giorgi gogoberidze

რჩევები • 1790158438

„გასწავლით ორ ძალიან მარტივ რამეს“ - გიორგი ღოღობერიძე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს

შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები აქტიურდება.ყელის ტკივილის, სურდოსა და ცემინების დროს ბევრი ადამიანი პარაცეტამოლის ან იბუპროფენის შემცველ პრეპარატებს მიმართავს.ექიმი, გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რომ ეს მედიკამენტები ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებას ემსახურება და გაციების ხანგრძლივობას არ ამცირებს.„მე გასწავლით ორ ძალიან მარტივ რამეს, როგორ მოიქცეთ, თუ თქვენი ამოცანაა, რომ გაციების ხანგრძლივობა და მისი სიმძიმე შეამციროთ.პირველი ეხება მეტალს, მეორე კი  მჟავას. მეტალი, რომელიც ამ დროს გვჭირდება, არის თუთია. საზოგადოება მას ცინკის სახელითაც იცნობს. მეორეა C ვიტამინი, ანუ ასკორბინის მჟავა.თუთია გვჭირდება 5 მილიგრამი დღეში, ხოლო C ვიტამინი 300 მილიგრამი დღეში.საქმე ისაა, რომ თუ ცალ-ცალკე მიიღებთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ ორივეს ერთად მიიღებთ, მე გაძლევთ გარანტიას, რომ გაციების ხანგრძლივობა მესამედით შემცირდება და დაავადების სიმძიმეც დაახლოებით მესამედით შემცირდება.სწორედ პირველივე დღეებში, როგორც კი ყელის ტკივილი, სურდო ან ცემინება დაიწყება - თუთია 5 მილიგრამი და C ვიტამინი 300 მილიგრამი. ამას შეუძლია დაავადება თავიდანვე შეგიმსუბუქოთ. როცა ცივდებით, მაინც გინდებათ ამ ჩაების მიღება, ხომ? მაშინ რატომ არ უნდა მიიღოთ დაავადების დასაწყისშივე, პირველივე დღეებში? ოღონდ არა პარაცეტამოლისა და იბუპროფენის შემცველი, არამედ თუთიისა და C ვიტამინის შემცველი.საქმე ისაა, რომ 2017 წლამდე არ იყო დამაჯერებელი კვლევები, რამდენად შეეძლო თუთიას დაავადების ხანგრძლივობის შემცირება. მაგრამ 2017, 2018 და 2019 წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ სასუნთქი გზების მსუბუქი ვირუსული დაავადებების დროს თუთიის მიღებას შეუძლია დაავადების ხანგრძლივობის დაახლოებით მესამედით შემცირება.ზოგი თუთიას მიიღებს, ზოგი  C ვიტამინს, მაგრამ მარტო ის კი არ უნდა იცოდეთ, რომ მათი მიღება შეიძლება, არამედ სწორი დოზებიც უნდა იცოდეთ. თუ დოზა სწორად ვერ გათვალეთ, აზრი არ აქვს. თუთია 5 მილიგრამი უნდა იყოს დღე-ღამეში  არც მეტი, არც ნაკლები, ხოლო C ვიტამინი -300 მილიგრამი, არც მეტი და არც ნაკლები, როცა საქმე გაციების მართვას ეხება.დაავადების სწორად მართვა მხოლოდ მაშინ არ უნდა დაიწყოთ, როცა უკვე რთულად ხართ. ყურადღება პირველივე სიმპტომებიდან უნდა მიაქციოთ, თუ გინდათ, რომ შედეგი რაც შეიძლება კარგი იყოს“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

გულის შეტევა

საზოგადოება • 1789595902

„რა არ უნდა გააკეთოთ გულის შეტევის დროს“ – ექიმი გაფრთხილებთ

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც ადამიანებს გულის შეტევის ამოცნობასა და მასთან გამკლავებაში დაეხმარება.„რა უნდა გააკეთოთ და რა არა – გულის შეტევის დროს. მოდი ამ ყველაფერს უკეთესად აგიხსნით. გულის შეტევა, ეს არის მიუკარდიუმის ინფარქტი, ამ დროს ჩვენი გულის კუნთი საკმარის სისხლს ვერ იღებს. ამ დროს ადამიანს გულის არეში აქვს მოჭერის და ძლიერი ზეწოლის შეგრძნება.ეს ტკივილი არ იცვლება არც ჩასუნთქვით და არც მოძრაობით. გულის შეტევის დროს ასევე ვითარდება ქოშინი. ადამიანს ჰაერი არ ჰყოფნის. არ დაელოდოთ ტკივილის გასვლას და დარეკეთ სასწრაფოში. ამ დროს სწრაფად მოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.ამ დროს უნდა დამშვიდდეთ და წამოწვეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაიტვირთოთ მოქმედებით. წამოწექით და მუხლები მოხარეთ. ასე გულს სისხლი ნაკლებად მიაწვება. ინფარქტის შემთხვევაში ხშირად სასწრაფოს მოსვლამდე ჩაღეჭავენ ხოლმე ასპირინს. ეს სწორია, თუმცა სახიფათოა თუ ადამიანს ასპირინზე ალერგია აქვს. მნიშვნელოვანია, რომ თუ გაქვთ სიმპტომები არ დაიწყოთ ფიქრი და დარეკოთ 112-ში“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ნაწლავის სიმსივნე

საზოგადოება • 1789590495

„ეს 3 პროდუქტი იწვევს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას“ - ექიმის გაფრთხილება

გადამუშავებული ხორცპროდუქტების, მათ შორის ბეკონის, სალიამისა და ჰოთ- დოგის ხშირი მოხმარება ჯანმრთელობისთვის რისკებთან არის დაკავშირებული. ექიმი გიორგი ღოღობერიძე მშობლებს ურჩევს, აღნიშნული პროდუქტები ბავშვების ყოველდღიური რაციონის ნაწილად არ აქციონ.„აი, ეს სამი პროდუქტი იწვევს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას. ეცადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ისინი თქვენს შვილებს. ბავშვებისთვის ისინი კატეგორიულად არ შეიძლება და არც თქვენთვის არის სასურველი. პირველი არის ბეკონი, მეორე – სალიამი და მესამე – ჰოთ-დოგი.ეს სამი პროდუქტი მიეკუთვნება პირველი ჯგუფის კარცინოგენებს. ამიტომ ეცადეთ, რეგულარულად არ მიირთვათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს არის ბეკონი, ჰოთ-დოგი და სალიამის შემცველი სენდვიჩები.ახლა რატომ? ეს პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს ნატრიუმის ნიტრატსა და ნატრიუმის ნიტრიტს. მათ ხორცპროდუქტებს კონსერვაციისთვის ამატებენ – რათა ხორცი სწრაფად არ გაფუჭდეს. ამასთან, ისინი პროდუქტს აძლევს დამახასიათებელ ფერსა და გემოს.როდესაც ადამიანი ასეთ პროდუქტებს მოიხმარს, გარკვეულ პირობებში შეიძლება წარმოიქმნას ნიტროზამინები. ეს ნაერთები ორგანიზმში დნმ-ის დაზიანებასთან და სიმსივნური პროცესების განვითარების რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ ეცადეთ, რომ ბეკონი, სალიამი და ჰოთ-დოგი ბავშვებს არ მისცეთ და უკეთესი იქნება, თუ თავადაც მაქსიმალურად შეზღუდავთ მათ მოხმარებას“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.  

ღოღობერიძე

საზოგადოება • 1789479120

„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ გადააგდეთ… მისი გამოყენება საზიანოა” - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს ნივთს, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება და თან, არაერთი და მისი გამოყენება საზიანოა.„ნივთი, რომელიც სახლში არასდროს უნდა გქონდეთ და თუ გაქვთ, უნდა გადააგდოთ - ეს არის დასაბანი ღრუბელი. ეს არის ბაქტერიების ბუდე, ხშირად, სოკოებისაც. როდესაც თქვენ ამით იბანთ, კანზე არსებული ბაქტერიები და ჭუჭყი ამაზე გადმოდის და მრავლდება. სანამ ეს გაშრება იმდენი გამრავლდება, რომ შემდეგი გამოყენების დროს,  მექანიკური ხეხვის შემთხვევაში, კანში მყარად ჩაჯდება. ამიტომ არის, რომ ზურგზე გამონაყარი არასდროს გირჩება. ფოლეკულიტი, მექანიკური აკნე, ატოპიური დერმატიტი და კიდევ ბევრი სხვა.გეტყვი, რა უნდა გააკეთო: პირველ რიგში, ღრუბელი უნდა გადააგდო. თუ გადაგდება არ გინდა, კვირაში 2-ჯერ კარგად გარეცხე ცხელი წყლით, ანტისეპტიკით და კარგად გააშრე, რომ ბაქტერიებმა გამრავლება ვერ მოასწრონ. კიდევ უფრო უკეთესი, თუ ოჯახის ყველა წევრს, საკუთარი ღრუბელი ექნება“, - ამბობს ღოღობერიძე.

გიორგი ღოღობერიძე

საზოგადოება • 1789476480

გიორგი ღოღობერიძე 4 მნიშვნელოვან ფაქტზე გვაფრთხილებს

თავის ტკივილის დროს ბევრი ადამიანი თვითნებურად ტკივილგამაყუჩებელს იღებს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველა შემთხვევაში მედიკამენტის მიღება უსაფრთხო არ არის.ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას ციტრამონის გამოყენებასთან დაკავშირებით აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ პრეპარატის მიღებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.ციტრამონის შემადგენლობაში რამდენიმე მოქმედი ნივთიერებაა, მათ შორის ასპირინი და კოფეინი. სწორედ ამიტომ, მისი მიღება ყველა ტიპის თავის ტკივილის დროს ერთნაირად მიზანშეწონილი არ არის.1. ციტრამონი ყველა თავის ტკივილისთვის არ არის გამოსავალითავის ტკივილს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ხშირი ან განმეორებადი ტკივილის დროს მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლის მიღებამ შესაძლოა რეალური მიზეზის დადგენა დააგვიანოს.2. ყურადღება უნდა მიექცეს კოფეინსციტრამონში შემავალი კოფეინი ზოგიერთ ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, თუმცა მისი ხშირი გამოყენება არასასურველია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენ კოფეინს იღებს ადამიანი დღის განმავლობაში ყავის, ენერგეტიკული სასმელებისა და სხვა პროდუქტების სახით.3. სიფრთხილეა საჭირო კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროსასპირინის შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს კუჭის გაღიზიანებისა და სისხლდენის რისკი. ამიტომ გარკვეული დაავადებებისა და მედიკამენტების ფონზე ციტრამონის მიღება ექიმთან შეთანხმებას საჭიროებს.4. ხშირი თავის ტკივილი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთთუ ადამიანს თავის ტკივილი ხშირად უმეორდება ან ტკივილი ჩვეულებრივისგან განსხვავებულია, მნიშვნელოვანია მიზეზის გარკვევა და არა მხოლოდ სიმპტომის დროებით მოხსნა.ექიმების რეკომენდაციაა, რომ ტკივილგამაყუჩებლების ხშირი და თვითნებური გამოყენება თავიდან ავიცილოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავის ტკივილი განმეორებადი ხდება ან მას სხვა სიმპტომებიც ახლავს.

 გიორგი ღოღობერიძე

საზოგადოება • 1789039740

„ამის არ გათვალისწინება, შესაძლოა, თავის ტვინის გარსების ანთებით დასრულდეს“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს.„არ გაშინებთ და გაპანიკებთ, მაგრამ ამის არ გათვალისწინება შესაძლოა თავის ტვინის გარსების ანთებით, ჩირქების ფორმირებით დასრულდეს. ამ ვიდეოს ძალიან ყურადღებით მოუსმინეთ და ეცადეთ ბევრ ადამიანს გაუზიაროთ. ადამიანს სახეზე აქვს სიკვდილის სამკუთხედი. პირველი ადგილი ეს არის, სადაც შუბლის ძვალი უერთდება ცხვირს და მთავრდება ტუჩის კუთხეებთან.თუ ამ ადგილებში გექნებათ ჩირქგროვა, არასდროს მას ხელით არ შეეხოთ. ადამიანებს აქვთ სახის ვენები, რომლებსაც ძირითადად სარქველები არ აქვს. თუ ასეთ ადგილზე ადამიანი ჯირკვალს ხელით შეეხება, შესაძლოა ბაქტერია რეტროგრადულად თავის ქალას ღრუში“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე. 

გიორგი ღოღობერიძე

საზოგადოება • 1788774240

„ამ პრეპარატების მშიერზე გამოყენებამ, შესაძლოა შაქრის ვარდნა გამოიწვიოს...“ - ექიმის საგანგებო გაფრთხილება

გიორგი ღოღობერიძე 6 პრეპარატს ასახელებს, რომელთა მიღებაც მშიერზე არ შეიძლება. მედიკოსი გვაფრთხილებს, რომ აღნიშნული წამლების მშიერზე მიღებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა: კარდიომაგნილი - რომელიც არ უნდა დალიო მშიერზე, მით უმეტეს თუ გაწუხებს გულძმარვა, გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. არ მიიღო მშიერზე  ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ან ნებისმიერი სიცხის დამწევი საშუალება, მით უმეტეს თუ ხარ ასაკში და სვამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ან მაღალ დოზებში – ამ შემთხვევაში ხშირია კუჭიდან სისხლდენების რისკი. სტეროიდები - მაგალითად დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი და სხვა – ეს მედიკამენტები აუცილებლად მხოლოდ საკვების შემდეგ მიიღე. რაც შეეხება დამწევ საშუალებებს, მაგალითად მედფორმენი, სიოფორი და ასე შემდეგ ამ პრეპარატების მშიერზე გამოყენებამ, შესაძლოა შაქრის ვარდნა გამოიწვიოს. C ვიტამინი, რომელიც კუჭს აღიზიანებს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ უჭმელზე და ბოლოს დოქსიციკლონი რომლის მშიერზე მიღება იწვევს ღებინებას“ – ამბობს ღოღობერიძე. 

მწვადი

საზოგადოება • 1788463711

„მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ“ - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე მწვადის დამწვარი ნაწილის მავნებლობაზე საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს.„თუ მწვადი ძალიან გიყვართ, იცოდეთ, რომ ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და თუ ხედავთ, რომ სხვა მიირთმევს, აუცილებლად აუკრძალეთ. მწვადის დამწვარი ნაწილი არ მიირთვათ და აუცილებლად მოაცილეთ. მასში ძალიან ბევრია ჰეტეროციკლური ამინები. ყოველთვის მოაცილეთ ეს შავი ნაწილები, რადგან ისინი თქვენს ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს. მწვადი უნდა იყოს ბალანსირებულად შემწვარი“, – ამბობს ონკოლოგი.

გიორგი ღოღობერიძე

საზოგადოება • 1788454782

„ამ პროდუქტებს მაქსიმალურად მოერიდეთ“ - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან რეკომენდაციას აძლევს და მშობლებს მოუწოდებს, ბავშვების რაციონში გარკვეული პროდუქტების ხშირი მოხმარება შეზღუდონ.როგორც ღოღობერიძე განმარტავს, საუბარია გადამუშავებულ ხორცპროდუქტებზე - მათ შორის ბეკონზე, სალიამსა და ჰოთ-დოგზე. მისი თქმით, აღნიშნული პროდუქტების რეგულარული მოხმარება ჯანმრთელობისთვის არასასურველ რისკებთან არის დაკავშირებული.„ბეკონი, სალიამი და ჰოთ-დოგი ბავშვებს არ მისცეთ და უკეთესი იქნება, თუ თავადაც მაქსიმალურად შეზღუდავთ მათ მოხმარებას“, - ამბობს ექიმი.მისი განმარტებით, ამ ტიპის პროდუქტებში ხშირად გამოიყენება კონსერვანტები, მათ შორის, ნატრიუმის ნიტრატი და ნიტრიტი, რომლებიც გარკვეულ პირობებში ნიტროზამინების წარმოქმნას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ექიმი მოსახლეობას ურჩევს, გადამუშავებული ხორცპროდუქტები ყოველდღიური კვების ნაწილად არ აქციონ.

მეხსიერების პრობლემა

რჩევები • 1788188880

VIDEO: რომელი მედიკამენტები იწვევს მეხსიერების გაუარესებას, შესაძლოა, მას ყოველდღიურად სვამთ - ექიმის რჩევა

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთა ხანგრძლივი დროის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, მეხსიერება გაგიუარესდეთ:- ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ მეხსიერების გაუარესება არა მარტო დაავადებებით, არამედ იმ მედიკამენტებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, რომელთაც ყოველდღე სვამთ. მაგრამ, არ გიფიქრიათ, რომ ეს მედიკამენტი შესაძლოა, სწორედ რომ მეხსიერების გაუარესების მიზეზი იყოს. ზოგადად, მეხსიერების გაუარესება ნებისმიერ წამალს შეუძლია, როცა ის ხანგრძლივი დროითა და მაღალი დოზებითაა გამოყენებული. მაგრამ, არის გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც მეხსიერების გაუარესების განსაკუთრებული უნარით ხასიათდებიან, როცა მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებენ. 

გიორგი ღოღობერიძე

საზოგადოება • 1788116822

„ეს ნიშნები უყურადღებოდ არ დატოვო!“ - გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას აფრთხილებს

„ეს ნიშნები უყურადღებოდ არ დატოვო!“ – 5 დაავადება, რომელიც წონაში უნებლიედ კლებას უკავშირდება - გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას აფრთხილებს. „თუ ხართ 70 კგ და ბოლო 6 თვეში დაიკელი 3,5- ზე მეტი ისე, რომ არ შეგიცვლია კვების სტილი და არ გაგიზრდია ფიზიკური აქტივობა, მაშინ ეს არის ძალიან საყურადღებო. საქართველოს რეალობაში, წონის კლებას ბოლო 6 თვეში შესაძლოა იწვევდეს ხუთი სხვადასხვა დაავადება, ესენია: სიმსივნეები, ენდოკრინული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი,ფარისებრი ჯირკვალი, ცელიაკია ან სხვა მსგავსი პათოლოგიები, შესაძლოა იყოს ტუბერკულოზიც კი და ბოლოს შესაძლოა იყოს აივ ინფექცია“, – ამბობს ექიმი.   @giorgighoghoberid7 ეს ნიშანი უყურადღებოდ არ დატოვო ♬ Last Hope - Steve Ralph

გიორგი ღოღობერიძე

საზოგადოება • 1788091560

„3 მარტივი გამოკვლევა, რომელიც მამას, ბიძას, ბაბუას დიდხანს გიცოცხლებთ...“ - გიორგი ღოღობერიძის რჩევა

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „3 მარტივი გამოკვლევა, რომელიც მამას, ბიძას, ბაბუას დიდხანს გიცოცხლებთ.ეს ძვირფასი ხალხი რომ ჯანმრთელად გვყავდეს, ეს 3 რაღაც უნდა გავაკეთოთ.50 წლის ზემოთ მამაკაცები უნდა შემოწმდნენ პროსტატის სიმსივნეებზე, რაც მარტივი შესამოწმებელი. ეს საჭიროა, რათა დროული ზომები მივიღოთ.მეორე შემოწმებაა მწეველების შემთხვევაში და ეს არის ფილტვის სიმსივნეზე შემოწმება დაბალ დოზიანი ტომოგრაფიით.და მესამე, ეს არის მსხვილი ნაწლავის შემოწმება სიმსივნეზე.ეს სამი სიმსივნე საქართველოში ძალიან გავრცელებულია, ამიტომ დამერწმუნეთ, სამივე საჭიროებს შემოწმებას“, – ამბობს ღოღობერიძე. 

✕