შალვა პაპუაშვილი

საზოგადოება 1775205956

შალვა პაპუაშვილი: მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია - ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას

ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე დასმული კითხვის პასუხად.მისი თქმით, ამ ყველაფერმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის სახით გყვავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი.„რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში, აღმოვაჩინეთ, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია. აბსოლუტური ისტერია, რომელიც სჩვევია რადიკალებს ყველა საკითხთან დაკავშირებით და აბსოლუტური არაადეკვატურობა, რომელიც სჩვევია ზოგიერთ ჯგუფს ამ საკითხზე. მე მგონი, ეს პრობლემა უფრო დაგვანახა, რომ გვყავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი რადიკალური ოპოზიციის სახით, რომელსაც სხვა სახის დახმარება სჭირდება. ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, მაშინ როდესაც ამ ყველაფერს მოწმენდილ ცაზე აკეთებენ. ვნახეთ სააგენტოს და სამინისტროს დეტალური განმარტებები ყველა საკითხზე. იმდენად არაადეკვატურ ხალხთან გვაქვს საქმე, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნებაც გახდა საჭირო. ეს არის კიდევ ერთი საპნის ბუშტი, რომელიც გაუსკდა რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

9 თვის ლუკას საზოგადოების დახმარება სჭირდება

საზოგადოება 1774764000

9 თვის ლუკას საზოგადოების დახმარება სჭირდება

9 თვის ლუკას საზოგადოების დახმარება სჭირდება - მას მწვავე ლეიკემია დაუდასტურდა.,,პატარა 9 თვის ლუკას დაუდასტურდა მწვავე ლეიკემია.ლუკა სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა თურქეთში საგანგაშო ანალიზების პასუხებით.მკურნალობის პროცესი ხანგრძლივი და ძალიან მძიმეა.გთხოვთ, თუ გაქვთ შესაძლებლობა დავეხმაროთ ნებისმიერი თანხით, თითოეული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:TBC ბანკი:GE71TB7188145064300027საქართველოს ბანკი:GE89BG0000000584902127მიმღები: მარიამ მამრიკიშვილი. 

გიორგი ბერიშვილი

საზოგადოება 1774519033

გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გიორგი ბერიშვილის დედა საზოგადოების დახმარებას ითხოვს.მშობლის ინფორმაციით, 10 წლის გიორგის განვითარების შეფერხება აღენიშნება. ბავშვს ესაჭიროება ფსიქიატრის კონსულტაცია, შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა და მედიკამენტოზური მკურნალობა, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვს.ოჯახი დახმარების მსურველებისთვის საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს.#GE66TB7842845061100138 თბს#GE66BG0000000610025929 საქ ბანკიმიმღები გიორგი ბერიშვილი598417413 საკონტაქტო

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი

მსოფლიო 1773924813

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი იპოვის გზას უნგრეთის ვეტოსთვის გვერდის ასავლელად

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ლუკ ფრიდენი აცხადებს, რომ ევროკავშირი იპოვის გზას უნგრეთის ვეტოს დასაძლევად. ამის შესახებ ფრიდენმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.ფრიდენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს შეუძლია წინსვლა, მაშინაც კი, თუ ერთი ქვეყანა ბლოკავს საკითხს და არ ეთანხმება.„ევროკავშირის რომელიმე წევრი გადაწყვეტილებას თუ ბლოკავს, დანარჩენი 26 წევრით ყოველთვის შეგვიძლია წინსვლა. ეს არის ის, რასაც წარსულში ვაკეთებდით. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენს ძლიერ მხარეებზე და არა დამაბრკოლებელ ფაქტორებზე“, – აღნიშნა ლუკ ფრიდენმა.ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ევროპა მზად არის, მხარი დაუჭიროს სტაბილურობას, მშვიდობას და მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.„მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას სამიტის დროს. ფინანსური, სამხედრო, ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ და ჩვენ მათ არ დავივიწყებთ. ვიმედოვნებ, ამას განვიხილავთ და, რა თქმა უნდა, ამ დროსაც შეგვიძლია უკრაინის მხარდაჭერა. ეს არის საკითხი, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გადაწყდება“, – განაცხადა ფრიდენმა.უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტის გამოყოფა დაბლოკა.

gif

ასტროლოგია 1773590460

რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად

თვალის და ნეგატივის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან რისიც გვეშინია, ვიზიდავთ, - ამის შესახებ ნუმეროლოგი ვენგო ლომთაძე აცხადებს.„როგორც კი ვიგრძნობთ, რომ ჩვენ მივიღეთ გარკვეული ნეგატიური მუხტი, აუცილებელია, გარკვეული მოქმედებები: სხეული უნდა იყოს ტონუსში, სირბილი შეგიძლიათ დაიწყოთ...დაიმახსოვრეთ, დიდი ნეგატივი დიდი პოზიტივის დასაწყისია.კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ნეგატიურ ენერგიებთან სხვადასხვანაირი იმუნიტეტი გააჩნიათ:1-ელში, 10-ში, 19-ში და 28 რიცხვებში დაბადებულები განსაკუთრებით იზიდავენ ყურადღებას და თვალს, მაგრამ მდგრადები არიან ამ ყველაფრის მიმართ. წაიქცევიან, მაინც ადგებიან და გასაკეთებელს გააკეთებენ. ცუდი ის არის, რომ ისინი გაფრთხილებებს არ იღებენ.2, 11, 20 და 29 -  განსაკუთრებით სენსიტიურები არიან. ეს ადამიანები მგრძნობიარე ნატურები არიან, პოზიტიურ ენერგიას იმდენად ძლიერად გრძნობენ, რამდენადაც ნეგატიურს.  მათთვის დაცვა, თილისმების ტარება და შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.ანალოგიურად, 3, 12, 21 და 30 რიცხვში დაბადებულებს აქვთ სამყაროსადმი ღიაობა და ხშირად, ადამიანები ამ ყველაფრით სარგებლობენ, ენერგოველს უბინძურებენ და შემდეგ მათ დახმარება სჭირდებათ, ამიტომ მათთვის თილისმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.რაც შეეხება, 4, 13, 22, 31 - კერკეტი კაკლებივით უტეხები არიან. ძლიერი დაცვა აქვთ, ძალიან დიდი მდგრადობა გააჩნიათ. საკუთარ თავს იმაზე მეტს უშავებენ, ვიდრე გარე პიროვნებები ახდენენ მათზე ზემოქმედებას.საკუთარი თავის გათვალვა თვალის და ნეგატივის ერთ-ერთი ფორმაა. საკუთარი ეჭვებით თავს აზიანებენ.5, 14, 23 - ამ ადამიანებს თვალის მიმართ კარგი თავდაცვის უნარი აქვთ, უბრალოდ, ხშირია, როცა ვერ აღიქვამენ როდის დაბინძურდნენ. როცა ცოდნით შეიარაღებულები არიან, მარტივად გაუმკლავდებიან ყველაფერს.6, 15, 24 - ეს ადამიანები ძალიან ამტანები არიან, მაგრამ სხვების მიმართ გახსნილები. მათ ძალიან დიდხანს შეუძლიათ ატარონ ნეგატიური ფიქრები, თვალი, არ აწუხებენ სხვებს... სჭირდებათ, რომ თავდაცვის მექანიზმები შეიმუშაონ.7, 16, 25 - ამ ადამიანებმა ყოველთვის იციან, ვინ და როგორ მოქმედებს მათზე ცუდად. ვინც მათ თვალავს, მის მიმართ ნეგატიური განწყობა ავტომატურად უჩნდებათ, სარკისებურად უბრუნებენ.8, 17, 26 - ასევე ძალიან ძლიერი ამტანობა გააჩნიათ, თუმცა, ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან მათი გამთვალავი. უცხოებისადმი კარგი იმუნიტეტი გააჩნიათ, ახლობლებთან უჭირთ. ამ დროს, მნიშვნელოვანია თავიანთი ინტერესები დაიცვან.9, 18, 27 - ამ შემთხვევაში გვანან 7-იანებს, მათაც ძლიერი ინტუიცია აქვთ. თუმცა, საკუთარი ეჭვებით და ფიქრებით თავს იზიანებენ.

მა­რი­ამ ჭო­ხო­ნე­ლი­ძე

საზოგადოება 1772780054

„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს...“ - 6 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება

6 წლის მარიამ ჭოხონელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბავშვის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.მისი თქმით, გოგონას მძიმე დიაგნოზი — აორტის სარქვლის სტენოზი — დაუდგინდა და სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოპერაცია სტამბოლში უნდა ჩატარდეს.ბავშვის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ დრო ძალიან ცოტაა.„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი პოსტის ავტორი გავხდებოდი, მაგრამ ცხოვრება ისეთი გზაა, სადაც არავინ ვიცით, რას გვიმზადებს ბედი. მეც იმ განადგურებული დედების რიგს შევემატე, რომელთა შვილებს დახმარება სჭირდებათ.ჩემი ოცნების შვილს, მარიამს, სასწრაფოდ სჭირდება გულის ოპერაცია, რომელიც სტამბოლში უნდა ჩატარდეს. დღეებს დღე მისდევს და ძალიან ცოტა დრო გვრჩება. ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი დაგვრჩა — თითოეული გაზიარება და თითოეული თეთრი შესაძლოა ჩვენი შვილის სიცოცხლის გადარჩენის შანსი გახდეს.ძალიან მიჭირს ამის თხოვნა, მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩენია. უფალი იყოს ყველას მფარველი“, — წერს ბავშვის დედა.ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარონ პატარა მარიამს სიცოცხლისთვის ბრძოლაში.სა­ქარ­თვე­ლოს ან­გა­რი­ში GE34BG0000000101161013თი­ბი­სი GE96TB7438645061100020მიმ­ღე­ბი დედა- თე­ო­ნა ძა­ძა­მია

კატო ფუტკარაძე

საზოგადოება 1772270340

4 წლის კატო ფუტკარაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

4 წლის კატო ფუტკარაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „გამარჯობა, თქვენი დახმარება გვჭირდება ჩემი შვილი კატო ფუკტარაძე, რომელიც არის 4 წლის, წელიწადი და 4 თვეა იბრძვის სიცოცხლისათვის, ვიყავით საფრანგეთში და უშედეგო მკურნალობის შემდეგ ჩამოვედით სტამბოლში, სადაც გვესაჭიროება Car-T cell თერაპია, რომელიც ძალიან დიდ ფასთან არის დაკავშირებული (12 000 დოლარი) და შემდეგ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.ბავშვს ჩაუტარდა ქიმიოთერაპიები, იმუნოთერაპიები, რომელიც არ არის საკმარისი რემისიის მისაღწევად და გვჭირდება car-t თერაპია რომელმაც შეიძლება ჩემ შვილს კიდევ ერთი შამსი მისცეს სიცოცხლისძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ, გამოგიგზავნით ყველანაირ დოკუმენტს და რაც საჭირო იქნება. უბრალოდ უკვე ვეღარ ვწვდებით ამდენ თანხებს“, - წერს კატოს დედა სოციალურ ქსელშითანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ: 🔶 საქართველოს ბანკი: GE56BG0000000610738477🔷 TBC ბანკი: GE43TB7209845061100095PayPal: japaridzetamta402@gmail.comმიმღები - გიორგი ფუტკარაძე

კახა კალაძე

პოლიტიკა 1771583366

პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კალაძე სოცდაუცველთა სიებზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადება, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია და ის მიესალმება აღნიშნულ რეფორმას. კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სოციალური დახმარების დანიშვნა ან მოხსნა არ უკავშირდება პარტიულ კუთვნილებას, როგორც ზოგიერთი ცდილობს ამის წარმოჩენას.„ყოველთვის სპეკულაციები და სიცრუე მოდის, როდესაც საქმე ეხება  კონკრეტული მიმართულების  გაჯანსაღებას, რეფორმის განხორციელებას. იგივე იყო ფასებთან დაკავშირებით. ნებისმიერი მიმართულება ავიღოთ, სადაც ხელისუფლება ამბობს, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილება და რეფორმა, საპასუხოდ ვისმენთ სიცრუეს.რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის განხორციელება, მე ამას მივესალმები. ბევრჯერ მითქვამს მთავრობის სხდომაზეც, შეგიძლიათ ჩემი მიმართვები ამოიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ  ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ოჯახები და ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. ვიდრე არსებობენ ასეთი ოჯახები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს, გვერდით დაუდგეს, დაეხმაროს, ეს იქნება სხვადასხვა პროგრამის სახით ჯანდაცვის თუ სოციალური მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული აღნიშნული ბაზა არ განახლებულა.„განცხადება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ  იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ და ჩვენი დახმარება სჭირდებათ.მე მახსოვს, პანდემიის პერიოდში დახმარებების თვალსაზრისით როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს იყო სწორი, მაგრამ დღეს განსხვავებული მოცემულობაა, შესაბამისად, უნდა მოხდეს სოციალურად დაუცველთა ბაზის გადახედვა. იმ რთულ პერიოდში ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა სიებში, ვისაც სახელმწიფო ეხმარებოდა. როგორც ვიცი, ამის შემდეგ აღნიშნული ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ ის, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა  კალაძემ.დედაქალაქის მერი  სოციალური დახმარების დანიშვნა-მოხსნის საკითხის პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებას სიცრუესა და ტყუილა უწოდებს.

ტრამპი

მსოფლიო 1771527335

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „მშვიდობის საბჭოში“ ათ მილიარდ დოლარს შეიტანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „მშვიდობის საბჭოში“ ათ მილიარდ დოლარს შეიტანს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობისთვის გაღებული ეს თანხა უმნიშვნელოა იმ დანახარჯებთან შედარებით, რასაც რეალური ომები მოითხოვს.„„მშვიდობის საბჭო“ აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება უკეთესი მომავლის აშენება. მინდა, გაცნობოთ, რომ შეერთებული შტატები აპირებს ათი მილიარდი დოლარის შენატანის გაკეთებას „მშვიდობის საბჭოსთვის““, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაროკო, ბაჰრეინი, კატარი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი და ქუვეითი ღაზის სექტორისთვის შვიდ მილიარდ დოლარზე მეტს შეიტანენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „მშვიდობის საბჭო“ ზედამხედველობას გაუწევს გაეროს და უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას.როგორც ტრამპმა აღნიშნა, „მშვიდობის საბჭო“ დააბრუნებს გაერო-ს.„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ გაეროსთან. ჩვენ მათ დავაბრუნებთ. ვფიქრობ, გაერო-ს დიდი პოტენციალი აქვს, მართლაც დიდი პოტენციალი, თუმცა მათ პოტენციალი ვერ გამოავლინეს. ჩვენ გავაძლიერებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. მათ დახმარება სჭირდებათ, მათ დახმარება ფინანსური თვალსაზრისითაც სჭირდებათ. ჩვენ დავეხმარებით მათ ფინანსურად და უზრუნველვყოფთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სიცოცხლისუნარიანი იყოს. გაეროში ძალიან კარგი ადამიანები არიან, რომლებსაც კარგი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ. რვა ომი. მე მათთან არცერთ მათგანზე არასდროს მისაუბრია. და ყველა მათგანზე უნდა ვესაუბრო“, – განაცხადა ტრამპმა.

GettyImages

მსოფლიო 1771519680

ტრამპის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“ გაეროს „ზედამხედველობას“ გაუწევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ხედვით, „მშვიდობის საბჭო“ ზედამხედველობას გაუწევს გაეროს.„მშვიდობის საბჭო თითქმის ზედამხედველობას გაუწევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და დარწმუნდება, რომ ის გამართულად ფუნქციონირებს“, - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში საბჭოს პირველ საზეიმო შეხვედრაზე.ტრამპს არ უთქვამს, რომ გაერო მთლიანად უნდა გაუქმდეს. პირიქით, მან აღნიშნა, რომ ეს ორგანო უნდა გაძლიერდეს, რათა უკეთ გაუმკლავდეს მსოფლიო პრობლემებს ისეთი გზებით, რომლებსაც ის ბოლო წლებში არ იყენებდა.„ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მისი ინფრასტრუქტურა გამართულია. მათ დახმარება სჭირდებათ, თანაც ფინანსური დახმარება. ჩვენ მათ ფინანსურად დავეხმარებით და უზრუნველყოფთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქმედითუნარიანი იყოს“, - განაცხადა ტრამპმა.

დაჩი

საზოგადოება 1770724324

6 წლის დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა, რამაც სრულიად შეურყია ჯანმრთელობა. ჩატარდა ორი ოპერაცია, უამრავი კვლევა როგორც საქართველოში, ასევე, თურქეთში. მკურნალობა მოიცავს უდიდეს ხარჯებს. დაჩის სჭირდება საზოგადოების დახმარება, ოჯახს ხალხის დახმარების იმედი აქვს.საქართველოს ბანკი:#GE49BG0000000534228883თიბისი ბანკი:#GE66TB7561245063300016მიმღები:ნათია თანდაშვილი (დედა)

ივანე ჩხაიძე

საზოგადოება 1770576142

ეს უნდა იყოს პირველი ნიშანი მშობლისთვის, რომ ბავშვს სამედიცინო დახმარება სჭირდება... - ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

ხელოვნური რძის პროდუქტის მიღება და დღის განმავლობაში რამდენჯერმე განვითარებული ღებინება უნდა იყოს პირველი ნიშანი მშობლისთვის, რომ ბავშვს სამედიცინო დახმარება სჭირდება, - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.მისი თქმით, დღის განმავლობაში ღებინების რამდენიმეჯერ განვითარება ბავშვის გაუწყლოების რისკს ზრდის.„თუ ბავშვს ხელოვნური კვების პროდუქტის მიღების შემდეგ დაეწყო ღებინება, ეს პერიოდი შეიძლება იყოს ნახევარი საათიდან გაცილებით უფრო მეტი დროის განმავლობაში და პირდაპირ უკავშირდება ამ ხელოვნური რძის პროდუქტის მიღებას, მაშინ პირველ რიგში უმჯობესია მიმართონ სამედიცინო დაწესებას ან ექიმს. რა თქმა უნდა, ერთჯერადი ღებინება საშიში არ არის, მას არ შეუძლია გამოიწვიოს რაღაც მნიშვნელოვანი ძვრები და ბავშვის მდგომარეობის დამძიმება, მაგრამ თუ ეს ღებინება რამდენჯერმე განვითარდა დღის განმავლობაში, მაშინ გაუწყლოების რისკი არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა ჩხაიძემ.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან „დანონი ნუტრიცია“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, რაც განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი სახელმძღვანელო მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას“.