შალვა პაპუაშვილი: ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება კიდევ დიდხანს გააგრძელებს სიცოცხლეს ჩვენს გულში, სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს

პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს.

„გარდაიცვალა გამორჩეული ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი, რომლის ულამაზესი მელოდიებიც ჩვენი ცხოვრების, მოგონებებისა და ქართული მუსიკალური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

მის სიმღერებში განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ცოცხლობს საქართველო, ჩვენი ქალაქები, ადამიანები და ურთიერთობები. ამ სიმღერებზე თაობები გაიზარდნენ, მათში საკუთარი განცდები და მოგონებები იპოვეს. ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება კიდევ დიდხანს გააგრძელებს სიცოცხლეს თითოეული ჩვენგანის გულში.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს. ნათელი მის ხსოვნას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

✕