დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე ევა ქეცბაია სოციალურ ქსელებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. რეალითი შოუს დატოვების შემდეგ, მას რთული ემოციური მდგომარეობა ჰქონდა, რადგან ამბობდა, რომ პროექტში დარჩენა კვლავ სურდა.
ევა „პრაიმტაიმს“ სიახლეების შესახებ ესაუბრა.
„დეპრესია არ მაქვს, გადამწვარი ვარ და რეაბილიტაცია მჭირდება. ეს მდგომარეობა დიდი დოზით „პრაიმ ჰაუსმა“ განაპირობა. ასევე, ახალმა ბინამ და რემონტმა.
„პრაიმ ჰაუსის“ დატოვება იცით, რომ გამიჭირდა. იქ ყოფნას ძალიან მივეჩვიე და დღემდე ტკბილად ვიხსენებ.
ახლა მაქვს რაღაც გეგმები და მოლაპარაკებები, რომელზეც წინასწარ ვერ ვისაუბრებ, თუმცა, 2023 წლიდან ყველაფერს გაიგებთ.“ - თქვა ევამ.