deda matrona

საზოგადოება 1714831104

"მოგიყვებით სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა" - რას გვიამბობს მედავითნე გოჩა ჭაბუკაიძე

ორი მაისი მატრონა მოსკოველის გარდაცვალების დღეა. წმინდანი 71 წლის ასაკში აღესრულა. გარდაცვალებიდან ორმოცდაათ წელიწადში წმინდანად შერაცხეს. მის შესახებ ბევრი თქმულებაა... მატრონას დაბადება მშობლებს არ სურდათ. არაღვთის მოშიშთ, დუხჭირ ყოფაში და მით უფრო, მრავალშვილიანი გლეხების ოჯახში ზედმეტი მჭამელი რომ არ მოესურვებოდათ, ცხადია. თუმცა, გოგონა დაიბადა და მოგვიანებით, ის ოჯახის მარჩენალიც გახდა. მატრონოვა ნიკონოვა ძირითად დროს ტაძარში ატარებდა, ბავშვები არ ეთამაშებოდნენ. შვიდი წლის ასაკში მას აღმოაჩნდა წინასწარმეტყველების ნიჭი... ხმები გავრცელდა და მასთან ხალხმა დაიწყო სიარული. მერე იყო ვრცელი და თავგადასავლებით სავსე გზა... ***წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებულ ამ ისტორიას, "პრაიმტაიმთან", მუსიკოსი და მედავითნე - გოჩა ჭაბუკაიძე პირველად ჰყვება... ბატონ გოჩას ქართველი საზოგადოება მეგა შოუ "ნიჭიერიდან" იცნობს. არის მუსიკოსი, აქვს საკუთარი კომპოზიციები, მღერის, დაწერილი აქვს ლოცვები, გადაღებულია ფილმებში.წმინდა მატრონას მორწმუნენი სხვადასხვა პრობლემის დროს მიმართავენ, მათ შორის, როცა სამსახურში ხელმოცარულნი არიან, ავადმყოფობენ, სწავლასთან დაკავშირებული ან ყოფითი პრობლემები აქვთ...გოჩა ჭაბუკაიძე: ამ უძლიერეს წმინდანს ნათქვამი აქვს, შეგიძლიათ თხოვნით მოხვიდეთ ჩემთან, მე ცოცხალი ვარ და გისმენთო. მოგიყვებით ისტორიას და სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა.90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები... შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა...საკანში დავანთე სანთელი. მოვიდა მორიგე ოფიცერი იყო თუ რა ჩინი ჰქონდა, რა მნიშვნელობა აქვს და მკაცრად მიბრძანა, ჩააქრე სანთელიო! ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე. მეორე ქართველი ეუბნება, შენ არ იცი, ახლა ვის ესაუბრები ამ ტონითო, ჩემზე უთხრა. მე დავემორჩილე და ის თანამესაკნეც გავაჩუმე.მკითხეს აქ რას აკეთებო, მე რესტორანს ვერ ვასახელებდი ამიტომ მოვიტყუე, დისკი მაქვს და ამის რეალიზება მინდა-მეთქი. მოისმინეს ჩემი კომპოზიციები, ჩემს მიმართ დადებითად განეწყვნენ, გადაიწერეს კიდეც და პოზიტიურად მესაუბრებოდნენ.ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხიდან გამათავისუფლეს.გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა მატრონა და ვიფიქრე, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი.წმინდანის საფლავი მოსკოვშია, მაგრამ იქ იმდენი წმინდანის საფლავია და იმხელა სასაფლაოებია, ასე უკითხავად მიგნება, ძალიან რთულია. არავისთვის არაფერი მიკითხავს, თუ საჭიროა, ჩემით ვიპოვი-მეთქი, გავიფიქრე. დავიწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე და უკან გამოვბრუნდი. გასასვლელში გაჭირვებული ადამიანი შემხვდა, მოწყალება გავიღე და ის იყო, ტრანსპორტში უნდა ავიდე, რომ ზურგში მომაძახა, რა ქენი იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი, მოვბრუნდი... უცნაური გრძნობა დამეუფლა.აი, რატომ არავის ვკითხე, უფალს თუ უნდოდა, მე საფლავზე მოვხვდებოდი... საფლავზე მიმიყვანა ამ კაცმა.ვხედავ, იკრიბება ხალხი და პარაკლისი უნდა აღავლინოს სასულიერო პირმა. მივედი თუ არა, მღვდელმა დაიწყო - "კურთხეულ არს, ღმერთი ჩვენი..." - ლოცვის აღვლენა. დიდება უფალს. ხელში მიჭირავს სანთელი და ერთი სული მაქვს, როდის მივაღწევ დედა მატრონას საფლავამდე. მივედი, ვემთხვიე და მხოლოდ ეს ვუთხარი - "შენ იცი, რაც მე მჭირდება-მეთქი" და გამოვბრუნდი.ორ-სამ დღეში მოვიდა ქალბატონი, რომელმაც მითხრა, მიხვალ ამ მისამართზე და იქ იციან, როგორ უნდა მოგექცნენო. საქართველოში დაბრუნება მაშინ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მივედი, შემიყვანეს მოსამართლესთან. მან მკითხა, რატომ აქამდე არ გააკეთე- საბუთებიო?  ვიზას ვადა გაუვიდა და ყალბი საბუთი არ გავაკეთე-მეთქი. არ გატყუებ, ასე იყო-მეთქი. არ ვიცი, მოეწონა ჩემი სიტყვა თუ რა იყო, ხელი მოაწერა საბუთზე, რომელიც საქართველოში დაბრუნებაში დამეხმარებოდა. და ძალიან მიზერულ თანხაში დავბრუნდი. აი, ეს იყო ჩემი ლოცვის და დედა მატრონას მოწყალების შედეგი.დედა მატრონასადმი ჩემი რწმენა კი უკავშირდება წმინდანის ამ ისტორიას:ერთი კაცი შორეულ საპყრობილეში ჰყავდათ დაპატიმრებული. სასოწარკვეთაში მყოფს მეგობარმა უთხრა, მე ვიცი, შენ ვინც გიშველის. მაგრამ აქედან შორსააო. იმ დროს ცოცხალი იყო დედა მატრონა... მოკლედ, მეგობარმა ურჩია: გასეირნებაზე რომ გაგიყვანენ, რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩი სხვებს და სამჯერ ეცი თაყვანი წმინდა მატრონას, თან თქვი, დედა მატრონა, მიშველე და დამეხმარეო. ასეც მოიქცა. და სასწაულიც მოხდა! ერთი კვირის თავზე მთელი ამ ციხის მმართველობა იცვლება, მოდიან სულ სხვები, გადახედეს ყველას საქმეს და ეს კაცი ციხიდან გაათავისუფლეს!ეს კაცი მიდის, რომ ნახოს და მადლობა გადაუხადოს დედა მატრონას. მივიდა იმ სახლამდე და ხედავს, კარი ღიაა. შედგა ფეხი ზღურბლზე და ესმის წმინდანის ხმა, მობრძანდით თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ! შევიდა, ნახა უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს. (ისეთი სიხშირით იწერდა პირჯვარს შუბლზე ღარი ჰქონია გაჩენილი...)თქვენ მე მიცნობთ?- ჰკითხა ამ კაცმა. როგორ არა, გამოგიშვეს ციხიდანო? დიახ, მაგრამ რატომ მომმართეთ ასე?.. დედა მატრონამ დაასახელა რომელიღაც კონკრეტული ოლქი და ეპარქია და აი, მის ყოვლად უსამღვდელოესობას ვესაუბრები ახლაო, უთხრა. მაგრამ სანამ ცოცხალი  ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვე, როცა გახდები ეპარქიის მღვდელმთავარი, მაშინ თქვიო. ასეც მოხდა, ბუნებრივია და შემდეგ მან გაამჟღავნა ეს ისტორია...გავლენა ჩემზე სწორედ ამ ისტორიამ  მოახდინა. მისი ვირწმუნე. დიდი და ძლიერი წმინდანია. შესთხოვ და გისმენს... მე მისი მოძღვრებიდან დამამახსოვრდა ეს: ყველა ცხვარი კაუჭზე თავისი პატარა კუდით არის ჩამოკიდებული. ცხვარში ადამიანი იგულისხმა. ყველას თავისი კუდი სტკივა, თავისას განიცდის, ანუ ერთსა და იმავეს და ვინ მოგცათ სხვისი განკითხვის უფლებაო? გაქვს მაგის დრო სხვა განიკითხოო? - მიმართავს ქრისტიანებს...ასევე დაგაინტერესებთ:"განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა... სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ..." - კახის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა"აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდან

ვალუტის კურსი

ფინანსები 1707742952

რა ეღირება დოლარი და ევრო 13 თებერვალს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6524 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8584 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.ასევე ნახეთ:VIDEO: უცნობი კადრები ზურაბ ჟვანიას ცხოვრებიდან - „თუშეთში სახლი უნდა აეშენებინა, თუმცა არ დასცალდა“„სანამ ცოცხალი ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვეო... უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს“ - დედა მატრონას სასწაულები, რომელიც ჩაგაფიქრებთ„თმაგაშლილს, თეთრი პერანგით გაწვენენ და...“ - 76 წლის დედა ნატალიას ისტორიაVIDEO: ზვიად გამსახურდიას აქამდე უცნობი კადრები - „დიდი რისკის ფასად გადავარჩინეთ“

ფეხსაცმელი

რჩევები 1707427777

რატომ არ შეიძლება ძველი, გაცვეთილი ფეხსაცმლის სახლში შენახვა

რატომ არ შეიძლება სხვისი ფეხსაცმლის ჩაცმა და ტარება? - ხალხურ გამოცემებში ძალიან ბევრი საინტერესო მინიშნებაა ცნობილი ამასთან დაკავშირებით. ძველი ფეხსაცმლის არც სახლში დატოვება ვარგა და არც სანაგვეზე გადაგდება; ათასი უბედურებისა და ბოროტების გადაცემა ხდება სწორედ ფეხსაცმლის საშუალებით - გვაფრთხილებს ხალხური სიბრძნე და იმასაც გვასწავლის, თავიდან როგორ ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხე. ამ ყველაფერზე კი გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ლადო ბ.- დღეს ფრიად გავრცელებული და აქტუალური მოვლენაა სოციალური ქსელებით სხვადასხვა ნივთის ყიდვა-გაყიდვა. მათ შორის, ფეხსაცმელსაც უამრავი ადამიანი ყიდის ამა თუ იმ საიტის საშუალებით. შესაბამისად, მყიდველიც ბევრია. გასაგებია, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მოგებიანია, მაგრამ როგორც ამბობენ, „ძუნწი ორჯერ იხდის“. შეიძლება, ასე ფინანსური სარგებელი კი ნახოთ, მაგრამ ხალხურ სიბრძნეს თუ ყურს დაუგდებთ, ფეხსაცმელთან დაკავშირებული ბევრი მინიშნება სულ სხვა რამეზე გვაფრთხილებს.- რა საფრთხეს გვიქმნის ფეხსაცმელი?- გაცვეთილ, დახეულ და ძირგავარდნილ ფეხსაცმელს ჩვენი წინაპრები სახლში არავითარ შემთხვევაში არ იტოვებდნენ, რადგან ხალხური მინიშნებების მიხედვით, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა დაავადებები და დანაკარგი. თუმცა, პირადი ნივთის სანაგვეზე გადაყრა, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში ერთგულად ემსახურა პატრონს, სახიფათოა: არავინ იცის, ვინ აიღებს და რა მიზნით გამოიყენებს. ამიტომ ძველი ფეხსაცმლისა და ჩუსტების თავიდან მოსაშორებლად რიტუალთა მთელი ნაკრები არსებობს. ნახმარ ფეხსაცმელს ღუმელში ან უკაცრიელ ადგილას ცეცხლში ყრიან, თან ხმამაღლა წარმოთქვამენ: „ცეცხლო, იგიზგიზე და ყველაფერი თან წაიღე“. ასე, პოტენციურად საშიშ ნივთს მტრის ხელში ჩავარდნის საფრთხე აღარ ემუქრება. ანდა, ფეხსაცმელი საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ და თან, წყალს შეევედროთ: ნივთის პატრონის სული ჩამოერეცხოს: „ჩემი იყო, ახლა არავისია“. ნივთს თუ პატრონი არ ჰყავს, არც მისი გადაგდებაა საშიში. სუფთა წყალში გარეცხილი ფეხსაცმელი და ჩექმა კი, თუ წესიერად გამოიყურება, მიზანშეწონილიც კია, მას მისცეთ, ვისაც სჭირდება. ასეთი გამონათქვამიც კი არსებობს: თუ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ერთი წყვილი ფეხსაცმელიც კი არავისთვის უჩუქებია, მისი სული იმქვეყნად სულ ფეხშიშველი ივლისო. ასევე, მარილის საშუალებითაც შეიძლება ფეხსაცმლის ყოფილ მფლობელთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. ამიტომ, თუ ხშირად გააჩუქებთ ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს, გაცემამდე აუცილებლად მარილში ჩააწყვეთ და მერე დაფერთხეთ.- ხშირად გასცემენ გარდაცვლილის სამოსს, ფეხსაცმელს, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?- არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ გარდაცვლილის ფეხსაცმელი, თორემ ახალ მფლობელს საკუთარი სიკვდილისკენ გაუკვალავს ის გზას. რაც შეეხება საქორწინო ფეხსაცმელს, ქუსლი დახურული უნდა ჰქონდეს, თორემ ბედნიერება პატარძალს ღია ფეხსაცმლიდან „გაექცევა“. არის შემთხვევები, სტუმრად ყოფნისას სტუმართმოყვარე მასპინძელი ჩუსტებს გვთავაზობს. ეს არასწორია როგორც ენერგეტიკის, ისე მაგიის თვალსაზრისით. როცა სხვის ფეხსაცმელს იცვამ, „სხვისი გზებით დადიხარ“. არადა, სწორედ ადამიანის ხელ-ფეხია იმის მაჩვენებელი, თუ რას ვაკეთებთ და საით მიდის ჩვენი ცხოვრება. თუ ხელები გტკივათ, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში თქვენს საქმეს არ აკეთებთ, არასწორად აირჩიეთ პროფესია. ფეხები და სახსრების ტკივილი კი, გიჩვენებთ, რომ ცხოვრების მცდარ გზას ადგახართ: არც საქმე შეგირჩევიათ სწორად, არც ცხოვრების გეზი და არც საკუთარ დანიშნულებას ასრულებთ ამქვეყნად. ასე რომ, თუ სხვის ფეხსაცმელს იცვამთ, მიჰყვებით იმ ადამიანის გზას, ვისიც ეს ფეხსაცმელი თქვენამდე იყო. ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ყიდულობენ ასე მონდომებით მდიდარი ადამიანების ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს? - კერპის თაყვანისცემის გამოო, იტყვით... მაგრამ მდიდრისგან რაიმე ნივთის შეძენა ან საჩუქრად მიღება, მით უმეტეს, თუ ეს საფულეა, გაძლევთ საშუალებას, შეასრულოთ რიტუალი და მისი იღბალი თქვენზე გადმოვიდეს. თუმცა, ერთია მდიდარი ადამიანისგან ნაყიდი ნივთის ჩაცმა და სულ სხვაა ინტერნეტით შეძენილი მეორადი ტანსაცმელი, რომელსაც კარგი ცხოვრების გამო არავინ ყიდის. არადა ხშირად ბავშვებისთვის ყიდულობენ იქ ფეხსაცმელს ფორმულირებით: რატომ გადავიხადო ძვირი ახალში, როცა ერთ თვეში უკვე აღარც მოერგებაო. მერე კი აღმოჩნდება, რომ წყნარი და მორჩილი ბავშვი თითქოს შეცვალეს, თან სრულიად საპირისპიროდ. იზრდება და თავადვე ხვდება, რომ რაღაც ისე არ არის - თითქოს ეს ცხოვრება მისი არ არის. რაღაც მომენტში ყველას უგრძნია, რომ ცხოვრებაში საკუთარ გზას არ მიჰყვება.- საერთო ჯამში, რისი თავიდან აცილება შეგვიძლია ამ რიტუალებით?- ხსენებულ რიტუალებს თუ მიმართავთ და ძველ ნახმარ ფეხსაცმელსა თუ ახალსაც სათანადოდ მოეპყრობით, გაწმენდთ, შეგიძლიათ: ხელიდან დაუსხლტეთ ავადმყოფობას; თავი დააღწიოთ უიღბლობას; სძლიოთ სენს, სიღარიბეს, უბედურებას, წარუმატებლობასა და მრავალ სხვა უსიამოვნებას; მოიხსნათ ჯადო, წყევლა, ავი თვალის ზეგავლენა. თუმცა ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ასევე შეიძლება გაიგზავნოს ფეხსაცმლის საშუალებით (თუ მტერი თქვენს ფეხსაცმელს ხელში ჩაიგდებს ან ახალს იყიდის, რიტუალს შეასრულებს და თქვენ გადმოგცემთ). ბოლოს ასეთი მინიშნებაც მინდა, შეგახსენოთ, სახლში ცალ ფეხზე ჩაცმული ნებისმიერი სახის ფეხსაცმლით გავლა, იქნება ეს: ჩუსტი, ბათინკი, ჩექმა თუ სანდალი, ნიშნავს, რომ რაიმეს დაიზიანებთ ან დასახიჩრდებით. ასე რომ, ვინც ჩივის, ბედი არ მწყალობსო ანდა ამბობენ: ზუსტად ვიცი, ცხოვრების საკუთარ გზას ავცდიო, ჰკითხეთ: სხვისი ფეხსაცმელი ხომ არ უტარებია. ძალიან ხშირად ეს მართლაც არ არის ჯადოსა თუ ბოროტი თვალისგან გამოწვეული ნეგატივი, უბრალოდ, თვითდაზიანებაა - ანუ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვისი ფეხსაცმლით „სხვის გზაზე“ სიარული. წყაროასევე ნახეთ:„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძესვინ იყო ქალი, რომელიც „სიყვარულის წამლის“ გაყიდვით, სერიულ მკვლელად იქცა - 150 კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა„შვილი საქათმეში გამოკეტა და 8 წელი ქათმის საჭმელს აჭმევდა“ - დაუჯერებელი ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ამინდის პროგნოზი

საზოგადოება 1706563831

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომდევნო სამი დღე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.სინოპტიკოსების პროგნოზით, მხოლოდ 30 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს.„თბილისში 30 იანვარს, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 30 იანვარს ზოგან, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 30 იანვარს ზოგან, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +7 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 30 იანვარს ზოგან, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 30 იანვარს ზოგან, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, -5 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.ასევე ნახეთ:სასწაული ციხისჯვრის მონასტერში - თვითმხილველის თქმით, განათების შუქზე ღვთისმშობლის გამოსახულება გამოისახაქმრის გარდაცვალების გამო, შეშლილი ქართველი ქალის ამბავი – საბედისწერო სიყვარულის მსხვერპლი ცნობილი ოჯახიდან„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძეს

მდუმარე ბერი

საზოგადოება 1705527231

„მამა გაბრიელმა ფეხი რომ მოიტეხა, ტკივილები აწუხებდა, მამა ნიკოლოზთან გამგზავნა...“ - რას იხსენებს მრევლი წლების შემდეგ

მდუმარე ბერის, მამა ნიკოლოზის მრევლი, რომელიც მანამდე მამა გაბრიელის სულიერი შვილი იყო, საინტერესო ისტორიას იხსენებს.„ვიყავი მამა გაბრიელის მრევლი და მან დაგვტოვა ჩვენ მამა ნიკოლოზთან და არ მოვშორებივართ ამის მერე...მამა გაბრიელმა ფეხი რომ მოიტეხა, საშინელი ტკივილი აწუხებდა იმ დღეს მივედი მასთან - რა ვქნა, მამა გაბრიელ, რით დაგეხმაროთ? ვკითხე შეწუხებულმა. მამა ნიკოლოზთან გამგზავნა ოლღას მონასტერში, რომ იგი მიმეყვანა მასთან. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მამა ნიკოლოზი იყო მისთვის ყველაზე ახლობელი,“ - იხსენებს ნანული მერკვილაძე.ასევე ნახეთ:წითელი ძაფი მაჯაზე – საიდან გაჩნდა და რა დატვირთვით იყენებენ მას ვარსკვლავები„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძეს

ბექა

საზოგადოება 1705339743

ნახეთ, ბინის გარდა, რა აჩუქეს თედო ბექაურს

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-12 სეზონის გამარჯვებული თედო ბექაური გახდა. თედოს პროექტის სპონსორებისგან არაერთი პრიზი ხვდა წილად.მიკროსაფინანსო კომპანია "ბერმელმა" თედოს 5000 ლარი გადასცა."ჯაოკენმა" ასევე 5000 ლარი აჩუქა თედოს.თბილისის თავისუფალმა აკადემიამ ბექაურს 5000 ლარი გადასცა და ასევე, ინგლისურის შესწავლა დაუფინანსა."ბელონასგან" 1000-ლარიანი ვაუჩერი.თედომ "არქტურისგან" ბინა მიიღო, როგორც პროექტის გამარჯვებულმა.ასევე, ნოე სულაბერიძემ განაცხადა, რომ მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თედოს თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლას დაუფინანსებენ.ასევე ნახეთ:„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძესსაქართველოს ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს

ბკ

საზოგადოება 1705328880

„ყველას დიდი მადლობა, ასეთი სიყვარულისთვის, გულშემატკივრობისთვის... ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ“ - თედო ბექაური

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებული, მსახიობი, თედო ბექაური გახდა. თედოს პროექტის სპონსორებისგან არაერთი პრიზი ხვდა წილად.მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გამომწერებს მადლობა გადაუხადა. „გამარჯობა მეგობრებო. ყველას დიდი მადლობა, ასეთი სიყვარულისთვის, გულშემატკივრობისთვის, თითოეული ზარისთვის და თუნდაც, სიტყვიერი თანადგომისთვის. ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. მინდა, გისურვოთ წარმატება, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ყველაფერი კარგი და საუკეთესო“, - წერს თედო.ასევე ნახეთ:“ყინვა გაძლიერდება…” - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძეს

matrona

ისტორიები 1705078530

„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძეს

წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებულ ამ ისტორიას, "პრაიმტაიმთან", მუსიკოსი და მედავითნე - გოჩა ჭაბუკაიძე პირველად ჰყვება... ბატონ გოჩას ქართველი საზოგადოება მეგა შოუ "ნიჭიერიდან" იცნობს. არის მუსიკოსი, აქვს საკუთარი კომპოზიციები, მღერის, დაწერილი აქვს ლოცვები, გადაღებულია ფილმებში. წმინდა მატრონას მორწმუნენი სხვადასხვა პრობლემის დროს მიმართავენ, მათ შორის, როცა სამსახურში ხელმოცარულნი არიან, ავადმყოფობენ, სწავლასთან დაკავშირებული ან ყოფითი პრობლემები აქვთ...გოჩა ჭაბუკაიძე: ამ უძლიერეს წმინდანს ნათქვამი აქვს, შეგიძლიათ თხოვნით მოხვიდეთ ჩემთან, მე ცოცხალი ვარ და გისმენთო. მოგიყვებით ისტორიას და სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა.90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები... შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა...საკანში დავანთე სანთელი. მოვიდა მორიგე ოფიცერი იყო თუ რა ჩინი ჰქონდა, რა მნიშვნელობა აქვს და მკაცრად მიბრძანა, ჩააქრე სანთელიო! ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე. მეორე ქართველი ეუბნება, შენ არ იცი, ახლა ვის ესაუბრები ამ ტონითო, ჩემზე უთხრა. მე დავემორჩილე და ის თანამესაკნეც გავაჩუმე.მკითხეს აქ რას აკეთებო, მე რესტორანს ვერ ვასახელებდი ამიტომ მოვიტყუე, დისკი მაქვს და ამის რეალიზება მინდა-მეთქი. მოისმინეს ჩემი კომპოზიციები, ჩემს მიმართ დადებითად განეწყვნენ, გადაიწერეს კიდეც და პოზიტიურად მესაუბრებოდნენ.ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხიდან გამათავისუფლეს.გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა მატრონა და ვიფიქრე, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი.წმინდანის საფლავი მოსკოვშია, მაგრამ იქ იმდენი წმინდანის საფლავია და იმხელა სასაფლაოებია, ასე უკითხავად მიგნება, ძალიან რთულია. არავისთვის არაფერი მიკითხავს, თუ საჭიროა, ჩემით ვიპოვი-მეთქი, გავიფიქრე. დავიწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე და უკან გამოვბრუნდი. გასასვლელში გაჭირვებული ადამიანი შემხვდა, მოწყალება გავიღე და ის იყო, ტრანსპორტში უნდა ავიდე, რომ ზურგში მომაძახა, რა ქენი იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი, მოვბრუნდი... უცნაური გრძნობა დამეუფლა.აი, რატომ არავის ვკითხე, უფალს თუ უნდოდა, მე საფლავზე მოვხვდებოდი... საფლავზე მიმიყვანა ამ კაცმა.ვხედავ, იკრიბება ხალხი და პარაკლისი უნდა აღავლინოს სასულიერო პირმა. მივედი თუ არა, მღვდელმა დაიწყო - "კურთხეულ არს, ღმერთი ჩვენი..." - ლოცვის აღვლენა. დიდება უფალს. ხელში მიჭირავს სანთელი და ერთი სული მაქვს, როდის მივაღწევ დედა მატრონას საფლავამდე. მივედი, ვემთხვიე და მხოლოდ ეს ვუთხარი - "შენ იცი, რაც მე მჭირდება-მეთქი" და გამოვბრუნდი.ორ-სამ დღეში მოვიდა ქალბატონი, რომელმაც მითხრა, მიხვალ ამ მისამართზე და იქ იციან, როგორ უნდა მოგექცნენო. საქართველოში დაბრუნება მაშინ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მივედი, შემიყვანეს მოსამართლესთან. მან მკითხა, რატომ აქამდე არ გააკეთე- საბუთებიო?  ვიზას ვადა გაუვიდა და ყალბი საბუთი არ გავაკეთე-მეთქი. არ გატყუებ, ასე იყო-მეთქი. არ ვიცი, მოეწონა ჩემი სიტყვა თუ რა იყო, ხელი მოაწერა საბუთზე, რომელიც საქართველოში დაბრუნებაში დამეხმარებოდა. და ძალიან მიზერულ თანხაში დავბრუნდი. აი, ეს იყო ჩემი ლოცვის და დედა მატრონას მოწყალების შედეგი.დედა მატრონასადმი ჩემი რწმენა კი უკავშირდება წმინდანის ამ ისტორიას:ერთი კაცი შორეულ საპყრობილეში ჰყავდათ დაპატიმრებული. სასოწარკვეთაში მყოფს მეგობარმა უთხრა, მე ვიცი, შენ ვინც გიშველის. მაგრამ აქედან შორსააო. იმ დროს ცოცხალი იყო დედა მატრონა... მოკლედ, მეგობარმა ურჩია: გასეირნებაზე რომ გაგიყვანენ, რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩი სხვებს და სამჯერ ეცი თაყვანი წმინდა მატრონას, თან თქვი, დედა მატრონა, მიშველე და დამეხმარეო. ასეც მოიქცა. და სასწაულიც მოხდა! ერთი კვირის თავზე მთელი ამ ციხის მმართველობა იცვლება, მოდიან სულ სხვები, გადახედეს ყველას საქმეს და ეს კაცი ციხიდან გაათავისუფლეს!ეს კაცი მიდის, რომ ნახოს და მადლობა გადაუხადოს დედა მატრონას. მივიდა იმ სახლამდე და ხედავს, კარი ღიაა. შედგა ფეხი ზღურბლზე და ესმის წმინდანის ხმა, მობრძანდით თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ! შევიდა, ნახა უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს. (ისეთი სიხშირით იწერდა პირჯვარს შუბლზე ღარი ჰქონია გაჩენილი...)თქვენ მე მიცნობთ?- ჰკითხა ამ კაცმა. როგორ არა, გამოგიშვეს ციხიდანო? დიახ, მაგრამ რატომ მომმართეთ ასე?.. დედა მატრონამ დაასახელა რომელიღაც კონკრეტული ოლქი და ეპარქია და აი, მის ყოვლად უსამღვდელოესობას ვესაუბრები ახლაო, უთხრა. მაგრამ სანამ ცოცხალი  ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვე, როცა გახდები ეპარქიის მღვდელმთავარი, მაშინ თქვიო. ასეც მოხდა, ბუნებრივია და შემდეგ მან გაამჟღავნა ეს ისტორია...გავლენა ჩემზე სწორედ ამ ისტორიამ  მოახდინა. მისი ვირწმუნე. დიდი და ძლიერი წმინდანია. შესთხოვ და გისმენს... მე მისი მოძღვრებიდან დამამახსოვრდა ეს: ყველა ცხვარი კაუჭზე თავისი პატარა კუდით არის ჩამოკიდებული. ცხვარში ადამიანი იგულისხმა. ყველას თავისი კუდი სტკივა, თავისას განიცდის, ანუ ერთსა და იმავეს და ვინ მოგცათ სხვისი განკითხვის უფლებაო? გაქვს მაგის დრო სხვა განიკითხოო? - მიმართავს ქრისტიანებს...ასევე დაგაინტერესებთ:„ამ ლოცვას ტკივილების გამაყუჩებლად ვიყენებ. თქვით, როცა სირთულეებს აწყდებით“ - რომელ ლოცვაზე ამბობს წმინდა პაისი"მე ვამრავლო და ამათმა დახოცონ?!" - სად არის ტაძარი, რომელიც დედებს და ექიმებს აბორტის სინანულმა ააშენებინა„გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე ვნახე. ლაპარაკიც, თითქმის, უკვე აღარ შეეძლო... მძიმედ ვარ. ძალიან მიჭირს...“- მერაბ სეფაშვილი კაკული გურიელაშვილზე„საცოლე თვალწინ მოუკლეს, გოგონა გაქანებული მატარებლის ქვეშ ჩააგდეს...“ - საინტერესო ფაქტები სერგო ფარაჯანოვზე, რომელიც დღეს 100 წლის გახდებოდა

ვატო შაქარაშვილი

პოლიტიკა 1704892009

„ჯალალედინის მტარვალების მახვილმა ვერ აიძულა ქართველები ხატები წაებილწათ, მაგრამ დღეს ამას საკუთარი ნებით აკეთებენ“ - ვატო შაქარიშვილი

ასი ათასი ქართველი - კაცი, ქალი, ბავშვი, მოხუცი იმის გამო ეწამა, რომ ხატი არ შეურაცხყვეს და ფეხი არ დააბიჯეს… მაშინ ჯალალედინის მტარვალების მახვილმა ვერ აიძულა ქართველები ხატები წაებილწათ, მაგრამ დღეს, ამას საკუთარი ნებით აკეთებენ ადამიანები… დიდ წმინდანს, დედა მატრონას ხელში, ღვთისმშობლისა და ჩვილი იესოს ხატი უჭირავს, რომელსაც დღეს სამების საკათედრო ტაძარში საღებავი შეასხეს, - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.შაქარიშვილის განცხადებით, მართალია, ნატა ფერაძეს, ლაშა ბუღაძეს და მათ თანამოაზრეებს ჯალალედინის მსგავსად, მახვილი არ აქვთ, თუმცა, აქვთ მედია, ფული, აკადემიური დაწესებულებები და ზურგს „თანამედროვე ჯალალედინები“ უმაგრებენ.„ასი ათასი ქართველი - კაცი, ქალი, ბავშვი, მოხუცი იმის გამო ეწამა, რომ ხატი არ შეურაცხყვეს და ფეხი არ დააბიჯეს… მაშინ ჯალალედინის მტარვალების მახვილმა ვერ აიძულა ქართველები ხატები წაებილწათ, მაგრამ დღეს, ამას საკუთარი ნებით აკეთებენ ადამიანები… დიდ წმინდანს, დედა მატრონას ხელში, ღვთისმშობლისა და ჩვილი იესოს ხატი უჭირავს, რომელსაც დღეს სამების საკათედრო ტაძარში საღებავი შეასხეს… ის, რაც ნატა ფერაძემ ფიზიკურად გააკეთა, ლაშა ბუღაძემ ვერბალურად გააგრძელა ტვ  მთავარის ეთერში… ესენი ქართველები არ არიან! შეუძლებელია ასი ათასი წმინდანის გენი იყოს მათში! ესენი არიან საქართველოს შემოსეული მტრები! მათ აღარ აქვთ მახვილი, მაგრამ აქვთ მედია, ფული, აკადემიური დაწესებულებები და უკან უდგანან თანამედროვე ჯალალედინები! მათ ავიწყდებათ, რომ დღეს, ძლევამოსილი იმპერიები აღარ არსებობენ, სიონი კი, ისევ დგას და მასში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინება!მართალია, მებრძოლი უღმერთოები სულ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით არიან, მაგრამ საკადრისი პასუხი თუ არ გაეცემათ, მომრავლდებიან და უფრო მეტს გაბედავენ…“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

მატრონა

საზოგადოება 1704652306

ცნობილია ვინ შესწირა სტალინის გამოსახულებით წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა."ნეტარი მატრონა არის სახელგანთქმული წმინდანი, რომელმაც უამრავი სასწაული აასრულა და ახლაც უამრავ სასწაულს ახდენს.მისი ხატები არის ათონის მთაზე, იერუსალიმში, საბერძნეთში, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.სამების საკათედრო ტაძარში, არის წმინდა მატრონას, დედა მატრონას დიდი ხატი, რომელიც  ნამდვილად მე შევწირე. ამ ხატზე არის გამოსახული დედა მატრონას ცხოვრების ფრაგმენტები  - ერთ-ერთი ფრაგმენტი, ეს არის ფრაგმენტი როდესაც იოსებ სტალინი მივიდა დედა მატრონასთან. ეს ფაქტი აღწერილი არის მატრონას ოფიციალური ბიოგრაფის მიერ, რომელიც თვითმხილველი იყო ამ მოვლენის. როდესაც ფაშიზმი მძლავრობდა და ფრონტზე იყო რთული ვითარება, იოსებ სტალინი, რომელიც ებრძოდა ეკლესიას, დევნიდა მართლმადიდებლობას, თავი დაიმდაბლა და მივიდა დედა მატრონასტთნ და დაინტერესდა ბრძოლის ბედით, ომის ბედით.მატრონამ უთხრა, რომ ფაშიზმი დამარცხდება და მისცა რჩევა, ღვთისმშობლის ხატი  გაეტანა. ეს ფაქტი აღწერილი არის მატრონას ბიოგრაფიის დოკუმენტებში.ხატი გაიტანეს,  საბჭოთა კავშირმა იბრძოლა და გაიმარჯვა. მერე მეორე მსოფლიო ომი მოიგო. ძირითადი ქვეყანა რომელმაც გაიმარჯვა საბჭოთა კავშირი იყო. სხვათა შორის ქართველების წვლილი აქ იყო უზარმაზარი. 10 % ჩვენი მამაკაცებისა დაიღუპა ამ ომში. ასე რომ, ეს ომი ჩვენი გამარჯვებაც არის.ფრაგმენტი, რომელიც მატრონას ხატზე, გვიჩვენებს უბრალო რაღაცას, სტალინი, რომელსაც ღმერთის არ სწამდა, ღმერთს ებრძოდა, როცა გაუჭირდა, თავი დაიმდაბლა, საბჭოთა ხელისუფლებამ მისი სახით თავი დაიმდაბლა და მივიდა მატრონასთან. ანუ  ფაქტობრივად ღმერთთან მივიდა. აი, ამას ასახავს და სხვა არაფერს და ვინმე ჭიღლაძე, რომელიც თავის თავს დეკანოზს ეძახის და ყოვლად უზნეო და გახრწნილი კაცია, ვინმე ჭიღლაძის დაწერილ ტექსტებზე არ შეიძლება პოლიტიკური ტექსტების აგება. მასე დიოკლეტიანეც არის გამოსახული წმინდა გიორგის ხატზე, დამარცხებული დიოკლეტიანე, ახლა რა ვქნათ, წმინდა გიორგი ხატებიც მოვხსნათ?! ფრესკა არის მოწამეთას მონასტერში, სადაც მწამებელი ხასიმი ბრძანდება ტახტზე და დავით და კონსტანტინეს აწამებს. რა ვქნათ, წავშალოთ ის ფრესკა?100 000 მოწამის ხატია, სადაც ჯალათები ხმლებით დგანან დიდებულად წარმოჩენილები და ჩვენს წმინდა მოწამეებს თავებს კვეთენ, რა ვქნათ, ეს ხატები დავწვათ?ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია და არც ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს. ერთადერთი მნიშვნელობა ის არის, რომ ეს ფაქტი ნამდვილად იყო, მეორე - დაიმდაბლა იმ ურწმუნო ხელისუფლებამ ღმერთის წინაშე თავი, მივიდა მატრონასთან რჩევისთვის. აი ამას გამოხატავს და ყველაფერი სხვა დანარჩენი არის სპეკულაცია. - აცხადებს დავით თარხან-მოურავი  ვიდეოში, რომელიც "ფეისბუკში" გავრცელდა.ცნობისთვის, ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა."თბილისის წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს “წმინდა” მატრონა მოსკოველის და სტალინის ქართული ხატი საინტერესოა ვინაა ეს ხატმწერი და ის მღველები, რომლებიც ამმწვალებლური ზღაპრების გავრცელებას ხელს უწყობს ქართულ ეკლესიაში, რომ ვითომ პირსისხლიანი უღმერთო ტირანი სტალინი ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი იყო, წმინდანებს უსმენდა და მათი მითითებებით მოქმედებდა. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთავარი ხელშემწყობი სტალინის კულტისა დღეს და ამ მითოლოგიისა არის სტალინისტი წითელი პატრიარქი, რუსეთუმე, ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელი ილია შიოლაშვილი! " - დაწერა ჭიღლაძემ. 

dati

საზოგადოება 1700082097

„დიდი ხანია, თქვენთან სიახლეებით არ გამოვჩენილვართ…“ - დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ოჯახი ინფორმაციას ავრცელებს

შარტავას ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული დათი ქოქრაშვილის ოჯახი დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.„დიდი ხანია, თქვენთან სიახლეებით არ გამოვჩენილვართ… როგორც იცით, ამერიკაში ვართ უკვე მეექვსე თვეა, აქტიურად დავდივართ ვარჯიშებზე, ექიმებთან, სკოლაში… შევხვდით სხვადასხვა პროფილის უამრავ ექიმს... პლასტიკურ და მიკრო ქირურგებს… თვითონვე გვეუბნებოდნენ, რომ  ეს ძალიან უნიკალური შემთხვევაა და მხოლოდ ტოპ ექიმებისთვის უნდა მიგვენდო  ჩვენი შვილი…თავიდან გეგმა იყო ასეთი, რომ ყველა კვლევის და ყველა პროფილის ექიმთან ვიზიტის შემდეგ დათის ჩაუტარდებოდა რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაცია 4 ეტაპად, შემდეგ ჩაუბრუნებდნენ ნაწლავს და ბოლოს დაუხურავდნენ ტრაქეას. ჩავიტარეთ ყველანაირი კვლევა და ვიყავით ყველა ექიმთან, სადაც კი შეიძლებოდა… ახლა, როცა უკვე დადგა დრო, რომ დაიწყონ მოქმედება, ყველა თავს არიდებს, არავინ კიდებს ხელს… ისინიც კი, ვინც უამრავ რამეს გვპირდებოდა თავიდან, ახლა ამბობენ, რომ შეიძლება უფრო დაუმძიმდეთ მდგომარეობა და ამიტომ თავს არიდებენ ქირურგიულ ჩარევას… უდიდესი რისკია იმის, რომ შარდის ბუშტიც დავკარგოთ და იქაც სტომის გამოტანა დაჭირდეს მერე… იმას ყველა აღიარებს, რომ ასე დატოვებაც არ შეიძლება, თუმცა ხელს არავინ კიდებს…ერთ-ერთმა ბოდიშიც კი მოგვიხადა, სამწუხაროდ, გამოდის, რომ თქვენი დრო გავფლანგეთო… გაფლანგული 6 თვის შემდეგ, ჩვენი მდგომარეობა ასეთია… გვაქვს საშინლად დეფორმირებული ხერხემალი, კიდევ უფრო მომატებული წონა, დამძიმებული ფსიქიკა... ბევრად უფრო მოდუნებულია და ფაქტობრივად, ვეღარ მოძრაობს, ჭრილობა გაუარესებულია და ტკივილები მომატებული… ამ ვიდეოში უკეთებენ ხერხემლის დამჭერ კორსეტს და ფეხზე ვერ დადგა, რომ ზომები აეღოთ. ღმერთს ვთხოვ, რომ რამე გზა გამოგვიჩინოს და მოგვცეს ძალა მე და ირაკლის, რომ ბავშვი ბოლომდე ფეხზე დაგვაყენებინოს.სამწუხაროდ, აღარ ვიცი, სხვა რა შეიძლება გაუკეთოთ და სად შეიძლება წავიყვანოთ… ბოლოს ერთ-ერთმა ე.წ ტოპექიმმა ისიც კი გვითხრა, როდემდე უნდა იაროთ ასე, დაუბრუნდით თქვენ ძველ ცხოვრებასო… რანაირად??? ასე ხო არ დავტოვებთ ბავშვს… დაშლილს", – წერს დათის ოჯახი სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:Exclusive: "საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა"წმინდანს შესთხოვა, თუ განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა და სიტყვა აასრულა" - სად არის ნეტარი მატრონას სახელობის ტაძარი„თქვენი ოცნებები ასრულდება“ - ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის 2024 წელი იღბლიანი იქნება

დათი ქოქრაშვილი

საზოგადოება 1700073780

„ყველა თავს არიდებს, არავინ კიდებს ხელს…“ - დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ოჯახი ინფორმაციას ავრცელებს

შარტავას ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული დათი ქოქრაშვილის ოჯახი დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.„დიდი ხანია, თქვენთან სიახლეებით არ გამოვჩენილვართ… როგორც იცით, ამერიკაში ვართ უკვე მეექვსე თვეა, აქტიურად დავდივართ ვარჯიშებზე, ექიმებთან, სკოლაში… შევხვდით სხვადასხვა პროფილის უამრავ ექიმს... პლასტიკურ და მიკრო ქირურგებს… თვითონვე გვეუბნებოდნენ, რომ  ეს ძალიან უნიკალური შემთხვევაა და მხოლოდ ტოპ ექიმებისთვის უნდა მიგვენდო  ჩვენი შვილი…თავიდან გეგმა იყო ასეთი, რომ ყველა კვლევის და ყველა პროფილის ექიმთან ვიზიტის შემდეგ დათის ჩაუტარდებოდა რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაცია 4 ეტაპად, შემდეგ ჩაუბრუნებდნენ ნაწლავს და ბოლოს დაუხურავდნენ ტრაქეას. ჩავიტარეთ ყველანაირი კვლევა და ვიყავით ყველა ექიმთან, სადაც კი შეიძლებოდა… ახლა, როცა უკვე დადგა დრო, რომ დაიწყონ მოქმედება, ყველა თავს არიდებს, არავინ კიდებს ხელს… ისინიც კი, ვინც უამრავ რამეს გვპირდებოდა თავიდან, ახლა ამბობენ, რომ შეიძლება უფრო დაუმძიმდეთ მდგომარეობა და ამიტომ თავს არიდებენ ქირურგიულ ჩარევას… უდიდესი რისკია იმის, რომ შარდის ბუშტიც დავკარგოთ და იქაც სტომის გამოტანა დაჭირდეს მერე… იმას ყველა აღიარებს რომ ასე დატოვებაც არ შეიძლება, თუმცა ხელს არავინ კიდებს…ერთ-ერთმა ბოდიშიც კი მოგვიხადა, სამწუხაროდ, გამოდის, რომ თქვენი დრო გავფლანგეთო… გაფლანგული 6 თვის შემდეგ, ჩვენი მდგომარეობა ასეთია… გვაქვს საშინლად დეფორმირებული ხერხემალი, კიდევ უფრო მომატებული წონა, დამძიმებული ფსიქიკა... ბევრად უფრო მოდუნებულია და ფაქტობრივად, ვეღარ მოძრაობს, ჭრილობა გაუარესებულია და ტკივილები მომატებული… ამ ვიდეოში უკეთებენ ხერხემლის დამჭერ კორსეტს და ფეხზე ვერ დადგა, რომ ზომები აეღოთ. ღმერთს ვთხოვ, რომ რამე გზა გამოგვიჩინოს და მოგვცეს ძალა მე და ირაკლის, რომ ბავშვი ბოლომდე ფეხზე დაგვაყენებინოს.სამწუხაროდ, აღარ ვიცი, სხვა რა შეიძლება გაუკეთოთ და სად შეიძლება წავიყვანოთ… ბოლოს ერთ-ერთმა ე.წ ტოპექიმმა ისიც კი გვითხრა, როდემდე უნდა იაროთ ასე, დაუბრუნდით თქვენ ძველ ცხოვრებასო… რანაირად??? ასე ხო არ დავტოვებთ ბავშვს… დაშლილს", – წერს დათის ოჯახი სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:Exclusive: "საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა"წმინდანს შესთხოვა, თუ განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა და სიტყვა აასრულა" - სად არის ნეტარი მატრონას სახელობის ტაძარი"დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება..." - ივერიის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები            View this post on Instagram                       A post shared by Kristine Mamukashvili (@dati_and_family_)