დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მწერალი და ჟურნალისტი მაია კახიძე მომღერალ თემურ წიკლაურთან დაკავშირებით ნამდვილ ამბავს იხსენებს:
„მამაპაპისეულ ეზო-კარში მოფუსფუსე თემურ წიკლაურს ოციოდე წლის კოჯრელი ოთო ფიჩხულიშვილი მიეჭრა:– ვიღუპები, მიშველე თემური ძიაო! – თან მანქანისკენ ექაჩებოდა.
თავიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ დაბნეულ ბიჭს რომ შეხედა, მაშინვე საჭეს მიუჯდა. ორიოდე წუთში ყველაფერს მიხვდა. ცოლს მუცელი ატკენია და შინ არავინ იყო… ქარივით მოქროდა თბილისისკენ თემურ წიკლაური.
ენგელსის ქუჩაზე ჩამოვიდნენ თუ არა, მშობიარემაც დაიძახა:
– გააჩერე თემური ძია, მეტს ვეღარ მოვითმენო. გადაირია თემური, გადმოხტა მანქანიდან, დარბის, ყვირის, მიშველეთო, მაგრამ კაციშვილი არ ჩანს. სასწრაფოსაც დაურეკა. გაგიგონია?! მერე, ცოტა გოგომ ივაჟკაცა, ცოტა ბიჭმა, ცოტა თემურ წიკლაურმა და გოგო დაიბადა. ჰოდა, მაშინვე დასჭექა: მარიამი დაიბადაო! ამდენ ფაცი-ფუცში ნელ–ნელა ხალხიც მოგროვდა.
როცა გაიგეს, რაშიც იყო საქმე, გადაკეტეს ქუჩა, ვინ თეთრეულს მოარბენინებდა, ვინ წყალს… საოცარი სანახავი იყო იმ ღამეს თბილისის შუაგული…
ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ერთმანეთს ულოცავდენენ… თემურ წიკლაურმა ყური მოკრა, აქვე ცხოვრობს გინეკოლოგების ოჯახიო. მაშინვე მათკენ გაიქცა. კარი ახლგაზრდა ქალბატონმა ნინო მაჭავარიანმა გაუღო. ახლა ის დაიბნა, თემური რომ დაინახა.
– ჭიპლარს რა უყავითო? – ეკითხება. რას უპასუხებდა თემური? მანქანისკენ გაიქცნენ….როგორც იქნა, მესამე სამშობიარომდე მიაღწიეს და თემურ წიკლაურმა მშვიდობით „ჩააბრა“ დედა- შვილი ექიმებს…
იმ დღეებში თემურს ერთხელ კიდევ დასჭირდა სამშობიარო სახლში მისვლა. ამჯერად საკუთარი ქალიშვილი გააქროლა და პაპაკაცი გახდა… ანდრია პაპის გულის გამხარებელია, მარიამი კი მონათლა”.
ასევე ნახეთ:
„ჩვენი 2 ბიჭი ჯერ კიდევ იძებნება, ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში - ტყეში, ჩვენს გულებში“
„პატარა ბიჭი, ზაზას ცხედართან ერთად, ჩვენ არ გვეკუთვნის“ - ზაზა მესხის ახლობელი