ძალადობა

საზოგადოება 1751921238

„წალკაში, დაბმულ ქალს 9 წელი აუპატიურებდნენ, შვიდი შვილი გააჩინა...“ - თამუნა მუსერიძე ტრეფიკინგის საქმეზე

თამუნა მუსერიძე უმძიმეს ტრეფიკინგის საქმეზე საუბრობს. „წალკაში 9 წელი ქალი ჰყავდათ დაბმული; 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი. ცხრა წლის განმავლობაში გააჩენინეს შვიდი შვილი, რომელიც გაყიდეს. ქალი იყო დაღესტნელი, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა წამოიყვანა საქართველოში. ეს იყო ჩემთვის ბრაზის, ზიზღის, დაუცველობის შეგრძნება ერთად. ამ ქალს ამ უბედურებას ვუკეთებდით ქართველები. ყველა ბავშვი ვიპოვეთ — არც ერთს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, სცხვენიათ დედის ისტორიის...“ — ამბობს თამუნა მუსერიძე.

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება 1751473368

თამუნა მუსერიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს:„ხალხო, შოკი ისტორია!!! 1972 წელს, ვილნიუსის ბავშვთა სახლიდან თბილისში ნინო აღმზრდელმა ოჯახმა ჩამოიყვანა.5 წლის მერე კი თათია, მეორე ოჯახმა ტალინში იშვილა და აგრეთვე თბილისში ჩამოიყვანა. საბედნიეროდ, ორივეს საოცარი აღმზრდელი მშობლები შეხვდნენ.გუშინ თათიას გენეტიკური ტესტის პასუხი მოვიდა და ასე გაიგო, რომ ჰყავს 5 წლით უფროსი და, რომელიც თბილისში გაიზარდა. ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ სხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ოჯახი დედმამიშვილს საქართველოში იშვილებდა და ისინი ერთ ქვეყანაში გაიზრდებოდნენ.საოცრებებს ახდენს ჩვენი ტესტი ხალხო და აუცილებლად გაიკეთეთ რა.p.s. აქვე ჩავამატებ, რომ თათია ოჯახში მესამე შვილია. აღმზრდელებს ორი ბიოლოგიური ბიჭის მერე, გოგოს ყოლის უდიდესმა სურვილმა გადაადგმევინა ეს მადლიანი ნაბიჯი",- წერს თამუნა მუსერიძე. 

თამუნა

faceამბები 1751454360

„ხალხო, შოკი ისტორია...“ - თამუნა მუსერიძე წერს, როგორ იპოვეს დებმა ერთმანეთი

თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ისტორიას ავრცელებს, როგორ იპოვეს დებმა ერთმანეთი. „ხალხო, შოკი ისტორია.1972 წელს, ვილნიუსსის ბავშვთა სახლიდან თბილისში ნინო აღმზრდელმა ოჯახმა ჩამოიყვანა. 5 წლის მერე კი თათია, მეორე ოჯახმა ტალინში იშვილა და აგრეთვე თბილისში ჩამოიყვანა.საბედნიეროდ ორივეს საოცარი აღმზრდელი მშობლები შეხვდნენ.გუშინ თათიას გენეტიკური ტესტის პასუხი მოვიდა და ასე გაიგო, რომ ჰყავს 5 წლით უფროსი და, რომელიც თბილისში გაიზარდა. ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ სხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ოჯახი დედმამიშვილს საქართველოში იშვილებდა და ისინი ერთ ქვეყანაში გაიზრდებოდნენ საოცრებებს ახდენს ჩვენი ტესტი ხალხო და აუცილებლად გაიკეთეთ რა.პ.ს. აქვე ჩავამატებ, რომ თათია ოჯახში მესამე შვილია. აღმზრდელებს ორი ბიოლოგიური ბიჭის მერე, გოგოს ყოლის უდიდესმა სურვილმა გადაადგმევინა ეს მადლიანი ნაბიჯი“, - წერს თამუნა მუსერიძე.

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება 1750185079

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი და ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს დედებზე, რომლებმაც შვილი გააშვილეს, წლების წინ გაშვილებული ბავშვების პოვნის შემდეგ კი მათზე უარეს ამბობენ.ჟურნალისტის თქმით, ბოლო პერიოდში ორ ადამიანს აპოვნინა დედა, მათგან ერთ-ერთმა ქალმა შვილის გამოჩენა ნორმალურად მიიღო, მეორე დედის შემთხვევაში კი თამუნა მუსერიძე წარმოუდგენელ რეაქციაზე საუბრობს.„ერთი შეკითხვა მაქვს დედებთან, რომლებმაც გაგვყიდეთ და ჩვენი გაყიდვით მიღებული ფულით ცხოვრება აიწყვეთ. გათხოვდით, დაოჯახდით, პატიოსანი ქალების სახელები გაქვთ და დღეს ჩვენ რომ გამოვჩნდით, გაქვთ პრეტენზიები, რომ როგორ ვბედავთ, რომ გამოვჩნდით… თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენი დაბადებით რაღაც დანაშაული გვაქვს ჩადენილი და რატომ გინდათ, რომ დაბადების წუთიდან დღემდე თავი დამნაშავედვიგრძნოთ თქვენს წინაშე?“ – ამბობს თამუნა მუსერიძე გავრცელებულ ვიდეოში.

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება 1749622673

„ეს არის ჩვენი პირველი საუბარი... დანარჩენ ნაწილს, რა თქმა უნდა, არასდროს დავდებ...“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან პირველ საუბარს აქვეყნებს

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან ჩაწერილ პირველ საუბარს აქვეყნებს.„ეს არის ჩვენი პირველი საუბარი. დანარჩენ ნაწილს რა თქმა უნდა არასდროს არსად დავდებ, მაგრამ რომ არა გენეტიკური ტესტი, ვერასდროს გავიგებდი, ვინ არის „დედაჩემი“. დედებო, გთხოვთ, გაიკეთეთ ტესტი. თქვენ არ იცით, რა ჯოჯოხეთურ გზას გავდივართ ბიოლოგიური მშობლების ძიებაში და გაიკეთეთ...“ - წერს მუსერიძე.ნახეთ ვიდეო ↓

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება 1748638052

„ჩემი ბიოლოგიური დედა „ფეისბუკზე“ დავბლოკე“ - თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი და ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე გადაცემაში „მარტოობის 15 წუთი“ გულახდილად საუბრობს.„მე რომ ვყოფილიყავი მოპარული ბავშვი, ჩემთვის ურთულესი იქნებოდა. რატომღაც გაშვილებულ ბავშვებს, ვისთანაც კონტაქტი მაქვს, ურჩევნიათ, რომ მოპარულები იყვნენ. იქნებ მოპარული ვარ, იქნებ დედას ვუნდოდი. ჩემთვის პირიქით შვება იყო, როცა გავიგე, რომ მიტოვებული ვიყავი“.გაქვს იმედი, რომ დედა დაბრუნდება?  არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ, ჯერ ეს ერთი „ფეისბუკზე“ დაბლოკილი მყავს. ისეთი მიუღებელი იყო, რომ აქ ქალმა გამომაგდო და მერე მათვალიერებდა. 

museridze

საზოგადოება 1746910307

„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა...“ - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება 1745098420

„ძალიან მძიმე ისტორიაა! ჩვენი ჯგუფისთვის ამოუხსნელი „ქეისია“, 4 წელია ვერანაირ კვალზე ვერ გავდივართ...“ - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“-ის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და კიდევ ერთი მოპარულია ბავშვის ისტორიაზე საუბრობს.„მინდა, რომ ერთი ისტორიის შესახებ გიამბოთ, რომელიც ჩვენო ჯგუფისთვის ამოუხსნელი „ქეისია“ და ვერანაირ კვალზე ვერ გავდივართ. ჩემი მეგობარი ნატო, სავარაუდოდ 1985 წელს თბილისის მეორე სამშობიაროში დაიბადა და მის მშობლებს უთხრეს, რომ ნატო გარდაიცვალა. გაშვილების ისტორია მისმა ამყვანმა ექიმმა მოუყვა... ვეძებთ ქალს, რომელმაც 1985 წელს იმშობიარა და უთხრეს, რომ ბავშვის გვამი დაწვეს“, - ამბობს თამუნა მუსერიძე ვიდეოში. ნახეთ ვიდეო სრულად აქ.

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება 1744408080

„დედა გაჰყვა ცოლად წარმოშობით თურქს... მამამ შეუცვალა დაბადების მოწმობა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე  სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ თურქეთიდან ჩამოვიდა კაცი, რომელიც ბიოლოგიურ დედას ეძებს:„ბათუმიდან დამიკავშირდა ქალბატონი დალი მამულაძე, რომელმაც მითხრა, რომ მის სასტუმროში სტუმრად არის მოსული ბიჭი, რომელიც ჩამოვიდა თურქეთიდან და ეძებს დედას. ამ ბიჭის ისტორია არის ასეთი - 1996 წელს არის დაბადებული ეს ადამიანი საქართველოში. დედა გაჰყვა ცოლად წარმოშობით თურქს და წავიდა თურქეთში. რამდენიმე წლის შემდეგ ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. მამამ შვილი არ გამოატანა საქართველოში. ეს შვილი ჰყვება რომ მამამ შეუცვალა დაბადების მოწმობა, მეურვედ მისი შემდგომი მეუღლე ანუ მეორე ცოლი ჩაწერა დედად. მისამართიც შევიცვალეთ, რომ დედას არ ვეპოვეო“, - ამბობს ვიდეოში თამუნა მუსერიძე.

მუსერიძე

საზოგადოება 1744403768

VIDEO: „შეხვედრა დედასთან" - თამუნა მუსერიძე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი სოციალურ ქსელში დედის და შვილის ემოციური შეხვედრის კადრებს ავრცელებს. ქართველმა დედამ და თურქეთში მცხოვრებმა შვილმა წლების შემდეგ იპოვეს ერთმანეთი. ნახეთ ემოციური კადრები ⇓ 

თამუნა მუსერიძე

faceამბები 1743769954

VIDEO: „ერთხელ და სამუდამოდ ავპინავ და პირდაპირ ნახავთ...“ - თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

თამუნა მუსერიძე, რომელიც ასევე გახლავთ ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, აქვეყნებს ვიდეომიმართვას, სადაც აღწერს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან იმ ადამიანებმა, ვინც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს:„ერთხელ და სამუდამოდ ავპინავ და პირდაპირ ნახავთ თქვენ კითხვებზე პასუხს📣📣თუ ბიოლოგიურ მშობელს ეძებთ: მიდიხართ ტრეფიკინგის სააგენტოში, საბურთალოზე, ასათიანის 9 ნომერში. მიგაქვთ პირადობა და ითხოვთ დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებულ პირველად სახელს და გვარს. მშობლის ნებართვა არ გჭირდებათ. თუ ეძებთ შვილს: სამშობიაროდან ითხოვთ სიმართლის წიგნის ამონაწერს, იუსტიციიდან კი , ბავშვის დაბადების და გარდაცვალების ცნობას. თუ გარდაცვალების ცნობა მოიძებნა, მაშინ გარდაცვალების აქტის ამონაწერს“,- წერს თამუნა ვიდეოს აღწერაში.            View this post on Instagram                       A post shared by Tamuna Museridze (@tamuna_museridze)

თამუნა მუსერიძე

faceამბები 1742929586

„ღმერთო ვკანკალებ !!!! ასეთი უღმერთობა და არაადამიანობა დიდი ხანია, არ მინახავს“ - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი, თამუნა მუსერიდზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის მიერ შექმნილ ჯგუფში "ვეძებ“ ადმინისტრატორს ეხება.როგორც თამუნა მუსერიძის მიერ გავრცელებული პოსტიდან ირკვევა, ერთ-ერთ მოქალაქე „დნმ“ -ის ტესტის ჩატარების მიზნით დაუკავშირდა."ღმერთო ვკანკალებ ! ესეთი უღმერთობა და არაადამიანობა დიდი ხანია, არ მინახავს. ამ ქალს ვინც იცნობთ, გადაეცით, რომ ცხოვრება ბუმერანგია და ფრთხილად იყოს !სოფი აა ღმერთმა გადაგარჩინა საქართველოში რომ არ ხარ!ალბათ ყველამ იცით ჩვენი ადმინის ნინო მინდიაშვილი მინდუშას პრობლემა.მას თვალები გადანერგილი აქვს და მაინც დღე და ღამე ხელში ტელეფონი უჭირავს, თქვენ რომ გემესიჯოთ.აი ეს ნაგავი ქალი ასეთ მესიჯს წერს ნინოს!მიუხედავად იმისა, რომ ვუხსნით, ფასდაკლების დროს ტესტი 200 ლარი ღირსთქო, მაინც იწყევლება.49 ევრო ღირს საიტზე, ამას ემატება "შიპინგის" 10 ევრო ანუ უკვე 178 ლარზე ავედით, დავუმატოთ გადამზიდი კომპანიის წონის 10 ლარი , ანუ 188 ლარი და დეკლარაციის ხარჯები.ეს არაქალი კიდევ ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს და უკანასკნელი სიტყვებით წყევლის ჩვენ მინდუშას.სამტრედიელი არავინ ხართ, ამ გოგოს ოჯახი რომ მომაძებნინოთ?" - წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში.