„შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა...“ - თბილისში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
1793390276
რა რეაქციები შეიძლება გამოიწვიოს თხილეულმა და რომელი სიმპტომების უგულებელყოფა არ შეიძლება — ამ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია საუბრობს.
ექიმის განმარტებით, ნიგოზი, თხილი, არაქისი, წაბლი და იშვიათ შემთხვევებში ნუში გარკვეულ ადამიანებში ალერგიულ რეაქციას იწვევს. სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს როგორც კანის გაღიზიანებით, ისე ქავილითა და შეშუპებით.
„თხილეული, ნიგოზი, არაქისი და წაბლი, იშვიათ შემთხვევაში ნუში — ასეთი საკვები პროდუქტები ცნობილია, რომ კონკრეტულ ადამიანებში ალერგენებს წარმოადგენენ. ასეთ ადამიანებს რეაქცია შეიძლება განუვითარდეთ მსგავსი ტიპის პროდუქტების მიღებისას.
თხილეული და ნიგოზი ნამცხვრებში, საცივში, ფხალეულში და შეიძლება პურშიც შეგვხვდეს, რაც საახალწლო სუფრაზე ხშირია. ასეთ ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ ურტიკარია, ანუ ჭინჭრის ციება, რომელიც ყოველთვის გამონაყარით არ მიმდინარეობს. შესაძლოა, მხოლოდ ქავილი ან შეშუპება აღინიშნოს, მაგალითად, ტუჩის შეშუპება“,- განმარტავს ზაზა თელია.
ექიმი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას არაქისსა და წაბლზე, რომელთა მიღების შემდეგ ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა მძიმე ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსია განუვითარდეს.
ექიმის რეკომენდაციაა, ადამიანებმა, რომლებსაც თხილეულზე ალერგია აქვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ საკვების შერჩევისას და ყურადღებით გაეცნონ კერძების შემადგენლობას.