საზოგადოება • 1789499168
მოძრაობა „AMRA“, დაურ ბუავას ოჯახთან შეთანხმებით, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური სივრცის შექმნას გეგმავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი მემორიალის იდეისა და დიზაინის შესარჩევად, პროექტის განსახორციელებლად კი შემოწირულობების შეგროვება დაიწყება.„გვსურს გაცნობოთ, რომ ბოლო დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა და გამოთქვა სურვილი, რომ დაურ ბუავას ხსოვნის პატივსაცემად სურთ მონაწილეობა მიიღონ გარკვეულ აქტივობებში.პირველ რიგში ძალიან დიდ მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული თქვენგანისადმი ვინც დაურის მიმართ ასეთ სიყვარულს და კეთილგანწყობას გამოხატავთ. ჩვენი მხრივ კი პირობას გაძლევთ რომ დაურის საქმეს აუცილებლად გავაგრძელებთ.მოძრაობა „AMRA“ ამჟამად დაურის საფლავის მოწყობა-მოწესრიგების საკითხზე მუშაობს, ეს არის ალბათ ის ერთ-ერთი საკითხი რითაც ჩვენი მეგობრის და თანამებრძოლის ხსოვნას უკვდავვყოფთ. ასევე გვსურს მადლიერება გამოვხატოთ ყველას მიმართ, ვინც ამ მნიშვნელოვან საქმეში გვერდით გვიდგას.თუმცა, საფლავის სათანადო მოწესრიგების გარდა, დაურის მეგობრებს, თანამოაზრეებსა და გულშემატკივრებში გაჩნდა სურვილი, რომ შეიქმნას ღირსეული მემორიალური სივრცე. შესაბამისად, ოჯახთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, ამ ინიციატივას გავუწიოთ ორგანიზება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა მსურველს მივცეთ.აღნიშნულიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე დღეში გამოვაცხადოთ კონკურსი მემორიალის იდეისა და დიზაინის შესარჩევად. შემოქმედ ადამიანებსა ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები და ესკიზები, რის შემდეგაც ოჯახთან და დაურის ახლობლებთან ერთად შეირჩევა შესაბამისი კონცეფცია.ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დაურის ხსოვნის უკვდავსაყოფად წამოწყებულ ამ საქმეში, თანხის შეგროვების პროცესი თავიდან ბოლომდე იყოს ღია და გამჭვირვალე.მემორიალში შექმნისთვის საჭირო შემოწირულობების შეგროვებას კოორდინაციას გაუწევს ოჯახის ახლობელი და დაურის მეგობარი, ლევან ბედია. თქვენ მიერ შემოწირული თანხა ჩაირიცხება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ანგარიშებზე და გამოყენებული იქნება მხოლოდ დაურის მემორიალური სივრცის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის.შეგროვებული თანხებისა და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია საჯარო იქნება. პერიოდულად გამოვაქვეყნებთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა თანხა შეგროვდა და რაში დაიხარჯა, რათა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობას მიიღებს, ჰქონდეს სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია.დაურ ბუავას მემორიალური სივრცის მოწყობის პროცესში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გიზიარებთ გადარიცხვის რეკვიზიტებს:მიმღები: ლევან ბედიასაქართველოს ბანკიGE21BG0000000613466165თიბისი ბანკიGE64TB7712245064300138მადლობას გიხდით თითოეულ ადამიანს, ვისაც სურს თავისი წვლილი შეიტანოს დაურ ბუავას ხსოვნის უკვდავყოფაში“, - ნათქვამია განცხადებაში.





















