დანამატები

რჩევები 1783948320

რა დანამატები და ვიტამინები უნდა მივიღოთ ზაფხულში - ზაზა თელიას რჩევები

რა დანამატები და ვიტამინები უნდა მივიღოთ ზაფხულში - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-კოსმეტოლოგმა, ზაზა თელიამ ისაუბრა:„მედიცინა არის დარგი, სადაც ექიმის ან კონკრეტული ადამიანის გამოცდილება არის ნულის ტოლფასი. ამიტომ ყოველთვის უნდა ისაუბროთ სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე. საკვები დანამატები, ურეცეპტოდ გაცემული ვიტამინები, არის არაკონტროლირებადი ყველა ქვეყანაში. Fda - ამ ყველაფერს არ ამოწმებს, უბრალოდ გამოსცემს ხოლმე გაფრთხილებებს. არასწორი ეტიკეტირებისაა ძალიან დიდი პროცენტულობა, ასეთი დანამატებისა და მედიკამენტების. თერმული ეფექტი საკვების გადამუშავებისა, არის საჭირო იმისათვის რომ წონაში დავიკლოთ. ანუ ჩვენი ორგანიზმი ენერგიას ხარჯავს იმისთვის, რომ საკვები დაშალოს. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ საკვების არ მიღებით და ვიტამინების სმით ხარჯავს ენერგიას. ასეთი სახით მკურნალობისას, ხდება ინსულინის გამოტყორცნა პანკრეასის მიერ. როდესაც ასეთ დანამატს ვიღებთ, სწრაფად გამოიმუშავება ინსულინი, მივდივართ შიმშილის შეგრძნებამდე და რეზისტენტობამდე“, - აღნიშნა ზაზა თელიამ. 

დერმატოლოგი

საზოგადოება 1783720884

„ამ აპარატის გამოსხივება აზიანებს დნმ-ს და სიმსივნის განვითარების რისკი იმატებს“ - ზაზა თელიას გაფრთხილება

 ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ გელ-ლაქის, იმავე - "შილაკის" საფრთხეების შესახებ, ფრჩხილების მოვლის ეს პროცედურა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, ყველაზე პოპულარულია. პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ მისი საფარი ფრჩხილზე ხანგრძლივად ნარჩუნდება, წასმისას სწრაფად შრება და განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა.ცნობილია, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები დაბერების პროცესს აჩქარებს და სიმსივნის გამომწვევ ერთ-ერთ პოტენციურ ფაქტორადაც გვევლინება. შილაკის გაშრობისა და პოლიმერიზების მიზნით, ესთეტიკურ ცენტრებში სწორედ ულტრაიისფერი ნათურა გამოიყენება. დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია "რუსთავი 2-თან" ამბობს, რომ ულტრაიისფერი ნათება იწვევს სხვადასხვა მძიმე დაავადებას, საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, როგორიც არის ელენთა, ღვიძლი...დერმატოლოგი ხაზგასმით განმარტავს, რომ შილაკის გაკეთების რეკომენდაციას არ გასცემს, და მეტიც ამბობს, რომ საშრობი აპარატი, რომელსაც პროცედურისთვის იყენებენ, ასხივებს A ტიპის UV ნათებას, რომლის სხივების უკურეაქცია 9-ჯერ აღემატება ბუნებრივი მზის ულტრაიისფერ ნათებას."ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდია, რაც განგაშია, თუმცა ეს დიდი ხანია ცნობილია. გელ-ლაქი, იგივე შილაკი როდესაც კეთდება, მისი გაშრობა ხდება ულტრაიისფერი სხივებით. ეს ულტრაიისფერი სხივები ჩვენ შეგვიძლია გავაიგივოთ სოლარიუმის UV ნათებასთან - ერთი და იგივეა. ზუსტად ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის. როგორც სოლარიუმში გარუჯვა არ შეიძლება და არ არის რეკომენდებული, იგივე შეიძლება ითქვას შილაკთან დაკავშირებით.თუ შეკითხვა ისმება, რა სიხშირით შეიძლება შილაკის გაკეთება - პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის, რომ საერთოდ, შილაკის გაკეთება არ არის რეკომენდებული. წელიწადში ერთი გაკეთებაც კი პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ, რომ ხდება კანის UV ნათებით დასხივება და ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საშიში.ჩვენ კიდევ არ ვსაუბრობთ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შილაკის გაკეთებამ განაპირობოს. კერძოდ, ყველაზე ხშირი არის ფრჩხილის სხვადასხვა ტიპის დაზიანება. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გელ-ლაქი ფრჩხილს ყველა შემთხვევაში აზიანებს. უბრალოდ, შესაძლოა, ერთ ადამიანს დაუზიანდეს პირველივე გაკეთებისას, მეორეს კი, პირობითად, 20 გაკეთებაში. რა თქმა უნდა, გააჩნია მოხმარების სიხშირეს, ასევე, ფრჩხილის რეზისტენტობას,  ე.წ. გამძლეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ აზიანებს ყველა ვარიანტში - ეს არის მეორე საკითხი.ფრჩხილის დაზიანება, მკურნალობის თვალსაზრისით, არის ძალიან რთული. ძნელია დაზიანებული ფრჩხილის პრობლემის მოგვარება, ასეთი პაციენტები კი არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, არსებობს ორი რეალური ფაქტორი. პირველი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, ეს არის ზუსტად UV ნათებით ჩვენი კანის დასხივება, რაც პირდაპირ პროპორციულად უნდა იქნას გაიგივებული  სოლარიუმთან.  სოლარიუმი რა ულტრაიისფერ სხივებსაც უშვებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ  ზუსტად ეს აპარატი, რომელშიც შილაკის გაშრობა ხდება, უშვებს  იმავე სხივებს. მეორე არის ფრჩხილის მექანიკური დაზიანება,"- აცხადებს ზაზა თელია. რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ულტრაიისფერმა ნათებამ შესაძლოა ადამიანის დნმ  დააზიანოს - დერმატოლოგი განმარტავს, რომ ულტრაიისფერი ნათება, რომლითაც ხდება ე.წ. გელ-ლაქის გაშრობა, უშვებს ულტრაიისფერ A სხივს, რომელიც აღწევს შიდა ორგანოებამდე და აზიანებს მათ."რა თქმა უნდა, აქ არაფერი ახალი არ არის. როგორც გარუჯვა, ჩვეულებრივი ბუნებრივი მზის სხივების ქვეშ, როდესაც ვირუჯებით - ერთი რუჯის მიღებაც კი ასოცირებულია დნმ-ის დაზიანებასთან. იმიტომ, რომ ზუსტად  ეს UV ნათება, არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივი იქნება თუ არაბუნებრივი, მაგალითად, სოლარიუმის, ან ამ აპარატის გამოსხივება აზიანებს დნმ-ს, ასეთ დროს კი მატულობს რისკი სხვადასხვა სიმსივნის განვითარების. თუ ვსვამთ კითხვას, რატომ სხვა ორგანოები - იმიტომ, რომ ეს ულტრაიისფერი სხივები არსებობს რამდენიმე ტიპის, მათ შორის ყველაზე საშიში არის ულტრაიისფერი A სხივი. ზუსტად ამ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს ეს არაბუნებრივი ნათებაც, ბუნებრივიც, რა თქმა უნდა, მზის გამოსხივებაც, მაგრამ ეს აპარატი არაბუნებრივ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს, რომელიც აღწევს ჩვენს შიდა ორგანოებამდე - გული, ფილტვები, ღვიძლი, პანკრეასი ელენთა და მათი კიბოს განვითარების რისკიც მატულობს,"- დასძინა თელიამ.ექიმის თქმით, დაავადების აღმოცენების რისკი გაცილებით მაღალია იმ ადამიანებში, ვისი გენეტიკური ანამნეზიც დატვირთულია სიმსივნით."თუ ვსაუბრობთ რისკების მატებაზე. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, სერიოზულ როლს თამაშობს. თუ პაციენტის ანამნეზი, გენეტიკური ისტორია დატვირთულია სიმსივნეებით და მათ შორის, კანის კიბოთი, რა თქმა უნდა, კანის კიბოს  განვითარების რისკი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე იმ  ადამიანში, ვისაც მსგავსი ტიპის მემკვიდრული ისტორია არ გააჩნია.აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად, თუ რატომ არის არაბუნებრივი ულტრაიისფერი სხივი საგანგაშო- ბევრ განვითარებულ ქვეყნებში სოლარიუმის გამოყენება გარუჯვის მიზნით აიკრძალა კიდეც, მაგალითად დიდი ბრიტანეთში და აშშ-ის გარკვეულ  შტატებში, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ საერთოდ აიკრძალოს მთელი აშშ-ის მასშტაბით. წარმოიდგინეთ, როდესაც მზე იმყოფება პიკურ პერიოდში - დღის 13:00-14:00 საათი, რომ შევადაროთ, სოლარიუმის სხივი 9-ჯერ აღემატება ბუნებრივ მზის ულტრაიისფერი სხივების გამოსხივებას პიკურ პერიოდში,"-განაცხადა დერმატო-ვენეროლოგმა. იმ შემთხვევაში თუ არ გვსურს პროცედურაზე უარის თქმა, რა დამცავი მექანიზმები არსებობს და გვიცავს თუ არა მზისგან დამცავი, ან ხელთათმანი -​ ზაზა თელია ამბობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს, უმჯობესია, გამოყენებულ იქნეს დამცავი საცხი, ან მუქი ფერის ხელთათმანი :"რეკომენდაციის თვალსაზრისით, თუ დერმატოლოგთან ისმება შეკითხვა - უსაფრთხოა თუ არა შილაკის გაკეთება, პასუხი, რა თქმა უნდა, არის, რომ უსაფრთხო არ არის და არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ადამიანი მაინც არ ამბობს უარს გელ-ლაქის გაკეთებაზე, მაშინ ვურჩევთ, რომ აუცილებლად მოხდეს  მზის დამცავის გამოყენება მტევანზე 15 წუთით ადრე პროცედურის დაწყებამდე და ასევე, მზის დამცავთან  ერთად, თუ იქნება გამოყენებული ხელთათმანი, შავი ქსოვილი - მუქი ფერის ქსოვილი ულტრაიისფერ სხივებს, პრაქტიკულად, არ ატარებს,"-აცხადებს ზაზა თელია. 

ზაზა თელია

საზოგადოება 1782832745

თუ კანზე გამოხატულია ეს სიმპტომები... მიმართეთ ექიმს - ზაზა თელიას მიმართვა

მაღალი ქოლესტერინი მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია. ის ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება, მაგრამ დროთა განმავლობაში არტერიების კედლებზე გროვდება, რაც ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს.საბედნიეროდ, ქოლესტერინის დონის კონტროლი, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია ცხოვრების წესის მარტივი, მაგრამ თანმიმდევრული ცვლილებებით.ხშირ შემთხვევაში, მაღალი ქოლესტერინი არის "ჩუმ" მდგომარეობაში და მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ბევრი, განსაკუთრებით მცირე წონის მქონე ადამიანი, ვერ აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ მაღალი ქოლესტერინი, იქამდე სანამ არ განვითარდება ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი.დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში"დილამშვიდობისასაქართველო" საუბრობს კანზე გამოხატული სიმპტომების შესახებ, რომლებიც მომატებულ ქოლესტერინის დონზე მიგვანიშნებს: 

დერმატოლოგი

საზოგადოება 1782765093

„ეს პრობლემა ყველაზე ხშირად 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება...“ - ზაზა თელიას მიმართვა მშობლებს

მგზავრობისას გულისრევა, თავბრუსხვევა და სისუსტე ე.წ. კინეტოზის შედეგია. ექიმ ზაზა თელიას განმარტებით, ეს მდგომარეობა მაშინ ვითარდება, როცა ტვინი თვალებიდან და შიდა ყურიდან ურთიერთგამომრიცხავ სიგნალებს იღებს. პრობლემა ყველაზე ხშირად 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, თუმცა ზოგიერთ ადამიანს ზრდასრულობაშიც რჩება.დისკომფორტის შესამცირებლად სპეციალისტი გვირჩევს, მგზავრობისას ჰორიზონტს ვუყუროთ, არ გამოვიყენოთ ტელეფონი და არ წავიკითხოთ წიგნი, ვიზრუნოთ სუფთა ჰაერზე, ავტომობილში კი წინა სავარძელი ავირჩიოთ. ასევე სასურველია მგზავრობის წინ მსუბუქი საკვების მიღება, საკმარისი წყლის დალევა და ალკოჰოლის თავიდან აცილება.თუ სიმპტომები განსაკუთრებით ძლიერია, ექიმის რეკომენდაციით შეიძლება ანტიჰისტამინური პრეპარატების ან სკოპოლამინის პლასტირების გამოყენებაც. სპეციალისტის თქმით, აუცილებელია ექიმთან მიმართვა, თუ ღებინება მგზავრობის დასრულების შემდეგაც გრძელდება, ან მას თან ახლავს გონების დაბინდვა, გონების დაკარგვა ან სხვა მძიმე სიმპტომები. 

მგზზავრობა

რჩევები 1782720660

თუ მგზავრობის დროს ბავშვი ცუდად ხდება - ზაზა თელია განმარტავს რას უნდა მივაქციოთ ასეთ დროს ყურადღება

რატომ ვერ ვიტანთ მგზავრობას და როგორ შეგვიძლია, ასეთ დროს დისკომფორტი თავიდან ავირიდოთ - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია, საუბრობს:-მგზავრობის ავადმყოფობას, რომელსაც მოგზაურობის დროს გულისრევასა თუ მგზავრობის აუტანლობას უწოდებენ, ბევრი სინონიმი აქვს. ეს მდგომარეობა აბსოლუტურად განსხვავდება ფობიებისგან, მაგალითად, თვითმფრინავით მგზავრობის შიშისგან, და მათში არ უნდა აგვერიოს. სტატისტიკურად, იგი ყველაზე ხშირად 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, ორ წლამდე კი პრაქტიკულად არ ვლინდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ვესტიბულური აპარატი ორ წლამდე ჩამოყალიბების პროცესშია, ეს ორგანო კი ზუსტად ამ სიმპტომების გაჩენაზეა პასუხისმგებელი. ​სიმპტომების მართვა და ქცევითი რჩევებიპირველ რიგში, მარტივი ქცევითი ჩვევებით უნდა დავიწყოთ:​ჰორიზონტის ყურება: მგზავრმა მზერა ჰორიზონტს ან რომელიმე უძრავ წერტილს უნდა მიაპყროს. ეს ტვინს თვალებიდან და შიდა ყურიდან მიღებული სიგნალების თანხვედრაში ეხმარება. ​გაჯეტების შეზღუდვა: მოძრაობისას ტელეფონების, ეკრანებისა და სხვა გაჯეტების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. ასევე არ არის რეკომენდებული წიგნის კითხვა. ​სუფთა ჰაერი და ტემპერატურა: სუფთა ჰაერი და ჟანგბადი ადამიანს გარკვეულწილად ეხმარება, ამიტომ სივრცე ჩახუთული არ უნდა იყოს. ავტომობილში არსებულ სიცხესა და ჩახუთულობას კონდიციონერი ეფექტურად ჩაანაცვლებს.​პოზიციონირება: მგზავრობისას დიდ მნიშვნელობას ადგილის შერჩევა ანიჭებს. ასეთი პრობლემის მქონე ადამიანისთვის საუკეთესოა ავტომობილში წინა სავარძელზე დაჯდომა და წინ ყურება. ​კვების რეჟიმი: მგზავრობის წინ მყარი, ცხიმიანი და ნოყიერი საკვების მიღება უნდა შეიზღუდოს. უპირატესობა მსუბუქ, თხევად საკვებს, მაგალითად, თხევად იოგურტს უნდა მიენიჭოს, რათა კუჭ-ნაწლავი არ დაიტვირთოს. ასევე, აუცილებელია წყლის დალევა, ალკოჰოლის მიღება კი დაუშვებელია. ​მედიკამენტებით მკურნალობა​მგზავრობის ავადმყოფობის სამკურნალოდ პოპულარული მედიკამენტები გამოიყენება, რომელთა მიღება ბავშვებში 2 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. ეს არის ურეცეპტოდ გასაცემი ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც საზოგადოებაში ალერგიის საწინააღმდეგო წამლების სახელითაა ცნობილი. ისინი ნეირომედიატორ აცეტილქოლინზე მოქმედებენ და აღნიშნულ სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებენ. ​თუ ბავშვი ალერგიულია და დღის განმავლობაში ანტიჰისტამინი უკვე მიღებული აქვს, მან თავისი ფუნქცია წესით ისედაც უნდა შეასრულოს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ანტიჰისტამინის დოზის გაზრდა პრობლემას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ანოტაციაში, როგორც წესი, დღეში 1 ტაბლეტის მიღებაა მითითებული, ამ დოზის გაორმაგება, გასამაგება ან მაქსიმუმ გაოთხმაგება აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ყოველთვის ექიმი იღებს. ​ალტერნატიული საშუალებებიდან აღსანიშნავია სკოპოლამინი. მისი პლასტირები, რომლებსაც FDA-ის (აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) ავტორიზაცია აქვთ, ყურის უკან ეწებება. ანტიჰისტამინებისგან განსხვავებით, მათ ისეთი გვერდითი ეფექტები არ ახასიათებთ, როგორიც ძილიანობა და სედაციაა.ამჟამად FDA-ის დამოწმების მოლოდინშია სკოპოლამინის შემცველი ცხვირის სპრეებიც, რომლებსაც პლასტირის ანალოგიური მოქმედება აქვთ. ეს პრეპარატები იმ ადამიანებმა უნდა გამოიყენონ, ვისაც ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ. ​ნახეთ გადაცემა სრულად: 

დერმატოლოგი

საზოგადოება 1782237966

ზაზა თელიას გაფრთხილება - რატომ არ არის რეკომენდებული სარეცხი საპნის გამოყენება

სარეცხ საპონს სახეზე გამონაყარის სამკურნალოდ ჯერ კიდევ ხშირად იყენებენ. ასევე, გოგირდის საპონსაც მიმართავენ. რამდენად ეფექტურია ეს საშუალებები და შეიძლება თუ არა მათი გამოყენება – თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს:„სარეცხი საპონი ტანსაცმლის გასარეცხად უნდა გამოვიყენოთ. ამ თემას მეტს აღარ გავშლი. პარადოქსულად ჟღერს ეს ფაქტი, რომ ადამიანები ვინმეს რჩევითა და რეკომენდაციით სარეცხ საპონს კანის გასასუფთავებლად, დასაბანად იყენებენ.არ შეიძლება, არ არის, რეკომენდებული. რაც შეეხება გოგირდის ნივთიერებების შემცველი სხვადასხვა გარეგანი გამოყენების ლოსიონები და ასე შემდეგ, დერმატოლოგიაში წლების წინ გამოიყენებოდა. დერმატოლოგია ძალიან განვითარებადი დარგია.დღეის მონაცემებით, გოგირდის გამოყენება რეკომენდებული აღარ არის იმიტომ, რომ ბევრი ისეთი უფრო ეფექტური საშუალება გვაქვს, რითაც შეგვიძლია, პრობლემა უკეთესად ვმართოთ“, - აცხადებს ზაზა თელია.

ზეთიო

საზოგადოება 1782149269

დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია

კვლევებზე დაყრდნობით, დერმატოლოგი ზაზა თელია ასახელებს ზეთს, რომელიც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა.მისი თქმით, ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის.   ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან - 73%, პოლი-გაუჯერებელი - 11%, გაჯერებული ცხიმები - 14%.„არსებობს მითი რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა "ძლიერი შეწვა".მრავალი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“ 

აუზი

რჩევები 1781979343

კვლევაში მონაწილე ადამიანების 40% ამბობს, რომ აუზში შარდავს... - უახლესი კვლევა

რა საფრთხეები იმალება აუზში, როგორ დავიცვათ კანის ჯანმრთელობა აუზის ფარული საფრთხეებისგან, – ამ თემებზე დერმატოლოგ-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა და უახლესი კვლევის შედეგები წარმოადგინა. „ადამიანები არ ითვალისწინებენ გარკვეულ რეკომენდაციებს. შესაძლებელია, აუზი არ იყოს კარგად დამუშავებული. როგორც ვიცით, აუზში იყენებენ ქლორს, რომელიც ბაქტერიებს ანეიტრალებს. მინდა წარმოგიდგონოთ საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოქვეყნდა. კვლევაში მონაწილე ადამიანების 40% ამბობს, რომ აუზში შარდავს. ქლორი რეაქციაში შედის შარდში, ოფლში და კოსმეტიკურ საშუალებებში და წარმოიქმნება ქლორამინები, რასაც აქვს ქლორის სუნი. ანუ ქლორის სუნი თუ ასდის აუზს, ეს ნიშნავს, რომ ის დაბიძურებულია,“ – ამბობს ზაზა თელია.

აუზი

რჩევები 1781979186

„ქლორის სუნი თუ ასდის აუზს, ეს ნიშნავს, რომ ის დაბიძურებულია“ – ზაზა თელიას რჩევები

რა საფრთხეები იმალება აუზში, როგორ დავიცვათ კანის ჯანმრთელობა აუზის ფარული საფრთხეებისგან, – ამ თემებზე დერმატოლოგ-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.„ადამიანები არ ითვალისწინებენ გარკვეულ რეკომენდაციებს. შესაძლებელია, აუზი არ იყოს კარგად დამუშავებული. როგორც ვიცით, აუზში იყენებენ ქლორს, რომელიც ბაქტერიებს ანეიტრალებს. მინდა წარმოგიდგონოთ საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოქვეყნდა. კვლევაში მონაწილე ადამიანების 40% ამბობს, რომ აუზში შარდავს. ქლორი რეაქციაში შედის შარდში, ოფლში და კოსმეტიკურ საშუალებებში და წარმოიქმნება ქლორამინები, რასაც აქვს ქლორის სუნი. ანუ ქლორის სუნი თუ ასდის აუზს, ეს ნიშნავს, რომ ის დაბიძურებულია,“ – ამბობს ზაზა თელია.

ზაზა თელია

საზოგადოება 1781299860

„შეიძლება ადამიანს გულიც კი გაუჩეროს...“ - ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს, რა გვერდითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს წნევის წამალს

დერმატო-ვენეროლოგის, მედიცინის დოქტორ ზაზა თელიას განცხადებით, მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატებმა შესაძლოა სხვადასხვა გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს, რის გამოც მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.სპეციალისტის თქმით, ACE-ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც სახელწოდებაში „პრილით“ მთავრდება (მაგალითად, ლიზინოპრილი, კაპტოპრილი), ხშირად იწვევს მშრალ, ხანგრძლივ ხველას, რომელიც ინფექციასთან კავშირში არ არის. იშვიათ შემთხვევებში კი შესაძლოა განვითარდეს ანგიოშეშუპება — ტუჩების, თვალების ან სახის სხვა ნაწილების შეშუპება, რაც სიცოცხლისთვისაც კი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს.კალციუმის არხების ბლოკატორებს, ე.წ. „დიპინების“ ჯგუფს (მაგალითად, ამლოდიპინი), ხშირად უკავშირდება ქვედა კიდურების, კოჭებისა და წვივების შეშუპება, ასევე სახისა და გულმკერდის სიწითლე.შარდმდენი პრეპარატების მიღებისას შესაძლებელია გახშირებული შარდვა და ორგანიზმში კალიუმის დონის ცვლილება, რაც ზოგჯერ კუნთების კრუნჩხვებსაც იწვევს. ექიმი განსაკუთრებით აფრთხილებს პაციენტებს, რომ კალიუმის შემცველი დანამატები თვითნებურად არ მიიღონ.რაც შეეხება ბეტა-ბლოკატორებს, რომლებიც „ლოლით“ მთავრდება (ბისოპროლოლი, მეტოპროლოლი და სხვ.), მათ შეუძლიათ გულისცემის და პულსის შენელება, ამიტომ მკურნალობის პერიოდში რეგულარული კონტროლი აუცილებელია.ზაზა თელიას თქმით, წნევის წამლების თვითნებურად დაწყება, შეწყვეტა ან სხვისი რეკომენდაციით მიღება დაუშვებელია. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რათა საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი შეიცვალოს. 

ზაზა თელია

საზოგადოება 1780598027

ამ ნიშნებით დემენციას ადრეულ ეტაპზე ამოიცნობთ - ზაზა თელიას რჩევა

რომელი ნიშნებით შეგვიძლია, დემენციქ ადრეულ ეტაპზე  აღმოვაჩინოთ - ამ თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო"ვრცლად საუბრობს:"დემენციის ადრეული ნიშნები  და სიმპტომები:​მეხსიერების დაკარგვა, განსაკუთრებით ახალი ინფორმაციის ათვისების სირთულე.ორიენტაციის დარღვევა - ნაცნობ ადგილებში გზის აბნევა ან დროის შეგრძნების დაკარგვა. ​კომუნიკაციის სირთულე - როდესაც ადამიანი სიტყვებს ვერ პოულობს და საუბარი გაწყვეტილია. ​რთული ამოცანების შესრულების გაძნელება - მაგალითად, გადასახადების გადახდა ან კერძის რეცეპტით მომზადება. ​ფსიქოლოგიური ცვლილებები - კომუნიკაციის გაძნელების გამო ადამიანს ხშირად დეპრესია, შფოთვა ან აპათია ეწყება",- ამბობს ზაზა თელია.

ზაზა თელია

საზოგადოება 1780508917

ინსულინრეზისტენტობა: ვინ არის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ - ზაზა თელიას რჩევები

ინსულინრეზისტენტობა: ვინ არის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში,- ამ თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ზაზა თელია საუბრობს."ინსულინრეზისტენტობა თანამედროვეობის პრობლემაა მთელს მსოფლიოში.ასოცირებულია გარკვეულწილად წონასთან. ეს არის მდგომარეობა, როცა სხეულის უჯრედები, კუნთების, ღვიძლის, ვეღარ რეაგირებენ ინსულინზე და უჭირთ სისხლიდან გლუკოზის ათვისება. ინსულინი არის სისხლში შაქრის მაკონტროლებელი, რომ არ წავიდეს ან ძალიან ზევით ან ქვემოთ. დაავადებად ითვლება ინსულინ-რეზისტენტობა თუმცა მასთან გამკლავება შესაძლებელია. ის გამოიყოფა პანკრეასში, ანუ კუჭუკანა ჯირკვალში. ამ გვაქვს ჰიპერ-ინსულინები ამ დროს ორგანიზმში.ნიშნები და სიმპტომები: ხშირ შემთხვევაში, დასაწყისში შეიძლება სრულიად უსიმპტომო იყოს. შეიძლება საერთოდ არაფერი არ აწუხებდეს ადამიანს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის აბდომინური სიმსუქნე.ცხიმის ჩალაგება მუცლის არეში. ასევე კანის ჰიპერტენზია და გასქელება. ახასიათებს პაპილომები. კისრისა და იღლიის არეში. მუდმივი შიმშილის გრძნობა. მსუქანი ადამიანების 95% ინსულინ-რეზისტენტია. არტერიულ ჰიპერტენზიამდეც მივყავართ. თირკმელი აკავებს ნატრიუმს. ზუსტად ეს მექანიზმია აქ. ქალებში ინსულინ- რეზისტენტობა ასოცირებულია პოლი-ენდოკრინულ მეტაბოლურ საკვერცხის სინდრომთან. აქ ერთვება საკვერცხისმიერი პრობლემებიც“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.