დოდონა ნამორაძის დაბადების დღე

ტაბლოიდი 1711003980

VIDEO: „ასეთი დაუვიწყარი დაბადების დღე მქონდა კახეთში” – როგორ აღნიშნა დოდონა ნამორაძის მხიარული წვეულებიდან

დოდონა ნამორაძემ იუბილე კახეთში გადაიხადა.მომღერალი კადრებს დაბადების დღიდან სოციალურ ქსელში გვიზიარებს.,,აი, ასეთი დაუვიწყარი დაბადების დღე მქონდა კახეთში, ჩემს უსაყვარლეს ოჯახთან და ახლად შეძენილ “იუმორინას” უძვირფასეს ოჯახთან ერთად”, – წერს დოდონა ნამორაძე. 

სტამბოლი

მსოფლიო 1706894985

სტამბოლში, Procter & Gamble-ის ქარხანაში დაუდგენელმა პირებმა მძევლად აიყვანეს მუშები - თავდამსხმელებმა მძევლებს ერთ-ერთი მუშის დაბადების დღის აღნიშვნის უფლება მისცეს

სტამბოლის გარეუბანში მდებარე ქარხანაში ორმა უცნობმა პირმა შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა. გაზეთ Cumhuriyet-ის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ამ საწარმოს თანამშრომელია.თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ Procter & Gamble-ის ქარხანას თავს დაესხა ერთი შეიარაღებული მამაკაცი. გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელებმა, მათ შორის ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა იბრაჰიმ ი.მ, ეს გააკეთეს ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მძევალს დაბადების დღე ჰქონდა. თავდამსხმელებმა თავიანთ მსხვერპლს დღესასწაულის აღნიშვნის საშუალება მისცეს, რადგან ამისთვის ყველაფერი უკვე მზად იყო.ასევე ნახეთ:ამინდი იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ2050 წლისთვის, სიმსივნის შემთხვევების 77%-ით გაზრდას ვარაუდობენ - WHOVIDEO: ანა უზნაძის, ბარბარა სამხარაძისა და დოდონა ნამორაძის სიმღერამ დიდი მოწონება დაიმსახურა

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1706880780

VIDEO: ანა უზნაძის, ბარბარა სამხარაძისა და დოდონა ნამორაძის სიმღერამ დიდი მოწონება დაიმსახურა

დოდონა ნამორაძე, ბარბარა სამხარაძე და ანა უზნაძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ესტუმრნენ და შესანიშნავი შესრულება შემოგვთავაზეს.„კარგები ხართ, უამრავი წარმატება თქვენ!..“,-წერენ კომენტარებში.ასევე ნახეთ:„აეროპორტამდე მე მოვკვდი და მერე გავცოცხლდი, საკუთარმა დედამ ვერ მიცნო...“ - ემიგრანტი ანა ბარბაქაძის ისტორია„თავიდან ბრძოლები მქონდა, მაგრამ ახლა მადლობებს მე ვუხდი...“ - რას ჰყვება მიშა მესხი"ძალიან დიდი ყურადღება, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს..." - ონისე ონიანი

დოდონა

ტაბლოიდი 1704707160

VIDEO: ნახეთ, დოდონა ნამორაძის არაჩვეულებრივი შესრულება გია ბაღაშვილის აკომპანემენტით

„ჩვენი შოუს“ საახალწლო გადაცემაში დოდონა ნამორაძემ „იაგუნდი“ გია ბაღაშვილის აკომპანემენტით შეასრულა.დოდონას ნამღერმა დიდი მოწონება დაიმსახურა:დოდონა ნამორაძეს ქართველი ტელემაყურებელი მუსიკალური კონკურსებიდან კარგად იცნობს, ახლა კი ნიჭიერი გოგონას მუსიკალური შესაძლებლობები ბერძნებმაც გაიცნეს.„3-4 წელია, რაც ქუჩაში ვმღერი. ეს იმან გამოიწვია, რომ "X-ფაქტორში" მონაწილეობის შემდეგ, გული ძალიან დამწყდა, ბავშვი ვიყავი... თან, ჩემი მენტორი თამთა გოდუაძე იყო, რომელიც გეცოდინებათ, საბერძნეთშია. ჯერ არ მიცნობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე გამიცნობს და ჩემს თავს გავახსენებ (იცინის)... ახლა ვხვდები, რომ რაც "X-ფაქტორზე" მოხდა, საჭირო იყო: სიმაღლეს გემოს ვერ გაუგებ, თუ დაბლა ნამყოფი არ ხარ, თუ ერთხელ მაინც არ დავარდნილხარ... მოკლედ, მაშინ არსად გამოსვლა აღარ მინდოდა. ასე ვთქვათ, ქუჩამ სიმღერა გადამირჩინა - მივხვდი, ჩემი საქმე ეს არის... მე და ჩემი ერთ-ერთი დაქალი რიყის პარკისკენ დავდიოდით ხოლმე. ერთხელაც, იმ ადგილას რომ გავიარეთ, სადაც იოსებ ახალკაციშვილი უკრავდა, მივედი და ვუთხარი, - მამღერე-მეთქი (იღიმის). ვუთხარი, რომელი აკორდი დაეკრა და Fეელ გოოდ ვიმღერე, ვისიამოვნე. ამის შემდეგ მასთან ხშირად მივდიოდი და ვმღეროდი და ბოლოს ისე მოხდა, რომ დავრჩი (იცინის)... ძალიან ბევრი მეკითხება, - შენი შემოსავლის წყარო ეს არისო? ქუჩიდან 1 ლარიც კი არასდროს ამიღია, რადგან ჩემთვის ქუჩაში სიმღერა სულ სხვა რამეს ნიშნავს. შემოსავლის სხვა წყარო მაქვს - ვმუშაობ, საღამოობით კი სამღერად გავდივარ. უბრალოდ, ეს სიამოვნებას მანიჭებს. ალბათ, ის ფაქტორიც არის, რომ როგორი მაღალი დონის და პოპულარული მომღერალიც უნდა გავხდე, ქუჩაში სიმღერა ჩემთვის ყოველთვის თავმდაბლობის ასოციაციაა, რადგან ხალხს უმღერი, ჩვეულებრივი მათგანი ხარ - სცენაზე, შემაღლებულ ადგილზე არ დგახარ. გარშემო მყოფები იმიტომ მოდიან და ჩერდებიან, რომ მოგისმინონ და არა იმიტომ, როგორც სასტუმროში სიმღერისას ხდება - ხალხი ვახშმობს და თან, სიმღერის მოსმენა უწევს. ქუჩაში ხალხი იმიტომ ჩერდება, რომ ჩემი მოსმენა უნდათ და ამაზე კარგი გრძნობა მართლა არ არსებობს“,- ამბობს დოდონა ერთ-ერთ ინტერვიუში.ასევე ნახეთ:„ეს მოვლენა გაძლევთ შანსს, რომ თქვენი ცხოვრების მომდევნო 12 თვე დაგეგმოთ“ - რა უნდა გავაკეთოთ 11 იანვარსVIDEO: „ნამდვილი ცეცხლი დაანთო“ - ლაშა რამიშვილმა ინდოელ სტუდენტთან ერთად ინდური სიმღერების შესრულებით სოცქსელი დაიპყრო

ლაზარეს დედა

საზოგადოება 1704261257

„მადლობა უფალს, ბედნიერი ახალი წელი მაქვს, ჩემ გმირ ლაზარესთან ერთად“ - ძაღლის მიერ დაკბენილი ლაზარეს დედა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები დაკბინა. ერთის მდგომარეობა მძიმე იყო. ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი  სოციალური ქსელის საშუალებით ყველას ახალ წელს ულოცავს და ღმერთს მადლობას უხდის, რომ მის საყვარელ დღესასწაულს ლაზარესთან ერთად ხვდება 2024 წელს.„ჩემი დღესასწაულია ახალი წელი, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, გული მაინც ბავშვური რწმენით გევსება…გულის სიღრმეში მაინც ელოდები, თუნდაც სულ პაწაწინა სასწაულს შენს ცხოვრებაში…მადლობა უფალს, ბედნიერი ახალი წელი მაქვს ჩემ გმირ ლაზარესთან ერთად ვხდები 2024 წელს.ყველას გილოცავთ დიდი სიყვარულით ახალ წელს მიყვარხართ“, – წერს სოციალურ ქსელში ლიკა ხამათაშვილი.ასევე ნახეთ:VIDEO: თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „კინტაური“ ნახვების რეკორდს ხნის„ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა...“ - ნინო კვარაცხელია ემზარ ჯღარკავას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავსVIDEO: „შეუდარებელი ყველა ჟანრში“ - დოდონა ნამორაძის შესრულებამ მაყურებელი აღაფრთოვანა

safule

საზოგადოება 1704233604

როგორ მოვიზიდოთ ფული და ბარაქა

ხშირად მოისმენთ, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდით, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ადამიანები სწორედ ფულის და ქონების დასაგროვებლად იბრძვიან. დროთა განმავლობაში გარკვეული მეთოდებიც ჩამოყალიბდა ფინანსების მოსაზიდად. ეს მეთოდები ფულის მოზიდვაში დაგეხმარებათ, ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ როგორ მოეზიდათ ბარაქა და როგორ არ გაეშვათ ის სახლიდან.იყიდეთ ცოცხი. სასურველია ორშაბათს, სამშაბათს ან ხუთშაბათს. გამყიდველი მამაკაცი უნდა იყოს. აირჩიეთ ისეთი ცოცხი, რომელიც მოგეწონებათ-ლამაზი და ბუთქუნა. შევაჭრება არ შეიძლება! რა ფასსაც გეტყვიან, ის გადაიხადეთ.წამოადუღეთ მარილიანი წყალი და მასში 2 საათის განმავლობაში ხარშეთ ცოცხი შემდეგ კი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გააშრეთ. როგორც კი გაშრება, ჩაიფიქრეთ სურვილი და დაგავეთ სახლი. ოთახი ყოველთვის მარცხენა კუთხიდან ცენტრისკენ გამოგავეთ, ამ გზით ბარაქა სახლში დარჩება და ზღურბლიდან არ გადაგვით. როცა გამოგვით, შეინახეთ ცოცხი ზღურბლის მარცხენა კუთხეში, მხოლოდ ამოატრიალეთ ტარით ქვემოთ.ფულს წითელი საფულე და ნატურალური მასალა იზიდავს, ამიტომ შეიძინეთ წითელი ტყავის საფულე.არასოდეს არ დააცარიელოთ საფულე. ფული ფულს იზიდავს, ამიტომ აუცილებლად დატოვეთ მასში თუნდაც ერთი კუპიურა და რამოდენიმე მონეტა. არ შეინახოთ დახეული, მოსვრილი და გახეხილი კუპიურები. საფულის საიდუმლო ჯიბეში ყოველთვის გქონდეთ ორდოლარიანი კუპიურა ან ისეთი, რომელზეც ციფრი 5-ია გამოსახული.თუ საფულეში ბევრი ხურდა ფული დაგიგროვდათ, გაეცით ის კვირა დღეს მოწყალების სახით.არავის არასდროს უჩვენოთ რამდენ ფულს ინახავთ საფულეში.თუ ქუჩაში კუპიურას იპოვით, აუცილებლად აიღეთ, მხოლოდ გახსოვდეთ-არასდროს აიღოთ გზაჯვარედინზე ნაპოვნი ფული! თუ მონეტა იპოვეთ, დააკვირდით-თუ ე.წ. არიოლი ზემოთაა-აიღეთ, თუ ზემოთ “რეშკაა" ხელი არ ახლოთ.სასადილო მაგიდა-ბარაქის სიმბოლოა, ამიტომ მასზე დაჯდომა არ შეიძლება. მისი გადასაფარებლის ქვეშ დადეთ რამდენიმე მონეტა, რომ ბარაქა მოიზიდოთ.არ დადოთ სასადილო მაგიდაზე საფულე, არც საწოლზე. არ დატოვოთ ფული და გასაღები მაგიდაზე ღამით.სანამ ფულის დაგროვებას გადაწყვეტთ, კარგად მოიფიქრეთ რაში დახარჯავთ. არასდროს არ გადაინახოთ ფული “შავი დღისთვის", თორემ ეს დღე შესაძლოა მართლა დადგეს. დააგროვეთ ფული პოზიტიური მიზნისთვის.არ გაასესხოთ პური და მარილი, თუ არ გინდათ, რომ ბარაქა სახლიდან გავიდეს.ასევე დაგაინტერესებთ:VIDEO: „შეუდარებელი ყველა ჟანრში“ - დოდონა ნამორაძის შესრულებამ მაყურებელი აღაფრთოვანარომელია 2024 წლის მთავარი ფერი - მოდური ტენდენციები და რჩევები დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძისგანავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში - დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

დოდონა ნამორაძე

შოუბიზნესი 1704216354

VIDEO: „შეუდარებელი ყველა ჟანრში“ - დოდონა ნამორაძის შესრულებამ მაყურებელი აღაფრთოვანა

დოდონა ნამორაძემ „იუმორინას“ ფარგლებში „აი და რარიგ გიხდება“ შეასრულა და უამრავი კომპლიმენტი მიიღო.„შეუდარებელი ყველა ჟანრში, ღვთითკურთხეული ნიჭი, მომღერლად დაბადებული, სულ მინდა, რომ ვუსმინო“; „ბრავო, შეუდარებელი, საოცარი ნიჭის პატრონი“ - წერენ აღფრთოვანებული მაყურებლები.ასევე ნახეთ:„სიყვარულს ასხივებ“ - ულამაზესი თიკა ფაცაცია საზოგადოებას ბედობას სიმღერით ულოცავს„ძლიერად დავეცი... და როცა ხალხის შიშით, ოთახიდან გამოსვლა არ მსურდა, დამიკავშირდნენ და…” - რას წერს ნატალია ყიფშიძე?პირადი ცხოვრება, ფინანსები და კარიერა - ასტროლოგის გაფრთხილება ზოდიაქოს სამ ნიშანს

პოლიცია

მსოფლიო 1699548434

გადაარჩინეს ბავშვი, რომელიც ტალახის ორმოში ჩავარდა და რამდენიმე საათი იყო ჩარჩენილი (უცხოეთი)

ჩრდილოეთ კაროლინაში ბავშვი გადაარჩინეს, რომელი 3 ნოემბერს ტალახში ჩავარდა და რამდენიმე საათი ვერ ამოდიოდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ახალ სამშენებლო მოედანზე მოხდა. ბიჭი ველოსიპედით მოძრაობდა, როდესაც ორმოში ჩავარდა. ოფიციალურმა პირებმა გამოიკვლიეს, რომ ის ხვრელში ჩარჩენილი თითქმის სამი საათის განმავლობაში იყო, სანამ მისი ყვირილი დახმარებისთვის სხვა ბავშვებმა არ გაიგონეს. ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ასევე ნახეთ:„ფულის გარდა ყველაფერს ვთხოვ ღმერთს“ – გაიცანით, მემთეური ქალი სენიე„2008 წელს ომი რომ დაიწყო, კონცერტებზე უარი ვთქვი... არანაირი ფული არ მიღირს იმად, რომ ჩემს ქვეყანაში მაფურთხონ“ - ნუცა შანშიაშვილიVIDE0: დოდონა ნამორაძის და გია ბაღაშვილის საოცარმა შესრულებამ გამომწერები აღაფრთოვანა

დახმარება

საზოგადოება 1698930900

„ბავშვებს ვუპოვეთ სახლი, ორი წლით და ქუჩაში აღარ იქნებიან...“ - აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. „საოცრება ამბები, ბავშვებს ვუპოვეთ სახლი, ორი წლით და ქუჩაში აღარ იქნებიან. უკვე აქვთ ყველაფერი, რაც არ ჰქონდათ. მაცივარი ტელევიზორი, კომპიუტერი,საწოლები, გამათბობელი, ახალი ტანსაცმელი, ჭურჭელი, საჭმელი და საერთოდ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ ბავშვები უკვე დადიან სკოლაში.  რამდენიმე დღეში შეიცვალა ყველაფერი, ახალი ცხოვრება დაიწყეს და აწი ყველაფერი კარგად იქნება.დღეს კი სრულიად განსაკუთრებული დღე გვქონდა და ყველა ერთად ვიყავით ატრაქციონებზე.სიტყვა "ბედნიერება" კი, რას ნიშნავს, თუ გაინტერესებთ, მარჯვენა ფოტოზეა გამოსახულიაბა თქვენ იცით ბავშვებო. ჩვენ სულ გეყოლებით  მილიონი მადლობა თქვენ, ყველას  უბედურების ადგილას, ბედნიერება გააჩინეთ“, - წერს აკა სინჯიკაშვილი. ასევე დაგაინტერესებთ:„ფულის გარდა ყველაფერს ვთხოვ ღმერთს“ – გაიცანით, მემთეური ქალი სენიე„2008 წელს ომი რომ დაიწყო, კონცერტებზე უარი ვთქვი... არანაირი ფული არ მიღირს იმად, რომ ჩემს ქვეყანაში მაფურთხონ“ - ნუცა შანშიაშვილიVIDE0: დოდონა ნამორაძის და გია ბაღაშვილის საოცარმა შესრულებამ გამომწერები აღაფრთოვანა

დათო დარჩია

საზოგადოება 1698927480

„ვამბობდი, ცოლს თუ დავშორდი მეორედ არ დავოჯახდები-მეთქი, მაგრამ..." - დათო დარჩია 30 წლიანი ოჯახური ცხოვრების დასასრულზე

გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი მსახიობი დათო დარჩია იყო, რომელმაც პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე დასმულ კითხვებს გულწრფელად უპასუხა.„ვამბობდი, ცოლს თუ დავშორდი მეორედ არ დავოჯახდები-მეთქი, მაგრამ..." - დათო დარჩია 30 წლიანი ოჯახური ცხოვრების დასასრულზე.ასევე ნახეთ:„ფულის გარდა ყველაფერს ვთხოვ ღმერთს“ – გაიცანით, მემთეური ქალი სენიე„2008 წელს ომი რომ დაიწყო, კონცერტებზე უარი ვთქვი... არანაირი ფული არ მიღირს იმად, რომ ჩემს ქვეყანაში მაფურთხონ“ - ნუცა შანშიაშვილიVIDE0: დოდონა ნამორაძის და გია ბაღაშვილის საოცარმა შესრულებამ გამომწერები აღაფრთოვანა

წლის სიტყვა დასახელდა

ტექნოლოგიები 1698908668

წლის სიტყვა დასახელდა - ამ სიტყვას წელს ოთხჯერ უფრო ხშირად იყენებდნენ, ვიდრე ადრე

ინგლისური ენის ლექსიკონის Collins English Dictionary შემდგენლებმა 2023 წლის სიტყვად AI (artificial intelligence - ხელოვნური ინტელექტი) დაასახელეს. ინფორმაცია ამის შესახებ ლექსიკონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.AI წლის სიტყვად ამ ტექნოლოგიის სწრაფი განვითარების გამო აირჩიეს. არსებული მონაცემებით, წელს ამ ტერმინს ოთხჯერ ხშირად იყენებენ, ვიდრე ადრე.2023 წლის მთავარი სიტყვების შორტ-ლისტში ასევე შევიდნენ:Deinfluencing - სოციალური ქსელების გამომწერების გასაფრთხილებლად გამოყენება, რომ თავი აარიდონ გარკვეულ ბრენდებს, ცხოვრების სტილს და ა.შ.;Nepo baby - ადამიანი, რომელმაც კარიერა ცნობილი მშობლების წარმატების დახმარებით აიწყო;Canon event - მოვლენა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში;Greedflation - ბიზნესის მიერ ინფლაციის, როგორც საბაბის გამოყენება ფასების გაზრდისა და საკუთარი მოგებისთვის;Semaglutide - წამალი, რომელსაც მადის დასაქვეითებლად და სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად იყენებენ.2022 წელს Collins English Dictionary-მ წლის სიტყვად permacrisis-ი, ანუ მუდმივი კრიზისი აირჩია.ასევე ნახეთ:VIDE0: დოდონა ნამორაძის და გია ბაღაშვილის საოცარმა შესრულებამ გამომწერები აღაფრთოვანა„ფულის გარდა ყველაფერს ვთხოვ ღმერთს“ – გაიცანით, მემთეური ქალი სენიე

ანანო

ტაბლოიდი 1698907029

,,პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ ანანო მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - სად ისვენებს წყვილი

„პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ ანანო მეუღლესთან ერთად ზღვისპირეთში ისვენებს.პროექტის ყოფილი მონაწილე გამომწერებს ფოტოებს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ უზიარებს. ასევე დაგაინტერესებთ:3 გარდაცვლილი ოჯახური ვახშმის შემდეგ - ქალს ყოფილი ქმრის ნათესავების სოკოთი მოწამვლას ედავებიან (უცხოეთი)„რაც მე ვერ შევძელი, ეს მოახერხა თენგიზმა...“ - რას ამბობდა გოდერძი ჩოხელი თენგიზ არჩვაძეზეVIDE0: დოდონა ნამორაძის და გია ბაღაშვილის საოცარმა შესრულებამ გამომწერები აღაფრთოვანა