ტაბლოიდი •
1666119379
„ჩემი „ნუდები“ გაბაზრებულია... მინდა ჩემი დოზით მოვახდინო რევოლუცია“ - ევა ქეცბაია
„პრაიმ ჰაუსის“ მეორე
მონაწილე, რომელმაც
პროექტი გასულ შაბათს
დატოვა, ევა ქეცბაიაა. ევამ
მაყურებელს თავი თავისი
ფერადი ტანისამოსითა და
ბავშვური გულწრფელობით
დაამახსოვრა.
აღსანიშნავია, მისი და
კოსტას ურთიერთობაც, ევას
მტკიცებით, ისინი წყვილად
აღიქმებოდა.„პრაიმტაიმთან“
საუბრისას ევა ამბობს, რომ
გულნატკენია, რადგან
მეგობრებმა გაწირეს და
უსამართლოდ მოექცნენ,
საშუალება რომ ჰქონდეს,
სამართლიანობის აღდგენის
გამო კი პროექტში ისევ
დაბრუნდებოდა.- ევა, ნანობ
შაბათის „ლაივზე“ რომ თქვი,
დავიღალე და სახლში მინდა
წასვლაო? თითქოს, ამან
განაპირობა პროექტიდან
შენი გამოთიშვა.-
აბსოლუტურად ვნანობ.
ჟიურის უნდა ეფიქრა, რომ
ლაივზე ბავშვებმა
მაქსიმალურად გადამიარეს
და სპეციალურად გააკეთეს
ისე, მთლიანად ენერგია რაც
მქონდა, ამოწურეს ჩემგან,
ძალიან გულნატკენი და
ნაწყენი ვარ. ვთქვი, რომ
ძალიან დავიღალე - იმდენად
გადამიარეს და მიწასთან
გამასწორეს, ვეღარ ვთქვი
რისთვის მოვედი. ჟიურის
შანსი უნდა მოეცა, რომ
გავძლიერებულიყავი,
ძალიან უსამართლოდ
გამომაგდეს. დავიღალე არ
ნიშნავდა სახლში წასვლას,
მაგრამ ჩანაწერს რომ
ვუყურე, მართლაც ისე ჩანს,
რომ ჟიურის ვთხოვ პირდაპირ
სახლში გამიშვას.- ალბათ
იქაურ ვითარებას ახლა
სხვანაირად აღიქვამ...-
აბსოლუტურად სხვანაირად
აღვიქვამდი ყველაფერს.
პირველი სეზონისთვის არ
მიყურებია და არ ვიცოდი,
რომ ბინის გულისთვის
ადამიანები ერთმანეთის
გრძნობებზე თამაშობენ და
ბინძურად იყენებენ,
პირისპირ ატყუებენ, არ
ვიცოდი, რომ რეალურად ასეთი
მდგომარეობა იყო. მივედი
იმისთვის, რომ ვიყო
რეალური, ხალხს დავანახვო,
გავაცნო ჩემი თავი,
ვისაუბრო გლობალურ
პრობლემებზე და ა.შ. და არა
იმისთვის, რომ ვითამაშო და
ვის უფრო გამოვიყენებ და
ვის მოვატყუებ იმისთვის,
რომ კიდევ 1 კვირა დავრჩე.-
კოსტას შემთხვევაშიც,
რასაც ვგრძნობდი, იმას
ვამბობდი. მთელი ინტერნეტი
გადამეკიდა, რა გინდა ამ
კოსტასგანო, მე კიდევ რასაც
ვგრძნობდი, იმას
ვლაპარაკობდი. აბსოლუტური
უფლება მაქვს, ვიყო ნაწყენი
ადამიანზე, რომელმაც
ძალიან ცუდად გამომიყენა
და ჩემს გრძნობებზე
ითამაშა. მე იქ არანაირი
თამაშისთვის არ მივსულვარ,
ძალიან გული დამწყდა, რომ
ვერაფერი გავაკეთე, რის
გაკეთებაც მინდოდა,
ბავშვებმა გადამიარეს.-
რისთვის მიხვედი პროექტში,
თუ არა გამარჯვებისთვის?-
„პრაიმ ჰაუსში“იმისთვის
მივედი, რომ
ადამიანებისთვის
სექსუალური თავისუფლება
მეჩვენებინა, ზოგადად
თავისუფლება,
ადამიანებისთვის
კომპლექსები
მომეშორებინა, დამეცვა
გოგონების უფლებები. ის,
რომ ჩემი „ნუდები“
„გაბაზრებულია“ და მე
ამაზე გახსნილად
ვლაპარაკობ, ეს რეალურად
დიდი პრობლემაა. პატარა
გოგონებს სკოლაში და
სხვაგან „უბაზრდება“
ნუდები, რაც შემდეგ
ფატალურად მთავრდება
ხოლმე. მინდოდა
მესწავლოებინა, რომ ეგ
არაფერია და საკუთარი
სხეულის არ რცხვენოდეთ.
მინდოდა ჩემი სტილის
გამოყენება იმისთვის, რომ
ესთეტიკური სიამოვნება
მიმენიჭებინა ხალხისთვის.
ასეთი მიზნები მქონდა, ბინა
ჩემით უკვე მაქვს ნაყიდი და
მშვენიერი ცხოვრება მაქვს.
ქვეყნიდან გაქცევასა და
თავისუფალ ქვეყანაში
წასვლას ვარჩიე, აქ დავრჩი
ჩემს ქვეყანაში,
საქართველოში და მინდა
გამოვასწორო მდგომარეობა
და ჩემი დოზით მოვახდინო
რევოლუცია. - რა გრძნობები
გაქვს კოსტასადმი?-
პლატონური, საურთიერთო,
ძალიან საყვარელი
გრძნობები მქონდა, რადგან
ვხედავდი რეალურად, როგორ
განვსხვავდებით და მაინც
ვიზიდავდით ერთმანეთს. ეს
ყველაფერი ფეიკი აღმოჩნდა,
რადგან კოსტა მაგ როლს
თამაშობდა. მე
მესაყვარლებოდა ფაქტი, რომ
ეგეთ ბიჭს მოვეწონე. ჩვენ
შოუში ოფიციალურად,
წყვილად ვითვლებოდით.
დედამაც თქვა, მესამე
გადაცემის დასაწყისში, რომ
წყვილი ჩამოყალიბდაო,
მაშინ კოსტას ამაზე
კომენტარი არ გაუკეთებია.
ხალხი იმაზე იცინის, 1
კვირაში გრძნობები როგორ
გაგიჩნდაო... 1 კვირა „პრაიმ
ჰაუსში“ ყოველი წამი
ძალიან იწელება. - ახლა
როგორ გრძნობ თავს?- თავს
ძალიან დეპრესიულად და
გამოყენებულად ვგრძნობ,
ჯერჯერობით, ვერ ვიჯერებ,
რომ შოუდან ასე მალე
გამოვედი. მთელი გულით
მჯეროდა, რომ დიდხანს
დავრჩებოდი. „მეგობრებმა“
შოუში ბოლომდე გამწირეს,
ჩეი მდგომარეობა ბოლომდე
გამოიყენეს, რომ ცუდად
გამოვჩენილიყავი. დეამ
ჩემზე რაც ილაპარაკა,
აბსოლუტური ტყუილი იყო,
გვერდითაც ვედექი,
ვანუგეშე კიდეც, უბრალოდ
ერთადერთი, არ
ვეთანხმებოდი ყვირილში.
არც იმაში, ადამიანს
ვაფურთხო. მე არ ვიცი,
პირველ სეზონში დააბრუნეს
თუ არა ვინმე, მაგრამ მინდა,
რომ შოუში დავბრუნდე და
რაღაცნაირად აღვადგინო
სამართლიანობა. - ვის
უგულშემატკივრებ?- ახლა
„ლაივებს“ აღარ ვუყურებ, არ
მაინტერესებს.
ვუგულშემატკივრებ გურამს,
ძალიან ადეკვატური
ადამიანია. კიდევ გოგას...
ვისაც
ვუგულშემატკივრებდი,
იყვნენ თი, სალომე, დეა,
მაგრამ „ლაივზე“
შეურაცხყოფა მომაყენეს,
ქალურ სოლიდარობაში ტაში
ამ გოგოებს.