როგორ მოვიზიდოთ ფული და ბარაქა

safule

ხშირად მოისმენთ, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდით, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ადამიანები სწორედ ფულის და ქონების დასაგროვებლად იბრძვიან. დროთა განმავლობაში გარკვეული მეთოდებიც ჩამოყალიბდა ფინანსების მოსაზიდად. ეს მეთოდები ფულის მოზიდვაში დაგეხმარებათ, ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ როგორ მოეზიდათ ბარაქა და როგორ არ გაეშვათ ის სახლიდან.

იყიდეთ ცოცხი. სასურველია ორშაბათს, სამშაბათს ან ხუთშაბათს. გამყიდველი მამაკაცი უნდა იყოს. აირჩიეთ ისეთი ცოცხი, რომელიც მოგეწონებათ-ლამაზი და ბუთქუნა. შევაჭრება არ შეიძლება! რა ფასსაც გეტყვიან, ის გადაიხადეთ.

წამოადუღეთ მარილიანი წყალი და მასში 2 საათის განმავლობაში ხარშეთ ცოცხი შემდეგ კი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გააშრეთ. როგორც კი გაშრება, ჩაიფიქრეთ სურვილი და დაგავეთ სახლი. ოთახი ყოველთვის მარცხენა კუთხიდან ცენტრისკენ გამოგავეთ, ამ გზით ბარაქა სახლში დარჩება და ზღურბლიდან არ გადაგვით. როცა გამოგვით, შეინახეთ ცოცხი ზღურბლის მარცხენა კუთხეში, მხოლოდ ამოატრიალეთ ტარით ქვემოთ.

ფულს წითელი საფულე და ნატურალური მასალა იზიდავს, ამიტომ შეიძინეთ წითელი ტყავის საფულე.

არასოდეს არ დააცარიელოთ საფულე. ფული ფულს იზიდავს, ამიტომ აუცილებლად დატოვეთ მასში თუნდაც ერთი კუპიურა და რამოდენიმე მონეტა. არ შეინახოთ დახეული, მოსვრილი და გახეხილი კუპიურები. საფულის საიდუმლო ჯიბეში ყოველთვის გქონდეთ ორდოლარიანი კუპიურა ან ისეთი, რომელზეც ციფრი 5-ია გამოსახული.

თუ საფულეში ბევრი ხურდა ფული დაგიგროვდათ, გაეცით ის კვირა დღეს მოწყალების სახით.

არავის არასდროს უჩვენოთ რამდენ ფულს ინახავთ საფულეში.

თუ ქუჩაში კუპიურას იპოვით, აუცილებლად აიღეთ, მხოლოდ გახსოვდეთ-არასდროს აიღოთ გზაჯვარედინზე ნაპოვნი ფული! თუ მონეტა იპოვეთ, დააკვირდით-თუ ე.წ. არიოლი ზემოთაა-აიღეთ, თუ ზემოთ “რეშკაა" ხელი არ ახლოთ.

სასადილო მაგიდა-ბარაქის სიმბოლოა, ამიტომ მასზე დაჯდომა არ შეიძლება. მისი გადასაფარებლის ქვეშ დადეთ რამდენიმე მონეტა, რომ ბარაქა მოიზიდოთ.

არ დადოთ სასადილო მაგიდაზე საფულე, არც საწოლზე. არ დატოვოთ ფული და გასაღები მაგიდაზე ღამით.

სანამ ფულის დაგროვებას გადაწყვეტთ, კარგად მოიფიქრეთ რაში დახარჯავთ. არასდროს არ გადაინახოთ ფული “შავი დღისთვის", თორემ ეს დღე შესაძლოა მართლა დადგეს. დააგროვეთ ფული პოზიტიური მიზნისთვის.

არ გაასესხოთ პური და მარილი, თუ არ გინდათ, რომ ბარაქა სახლიდან გავიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: „შეუდარებელი ყველა ჟანრში“ - დოდონა ნამორაძის შესრულებამ მაყურებელი აღაფრთოვანა

რომელია 2024 წლის მთავარი ფერი - მოდური ტენდენციები და რჩევები დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძისგან

ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში - დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი