სტამბოლში, Procter & Gamble-ის ქარხანაში დაუდგენელმა პირებმა მძევლად აიყვანეს მუშები - თავდამსხმელებმა მძევლებს ერთ-ერთი მუშის დაბადების დღის აღნიშვნის უფლება მისცეს

სტამბოლი

სტამბოლის გარეუბანში მდებარე ქარხანაში ორმა უცნობმა პირმა შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა. გაზეთ Cumhuriyet-ის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ამ საწარმოს თანამშრომელია.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ Procter & Gamble-ის ქარხანას თავს დაესხა ერთი შეიარაღებული მამაკაცი. გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელებმა, მათ შორის ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა იბრაჰიმ ი.მ, ეს გააკეთეს ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მძევალს დაბადების დღე ჰქონდა. თავდამსხმელებმა თავიანთ მსხვერპლს დღესასწაულის აღნიშვნის საშუალება მისცეს, რადგან ამისთვის ყველაფერი უკვე მზად იყო.

ასევე ნახეთ:

ამინდი იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

2050 წლისთვის, სიმსივნის შემთხვევების 77%-ით გაზრდას ვარაუდობენ - WHO

VIDEO: ანა უზნაძის, ბარბარა სამხარაძისა და დოდონა ნამორაძის სიმღერამ დიდი მოწონება დაიმსახურა