უცხოპლანეტელები

მსოფლიო 1783807259

პენტაგონმა უცხოპლანეტელების შესახებ ახალი ინფორმაციები გაასაჯაროვა - მათ შორის NASA-ს და FBI-ს მიერ მომზადებული დოკუმენტებიცაა

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ამის შესახებ CBS News იტყობინება.უწყებამ გაასაჯაროვა 40 საიდუმლო ფაილი, რომლებიც მოიცავს 14 დოკუმენტს, 19 ვიდეორგოლს, 4 აუდიოფაილსა და 3 გამოსახულებას. ისინი პენტაგონმა, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ, ნასამ (NASA), ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA), ასევე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მოამზადეს.ერთ-ერთ დოკუმენტში გახსნილია 2015 წლის სექტემბერში მომხდარი ინციდენტის დეტალები. მასში გამოქვეყნებულია ორი ოფიცრის ჩვენება, რომლებიც შეესწრნენ ამოუცნობ ობიექტს, რომელიც ტეხასში, „Pantex“-ის საწარმოს საჰაერო სივრცეში შეიჭრა.ამავდროულად, სხვა დოკუმენტში გასაიდუმლოებულია ატლანტის ოკეანის, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილისა და ახლო აღმოსავლეთის თავზე ობიექტებზე დაკვირვების მონაცემები. კერძოდ, მასში ნახსენებია 2020 წელს ატლანტის ოკეანის თავზე მომხდარი ინციდენტი. სამხედრო-საზღვაო ძალების ეკიპაჟის წევრის ანგარიშის თანახმად, ამოუცნობი ობიექტი „იყო უფრო მუქი, შინდისფერი, დაახლოებით 12-15 ფუტის სიმაღლის. ის დიდ, ოდნავ დეფორმირებულ საჰაერო ბურთს ჰგავდა“.

თავდაცვის სამინისტრო

საზოგადოება 1783781976

თავდაცვის სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ რაჟდენ ლეთოდიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - სატრანსპორტო მანქანის მართვის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც სამხედროს გარდაცვალება მოჰყვა.

თავდაცვა

საზოგადოება 1783775734

დაჭრილი მებრძოლების კვირეული გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ. მათ უკვე იასპარეზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.გამარჯვებულები თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შესაბამისი სინჯის მედლებით დააჯილდოვეს. ღონისძიება დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა.დაჭრილ მებრძოლთა კვირეულის მიზანია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, რესოციალიზაცია და მათი მიღწევების წარმოჩენა.

თავდაცვა

საზოგადოება 1783775401

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ ორგანიზატორებსა და სპიკერებს მადლობა გადაუხადა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სამთავრობო უწყებების, საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელებს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კურსზე მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, დარგის ექსპერტები, გამოჩენილი მოღვაწეები, მათ შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი. კურსი მოიცავდა დისკუსიას ეროვნული იდენტობის მაფორმირებელ ასპექტებზე, მათ შორის კულტურისა თუ სპორტის როლზე ქვეყნის ერთსულოვნების განმტკიცების პროცესში. პროგრამა, ასევე, მოიცავდა კრიზისული სიტუაციის მართვის სიმულაციურ სწავლებას.კურსის მიზანია, რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა, ქვეყნის მოქალაქეების როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

აჭარის უმაღლეს საბჭო

პოლიტიკა 1783687671

აჭარის უმაღლეს საბჭოში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აჭარის უმაღლეს საბჭოში თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრებმა უმაღლესი საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საყოველთაო-სავალდებულო სამხედრო და სახელშეკრულებო სამსახურში გაწვევის პროცესის ეფექტურობის გაზრდას, რეგიონში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის საკითხებს.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიების მონაწილეებს კითხვები ჰქონდათ წვევამდელთა ბაზებთან, შერჩევის პრინციპთან, მიმდინარე რეფორმებთან და გადავადების მექანიზმთან დაკავშირებით.აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების მიზნობრიობას.„ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეგლამენტაციები გაიარა თავდაცვის უწყებამ. მათ შორის სამხედრო სავალდებულო გაწვევასთან, სამსახურის გავლასთან დაკავშირებით. გამოყენებულია ძალიან კარგი საერთაშორისო პრაქტიკა და ამავდროულად, გათვალისწინებულია ყველა ის ოჯახური და ადამიანური კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო ბალანსს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით",- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მადლობის სიგელები გადასცეს.ინფორმაციას აჭარის უმაღლეს საბჭო ავრცელებს.

მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი იპოვეს

მსოფლიო 1783412889

მონაკოში, უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი მოკლული იპოვეს - რა წერს მედია

მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის, ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად აღმოაჩინეს. ინფორმაციას უკრაინული მედია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს.გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ ქალის ცხედარი 6 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე იპოვეს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ქალი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.ამავე გამოცემის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, მონაკოში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ამ დროისთვის ორი ეჭვმიტანილია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (HUR) მოქმედი ოფიცერია, ხოლო მეორე – სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომელი.შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს მონაკოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობაში, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებს შორის იყვნენ უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახის წევრები.თავდასხმის შემდეგ სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის დასაკავებლად ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მონაკოდან გაქცევა შეძლო და საფრანგეთის ტერიტორიაზე გადავიდა.საქმეზე გამოძიება გრძელდება, ხოლო სამართალდამცავები თავდასხმის ორგანიზატორებისა და შესაძლო თანამზრახველების დადგენას ცდილობენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში

რეგიონი 1783412758

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა, - ინფორმაციას რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.„საჰაერო თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე ქვედანაყოფები საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ“, - აცხადებენ ე.წ. „სამინისტროში“.

ჩინეთი

მსოფლიო 1783248146

ჩინეთი და რუსეთი საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

ჩინეთი და რუსეთი, ივლისში, ქალაქ ცინდაოს მახლობლად საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ, რასაც წყნარ ოკეანეში ერთობლივი საზღვაო პატრულირება მოჰყვება. ინფორმაციას Bloomberg-ი ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.უწყების ცნობით, სწავლება ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ყოველწლიური თანამშრომლობის გეგმის ნაწილია და მისი მიზანი უსაფრთხოების გამოწვევების გადაჭრა და რეგიონული მშვიდობის შენარჩუნებაა.

თავდაცვა

საზოგადოება 1783170907

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა კვირეული სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს, რომელიც მრავალფეროვანი სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული. სპორტულ ღონისძიებებს გორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია მასპინძლობს.დაჭრილ-დაშავებულმა მებრძოლებმა უკვე იასპარეზეს მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, პნევმატური იარაღიდან და შაშხანიდან სროლაში.სპორტულ შეჯიბრებებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და აღმოსავლეთის სარდლობის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ბესიკ ნებაძე დაესწრნენ. მათ გამარჯვებული მებრძოლები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვეს.კვირეულის ფარგლებში 10 ინდივიდუალური და 3 გუნდური შეჯიბრი გაიმართება. დაჭრილი სამხედროები იასპარეზებენ ინდივიდუალურ სახეობებში: მაგიდის ჩოგბურთი, ძალოსნობა, მკლავჭიდი, შტანგა, სროლა პისტოლეტიდან, სროლა შაშხანიდან, ცურვა, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე, მშვილდოსნობა, ბირთვის და ბადროს ტყორცნა და გუნდურ სახეობებში: პარარაგბი, პარაკალათბურთი და პარაფრენბურთი.ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვა

საზოგადოება 1782907106

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ 10 წლის იუბილე აღნიშნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) 10 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით მიმართა. მან სკოლის წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, მათი 10-წლიანი საქმიანობის შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ხელმძღვანელმა ამალ ბაჰადურმა.ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებრივი მედლებით - "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის" - სკოლის თანამშრომლები დააჯილდოვა.ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვირეული

საზოგადოება 1782833710

დაჭრილ მებრძოლთა კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

თავდაცვის უწყება 30 ივნისს დაჭრილ მებრძოლთა დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა. დაჭრილ მებრძოლებს კვირეულის გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად ზრუნავს დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციაზე, სოციალურ დაცვასა და სამედიცინო მხარდაჭერაზე. თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა, ქართველი სამხედროების წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რის გამოც მათ საერთაშორისო პარტნიორების აღიარება დაიმსახურეს.ირაკლი ჩიქოვანმა დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის საქმეში საზოგადოების მონაწილეობაზე და, ამ კუთხით, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან მოწვეულ სტუმრებს სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაც გააცნო, რომელიც, მთავრობის მხარდაჭერით, დაჭრილი მებრძოლებისთვის ყოველთვიური დანამატის  50%-ით გაზრდას ითვალისწინებს.დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს,  თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირეული, მებრძოლებისთვის მადლობის გადახდის კიდევ ერთი შესაძლებლობაა.თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დაჭრილ მებრძოლთა აქტიური ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში მიღებული ჯილდოების  ექსპოზიცია მოეწყო. სტუმრებს დაშავებული სამხედროებისთვის უწყების მიერ შეძენილი ეტლებისა და სპორტული ინვენტარის დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ.ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, თავდაცვის უწყებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივნისი ოფიციალურად დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღედ არის გამოცხადებული. ამ თარიღთან დაკავშირებით ტრადიციულად იმართება სპორტული და კულტურული კვირეული, რომლის მიზანია დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი მიღწევების წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

გერმანული ჯარი

მსოფლიო 1782737820

მედია: 300 000 მოწვევა და მხოლოდ 530 თანხმობა - გერმანელ ახალგაზრდებს ჯარში მსახურების ინტერესი არ აქვთ

გერმანიის თავდაცვის უწყება კრიზისის წინაშეა, 2026 წელს დანერგილი რეკრუტირების ახალი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავდა არმიის რიგების ნებაყოფლობით შევსებას, მოლოდინს ვერ ამართლებს, - წერს მედია.კანცლერ ფრიდრიხ მერცის გეგმით, ევროპაში ყველაზე ძლიერი კონვენციური არმიის შესაქმნელად, გერმანიის სამხედრო პერსონალის რაოდენობა 185 000-დან 2035 წლისთვის, სულ მცირე, 260 000-მდე უნდა გაიზარდოს, თუმცა რეალური შედეგი ამ მიზნებს საგრძნობლად ჩამორჩება.მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თითქმის 300 000 ახალგაზრდას დაუგზავნა კითხვარი, იანვრიდან მაისის ჩათვლით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ 530 მოხალისე მიიღო.თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კითხვარზე პასუხის გაცემის მაჩვენებელი მამაკაცებში საკმაოდ მაღალი - 96%-ია, თუმცა რეალური "კონვერტაცია", ანუ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვაზე თანხმობა, პრაქტიკულად არ ხდება.კერძოდ, გაგზავნილი 298 200 კითხვარიდან სამედიცინო და შერჩევის პროცედურები მხოლოდ 1 500-მა პირმა გაიარა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კითხვარების შევსებისას ყოველი მეხუთე რესპონდენტი სამხედრო სამსახურის მიმართ გარკვეულ ინტერესს გამოხატავდა, თუმცა ეს სურვილი ფორმალურ ეტაპზე იშვიათად გადადის.ექსპერტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები ღრმა კრიზისშია.მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებად არაკონკურენტული ანაზღაურება, არმიის ნეგატიური იმიჯი და რთული სამუშაო პირობები სახელდება.თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ბუნდესვერის გაფართოებას ნატოს ვალდებულებების შესრულებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მიზნად 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის 260 000 სამხედროსა და 200 000 რეზერვისტის მობილიზებას ისახავს, თუმცა სპეციალისტთა შეფასებით, რეკრუტირება გერმანიის თავდაცვითი ამბიციების მთავარ ბარიერად რჩება, რომლის გადალახვასაც ხელისუფლება მხოლოდ კითხვარების დაგზავნის მეთოდით ვერ ახერხებს.შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორც მედია წერს, 2027 წლის ივლისისთვის გერმანიამ უნდა გადაწყვიტოს, აღადგენს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს, რადგან ნებაყოფლობითი რეკრუტირების პროგრამამ იმედგაცრუება აჩვენა.