გოგა მანია

საზოგადოება 1788553402

გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

ეზოთერიკოსი გოგა მანია სოიალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„საინფორმაციო მიმართვა! მოგესალმებით, ძალიან ბევრი ტიკტოკ, ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდია ჩემი სახელით შექმნილი! გამომწერებს იმატებენ ამ პლატფორმებზე და ითხოვენ სახელებს, ინფორმაციებს და მერე თანხის ჩარიცხვას სთხოვენ! ძალიან გთხოვთ, უცხოს ნუ ჩაურიცხავთ თანხას. ეს არის ჩემი ოფიციალური გვერდი, დააკვირდით გამომწერებს, მე არ ვწერ ისე უბრალოდ არავის და არც ინფორმაციას ვთხოვ ვინმეს, სანამ კონსულტაციას ან დიაგნოსტიკას არ გაივლით ჩემთან. ასისტენტი უცვლელია, ეკატერინე კვინიკაძე და გვაქვს მხოლოდ ერთი ოფიციალური მობილურის ნომერი, კომპანიის ანგარიშთან ერთად! გზავნილსაც აკეთებთ მხოლოდ გოგა მანიას სახელზე კომპანიის ანგარიშთან ერთად! მობილურის ნომერს რაც შეეხება, არის მხოლოდ და მხოლოდ ეს + 995 511 17 72 72 და ამ ნომერზე არის ასისტენტი, ეკატერინე. დავურთავ ოფიციალურ გვერდებსაც !!! გააზიარეთ მადლობა“, - წერს გოგა მანია სოციალურ ქსელში.

გოგა მანია

საზოგადოება 1788538259

„რაც შეეხება საქართველოს…“ - გოგა მანიას ახალი ხილვა

ეზოთერიკოსი გოგა მანია საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი ხილვის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას რამდენიმე საფრთხის შესახებ აფრთხილებს.მისი თქმით, ქვეყანაში შესაძლოა მიწისძვრების რაოდენობამ მოიმატოს. მანია მოსახლეობას, განსაკუთრებით, მაღალმთიან ადგილებში, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.„რაც შეეხება საქართველოს, მოიმატებს მიწისძვრები. ხალხს ვურჩევ, მოერიდოს მაღალმთიან ადგილებს. იქნება ფრინველის ახალი ვირუსი, მოერიდეთ ასევე ცხოველებს“, – განაცხადა გოგა მანიამ.

გოგა მანია

საზოგადოება 1788292571

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ეზოთერიკოსი გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ უახლეს წინასწარმეტყველებაზე საუბრობს.მისი თქმით, სტიქიური მოვლენების მიმართულებით კვლავ სიფრთხილეა საჭირო და მომავალში, შესაძლოა, წყალდიდობების მსგავსი შემთხვევები კიდევ განმეორდეს.„წყალდიდობები არ დასრულებულა, კიდევ იქნება მსგავსი და ძალიან ფრთხილად იყვნენ. იქნება ისევ მიწისძვრები მეტად შესამჩნევი. თუმცა საქართველო ამას მარტივად გადალახავს“, - ამბობს ის.მისივე თქმით, მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს მედიცინის მიმართულებითაც. როგორც მანია აცხადებს, ის დაავადებები, რომელთა დამარცხებაც დღეს რთულად ან შეუძლებლად მიიჩნევა, მომავალში უფრო მარტივად განკურნებადი გახდება.„კიბოს დამარცხება გამარტივდება. ნებისმიერ დაავადებას, რომელიც გვეჩვენებოდა, რომ ვერ დავამარცხებდით,  ეშველება“.

გოგა მანია

ასტროლოგია 1788209536

გოგა მანია სექტემბრის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს

ეზოთერიკოსი გოგა მანია ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის მნიშვნელოვან პერიოდზე საუბრობს და მათ გარკვეულ რჩევებს აძლევს.მისი თქმით, სექტემბრის ფავორიტი ნიშნებია:1) კირჩხიბი  - კირჩხიბებმა უკვე გაიარეს ტკივილი და ზეწოლა, ეს პერიოდი კი დასასრულს უახლოვდება.2) ლომი -  ურთულესი პერიოდი ჰქონდათ და 1-2 თვეში სრულ შვებას იგრძნობენ.3) მშვილდოსანი - მათ დიდი ანაზღაურების წინაშე დააყენებს სამყარო.4) კურო და ტყუპები ესენი არის სექტემბრის ყველაზე ფავორიტი ნიშნები. მათ ფინანსური კუთხითაც გაუმართლებთ.„ყველა ზოდიაქოს ნიშანს მივმართავ: სიტყვა დავიღალე არ თქვათ. (რადგან პორტალი ისეა გახსნილი, იმას გვიბრუნებს რასაც ვაგზავნით) - ამბობს გოგა მანია და აღნიშნავს, რომ ადამიანი სამყაროსგან იმ ენერგიას იღებს, რომელსაც თავად აგზავნის.მისივე რჩევით, სიბრაზის ფონზე გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდონ, რადგან ემოციურ მდგომარეობაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა სასურველი შედეგი არ მოიტანოს.

გოგა მანია

ასტროლოგია 1787919120

„კვლავ სიფრთხილეა საჭირო...“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ეზოთერიკოსი გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ უახლეს წინასწარმეტყველებაზე საუბრობს.მისი თქმით, სტიქიური მოვლენების მიმართულებით კვლავ სიფრთხილეა საჭირო და მომავალში, შესაძლოა, წყალდიდობების მსგავსი შემთხვევები კიდევ განმეორდეს.„წყალდიდობები არ დასრულებულა, კიდევ იქნება მსგავსი და ძალიან ფრთხილად იყვნენ. იქნება ისევ მიწისძვრები მეტად შესამჩნევი. თუმცა საქართველო ამას მარტივად გადალახავს“, - ამბობს ის.მისივე თქმით, მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს მედიცინის მიმართულებითაც. როგორც მანია აცხადებს, ის დაავადებები, რომელთა დამარცხებაც დღეს რთულად ან შეუძლებლად მიიჩნევა, მომავალში უფრო მარტივად განკურნებადი გახდება.„კიბოს დამარცხება გამარტივდება. ნებისმიერი დაავადებას, რომელიც გვეჩვენებოდა, რომ ვერ დავამარცხებდით,  ეშველება“.

გოგა მანია

საზოგადოება 1787687583

გოგა მანია გურამ დადიანიძეზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წლების წინ გაუჩინარებულ ორ პირზე საუბრობს.„25.08.2026 ჩემი სათქმელი, წლების წინ გაუჩინარებულ ბიჭთან და გოგონასთან დაკავშირებით… ბიჭი შემთხვევით შემოაკვდათ და მერე გააქრეს მისი გვამი.ბევრს მოეკითხება პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით. (ბევრმა ახლობელმა იცის სიმართლე და უმალავენ შვილმკვდარ დედას) ხოლო რაც შეეხება გოგონას, რომელიც 13 წლის გაუჩინარდა, ის განზრახ არის მოკლული! ვწუხვარ ძალიან. უფალო გადმოგვხედე. დაე, მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი“, - წერს გოგა მანია. 

მანია

საზოგადოება 1787599503

„კომენტარი ბევრმა გააკეთა...“ - გოგა მანია გურამ დადიანიძეზე

ეზოთერიკოსი გოგა მანია, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეზე საჯარო კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდა. როგორც თავად ამბობს, ამ თემაზე საუბარი შეგნებულად არ ისურვა, თუმცა „პრაიმტაიმთან“ მან ექსკლუზიურად ისაუბრა. „გურამ დადიანიძეზე კომენტარი სპეციალურად არ გავაკეთე. ეს რეალობა არაა, ყველაზე დიდი გულისტკივილია ჩემთვის. ამაზე კომენტარი ბევრმა გააკეთა და ეს საწყალი ბიჭი გამოიყენა. გულგახეთქილ დედას უარესად უხეთქავენ გულს. რამე რომ გამოჩენილიყო ან ყოფილიყო, ეს აქამდე მოხდებოდა. ამ ქალის ტკივილით, აცრემლებული დედისა და საწყალი ბიჭის ამბით, ზოგი, პლუსს იწერს...“ - ამბობს გოგა მანია. გოგა მანია ასევე აცხადებს, რომ მისთვის ამ საქმის უკან არსებული რეალური გარემოებები სხვაგვარად გამოიყურება.„ამ საქმის უკან სულ სხვა რაღაც დგას. ნუ უკლავენ დედას მოკლულ გულს და ცეცხლზე ნავთს ნუ უსხამენ“, - აცხადებს გოგა მანია.

ასანთი და საფულე

ასტროლოგია 1787160300

„ატარე დამწვარი ასანთი საფულეში“ – ეზოთერიკოსი საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს:„ატარე დამწვარი ასანთი საფულეში - და მიიზიდე კეთილდღეობის ენერგია  ძველ ენერგეტიკულ ტრადიციებში ასანთი ოთხი სტიქიის ძალის მატარებელ სიმბოლოდ ითვლებოდა.ხე - სტაბილურობის, ფესვების გაძლიერებისა და მატერიალური ზრდის სიმბოლოა. ითვლება, რომ ის ეხმარება ფინანსურ ენერგიას შენარჩუნებასა და გამყარებაში.ცეცხლი - განწმენდის სტიქიაა. როდესაც ასანთი იწვის, სიმბოლურად იწვება ძველი შიშები, შეზღუდვები, უარყოფითი ფიქრები და სიღარიბის პროგრამები.ფერფლი კი იმის ნიშანია, რომ ყველაფერი ძველი უკვე დასრულდა და ახალი შესაძლებლობებისთვის სივრცე გათავისუფლდა.რატომ სწორედ საფულე?ძველ სწავლებებში საფულეს „ფულის სახლს“ უწოდებდნენ. სწორედ აქ ინახება სიმბოლურად ჩვენი ფინანსური ენერგია, შემოსავლები და რესურსები.დამწვარი ასანთი კი მცირე ფინანსურ თილისმად ითვლება, რომელიც კეთილდღეობის ენერგიის შენარჩუნებასთან ასოცირდება.პრაქტიკა  აიღეთ ჩვეულებრივი ხის ასანთი.აანთეთ და მიეცით საშუალება, დაახლოებით ნახევრამდე დაიწვას, შემდეგ კი ჩააქრეთ.როცა სრულად გაცივდება, დაიდეთ მარცხენა ხელისგულზე, დააფარეთ მარჯვენა ხელი, დახუჭეთ თვალები და რამდენიმე წამით კონცენტრირდით თქვენს სურვილზე — ფინანსურ სტაბილურობაზე, სიუხვესა და წარმატებაზე.შემდეგ მშვიდად წარმოთქვით: „ცეცხლმა დაწვა ყველაფერი, რაც ხელს მიშლის, ფერფლმა წაიღო სიცარიელე,ხოლო ჩემი გზა სიუხვისთვის გაიხსნა. დაე, კეთილდღეობა შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში, გაძლიერდეს და გამრავლდეს. ასე იყოს!“ ამის შემდეგ შეინახეთ ასანთი საფულის შიდა ჯიბეში 9 დღის განმავლობაში. გახსოვდეთ, ნებისმიერი რიტუალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი განზრახვა, რწმენა და მოქმედებაა. სწორედ ისინი ქმნიან ცვლილებების საფუძველს. დაე, თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს ახალი შესაძლებლობები, წარმატება და სიუხვე".

კარმა

ასტროლოგია 1787141160

როგორ გავთავისუფლდეთ წინაპრებისგან გადმოცემული „ნეგატიური გენეტიკური მეხსიერებისგან - ეზოთერიკოსის პრაქტიკა

ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში ე.წ. „საგვარეულო სცენარებზე“ წერს და გამომწერებს უზიარებს რჩევებს, როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან ის ნეგატიური პროგრამები, რომლებიც, მისი თქმით, წინაპრებისგან გადმოგვეცემა.იოსელიანის განმარტებით, ბევრ ადამიანს ჰქონია მომენტი, როდესაც საკუთარ თავს პირობას აძლევს, რომ მშობლების ან წინაპრების შეცდომებს აღარ გაიმეორებს. მაგალითად – ამბობს, რომ არასოდეს მოითმენს იმ ურთიერთობას, რასაც დედა ითმენდა, ან ფულთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას ააწყობს. თუმცა, წლების შემდეგ ხშირად აღმოჩნდება, რომ მიუხედავად გარეგნული ცვლილებებისა, ცხოვრების სცენარი მაინც იგივე რჩება – მეორდება ტოქსიკური ურთიერთობები, ფინანსური პრობლემები ან მარტოობის განცდა.როგორც თამუნა იოსელიანი აღნიშნავს, ასეთ მოვლენას „საგვარეულო სცენარი“ ეწოდება, რაც გარკვეულწილად უკავშირდება ტრანსგენერაციული ტრავმისა და გენეტიკური მეხსიერების კონცეფციას.მისი თქმით, ეპიგენეტიკის მიხედვით, წინაპრების მძიმე გამოცდილებამ – მაგალითად, შიმშილმა, ომმა ან ძლიერმა შიშმა – შესაძლოა გავლენა მოახდინოს გენების მუშაობაზე. შედეგად კი, „გადარჩენაზე ორიენტირებული“ ფსიქოლოგიური პროგრამები მომდევნო თაობებშიც გადადის.ამიტომ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს შედარებით უსაფრთხო და უზრუნველყოფილ გარემოში, თუმცა შინაგანად მუდმივ შფოთვას გრძნობდეს, მაგალითად – მუდმივად აგროვებდეს ფულს, ეშინოდეს წარმატების ან ცდილობდეს ზედმეტად არ გამოირჩეოდეს.იოსელიანი ასევე საუბრობს „საგვარეულო ლოიალურობის“ ცნებაზე. მისი თქმით, ხშირად ბავშვი ქვეცნობიერად ცდილობს მშობლის ბედის გამეორებას, რათა მასთან კავშირი შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ ადამიანები ზოგჯერ წინაპრების წარუმატებლობებსაც იმეორებენ, რადგან შინაგანად ფიქრობენ, რომ სხვაგვარად მათ „ღალატობენ“.ეზოთერიკოსის თქმით, არსებობს ნიშნები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ადამიანის გარკვეული სურვილები ან შიშები რეალურად მისი არ არის. ასეთ ნიშნებად ის ასახელებს ირაციონალურ შიშებს, ცხოვრებისეულ სიტუაციებში ერთსა და იმავე შეცდომების გამეორებას, ასევე შინაგან სიმძიმესა და ვალდებულების შეგრძნებას, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც „უნდა“ გააკეთოს, თუმცა ამას სიხარული არ მოაქვს.თამუნა იოსელიანი გამომწერებს ერთგვარ პრაქტიკასაც სთავაზობს, რომელსაც „ბედის დაბრუნებას“ უწოდებს. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს წინაპრებთან კავშირის გაწყვეტას, არამედ მათ ემოციურ ტვირთზე უარის თქმას.პრაქტიკის ფარგლებში ის ადამიანებს ურჩევს, სიჩუმეში დახუჭონ თვალები და წარმოიდგინონ საკუთარი მშობლები და წინაპრები. შემდეგ გააცნობიერონ ის შიში, ტკივილი ან პრობლემა, რომელიც ცხოვრებაში ხელს უშლით, წარმოიდგინონ იგი მძიმე საგნის სახით და გაარკვიონ, ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ეს ემოციური ტვირთი.შემდეგ კი, სიმბოლურად „დაუბრუნონ“ ეს ტვირთი შესაბამის წინაპარს და საკუთარ თავს მისგან გათავისუფლების უფლება მისცენ.იოსელიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინაპრების პატივისცემა მათთან ერთად ტანჯვას არ ნიშნავს. მისი თქმით, მათი გამოცდილების პატივისცემის საუკეთესო გზა არის ის, რომ მომდევნო თაობამ ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრება შეძლოს.

ქეთევან ჯანდიერი

ასტროლოგია 1787060160

„ბევრ რთულ დღეს გავუძელი და ისევ შემეძლო მერწმუნა სიყვარულის...“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

პარაფსიქოლოგი და ეზოტერიკოსი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც 4 წლიანი ურთიერთობის გამოსამშვიდობებელ წერილს გვიზიარებს. ქეთევან ჯანდიერმა რამდენიმე კვირის წინ დაწერა, რომ მას უღალატეს და ურთიერთობის დასრულება მოუწია:„დიდხანს ვფიქრობდი, როგორ უნდა დამეწერა ეს ყველაფერი ისე, რომ არც ჩემი ტკივილი დამემალა და არც ის ლამაზი, რაც ჩვენს შორის იყო, გამეფუჭებინა..ალბათ, ეს წერილი ყველაზე რთული წერილია, რაც ოდესმე დამიწერია. მაგრამ ყველაზე სწორი ნაბიჯია რაც ცხოვრებაში გადამიდგამს.. თანაც საჯაროდ.. მაგრამ მინდა ვინც ამას კითხულობ, ჩემს შეცდომაზე ისწავლო..მე შევცდი. ერთი ხელის მოსმით გავანაგდგურე და დავასრულე ყველაფერი.. არ მიმიცია შანსი ახსნის და ადამიანს დავაბრალე ღალატი, მაშინ როცა სინამდვილე სულ სხვა აღმოჩნდა. ძალიან მრცხვენია და განვიცდი ამას.. და ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებამ შეიძლება გასწავლოს ადამიანს..არ გამოიტანო ნაჩქარევი დასკვნები, როცა გტკივა და ემოციურ სიბრმავეში ხარ..ჰო, მე ეზოთერიკოსი ვარ. ბევრი რამ მიგრძვნია, ბევრი რამ დამინახავს, ინტუიციით ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შემიხედავს და დავხმარებივარ. მაგრამ ერთ რამეს უნდა ხვდებოდეს ნებისმიერი, ვისაც უაზროდ გაბერილი მოთხოვნა აქვს იყო “ჭკვიანი” და ტექსტი “კი მაგრამ, შენ? შენ ასეთს როგორ?!” .. აი ასე ჩემო კარგო.. მარტივად.. ის, რომ ექსტრასენსი ხარ, არ ნიშნავს, რომ ღმერთი ხარ..შენც ადამიანი ხარ. შენს ცხოვრებაში ხარ ცოცხალი ადამიანი, რომელიც პროფესიულ მანდატს იხდი და შეგიძლია იგრძნო, მაგრამ შეცდე. შეგიძლია დაინახო, მაგრამ რაღაც ვერ გაიგო. შეგიძლია სხვებს დაეხმარო, მაგრამ საკუთარ გულთან ყველაზე რთული გამოცდა გქონდეს ჩასაბარებელი.და მე მქონდა.. მე მინდა სწორად დავსვა აქცენტები, რადგან მაწუხებს.. მაწუხებს რომ ცხელ გულზე თქვენამდე, ჩემიანებამდე (ძაილიან ბევრ ადამიანამდე) არასწორი და გაურკვეველი/გადაუმოწმებელი ცხელი ამბავი მივიტანე..არ უარვყოფ, ნამდვილად, ჩვენს ურთიერთობაში ბევრი სირთულე იყო. (ერთი მხარე არასოდესაა დამნაშავე.. ყველას ჩვენი შეცდომა დაგვიშვია) იყო ტკივილი, გაუგებრობა, წყენა, ისეთი დღეებიც, როცა მეგონა, რომ ერთმანეთისთვის ძალიან მძიმეები გავხდით.. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად იყო იმდენი სილამაზე, იმდენი თბილი წუთი, იმდენი ნამდვილი ემოცია, რომ ახლა მხოლოდ ცუდის გახსენება ჩემგან უსამართლობა იქნებოდა..მე მახსოვს ჩვენი სიცილი. მახსოვს ის “პატარა” ეპიზოდები, რომლებიც სხვებისთვის შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჩემთვის მთელი სამყაროა. მე მისი თვალები მიყვარდა, რადგან ეს ყველაზე ლამაზი ადგილი იყო მთელს მსოფლიოში! მახსოვს ის მომენტები, როცა უბრალოდ მასთან ყოფნა იყო საკმარისი. და ამისთვის მადლიერი ვარ. მართლა!მადლიერი ვარ იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელიც მასთან განვიცადე. შეიძლება ჩვენი ისტორია იდეალური არ ყოფილა. მაგრამ ის იყო ნამდვილი. და ზოგჯერ ცხოვრებაში სწორედ ეს არის ყველაზე ძვირფასი! არა ის, რომ ყველაფერი ბოლომდე ლამაზად დასრულდა, არამედ ის, რომ ერთხელ მაინც შეგეძლო გყვარებოდა ადამიანი მთელი გულით.ჩემი ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბოლო წლები ასე გავიარე, ბევრ რთულ დღეს გავუძელი და ისევ შემეძლო მერწმუნა სიყვარულის — შენ იყავი. (ვიცი ახლა კითხულობ) ამიტომ, ახლა არ მინდა ჩვენი ისტორია მხოლოდ შეცდომით დამთავრდეს. მინდა, მახსოვდეს ის კარგიც, რაც ერთმანეთისთვის ვიყავით..4 წელი..1460 დღე..35,040 საათი..2102400 წუთი..126,144,000 წამი..მინდა, მადლობა გითხრა ყველა იმ წამისთვის, როცა ჩემი ცხოვრება უფრო ლამაზი გახადე და გააფერადე!და ალბათ ბოლოს, ამასაც დავწერ არა იმისთვის, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო, არამედ იმიტომ, რომ ყველამ იცოდეს, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი ძალიან ლამაზი ისტორია.. შენთან.. მე არ ვიცი, რას მოიტანს ხვალინდელი დღე. ახლა უბრალოდ მინდა გავჩუმდე, მივიღო ჩემი შეცდომა და გავუშვა ის, რაც უნდა გავუშვა.და თუ ოდესმე ამ ყველაფერს გაიხსენებ, მინდა გახსოვდეს არა ჩემი ბრაზი, არა ჩემი ეჭვები, ჩხუბი და არა ჩემი ბოლო უსამართლო სიტყვები.. არამედ ის, რომ მე შენ მიყვარდი. ძალიან! და ამ სიყვარულმა დროს გაუძლო და ბევრ სირთულეს! და ბედნიერი ვარ, რომ ერთხელ მაინც მქონდა შესაძლებლობა ასეთი დიდი სიყვარული განმეცადა ცხოვრებაში..ეს არის ჩემი ბოლო სიტყვები. უბრალოდ მადლობა, რომ იყავი ჩემს ცხოვრებაში. და საჯაროდ გიხდი ბოდიშს რომ ამდენად არასწორად გამოვიტანე ემოციურ ფონზე ის, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა..მშვიდობით? ნახვამდის? არ ვიცი.. მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა თქვენთვის ჩემო მკითხველებო.. მიყვარხართ ყველა და უდიდესი მადლობა თქვენი თანადგომისთვის! მე ეს მაშინ (ახლა მითუმეტეს) ჰაერივით მჭირდებოდა.. უდიდესი მადლობა ყველას! მიყვარხართ უსაზღვროდ!“,- წერს ქეთევან ჯანდიერი. 

ვაშლი

საზოგადოება 1787004447

„აიღეთ ლამაზი, მწიფე ვაშლი, მოიქციეთ იგი ხელისგულებს შორის და წარმოთქვით…“ - როგორ შევხვდეთ ფერისცვალების დღესასწაულს

ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში ფერისცვალებასთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.„ეს არის მოსავლის, მადლიერებისა და ოჯახური კეთილდღეობის დრო. რასაც სიყვარულით ვზრდით და ვუფრთხილდებით, აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.აიღეთ ლამაზი, მწიფე ვაშლი, მოიქციეთ იგი ხელისგულებს შორის და წარმოთქვით:„როგორც ვაშლი დამწიფდა და წვენით აივსო,ასევე აივსოს ჩემი ცხოვრება სიუხვით.არ ვიცნობდე გაჭირვებას, ვიღებდე სიკეთესა და სიუხვეს,მშვიდობასა და კეთილდღეობას ჩემს სახლში ვიწვევ.ასე იყოს!“ამის შემდეგ თავად მიირთვით ვაშლი ან გაუნაწილეთ ოჯახის წევრებს. ხოლო იმისთვის, რომ თქვენს სურვილს რეალური საფუძველი ჰქონდეს, გააკეთეთ ერთი სასარგებლო ფინანსური ნაბიჯი: გადადეთ თანხა, დაფარეთ მცირე ვალი ან ჩაიწერეთ თქვენი მთავარი ფინანსური მიზანი.დაე, თქვენს სახლში ყოველთვის იყოს სუფრაზე დასადები, გასაზიარებელი და მადლობის სათქმელი.კომენტარებში დაწერეთ:„სიუხვეს ვიღებ — სიკეთეს ვამრავლებ!“

გოგა მანია

ასტროლოგია 1786390020

„მათ განსაკუთრებული იღბალი ექნებათ“ - გოგა მანია ზოდიაქოს 5 ნიშანს ასახელებს

ეზოთერიკოსი გოგა მანია აგვისტოს თვის 5 ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს, რომელთაც წინსვლა და სასიამოვნო ცვლილებები ელოდებათ.გოგა მანიას პროგნოზით, აგვისტოში განსაკუთრებით იღბლიანები ზოდიაქოს ეს ნიშნები იქნებიან:1. ლომი 2. კირჩხიბი 3. მორიელი 4. მშვილდოსანი 5. სასწორი.