

ქეთი წიკლაური გადაცემა „რადიო დუეტს“ სტუმრობდა. მომღერალმა თავის კარიერაზე და ახალ მუსიკალურ ნამუშევრებზე ისაუბრა და მამის, თემურ წიკლაურის შემოქმედებაც გაიხსენა.„უკვე 2 წელია, რაც მამა წავიდა და რა უცნაურია დროის შეგრძნება, ზოგჯერ ვიბნევი, მგონია, რომ ახლა მოხდა და ზოგჯერ მგონია, რომ 100 წლის წინ იყო, მაგრამ მაინც ძალიან მტკივნეულია და ეს ყველაფერი რაღაცნაირად სულ არეულია და ჩემში სულ დუღს ეს გრძნობები. მინდა ვთქვა, რომ ხალხი დღემდე დიდ გრძნობას, მხარდაჭერას,  სიყვარულს და სინანულს გამოხატავს.გუშინაც შემთხვევით მიცნეს მაღაზიაში და მითხრეს, თუ როგორ ეწყინათ, როგორ ეტკინათ და როგორ ტიროდნენ, როცა მამა წავიდა. გაოცებული ვარ, რამხელა სიყვარული დატოვა. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ახალი არ არის, რადგან მის სიცოცხლეშიც სულ ამის მომსწრეები ვიყავით, რადგან სადაც არ უნდა მივსულიყავით, ყველგან ასეთი სიყვარული, უდიდესი პატივისცემა და აღფრთოვანება იყო ხალხის მხრიდან“,- ამბობს ქეთი წიკლაური. ასევე დაგაინტერესებთ: „მეორე დაც ყოფილა და უყურებია, რომ აუპატიურებდა“ - იცოდა თუ არა 15 წლის მოზარდის დედამ შემზარავი ფაქტის შესახებმარიამ შუკაკიძე პირველი ქართველი ინფლუენსერია, რომელსაც 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს - ბათუმელი მოდელის მდიდრული ცხოვრება

ciklaurebi

ტაბლოიდი 1678727828

"გრძელდება ვანდალიზმი... არც ვიცი, რა დავწერო" - თემურ წიკლაურის ქალიშვილი მამის საფლავის ფოტოს აქვეყნებს

ქეთევან წიკლაური მამის, თემურ წიკლაურის დაზიანებული საფლავის ფოტოებს აქვეყნებს. თემურის საფლავი კოჯორშია.როგორც მომღერალი ფეისბუქზე წერს, მას მეგობარმა მიაწოდა დაზიანებული პატარა სკულპტურის ფოტოები."გრძელდება ვანდალიზმი და მხეცების გამოსვლები.  კიდევ ერთხელ გააფუჭეს მამას სასაფლაოს ძეგლი, პოლიურეთანის სკულპტურა.შარშან დედამიწა ამოგლიჯეს ხელებიდან, საქმეც კი აღიძრა მაშინ...ახლა კი ეს!მეგობარმა გამომიგზავნა სურათი, მე არ ავსულვარ დიდი ხანია, ვირუსი მაქვს, სახლში ვარ ერთი კვირაა უკვე...იცით, არც ვიცი, რა დავწერო!მადლობა, "საქართველო"?... არა, ყველაფერი ზედმეტია.სიტყვები უძლურია",  - წერს ქეთი წიკლაური.