ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში - დეტალები
1789500836
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა უზრუნველყოფს ადამიანის სხეულის ფორმას, საყრდენს, მოძრაობასა და შინაგანი ორგანოების დაცვას. როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:
„საუბარია 3 სისტემაზე: ძვლოვანი, სახსრებისა და ხრტილოვანი და კუნთოვანი. ეს სამი სისტემა ყველაფერზე აისახება. ძვლოვან სისტემაში რომ წარმოვიდგინოთ სასწორის ორი მხარე, ოსტეოკლასტებია, რომელიც არის უჯრედები, რაც ძვლის დაშლას უწყობს ხელს და ოსტეობლასტები, რაც ასაკის მატებასთან ერთად აჭარბებს ოსტეოკლასტების რაოდენობას, აქტივობას, რის გამოც ძვლის დაშლა უფრო დაჩქარებულია, ვიდრე ძვლის შექმნა, აღდგენა. ასაკში ხშირად ამბობენ, სახსრების დისკომფორტი, დაჭიმულობა მაქვსო, ამ დროს განლევა ხდება ხრტილოვანი აპარატის“, - ამბობს ზაზა თელია.