სახელმწიფო მინისტრის აპარატი მშვიდობის ჯილდოს მფლობელის, დაურ ბუავას ოჯახს უსამძიმრებს

დაურ ბუავა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო.

ქართულ-აფხაზური საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და აქტიური სამშვიდობო საქმიანობისთვის დაურ ბუავა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაარსებული “მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის” ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვებული იყო.

თანაგრძნობას და სამძიმარს გამოვხატავთ დაურ ბუავას ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.