„ნიჭიერის“ გამარჯვებულს, ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ვანო ფიფია

პროექტ „ნიჭიერის“ 2011 წლის გამარჯვებულის, ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მომღერლის დედის პოსტს ჟურნალისტი ნანკა ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს.

„გააზიარეთ, გთხოვთ. ეს ბიჭი ხომ გახსოვთ, ნიჭიერის გამარჯვებული (თუ არ ვცდები 15 წლის წინ) ხო წარმატების შემდეგ რაღაცნაირად ვეღარ ვაკვირდებით ადამიანებს... ვანო ფიფიას ვჭირდებით. გიზიარებთ, დედის პოსტს  
ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს ერთადერთი შანსი ხელიდან გავუშვათ! დედის გულისნადები და თხოვნა სრულიად საქართველოს“, - წერს ნანკა ქოქიაშვილი.

„გამარჯობა, ჩემო ძვირფასო ადამიანებო.
როგორც დედას, უმძიმესად მიჭირს ამის დაწერა, მაგრამ შვილის მომავლისთვის ყოველგვარ უხერხულობასა და სიამაყეს გვერდზე ვდებ... დღეს ისეთ ზღვარზე ვართ, რომ მარტო ჩემი და ჩემი ოჯახის ძალებით ფონს ვეღარ გავდივართ და თითოეული თქვენგანის თანადგომა გვჭირდება.
ჩემს შვილს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს. წლებია ვუყურებ მის ყოველდღიურ ბრძოლას, ტკივილს და იმ უდიდეს სურვილს, რომ უბრალოდ დამოუკიდებლად იაროს. 2011 წელს მძიმე ოპერაცია გავაკეთეთ, რასაც კოლოსალური თანხები დასჭირდა, თუმცა იმ მკურნალობამ და მას შემდეგ ჩატარებულმა ათასგვარმა მცდელობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო...

ამ ფიზიკური შეზღუდვის გამო სამუშაოდაც აღარსად იღებენ, რაც ორმაგად უმძიმებს მდგომარეობას, წინ კი ძვირად ღირებული მკურნალობა გველის. მაგრამ დღეს პირველად გაჩნდა ასეთი რეალური იმედი და შანსი!  
საქართველოში მყოფმა თურქმა სპეციალისტმა, ექიმმა მუჰამეთ ოზთურქმა (Uzm. Dr. Mehmet ÖZTÜRK) დეტალურად გასინჯა. მან განგვიმარტა, რომ არასწორი დგომა და კოჭლობა, თუ სასწრაფოდ არ გამოსწორდა, ხერხემალს უფრო მეტად დაამრუდებს და სახსრებს საბოლოოდ დააზიანებს.

ექიმმა მოგვცა 100%-იანი პირობა და იმედი, რომ სწორი, ინტენსიური რეაბილიტაციით 3 თვეში ჩემი შვილი სრულად შეძლებს ფეხზე დადგომას და დამოუკიდებლად გაივლოს!

მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს თურქეთის წამყვან კლინიკაში (İstanbul Medikal Termal - Tuzla). კლინიკამ უკვე გამოგვიგზავნა ოფიციალური ინვოისი და მკურნალობის გეგმა (26-დღიანი რობოტული რეაბილიტაცია, ჰიდროთერაპია, სამკურნალო მასაჟები და სპეციალური ვარჯიშები).

მკურნალობისა და განთავსების სრული ღირებულება შეადგენს 8,500 აშშ დოლარს ($8,500 USD).
წლების მანძილზე უშედეგო მკურნალობაში დახარჯული უზარმაზარი თანხების შემდეგ, ჩემს ოჯახს ამის რესურსი აღარ გააჩნია. მერწმუნეთ, არაფერია დედისთვის იმაზე მძიმე, როცა იცი, რომ შენი შვილის ფეხზე დადგომას მხოლოდ ეს თანხა აშორებს და შენ ამის საშუალება არ გაქვს...

თქვენგან გაღებული თითოეული ლარი, ან უბრალოდ ამ პოსტის გაზიარება და კომენტარი, ჩემი შვილის მომავალს და მთელ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის“.
 

საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი (Bank of Georgia): ⁠
#GE23BG0000000499074805
თიბისი ბანკი (TBC Bank):
#GE24TB7056945064300061
ლიბერთი ბანკი:
#GE05LB0711180805591000
მიმღები: აფრიაშვილი ქეთი (პაციენტის და)

დანიშნულება: ვანო ფიფიას მკურნალობისთვის / ქველმოქმედება
დედობრივი სიყვარულით და უდიდესი მადლიერებით თითოეულ თქვენგანს!