„მამისონი“ რაჭაში საზღვრის პატრულირება

პოლიტიკა • 1792152371

აშშ-ის საელჩო: „მამისონი“ რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს

შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნა რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს.„შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კორტნი ოსტრიანი ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნას დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა. ახალი სექტორი რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის – „მამისონის“ ახალი შენობა გახსნა.

მამისონის სასაზღვრო სექტორი

სამართალი • 1791873049

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჭაში მამისონის სასაზღვრო სექტორი გახსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის – „მამისონი“ ახალი შენობა გახსნა.შსს-ს ცნობით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი.სასაზღვრო სექტორის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (EUCOM), საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციისა (DEA) და რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის (RSO) მხარდაჭერით განხორციელდა.სასაზღვრო სექტორი, რომელიც ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. შენობის ინფრასტრუქტურა ადგილობრივი რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით არის მოწყობილი, რაც მესაზღვრეებს სამსახურებრივი მოვალეობის ეფექტიანად შესრულებისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის სათანადო პირობებს უქმნის.შინაგან საქმეთა მინისტრმა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სულხან თამაზაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს პროექტის მხარდაჭერისთვის.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები. 

დავით თამაზაშვილი

პოლიტიკა • 1791542962

სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახალდანიშნულ მოადგილეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა, შეხვედრა გამართა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახლად დანიშნულ მოადგილესთან, ენეს გურჩანსთან.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივ გეგმებზე იმსჯელეს. განსაკუთრებულად აღინიშნა, თურქეთის რესპუბლიკის წვლილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში.სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ენეს გურჩანს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითად ჯგუფს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილეები და სასაზღვრო პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ლიდერი, თურქან ოზთურქი.ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

გიგლა თამაზაშვილი

პოლიტიკა • 1791267531

გიგლა თამაზაშვილი: „ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდება უნდა იყოს სტაბილური და საიმედო“

„საქართველოს მელიორაციისთვის“, როგორც მომსახურების მაღალ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ახალი წყალსაცავებისა და რეზერვუარების მოწყობა, რათა წყალმომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდება უფრო სტაბილური გახდეს და ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის შესაძლებლობა ჰქონდეთ.ამ მიზნით კომპანია აქტიურად იკვლევს როგორც ახალი წყალსაცავების მოწყობის, ისე ადრე შეჩერებული ან ამორტიზებული ობიექტების აღდგენისა და ექსპლუატაციაში დაბრუნების შესაძლებლობებს.„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად,  შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მათ ადგილზე არსებული ვითარება და სარწყავი წყლის დეფიციტის აღმოფხვრის შესაძლებლობები განიხილეს.„გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის რესურსების აკუმულირება და მარაგების შექმნა, რათა ჩვენი ფერმერებისთვის  სარწყავი წყლის მიწოდება უფრო სტაბილური და საიმედო გახდეს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მცირე ზომის რეზერვუარებისა და წყალსაცავების მოწყობა, რომლებიც, განსაკუთრებით  გვალვის პერიოდში, უზრუნველყოფენ  სარწყავი წყლით მომარაგებას.  ამ მიზნით „საქართველოს მელიორაციამ“ ფართო კვლევები დაიწყო. განვიხილავთ როგორც  გასული საუკუნის ბოლოს შეჩერებული პროექტების აღდგენის შესაძლებლობას, ასევე ვარჩევთ ახალ ადგილებს, სადაც პატარა რეზერვუარების მოწყობა იქნება შესაძლებელი. ეს ხელს შეუწყობს წყალუზრუნველყოფილი ფართობების ზრდას და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.გიგლა თამაზაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მხარდაჭერას და მათი სარწყავი წყლით უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.სარწყავი წყლის დეფიციტის აღმოსაფხვრელად მდინარე ბერშუელაზე მცირე ზომის წყალსაცავის მოწყობის შემთხვევაში, ობიექტი მიმდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

ცოტნე ანანიძე

პოლიტიკა • 1790926665

ცოტნე ანანიძე: სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის, ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის შესახებ "ნეტგაზეთის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ხაზგასმულია, რომ თამაზაშვილი 2008 წლიდან მუშაობდა შსს-ში და მას 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, სოციალურ ქსელში ეხმიანება.ანანიძე აქვეყნებს 2011 წელს გადაღებულ ფოტოს, სადაც "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად სულხან თამაზაშვილის მამა, ჯემალ თამაზაშვილია და წერს, რომ მათი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველასთვის ცნობილია."სულხან თამაზაშვილი, 2008 წლის ომში, არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის. ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ფოტო: 2011 წელი - ბიძინა ივანიშვილი და ჯემალ თამაზაშვილი. ვერ მოარტყამთ ამ სამიზნეს ვერასდროს!" - წერს ცოტნე ანანიძე.

ქარელი

რეგიონი • 1790922112

ქარელის მუნიციპალიტეტში შაქშაქეთის დიუკერის რეაბილიტაცია იწყება

 ქარელის მუნიციპალიტეტში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის შაქშაქეთის დიუკერის, ავარიული ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.„პროექტის ფარგლებში, განხორციელდება აღნიშნული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, მოეწყობა საუბნო სახლი, მასთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია.შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაგეგმილი სამუშაოების არეალი და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.„ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომლის მიზანია საირიგაციო სისტემების გამართული ფუნქციონირება და სარწყავი წყლის საიმედო მიწოდება.აღნიშნული სამუშაოები ხელს უწყობს გარანტირებულად ირიგირებული ფართობების ზრდას და ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის უკეთესი პირობების შექმნას. შაქშაქეთის დიუკერის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაციის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო საირიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე ტენდერი უკვე დასრულებულია და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეგიონში მცხოვრებ ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სარწყავი წყალი სტაბილურად და შეუფერხებლად მიეწოდება“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულება 2027 წლის აპრილის ბოლოს იგეგმება.რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება შაქშაქეთის დიუკერისა და სათავე ნაგებობის მდგრადობა და საიმედოობა, რაც უზრუნველყოფს სარწყავი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და წყალმომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თამაზაშვილი

პოლიტიკა • 1790511356

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

სულხან თამაზაშვილი

პოლიტიკა • 1790254780

სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ და ეფექტიან თანამშრომლობაზე.შეხვედრისას ასევე მიმოიხილეს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები და გამოთქვეს მზაობა, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

გიგლა თამაზაშვილი

პოლიტიკა • 1790233381

„ჩვენი მიზანია, თითოეულ წყალმომხმარებელს ჰქონდეს სწრაფი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება“ - გიგლა თამაზაშვილი

 „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახლად ჩამოყალიბებული სამსახურის ფუნქციები, სამუშაო პროცესში შესაძლო გამოწვევები, ოპერატიული რეაგირების მექანიზმები და მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.„კომპანიაში გატარებული რეფორმების ფარგლებში, ახლად ჩამოყალიბებული და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ინსპექტირების სამსახურის მთავარი ამოცანა მხოლოდ უკანონო წყალმოხმარების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სამსახური მომხმარებელსა და კომპანიას შორის ეფექტიან დამაკავშირებელ რგოლად ჩამოყალიბდეს და წყალმომხმარებლების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება უზრუნველყოს. წყალმომხმარებლებს ნებისმიერი პრობლემის ან საჭიროების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე - 1501. მიღებულ ინფორმაციაზე ინსპექტირების სამსახური ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას, რაც პრობლემების დროულად გამოვლენასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია, თითოეულ წყალმომხმარებელს ჰქონდეს სწრაფი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.„საქართველოს მელიორაციის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი წყალმომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საირიგაციო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი მართვაა. ამ მიმართულებით ინსპექტირების სამსახურის საქმიანობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია როგორც დარღვევების პრევენციისა და გამოვლენისთვის, ისე წყალმომხმარებელთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

სულხან თამაზაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრნენ.

საზოგადოება • 1789473647

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრნენ.ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ზღვაზე მომხდარ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების, სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებისა და სამაშველო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობები გააცნეს.საჩვენებელ ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის მცურავი საშუალებები, დრონი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილი

პოლიტიკა • 1789397520

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი, დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია.დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას.სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის როლსა და მნიშვნელობაზე.სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიები და დეპარტამენტის ავტოპარკი, მათ შორის მაღალტექნოლოგიური მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები.დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა თადუმაძემ და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა თენგიზ სისაურმა უმასპინძლეს.ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკა • 1789383361

სულხან თამაზაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა საქართველოში დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, არპინე სარგსიანთან შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.ორი ქვეყნის მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობასა და მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე.შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზად არის სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.ინფორმაციას შსს ავრცელებს.

✕