მარიამ ლაშხმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, პარლამენტის წევრებთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, თამარ იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. შეხვედრაზე ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და არსებული რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა და პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტები“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე.