მიმართვა სკოლებს - პრეზიდენტი სკოლებს საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს
1733167310
ასი ათასი ქართველი - კაცი, ქალი, ბავშვი, მოხუცი იმის გამო ეწამა, რომ ხატი არ შეურაცხყვეს და ფეხი არ დააბიჯეს… მაშინ ჯალალედინის მტარვალების მახვილმა ვერ აიძულა ქართველები ხატები წაებილწათ, მაგრამ დღეს, ამას საკუთარი ნებით აკეთებენ ადამიანები… დიდ წმინდანს, დედა მატრონას ხელში, ღვთისმშობლისა და ჩვილი იესოს ხატი უჭირავს, რომელსაც დღეს სამების საკათედრო ტაძარში საღებავი შეასხეს, - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
შაქარიშვილის განცხადებით, მართალია, ნატა ფერაძეს, ლაშა ბუღაძეს და მათ თანამოაზრეებს ჯალალედინის მსგავსად, მახვილი არ აქვთ, თუმცა, აქვთ მედია, ფული, აკადემიური დაწესებულებები და ზურგს „თანამედროვე ჯალალედინები“ უმაგრებენ.
„ასი ათასი ქართველი - კაცი, ქალი, ბავშვი, მოხუცი იმის გამო ეწამა, რომ ხატი არ შეურაცხყვეს და ფეხი არ დააბიჯეს… მაშინ ჯალალედინის მტარვალების მახვილმა ვერ აიძულა ქართველები ხატები წაებილწათ, მაგრამ დღეს, ამას საკუთარი ნებით აკეთებენ ადამიანები… დიდ წმინდანს, დედა მატრონას ხელში, ღვთისმშობლისა და ჩვილი იესოს ხატი უჭირავს, რომელსაც დღეს სამების საკათედრო ტაძარში საღებავი შეასხეს… ის, რაც ნატა ფერაძემ ფიზიკურად გააკეთა, ლაშა ბუღაძემ ვერბალურად გააგრძელა ტვ მთავარის ეთერში…
ესენი ქართველები არ არიან! შეუძლებელია ასი ათასი წმინდანის გენი იყოს მათში! ესენი არიან საქართველოს შემოსეული მტრები! მათ აღარ აქვთ მახვილი, მაგრამ აქვთ მედია, ფული, აკადემიური დაწესებულებები და უკან უდგანან თანამედროვე ჯალალედინები!
მათ ავიწყდებათ, რომ დღეს, ძლევამოსილი იმპერიები აღარ არსებობენ, სიონი კი, ისევ დგას და მასში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინება!
მართალია, მებრძოლი უღმერთოები სულ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით არიან, მაგრამ საკადრისი პასუხი თუ არ გაეცემათ, მომრავლდებიან და უფრო მეტს გაბედავენ…“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.