ვლადიმერ ბოჟაძე

პოლიტიკა 1788353340

ვლადიმერ ბოჟაძე ირაკლი ღარიბაშვილს: იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც სახლში მალავდით

მთავარი კითხვა, რომელსაც ვერანაირი სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევით, იმაში მდგომარეობს, თუ საიდან დააგროვეთ ის სიმდიდრე, რომელსაც დეკლარაციაში არ ასახავდით, - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე.„ბატონო ირაკლი, ისევე, როგორც არაერთი ადამიანისთვის, პირადად ჩემთვისაც ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე ჩვენი გუნდის წევრი და ქვეყნის პრემიერ - მინისტრი იმ დონემდე დახვედით, რომ დაუჯერებელ კონსპირაციებს ქმნით და რადიკალი აგენტების თუ მათი პარტიული ტელევიზიების იმედად ცდილობთ საზოგადოებას თავს ტყუილები მოახვიოთ. თუმცა, თქვენი მცდელობების, ციხიდან ბრტყელ-ბრტყელი წინადადებებით გაჯერებული წერილების გამოქვეყნების, გვერდით ინაშვილის და მისი მსგავსი ყველაფერზე წამსვლელი აგენტების დაყენების თუ აბსურდული შეთქმულების თეორიების განვითარების მიუხედავად, საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევთ.გასაგებია, რომ თქვენი პოლიტიკური პარტიის ნდობა პირადი კეთილდღეობისთვის ბოროტად გამოიყენეთ და გუნდი მნიშვნელოვნად დააზიანეთ. ისიც გასაგებია, რომ გონიერება არ გყოფნით და იმ ხარისხის დეგრადაცია განიცადეთ, რასაც ახლა საზოგადოება ადევნებს თვალს, თავი კი ამ ქვეყნის მტრების საქილიკოდ გაიხადეთ, თუმცა, მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანა არ გამოგივათ. კარგად უნდა გესმოდეთ, რომ რამდენსაც უნდა ეცადოთ, აგენტებთან და ყველაფრის მკადრებელ დაქირავებულ პროპაგანდისტებთან ერთად როგორი დაუჯერებელი ისტორიებიც არ უნდა შეთხზათ, მთავარ შეკითხვას მაინც ვერსად გაექცევით.გამოქვეყნებულ წერილებში თქვენ ამტკიცებთ, თითქოს, ვინმემ ბინძური პროვოკაცია მოგიწყოთ და თქვენგან იმ კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა, რომელიც არ ჩაგიდენიათ. ამ ფონზე, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ თქვენ 12 მილიონი დოლარის ღირებულების ისეთ ქონებას ფლობთ, რომლის წარმომავლობის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. იმას ხომ მაინც ვერ უარყოფთ, რომ თქვენვე აღიარეთ უკანონო შემოსავლის ლეგალიზების შესახებ და ამისთვის ციხეშიც წახვედით. ისიც ადვილი მისახვედრია, რომ “ქართული ოცნების” გუნდმა შეღავათი გაგიწიათ, ბოლომდე არ გაგწირათ და საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარა, თუმცა, ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის, საიდან და როგორი ნაძარცვი შემოსავლით შეძელით სიმდიდრის მოხვეჭა. ამ ფონზე, თქვენი მორალური დეგრადაცია კიდევ უფრო სამწუხაროა, თუმცა, მთავარ საკითხს მაინც ვერ გაექცევით.თქვენი პოზიციით, დანაშაული მხოლოდ იმაში მიგიძღვით, რომ შემოსავლები დეკლარაციაში არ ასახეთ და ამის გამო კანონის წინაშე პასუხისმგებლობაც აიღეთ, თუმცა, ეს საკითხის მხოლოდ ერთი ნაწილია. თქვენივე აღიარებული ბრალის მიხედვით, აუცილებელია განმარტოთ, საიდან მიიღეთ მილიონობით დოლარის უკანონო შემოსავალი, რომლის ლეგალიზაციასაც მალულად ცდილობდით?!ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და მილიონების ღირებულების ძვირფასი საათები?! ამიტომ, მთავარი კითხვა, რომელსაც ვერანაირი სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევით, იმაში მდგომარეობს, თუ საიდან დააგროვეთ ის სიმდიდრე, რომელსაც დეკლარაციაში არ ასახავდით?! ბატონო ირაკლი, უკვე გამოქვეყნებული უშინაარსო, აბსურდული და სკანდალური ბრალდებებით გაჯერებული არაერთი წერილის შემდეგ, რომლებშიც ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ წარგიდგენიათ, იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - სახლში მალავდით? გაეცით პასუხი თქვენს ყოფილ მომხრეებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში ხმას გაძლევდათ და გენდობოდათ. გაეცით პასუხი ქართველ ხალხს“, - აღნიშნავს ბოჟაძე.პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა. იგი აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

გლდანი

დედაქალაქი 1788240590

გლდანის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო

გლდანის მეორე მიკრორაიონის N36-სა და N46 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო.ტერიტორიაზე განხორციელდა უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი და გამოთავისუფლებული სივრცე სკვერს შეუერთდა.სამუშაოები დაახლოებიით 3 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, განთავსდა ფიტნეს და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა საქანელა სკამები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 525 000 ლარი დაიხარჯა.გარდა ამისა, სკვერის მიმდებარედ მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე  შეიცვალა დაზიანებული ასფალტის საფარი და მოეწყო საპარკინგე სივრცეები.დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ რეხვიაშვილთან და პარლამენტის დელეგატ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.

ვლადიმერ ბოჟაძე

პოლიტიკა 1785851573

ვლადიმერ ბოჟაძე: ზალუჟნიმ თქვა ის, რაც სამწუხაროდ რეალობაა უკრაინისთვის. უკრაინა ფაქტობრივად 2014 წლიდანაა ჩართული და თუ გავიხსენებთ ომის წინა პერიოდს, არაერთხელ იყო შეთავაზება უკრაინაში, თითქოსდა ნატოში გაწევრების, თუმცა ეს შედეგი არ დადგა

ზალუჟნიმ თქვა ის, რაც სამწუხაროდ რეალობაა უკრაინისთვის. უკრაინა ფაქტობრივად 2014 წლიდანაა ჩართული და თუ გავიხსენებთ ომის წინა პერიოდს, არაერთხელ იყო შეთავაზება უკრაინაში, თითქოსდა ნატოში გაწევრების, თუმცა ეს შედეგი არ დადგა, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ ზალუჟნის განცხადებაზე, რომ უკრაინა ნატო-ში არასდროს გაწევრიანდება.მისივე თქმით, როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება, მაშინ მარტივად ხდება ქვეყნების ნატოში გაწევრება.„შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში ძალიან სწრაფად მოხდა მათი ნატოში გაწევრება, ანუ როცა არსებობს პოლიტიკური ნება სახელმწიფოებს შორის, ასეთი ნების აღსრულება შესაძლებელია, თუმცა რატომღაც ასეთი ნება არ არსებობს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებითაც“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გლდანი

საზოგადოება 1785483818

გლდანის რაიონის გამგეობა ბრონშტეინის ქუჩის ნაწილზე კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს

გლდანის რაიონის გამგეობა მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტს  მარკ ბრონშტეინის ქუჩაზე ახორციელებს.  სამუშაოები მიმდინარეობს ბრონშტეინის ქუჩის N21-დან ქობის ქუჩამდე, ასევე ბრონშტეინის II შესახვევში.აღნიშნულ ქუჩაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სანიაღვრე ქსელის არარსებობა, რის გამოც წვიმის წყალი სავალ ნაწილზე გროვდებოდა.  ასევე, არ არსებობდა  ასფალტის საფარი, რაც, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების პრობლემებს ქმნიდა.საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა  სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, რის შემდეგაც, დაახლოებით 4 000 კვადრატულ მეტრ  ფართობზე,  ასფალტის საფარი დაიგება და ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი კაპიტალურად  მოეწყობა.ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000  ლარამდე დაიხარჯება.მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის დელეგატ  ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.

, მარიამ კერესელიძე

სამართალი 1784708700

ვახტანგ სანაიას მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე ფაქტზე იმსჯელა სასამართლომ, ის არ ესწრება სხდომებს, არ იხდის ჯარიმებს და აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას - შსს-ის იურისტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ვახო სანაიას საქმე განიხილა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ვლადიმერ ბოჟაძესა და შალვა პაპუაშვილს. სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა."უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, ვახტანგ სანაიას მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე ფაქტზე იმსჯელა სასამართლომ. პირველ ორ შემთხვევაში, შსს-მ სახდელის სახით იშუამდგომლა ჯარიმის გამოყენება, ასევე, ჯარიმის გამოყენება მაქსიმალური ოდენობით. დღევანდელ სასამართლოზე ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდამრღვევის ქცევაზე - წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას.შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად, აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეულ იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა, რაც სასამართლომ გაიზიარა - ვახტანგ სანაია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 14 დღის ვადით. ეს იყო საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე პირველი ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილ ოქმთან დაკავშირებით," - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი, მარიამ კერესელიძე.სასამართლომ ასევე იმსჯელა და 2 000 ლარით დააჯარიმა ბადრი შუბლაძე. შუბლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.

ვახო სანაია

საზოგადოება 1784705087

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა ვახო სანაიას საქმე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ვლადიმერ ბოჟაძესა და შალვა პაპუაშვილს. ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.სასამართლომ ასევე იმსჯელა და 2 000 ლარით დააჯარიმა ბადრი შუბლაძე. შუბლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.

ვლადიმერ ბოჟაძე

პოლიტიკა 1784088653

ვლადიმერ ბოჟაძე: სიძულვილის ენის მიმართ ყველაზე ლიბერალურია კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ

ზოგადად, სიძულვილის ენის მიმართ არაერთი ქვეყნის კანონმდებლობა არსებობს და ყველაზე ლიბერალურია სწორედ ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.„მივიღეთ, რადგან წინ გვქონდა, მათ შორის, ევროპული მაგალითები და ყველაზე მთავარი, თავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა. რადიკალური პოზიციის წარმომადგენლებს როცა სჭირდებათ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები მათთვის მისაღები და სამაგალითოა, როცა არ მოსწონთ, უკვე სტრასბურგის გაკრიტიკებასაც კი ბედავენ. ამაზე მაღალი სტანდარტი, რასაც ჰქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო და მათი გადაწყვეტილებები, ევროპაში არ არსებობს. ყველაზე მთავარი, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების რეკომენდაცია იყო, კანონმდებლობასთან ერთად გაგვეთვალისწინებინა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა“, – განაცხადა ბოჟაძემ.როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, როცა ხელისუფლება ამ კანონმდებლობას იღებდა, მათ შორის, გულისხმობდა იმას, როგორმე შეემცირებინა  საზოგადოებაში პოლარიზება.„სამწუხაროა, რომ, მათ შორის, იგივე ევრობიუროკრატია და სხვა ევროპელი ჩინოსნები უფრო მეტად ცდილობენ, ასე ვთქვათ, მუდმივად ტონუსში ამყოფონ რადიკალური ოპოზიცია გარედან მხარდაჭერით საიმისოდ, რომ ქვეყანაში კი არ შემცირდეს პოლარიზება, პირიქით, გაიზარდოს, პოლიტიკური პროცესები იყოს არა პარლამენტში და საკრებულოში, არამედ ქუჩაში. როგორც ჩანს, ეს არის ამოცანა მათი უცხოელი დაკვეთების“, – განაცხადა ბოჟაძემ.მისივე თქმით, რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოება ხედავს, რომ ეს კანონი უკვე მუშაობს.„შესაბამისი სამსახური შეიქმნა და ფაქტობრივად, ერთი თვის ანალიზს თუ გავაკეთებთ, დაახლოებით, 170-მდე საქმე შეარჩია, 150 უკვე, როგორც მტკიცებულებები, გადაგზავნილია სასამართლოში, თუ სწორად მახსოვს, 35-ზე უკვე სასამართლო გადაწყვეტილებებიც არის დამდგარი. დანარჩენი სასამართლო განხილვის პროცესშია. მთავარია, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული დეპარტამენტი, მოქალაქეებს აქვთ ბერკეტი, დაიცვან საკუთარი თავი სიძულვილის ენისგან, ჰქონდეთ თავდაცვის გარკვეული მექანიზმი. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება, რომელიც სამწუხაროდ, არა ერთი გვინახავს და წაგვიკითხავს სოციალურ ქსელებში, არის დასჯადი. ადამიანის უფლებების დაცვაზე როცა ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ესეც სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის დამკვიდრებაა, მაღალი ევროპული სტანდარტის, რადგან საზოგადოება იყოს დაცული ასეთი მავნე გავლენებისგან“, – განაცხადა ბოჟაძემ.

სკოლა

განათლება 1784019175

თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №120 საჯარო სკოლის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს ადგილზე გააცნეს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა და  პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.1000-მდე მოსწავლეზე გათვლილი, თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.პროექტის ფარგლებში, შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად განახლდება. ასევე, აშენდება თანამედროვე სპორტული დარბაზი და მოეწყობა ღია სპორტული მოედანი. საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას.თბილისის №120  რეაბილიტაციის შედეგად, მოსწავლეები და პედაგოგები  სრულად განახლებული, უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო სივრცით ისარგებლებენ.

ბოჟაძე

პოლიტიკა 1781097023

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით

ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, მის განცხადებებს სასამართლო სისტემასა და მოსამართლესთან დაკავშირებით „სამწუხარო სპეკულაცია მოყვა“.როგორც ბოჟაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის კონკრეტულ მოსამართლეზე არ საუბრობდა, არამედ პირობითად ისაუბრა იმ სახელსა და გვარზე, რომელიც გაჟღერდა გადაცემაში.მისივე განმარტებით, მან აღნიშნა, რომ დღეს როგორც მოსამართლეები, ასევე სასამართლო სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე და ემსახურება კანონს და კონსტიტუციას.„სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მე არ ვსაუბრობდი კონკრეტულ მოსამართლეზე, პირობითად ვისაუბრე იმ სახელსა და გვარზე, რომელიც გაჟღერდა გადაცემაში.მეორე და მთავარი - მე აღვნიშნე, რომ დღეს როგორც მოსამართლეები, ასევე სასამართლო სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე და ემსახურება კანონს და კონსტიტუციას. ასევე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა, აღვნიშნე, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ შექმნას ისეთი დაცვის მექანიზმი, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც კი მოსამართლეები და სასამართლო დაცული იყოს ყოველგვარი სავარაუდო გავლენისგან.მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ნუ წარმომაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად! მოვუწოდებ ყველას, ნუ ეცდებიან დაამთხვიონ ჩემი სიტყვები „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს და გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგისათვისმიუხედავად იმისა, რომ დღეს წარმოვადგენ ხელისუფლების ოპოზიციას - ჩემს ინტერესსა და პოლიტიკურ დღის წესრიგში არ შედის, ნაცმოძრაობის მსგავსად შავი ვამტკიცო თეთრზე, ვისაუბრო არარსებულ „კლანზე“ და არ არის მისაღები, რომ რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსს ხელოვნურად დაამთხვიონ ჩემ მიერ ართქმული სიტყვები", - განაცხადა ბოჟაძემ.

ვლადიმერ ბოჟაძე

საზოგადოება 1778507111

ბოჟაძე: დარწმუნებული ვარ, მომავალი უწმინდესი შეძლებს ღირსეულად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და ეკლესიაში სავარაუდო განხეთქილების მცდელობები, რომელიც არაერთი წელია მიმდინარეობს, დასრულდება

დარწმუნებული ვარ, მომავალი უწმინდესი შეძლებს ღირსეულად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და ეკლესიაში სავარაუდო განხეთქილების მცდელობები, რომელიც არაერთი წელია მიმდინარეობს, დასრულდება, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძემ.დეპუტატის თქმით, ეკლესიისთვის ახალი უწმინდესი იქნება გამაერთიანებელი სერიოზული ფაქტორი.„მიუხედავად იმისა, რომ სამი კანდიდატი იყო წარდგენილი და მეუფემ [შიომ] 24 ხმით გაიმარჯვა, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება გამაერთიანებელი ჩვენი საზოგადოების, ეკლესიის. ის, რომ სხვა კანდიდატებმაც მიიღეს ხმები, არ იქნება ასახული სამომავლოდ მათ ურთიერთობებზე. დარწმუნებული ვარ, მომავალი უწმინდესი შეძლებს ღირსეულად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და ეკლესიაში სავარაუდო განხეთქილების მცდელობები, რომელიც არაერთი წელია მიმდინარეობს, დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიისთვის ახალი უწმინდესი იქნება გამაერთიანებელი სერიოზული ფაქტორი“, - აღნიშნა ბოჟაძემ.საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი

პოლიტიკა 1775220769

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელისაშვილი მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.„შეხვედრისას ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე, საერთო ინტერესებსა და არსებულ გამოწვევებზე. შევთანხმდით, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოლდოველ ხალხთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. გვსურს, რომ ასეთმა შეხვედრებმა კიდევ უფრო დააახლოვოს ჩვენი ქვეყნები“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მარიამ ლაშხი

საზოგადოება 1774272480

პარლამენტის წევრები ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილებს“ ეწვივნენ

 დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, კომისიის წევრებთან - რიმა ბერაძესთან, ირმა ზავრადაშვილსა და ვლადიმერ ბოჟაძესთან, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან - გრეტა წიწავასა და ლიკა შარტავასთან ერთად, ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილებს“ ეწვია.დეპუტატებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, გაეცნენ მის პროგრამებს და საჩუქრები გადასცეს ბენეფიციარებს.ცენტრი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს და სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალური განვითარების პროგრამებს სთავაზობს.დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის გაძლიერებაა.