„სამწუხაროა, რომ მაყურებლისთვის სკანდალებთან ვასოცირდები“ - რატომ მივიდა „პრაიმ ჰაუსში“ მერსი სულხანიშვილი

მერსი

მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსში“ სამი ახალი მონაწილე მივიდა, მაყურებლების ინტერესი მეტად გაიზარდა. ჟურნალისტ მერსი სულხანიშვილს მაყურებელი პროექტამდეც კარგად იცნობდა, შეიძლება ითქვას, რომ მისი სახელი სკანდალებთან ასოცირებულია.

თუმცა, რეალითი შოუს მონაწილე სხვაგვარად ფიქრობს და აპირებს, მაყურებელმა ის ისეთი გაიცნოს, როგორიც რეალურ ცხოვრებაშია.

„მაყურებელს ექნება საშუალება, ნამდვილი მერსი გაიცნოს. იქ 24/7-ზე კამერებია. მანდ გეძლევა საშუალება, იყო ის, ვინც ხარ, ვერ ითამაშებ. არ იცი, როდის ხარ „სტრიმზე“, სულ გიღებენ, სასიამოვნო პროცესია.

გულწრფელად გეუბნებით, შევედი იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, გაიცნოს რეალური მერსი რეალურ დროსა და სივრცეში. როდესაც პროექტში შედიხარ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, იქ ყველა ვართ ერთნი.“- ამბობს მერსი სულხანიშვილი „შუადღეში“.

მის რეპლიკაზე: „ადამიანები სადაც სწავლობდნენ, მე იქ ვასწავლი“ - ამბობს, რომ ლოგიკური პასუხი დაუბრუნა მას, ვისაც ეს ეკუთვნოდა.

„იქ, თუკი, ადამიანის რეპლიკა არ მომეწონება,  ჩავთვლი, რომ ყურადღების მისაქცევად რაღაც კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს და დავინახავ, ის არ არის, რასაც მაჩვენებს, ლოგიკურია მე იქ რეპლიკას გავაკეთებ. სამწუხაროა, რომ მაყურებელთან სკანდალებით ვასოცირდები.“ - ამბობს მერსი სულხანიშვილი.

ასევე ნახეთ: „ჩემი „ნუდები“ გაბაზრებულია... მინდა ჩემი დოზით მოვახდინო რევოლუცია“ - ევა ქეცბაია