იმერეთში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

საზოგადოება 1761302883

იმერეთში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იმერეთის რეგიონში ატარებს. ბაღდათის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 30 ერთეული სპეცტექნიკა.  ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში - დიმში, პირველ ობჩაში, მეორე ობჩაში, ფერსათში, როხასა და წითელხევში 1800 ჰა ტერიტორია თერმული ნისლის მეთოდოლოგიით დამუშავდა. ღონისძიებები სოფლების გარე და შიდა პერიმეტრებზე, უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად,  დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს  მოსახლეობას, რომ ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობისკენ მიგრირებული მავნებლის  საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიებზე მექანიკური საშუალებები გამოიყენოს.

პატრული

სამართალი 1761288341

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 1986 წელს დაბადებული პ.ყ. დააკავეს.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 27 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ასევე, ბრალდებულის მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია, 4 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. პოლიციის მიერ ჯამში ამოღებულია 31 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 260 ტერცია მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ხანძარი

შემთხვევა 1760796554

კურორტ საირმეში ხანძარია - ვითარება ადგილზე

კურორტ საირმეში ხანძარია.  შემთხვევის ადგილზე ბაღდათის და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მიემართებიან.კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.  

ღაზის სექტორი

მსოფლიო 1760010067

„ჰამასის“ განცხადებით, ხვალ ისრაელი ღაზის სექტორის ყველა ქალაქიდან ჯარს გაიყვანს, რაც ტყვეების გათავისუფლებას გზას გაუხსნის

დაჯგუფება „ჰამასის“ წარმომადგენლის უსამა ჰადმანის განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორის ყველა ქალაქიდან, მათ შორის რაფაჰიდან, ხან-იუნისიდან და ქალაქ ღაზიდან საკუთარ სამხედროებს გაიყვანს.მისი თქმით, სამხედროების გაყვანა ხვალ დაიწყება. ამის შემდეგ „ჰამასი“ ტყვეების გათავისუფლების პროცედურას დაიწყებს.ჰადმანის განცხადებით, რომელიც კატარში იმყოფება და ეგვიპტეში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა, შეთანხმება 250 არაბი მსჯავრდებულის და ომის დროს 1700 დაკავებული ადამიანის გათავისუფლებასაც გულისხმობს.ეს არის „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლის პირველი განცხადება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ.ჰადმანა არ დააკონკრეტა, იქნებიან თუ არა გათავისუფლებულთა რიგებში მოძრაობა „პალესტინის ეროვნული გათავისუფლებისთვის“ („ფათხის“) ლიდერი მარვან ბარგუთი და ეროვნული ფრონტის ლიდერი აჰმად საადათი, თუმცა აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ ებრაულ მხარეს გასათავისუფლებელ ადამიანთა სია უკვე გადასცა.

სახანძრო

შემთხვევა 1759004953

სახლიდან შუახნის მამაკაცის გამოყვანა მოასწრეს... - ბაღდათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბაღდათში, სოფელ ფერსათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის ეკიპაჟები, სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა ვინაიდან სახლი მთლიანად ხის იყო და სრულად დაიწვა შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, ხანძრის დროს სახლში შუახნის მამაკაცი იმყოფებოდა, შემთხვევით ადგილობრივი სოფლის გამგებელმა ლევან ჯაბიძემ მანქანით გადაადგილებისას შენიშნა, რომ სახლს ცეცხლი ეკიდა რა დროსაც მან გააჩერა და დაუყოვნებლივ რეაგირება დაიწყო, ადგილზე მისულს მამაკაცი დახვდა ცეცხლმოკიდებულ სახლში რის შედეგადაც მან მოასწრო მამაკაცის გამოყვანა და გადარჩენა  ხანძრის გამომწვევ მიზეზად სავარაუდოდ ძველი ელექტრო გაყვანილობა სახელდება.წყარო: ბაღდათი Info

ხანძარი

შემთხვევა 1758904054

ბაღდათში სახლი დაიწვა - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.სახლში შუახნის მამაკაცი იმყოფებოდა.მცირედი დამწვრობა მიიღო ერთმა პირმა, რომელსაც ადგილზევე გაუწიეს დახმარება. ,,პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.ხანძრის მიზეზად სავარაუდოდ, ძველი ელექტროგაყვანილობა სახელდება.

კულტურის მინისტრი

მსოფლიო 1758102248

საფრანგეთის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის კულტურის მინისტრმა 420 ევროს ღირებულების სამკაული და საათები დეკლარაციაში არ შეიტანა

საფრანგეთის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის კულტურის მინისტრმა, რაშიდა დათი, 420 ევროს ღირებულების სამკაული და საათები დეკლარაციაში არ შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.აპრილში ფრანგულმა გამოცემა Libération-მა დაწერა, რომ მინისტრის თანამდებობის დაკავებისას დათიმ არ დაადეკლარირა 420 ათასი ევროს ღირებულების 19 სამკაული და საათი. გამოცემა მინისტრის 2024 წლის დეკლარაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ პოლიტიკოსს დეკლარირებული ჰქონდა 5,6 მილიონი ევროს ქონება უძრავი ქონების, დანაზოგებისა და სიცოცხლის დაზღვევის სახით, ხოლო იუველირული ნაწარმი დეკლარაციაში ნახსენები არ ყოფილა.59 წლის რაშიდა დათი კულტურის მინისტრის პოსტს 2024 წლის იანვრიდან იკავებს და მომავალ წელს პარიზის მერად გეგმავს კენჭისყრას.თავად მინისტრი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ცილისწამებისთვის სარჩელის შეტანას გეგმავს.რაშიდა დათი ასევე არის კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმის ფიგურანტი. 2019 წელს მის წინააღმდეგ  დაიწყო გამოძიება პარლამენტის წევრად ყოფნის დროს „რენო“ – „ნისანის“ საავტომობილო ჯგუფის ლობირების ბრალდებით.ცნობისთვის, საფრანგეთში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უნდა წარადგინონ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნო დანიშნა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ.

რევაზ სოხაძე

პოლიტიკა 1755694929

რევაზ სოხაძე: აბასთუმანის განვითარებისთვის გასაკეთებელი საქმის მხოლოდ ნაწილია შესრულებული და ვგეგმავთ სამომავლოდ სამუშაოებს

აბასთუმანის განვითარებისთვის გასაკეთებელი საქმის მხოლოდ ნაწილია შესრულებული და ვგეგმავთ სამომავლოდ შესასრულებელ სამუშაოებს. რამდენიმე კვირაში ზუსტად ჩამოვაყალიბებთ, თუ რა უნდა გაკეთდეს უახლოეს პერიოდში და უკვე დავიწყებთ აქტიურ მუშაობას,- ამის შესახებ ინფრასტრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აბასთუმნის ინფრასტრუქტუტული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.რეგიონში მორიგი სამუშაო გასვლის ფარგლებში რევაზ სოხაძე დაბა აბასთუმანის განვითარებისათვის მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.მინისტრის თქმით, აბასთუმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კურორტია, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მნიშვნელოვანია რომ მისი ინფრასტრუქტურა შესაბამისად განვითარდეს.უნიკალური კურორტის განვითარებისათვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა. სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება.თანამედროვე ტიპის კურორტის განვითარებისთვის აბასთუმანში სხვადასხვა დანიშნულების არაერთი პროექტი მიმდინარეობს.დაბის შესასვლელში შენდება ავტოსადგური და ელექტრო დამტენებისთვის გათვლილი ღია ავტოსადგომი. ასევე, გრძელდება რეკრეაციული ტყე-პარკის სახანძრო უსაფრთხოებისთვის წყალსაცავისა და საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს და ისტორიულ შენობა-ნაგებობებს, რომელიც ითვალისწინებს ფასადის პირვანდელი იერსახით აღდგენას.დაწყებულია პარკთან არსებული მოზაიკის კედლის რესტავრაცია და იწყება ასათიანის ქუჩის 400 მეტრიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია.ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, 2019-2020 წლებში დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. 2019 წელს შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია.2024 წელს განახლდა აბასთუმნის ცენტრალური პარკი. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა საფეხმავლო არეალს, შეიცვალა გარეგანათების ბოძები, განთავსდა ახალი სკამები და ნაგვის ურნები, შეიცვალა წყალმომარაგების, ირიგაციის და ელექტრო-საინჟინრო ქსელები, განახლდა შადრევანი და დენდროლოგია. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და მულტიფუნქციური სტადიონი.გასულ წელს, აბასთუმნის ობსერვატორიაში დამონტაჟდა ახალი გუმბათი და ტელესკოპი. ტელესკოპი ავსტრიულმა, ხოლო გუმბათი იტალიურმა კომპანიებმა სპეციალურად აბასთუმნის ობსერვატორიისთვის დაამზადეს.აბასთუმანში აშენდა 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღიც.ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ნოდარ გიორგიძე

პოლიტიკა 1755629295

"ქართული ოცნების" ბაღდათის მერობის კანდიდატი ნოდარ გიორგიძე: განახლებული შენობები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სკვერები - ამასთან ერთად, გალამაზებულია ქალაქის გამწვანება, მოეწყო ტურისტული სივრცეები, უახლოეს მომავალში ბაღდათი უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი სასმელი წყლით

 ვარ ბაღდათელი, ამასთან ერთად, ამ 8-წლიანი გამოცდილებით, 2017 წლიდან, უფრო სიღრმისეულად გავიცანი მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის საჭიროებები. თითოეული ბაღდათელისთვის ჩვენი კარი ღია იყო, აქტიურად ვუსმენდით თითოეულ მათგანს, ახალგაზრდობასთან მჭიდრო კომუნიკაცია გქვონდა. ამ გამოცდილებამ დამიგროვა ცოდნა, უნარები, რომელიც სჭირდება ბაღდათს და მის პრობლემატურ საკითხებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ნოდარ გიორგიძემ განაცხადა.მან ისაუბრა მუნიციპალიტეტის განახლებულ ინფრასტრუქტურაზე, სკოლების და ბაღების აშენებასა და რეაბილიტაციაზე, გამწვანებაზე, ასევე აღნიშნა, რომ მოეწყო ტურისტული სივრცეები."ბაღდათის ინფრასტრუქტურა, ფასადები, განახლებული შენობები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სკვერები - ამასთან ერთად, არამარტო ქალაქის ცენტრები გალამაზდა, გალამაზებულია ქალაქის გამწვანება, რაც თვალშისაცემია. რამდენიმე სოფელში მოეწყო "სტოპ დრაივები", ტურისტული სივრცეები. ტურიზმის ინფრასტრუქტურის კუთხით, დაახლოებით 14 ღვინის მარანთან მისასვლელი გზები იქნა რეაბილიტირებული, აშენდა არაერთი საბავშვო ბაღი, განხორციელდა სკოლების რეაბილიტაცია, რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს." - განაცხადა გიორგიძემ.მისი თქმით, ბაღდათის გამოწვევა ყოველთვის იყო სასმელი წყალი, უახლოეს მომავალში კი, მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა მოიხსნება, ვინაიდან 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურისტული პოტენციალის განვითარება. "ბაღდათის მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო სასმელი წყლის პრობლემა. აქტიურად მიმდინარეობს სასმელი წყლის, ამასთან ერთად, წყალარინებისა და სანიაღვრე არხების სისტემების მოწყობას. უახლოეს მომავალში ბაღდათი უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი სასმელი წყლით. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აუცილებლად გაგრძელდება, გვინდა, რომ როგორც ქალაქის, ისე სოფლების იერსახეზეც ვიზრუნოთ. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ტურიზმის, ტურისტული მიმართულებების გაძლიერება, რადგან ბაღდათს აქვს ამის პოტენციალი. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ყოველთვის მჭიდრო კავშირი გვქონდეს ახალგაზრდებთან, ვიფიქროთ მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებაზე." - განაცხადა ნოდარ გიორგიძემ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1754921967

ირაკლი კობახიძემ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა - „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს ბაღდათში, ზესტაფონში და ტყიბულში

იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მან მერობის ახალი კანდიდატები დაასახელა ბაღდათში, ზესტაფონში და ტყიბულში, ხოლო, დანარჩენ ცხრა მუნიციპალიტეტში, მმართველი გუნდის კანდიდატები კვლავ მოქმედი მერები ან მერის მოვალეობის შემსრულებლები არიან.„ქუთაისში: დავით ერემეიშვილი, საჩხერეში: ლევან ივანაშვილი, ჭიათურაში: გივი მოდებაძე, ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი, თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე, ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი, სამტრედიაში: დავით ბახტაძე, ხონში: ლადო ჯურხაძე, წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე; ხოლო ტყიბულში - დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიულ ორგანიზაციას.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქართული ოცნება

პოლიტიკა 1754918171

„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგინა.- ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური- გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი- დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი- ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი- სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილიყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე - ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა; ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე - ვაჟა მაღრაძე.ქვემო ქართლში მოქმედ მერებს წარვადგენთ 7-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია:- რუსთავში: ნინო ლაცაბიძე- გარდაბანში: დავით კარგარეთელი- დმანისში: კობა მურადაშვილი- წალკაში: ილია საბაძემარნეულში ჩვენი კანდიდატი იქნება დაური ისმაილოვი, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და სტაჟი; თეთრიწყაროში წარვადგენთ თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს - მიხეილ აფციაურს; ხოლო ბოლნისში წარმატებულ იურისტს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით - ზამური ჭითანავას.მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს - ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში.მცხეთაში ჩვენი კანდიდატი იქნება წარმატებული არქიტექტორი და მენეჯერი - გოგი აბუაშვილი; დუშეთში წარვადგენთ დუშეთის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს - კახაბერ ჩიტაურს; ხოლო ყაზბეგში წარმატებულ ინჟინერს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილებით - კობა გელაძეს.შიდა ქართლში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 4-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია:- გორში: კონსტანტინე ბუზალაძე- ქარელში: ზაზა გულიაშვილი- კასპში: ვახტანგ მაისურაძეხაშურში ჩვენი კანდიდატი იქნება პაატა ჩადუნელი, რომელსაც აქვს კერძო სექტორში უმაღლეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 6-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია:- ადიგენში: გოჩა ქიმაძე- ასპინძაში: როსტომ მაგრაქველიძე- ახალქალაქში: მელქონ მაკარიანი- ნინოწმინდაში: ანივარდ მოსოიანიახალციხეში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ხოლო ბორჯომში მამუკა გელაშვილი, რომელსაც აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში. ესენია:- ქუთაისში: დავით ერემეიშვილი- საჩხერეში: ლევან ივანაშვილი- ჭიათურაში: გივი მოდებაძე- ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი- თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე- ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი- სამტრედიაში: დავით ბახტაძე- ხონში: ლადო ჯურხაძე- წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძებაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე; ხოლო ტყიბულში - დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიულ ორგანიზაციას.რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს. ესენია:- ცაგერში: ჭაბუკი ჭაბუკიანი- ლენტეხში: გიორგი გაზდელიანირაჭაში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ წარმატებულ მეწარმეებს: ამბროლაურში - ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში - დავით ლობჟანიძეს.სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 9-დან 5 მუნიციპალიტეტში. ესენია:- ფოთში: ბექა ვაჭარაძე- ხობში: დავით ბუკია- სენაკში: ვახტანგ გადელია- აბაშაში: გიგა გაბელაია- მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანიზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი - დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი - ჯუმბერ იზორია; მარტვილში წარმატებული მეწარმე - გიორგი ნაჭყებია; ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე - გუბა საჯაია.გურიაში მოქმედ მერს - ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი - პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში, ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე - მინდია ჟღერია.და ბოლოს, აჭარაში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 6-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია:- ქობულეთში: ირაკლი ცეცხლაძე- ხელვაჩაურში: ზაზა დიასამიძე- შუახევში: ომარ ტაკიძე2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატებს. ესენია:- ქედაში: მამუკა თურმანიძე- ხულოში: ვახტანგ ბერიძებათუმში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი - გიორგი ცინცაძე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული

საზოგადოება 1754564700

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული წყალტუბოში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს გაეცნო

წყალტუბოში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი მუნიციპალიტეტის მერთან, გენადი ბალანჩივაძესთან ერთად გაეცნო.ახალი საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კიდევ შვიდ უსახლკარო, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.„სოციალურად მოწყვლადი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა საცხოვრებელი ფართისა ოჯახებს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცემათ.რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში (თერჯოლა, წყალტუბო, სამტრედია, ბაღდათი, ზესტაფონი) უსახლკარო ოჯახების დახმარების პროგრამა მესამე წელია ხორციელდება. პროგრამის ეგიდით წლის ბოლოს 85-მდე ოჯახი იქნება საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი“, – ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.