ანა ხუბეჯაშვილი

სამართალი 1781798137

ბრალდების მხარემ 4 მოწმე დაკითხა, მათ შორის პარლამენტის წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პარლამენტის ფუნქციონირება იყო შეფერხებული - პროკურორი საბოტაჟის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მიმდინარეობდა.როგორც საქმის პროკურორი ანა ხუბეჯაშვილი აცხადებს, სხდომაზე, ბრალდების მხარემ  4 მოწმე დაკითხა. მათ შორის იყვნენ: პარლამენტის წარმომადგენელი და საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირები.„სხდომაზე, ბრალდების მხარემ დაიკითხა 4 მოწმე. დღეს დაიკითხა პარლამენტის წარმომადგენელი, რომელმაც გვითხრა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე დროის შუალედში პარლამენტის ფუნქციონირება იყო შეფერხებული. ასევე, მან ისაუბრა იმ ზიანის შესახებ, რომელიც ძალადობრივი აქციების შედეგად მოქალაქეთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად მიადგა უშუალოდ საქართველოს პარლამენტს. ასევე დავკითხეთ საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირი, პოლიტიკური პარტიების ოფისების ჩხრეკის ჩამტარებელი გამომძიებელი, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული იყო სხვადასხვა სახის ნივთები, რომლებიც ძალადობრივი აქციების დროს იყო გამოყენებული.მიზნობრიობასთან დაკავშირებით ასევე გვესაუბრა ელენე ხოშტარიას განმარტებებზე, რომელმაც პირდაპირ დაადასტურა ამ საგამოძიებო მოქმედებების დროს, რომ აღნიშნული ნივთები გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამართალდამცველების დასაზიანებლად და წინააღმდეგობის გასაწევად. ასევე დავკითხეთ ორი გამომძიებელი, რომლებმაც ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა 2024 წლის 28 ნოემბერს. მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ძალადობისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ. ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ მათი ქმედებების შემდეგ, პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ხდებოდა გარკვეული სახის დაპირისპირება და ეს ყოველივე პირდაპირ დაკავშირებული იყო ამ პირთა მოწოდებებთან," - აცხადებს პროკურორი ანა ხუბეჯაშვილი.ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვთ წარდგენილი. მათ შორის საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი 1781776967

საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მიმდინარეობს.დღეს პროკურატურის მოწმეებს გამოკითხავენ და მტკიცებულებებს გამოიკვლევენ."დღეს დაიკითხება 7 პირი. დაიკითხებიან საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირები, რომლებიც პარტიების ოფისის ჩხრეკებში მონაწილეობდნენ. ასევე, დაიკითხება პარლამენტის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ პარლამენტის ფუნქციონირების შეწყვეტასთან და მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მოგვაწვდის ინფორმაციას. გარდა ამისა, დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებიც იმყოფებოდნენ დანაშაულის ადგილზე და ფლობენ ინფორმაციას საქმეზე არსებულ ბრალდებული პირების ძალადობრივი მოწოდებებთან დაკავშირებით. ამ საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ვიდეო-ჩანაწერები, საჯაროს გავრცელებული ინფორმაცია მათი მოწოდებების, ასევე, არაერთი გამომძიებლისგან მოწოდებული ინფორმაცია მათი ძალადობრივი ქმედებების შესახებ," - აღნიშნა პროკურორმა ანა ხუბეჯაშვილმა.მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვთ სხვადასხვა მუხლით, მათ შორის საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებისთვის.

გიორგი ვაშაძე

პოლიტიკა 1779886245

გიორგი ვაშაძე: გუშინდელ აქციაზე იყო იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე მოველოდი, აცდა რამდენიმე ათეულ ათასს, მორჩა და დამთავრდა

ალიანსის მიერ ორგანიზებული აქცია იყო საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი ფაზის შემაჯამებელი შეკრება. ახლა ვიწყებთ საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზას, რომლის ძირითადი სახელწოდება არის „საქართველო იმსახურებს უკეთესს“, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.მისივე თქმით, „მეორე ფაზის მთავარი საკითხი არის მეტი და მეტი, ღრმა და ღრმა, პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან“.„ისევ და ისევ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გუშინდელ დღეს. ყოველი დღე უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გუშინდელი დღე შედგა. პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, ვინც მოვიდა დიდ შეკრებაზე. მადლობა ნდობისთვის, რომელიც გამოგვიცხადეთ. ალიანსის მიერ ორგანიზებული აქცია ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო. ეს იყო საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი ფაზის შემაჯამებელი შეკრება. მინდა, ღიად ვთქვა, რომ, ფაქტობრივად, ახლა ვიწყებთ საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზას, რომლის ძირითადი სახელწოდება არის „საქართველო იმსახურებს უკეთესს“. ეს გზავნილი მოდის ხალხისგან, სწორედ იმ ადამიანებისგან, ვისაც ქუჩაში ვხვდებოდით და ვაკვირდებოდით, ძირითადად რა განწყობა მოდიოდა ადამიანებისგან, რა შინაგანი გულისთქმა ჰქონდა ამ ხალხს. ვფიქრობ, სწორი გზავნილია იმ კამპანიის, რომელსაც გავააქტიურებთ ალბათ რამდენიმე დღეში, მოსამზადებელი სამუშაოები გვექნება. მეორე ფაზის მთავარი საკითხი არის მეტი და მეტი, ღრმა და ღრმა, პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, შეგვიძლია პირდაპირი ურთიერთობა ხალხთან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვტკივა მათი პრობლემები, ძალიან კარგად გვესმის, რაც მათ აწუხებთ, იქნება ეს ფასები, ჯარიმები, ბავშვების წამალი თუ მძიმე ფონი, რომელიც არის მიგრაციის, დემოგრაფიის, გახლეჩილი ოჯახების კუთხით. მეორე ნაწილში, გარდა პირდაპირი კომუნიკაციისა, აუცილებლად გვექნება ბევრი თემატიკა, რომელშიც ვაჩვენებთ ხალხს, რომ ჩვენ ვართ ის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია, თავის თავზე აიღოს არა მხოლოდ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, არამედ პასუხი გასცეს ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ხალხს ასე ძალიან აწუხებს. შევეცდებით, ყველასთან მივიდეთ. ნახეთ, რომ არ გავჩერებულვართ ორი კვირის განმავლობაში დედაქალაქში. პირველი ეტაპი იყო დედაქალაქი. ჩვენ ვთქვით, რომ 26 მაისს დედაქალაქი გამოსულიყო, შემდეგი იქნება მთელი საქართველო. ვაჩვენეთ, რომ არათუ არ გვერიდება, პირიქით, ძალიან თბილი ურთიერთობა დამყარდა ჩვენსა და საზოგადოებას შორის. ამან გამოიწვია გუშინ პოზიტიური კულმინაცია. ჩვენ გვსურს ხალხის გამთლიანება, „ოცნებას“ – გათითოკაცება. მათი დღევანდელი განცხადებებიც პირდაპირ მიუთითებს, რომ არ სურთ ხალხთან საუბარი. „ქართული ოცნების“ არცერთ მხარდამჭერს არასდროს მოვიხსენიებ ისე, როგორც ისინი მოიხსენიებენ ჩვენს მხარდამჭერებს. ჩემთვის ყველა არის საქართველოს მოქალაქე, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. ასე რომ, ვიწყებთ ახალ ფაზას, მადლობა და მე კმაყოფილი ვარ. პირდაპირ გეტყვით, რომ გუშინდელი დღე ჩემთვისაც იყო ტესტი, ვაგრძელებთ ბრძოლას, თუ სხვა რამ უნდა მოვიმოქმედოთ. გუშინ ქართველი ხალხისგან ერთი მთავარი გზავნილი მივიღე – ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არავის არაფრის ეშინია, არავინ უკან დახევას არ აპირებს. არა მხოლოდ ჯარიმებს ჩამოვწერთ და ყველა უსამართლობას დავასრულებთ, არამედ პატიმრებს გავათავისუფლებთ და ყველა პრობლემას მივხედავთ. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ დაშინების, წნეხის მიუხედავად, ამდენი ადამიანი გამოვიდა. რაც შეეხება რაოდენობას, ძალიან მკაფიო პასუხს მოგცემთ, იყო იმაზე მეტი, ვიდრე მოველოდი. ამისთვის დიდი მადლობა. აცდა რამდენიმე ათეულ ათასს, მორჩა და დამთავრდა. ამაზე მეტი იქნება შემდეგზე, მეორე ფაზის დასასრულზე – კიდევ მეტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტრატეგია აღმაშენებელი

პოლიტიკა 1779881003

სლოგანი "საქართველო იმსახურებს უკეთესს" 200-კაციან შეხვედრაზე განვიხილეთ, ეს სლოგანი მოდის ხალხისგან. არ ვიმსახურებთ მართლა უკეთესს? - გიორგი ვაშაძე

იგორ ბლაჟევიჩის გეგმის რეალურობა დადასტურდა - ღამით აქციაზე პროცესი ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ეს, "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, უცხოელი კონსულტანტის გეგმით იყო გაწერილი.ოპოზიციის ლიდერებმა ბლაჟევიჩის დავალებულ თემებზე ისაუბრეს და, მისივე დავალების მიხედვით, აქციის ბოლოს საზაფხულო კამპანიის დაწყება დააანონსეს."სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებლის, გიორგი ვაშაძის თქმით, კამპანიის სლოგანი - "საქართველო იმსახურებს უკეთესს" - 200-კაციან შეხვედრაზე განიხილეს და ის თავად ხალხისგან მოდის."ეს სლოგანი განვიხილეთ 200-კაციან შეხვედრაზე. ხალხს ვკითხეთ, შაბათს რომ გვქონდა შეხვედრა, და ვკითხეთ ადამიანებს, რას ფიქრობთ ამ სლოგანზე. იქ განვიხილეთ და რა არის აქ განსაკუთრებული? პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს სლოგანი მოდის ხალხისგან. მეტროებთან რომ ვიდექით და ხალხს ვხვდებოდით, მათგან მოდის. არ ვიმსახურებთ მართლა უკეთესს? ჩვენ წინასწარ ვთქვით, რას და როგორ ვაპირებდით. გაცილებით მეტი გვქონდა დაგეგმილი აპარატურა, ნორმალურად რომ შეგვეტანა, სხვადასხვა ინიციატივა, ეს მომავალში იქნება. შეეშვით ამ ტყუილებს. იყო გაცილებით მეტი [ადამიანი აქციაზე], ვიდრე მე მოველოდი და ამისთვის დიდი მადლობა“, - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე.

ალიანსი

პოლიტიკა 1779778166

"Prime Time"-მა ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა ექსკლუზიურად მოიპოვა

 "Prime Time"-მა ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის, იგორ ბლაჟევიჩის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა ექსკლუზიურად მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ქართულ პოლიტიკაში ბლაჟევიჩის აქტიური ჩართულობისა და არეულობის დაგეგმვის თაობაზე, ჩეხ ინსტრუქტორთან ურთიერთობა მხოლოდ ორ ადამიანს დარჩა, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიაა."Prime Time"-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოპოზიციისთვის ქვეყნის გარედან მიცემული დავალება ორ ნაწილად იყოფა: პირველი ხაზი გაერთიანებულია სათაურის ქვეშ "ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს", სადაც საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ ქართველი ხალხი არის იმედგაცრუებული, შეშინებული და დაღლილი, მიდიან ემიგრაციაში, ხალხი უსამართლობაზე და მაღალ ფასებზეა გაბრაზებული.მოწოდებული ინფრომაციის თანახმად, ამ ყველაფრით დარტყმა უნდა მიადგეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის უმნიშნელოვანეს მონაპოვარს - ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ინსტრუქციის მიხედვით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის დარტყმის მიყენება და წარმოჩენა, თითქოს "ოპოზიციის ალიანსი" ამ ყველაფრის დასაბრუნებლად შეიქმნა. ქვეყნის გარედან გაცემული დავალება ასეთია: ოპოზიციონერებმა თავიანთი გამოსვლებით ხალხი უნდა დაარწმუნონ, რომ ივანიშვილი კი არ არის ძლიერი, არამედ, აქამდე ვერავინ შეძლო ოპოზიციური აქტივის გაერთიანება და ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს ამ ხალხის ერთად შეკვრა.ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, როგორ გადანაწილდა დავალებები ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს შორის: ქვეყნის მდგომარეობაზე, სუვერენიტეტის დაკარგვასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმა დაევალა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს; პარტია "დროამ" უნდა ისაუბროს ე.წ. პოლიტიკურ პატიმრებსა და პროტესტის უწყვეტობაზე; გვარამიას პარტია "ახალმა" უნდა ისაუბროს 26 მაისის შეკრების მიზეზების შესახებ და ახსნას მთავარი პოლიტიკური არსი.ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ დავალების მიხედვით შესაძლოა კარგი იყოს, "აქციაზე რაიმე მძიმე ადამიანური ისტორიის მოყოლა". "ევროპული საქართველო", უცხოელების დავალების შესაბამისად, ემიგრაციაზე, ჯანდაცვის პრობლემებზე და დიუშენის დაავადებაზე ისაუბრებს. რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", პარტიამ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლების შეცვლის გზებზე. "თავისუფლების მოედნის" სასაუბრო თემა კი, ინსტრუქციის თანახმად, რეგიონები და თვითმმართველობებია. უცხოელ პატრონებს, არც დღევანდელ აქციაზე გამომსვლელთა შერჩევა დავიწყებიათ.ჩვენთვის ცნობილია სავარაუდო გამომსვლელების ვინაობა, რომლებიც, ძირითად შემთხვევაში, მათივე პარტიებისთვის გადანაწილებული თემების შესაბამისად დასვამენ აქცენტებს. ჩვენს ხელთ არსებული სია ასე გამოიყურება: ლევან ცუცქირიძე - რეგიონები, თენგო თევზაძე - ახალი არჩევნები, გიგი წერეთელი - პოლარიზაცია, სამედიცინო თემები, დიუშენის დაავადება; გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი - უსაფრთხოება; გიორგი ვაშაძე - გაფრთოების კამპანია, ოპოზიციის ალიანსი, ჯარიმები; ნანა ტოხვაძე - ემიგრანტების თემა. გამომსვლელები არიან ასევე, ნოდარ ჩაჩანიძე და ნიკა გვარამია."Prime Time"-ის ინფორმაციით, აქციის ბოლოს უნდა გამოცხადდეს საზაფხულო კამპანია - "ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“. ოპოზიციის დავალებაა, შექმნას განცდა, რომ მათი ერთობა რეალური და ნამდვილია და მაქსიმალურად შეეცადონ შიდა დაპირისპირების დამალვას.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირება არ არის მხოლოდ ოპოზიციის შიგნით - ჩვენთვის ცნობილია, რომ გარკვეული უთანხმოება იყო იგორ ბლაჟევიჩსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის, რისი მიზეზიც გახდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ქმედება - მათ აქციაზე გამოსასვლელი სიტყვები ChatGPT-ის დახმარებით დაწერეს, რაზეც ბლაჟევიჩმა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს მკაცრი გაფრთხილება მისცა .

პოლტიკა

პოლიტიკა 1779450780

გააერთიანეს ეს "კარენნოი ნაცმოძრაობა" და "ნეო ნაცები" და დაირქვეს ვითომ ალიანსი. ბუნებრივია, რომ თავიანთი პირობითი მოღვაწეობის დროს ერთმანეთს "კბენენ" - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციურ ალიანსში არსებული დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი დაპირისპირება ბუნებრივია.ზარქუას თქმით, გიორგი ვაშაძეს ლიდერის მანტია აქვს მორგებული, რასაც თამარ ჩერგოლეიშვილი "არ გაუტარებს"."გააერთიანეს ეს "კარენნოი ნაცმოძრაობა" და "ნეო ნაცები" და დაირქვეს ვითომ ალიანსი. ბუნებრივია, თავიანთი პირობითი მოღვაწეობის დროს ერთმანეთს "კბენენ". შეუძლებელია ჩერგო დარჩეს ისე, რომ ვიღაცას არ გაკრას. ზოგჯერ სამართლიანად სხვათა შორის, ესეც მინდა აღვნიშნო. ახლა ვაშაძემ რა უნდა ქნას? თავი უნდა დაიცვას და ლიდერის მანტია მოისხას. ამას აკეთებს და ამას გაუტარებს ჩერგო? არა. ორივეს არ უტარებს მათ ბელადი, რომელიც მოძღვრავს მას და არიან ამ აურზაურში. ბუნებრივია, ამათი დალაგებული ქვეყანა არ გაიშვას", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.შეგახსენებთ, ოპოზიციურ ალიანსში მორიგი განხეთქილებაა. ამჯერად ერთმანეთს გიორგი ვაშაძე და თამარ ჩერგოლეიშვილი დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ მხარდამჭერ არხებზე საეთერო დროის გადანაწილებაზე დაობენ და ერთმანეთის მისამართით უცენზურო გამონათქვამებსაც არ იშურებენ.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა 1779448107

საქმე ვაკეთოთ და ნაკლები დრო დავუთმოთ ბრძოლას ერთმანეთის წინააღმდეგ - ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციას

მორიგი განხეთქილება ოპოზიციურ ალიანსში - ამჯერად ერთმანეთს გიორგი ვაშაძე და თამარ ჩერგოლეიშვილი დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ მხარდამჭერ არხებზე საეთერო დროის გადანაწილებაზე დაობენ და ერთმანეთის მისამართით უცენზურო გამონათქვამებსაც არ იშურებენ."ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საჭიროა ოპოზიციამ საქმე აკეთოს და ნაკლები დრო დაუთმოს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას."მე არ შევალ იმ შეფასებებში, როდის რა მუხლი დაირღვა ალიანსის შიგნით. ყველასთვის ნათელია, რომ მომართულები უნდა ვიყოთ არა ისეთი განცხადებების გაკეთებისკენ, რომელიც იქნება კრიტიკული, არამედ უფრო მზად და ღია უნდა ვიყოთ თანამშრომლობისთვის, ერთად მუშაობისთვის და არ უნდა ვეძებოთ კონფლიქტის მიზეზი. ამაზე კონკრეტული მსჯელობა იქნება, მანამდე ნამდვილად არ ვაპირებ პერსონალური კომენტარების გაკეთებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმე ვაკეთოთ და ნაკლები დრო დავუთმოთ ბრძოლას ერთმანეთის წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ნინო წილოსანი

პოლიტიკა 1779446664

ნინო წილოსანი ოპოზიციურ ალიანსზე: ვხედავთ რაოდენ უსუსურია მათი მცდელობები, ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ

ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები სრულად ემიჯნებიან იმ ვითომ გაადამიანურებულ „ნაცმოძრაობის“ დანაყოფს, რომელსაც წარმოადგენენ ჩერგოლეიშვილი, გვარამია და ვაშაძე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.„თუმცა ვხედავთ, რაოდენ უსუსურია მათი მცდელობები, ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ“, - აღნიშნა მან.წილოსანმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციაში განხეთქილება კიდევ უფრო მძაფრდება.ოპოზიციაში დაპირისპირება ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც „ტვ პირველს“ ერთ-ერთ ფეისბუქ-პოსტში „უბორნია“ უწოდა და განაცხადა, რომ ამ ტელევიზიაში ის დაბლოკილია. ჩერგოლეიშვილის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფას გიორგი ვაშაძე პირად შეურაცხყოფად იღებს.

სტრატეგია აღმაშენებელი

პოლიტიკა 1779437405

გიორგი ვაშაძე: იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტვ "პირველის" და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები, ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ამავე გაერთიანების ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ "ტვ პირველის" მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ ჩერგოლეიშვილის განცხადებებს პირად თავდასხმად განიხილავს.ვაშაძის თქმით, ის თავს დაბლოკილად არც ერთ მედიაში არ გრძნობს და მადლობას უხდის "ტვ პირველს" იმისთვის, რომ "გმირულად აგრძელებენ მაუწყებლობას.""სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტვ “პირველის” და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები. მინდა, პირველ რიგში, უდიდესი მადლობა გადავუხადო "ტვ პირველს", მის თითოეულ ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომლებიც ამ უმძიმეს, ურთულეს პოლიტიკურ და ფინანსურ პირობებში, ყოველდღიური სამართლებრივი თუ ეკონომიკური წნეხის მიუხედავად, გმირულად აგრძელებენ მაუწყებლობას და საზოგადოებას სიმართლეს აწვდიან. კრიტიკული მედიის არსებობა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მადლობას ვუხდი ყველა სხვა თავისუფალ მედიასაშუალებასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომლებიც ანალოგიური დარტყმების ფასად ინარჩუნებენ სიმართლის პლატფორმას. ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ. მე თავს დაბლოკილად არცერთ თავისუფალ მედიაში არ ვთვლი. დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი მუშტად შეკვრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დიდი გამარჯვების გზაზე!" - წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილმა, "ტვ პირველს" ერთ-ერთ ფეისბუქ-პოსტში "უბორნია" უწოდა და განაცხადა, რომ ამ ტელევიზიაში ის დაბლოკილია.

გიორგი ვაშაძე

პოლიტიკა 1779274514

გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ ჩემგან გადაეცით, ნუ დარბიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, გასაღები იქ არ არის, წამოგვყევით, დღე და ღამე ქუჩაში ვართ და ხალხს მოუსმინეთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ბრიტანეთის ელჩსა და ევროკავშირზე თავდამსხმელი განცხადებების ნაცვლად, ხალხში უნდა გავიდნენ და მათ პრობლემებს გაეცნონ.ვაშაძეს კითხვა დაუსვეს ბრიტანეთის ელჩთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კომენტარზე.„იცით, ყველაზე მეტად რაზე მწყდება გული? ეს ხალხი სულ ცუდისკენ რატომ არის მოწოდებული. ამხელა თანამდებობა გიკავია, ყოველ შემთხვევაში, შენ ასე ფიქრობ, ხომ შეიძლება, გამოხვიდე და ხალხისთვის სასიკეთო რამ თქვა. მგონი, საერთოდ სხვა სამყაროში არიან. რა ბრიტანეთის ელჩი? გავიდნენ, რა ხდება ქვეყანაში საწვავის ფასებზე, პროდუქტების ფასებზე, უმუშევრობაზე, მიგრაციაზე, დემოგრაფიაზე. ხან დანიას ეომებიან მგონი და ესხმიან თავს, ხან ბრიუსელს, ხან ევროკავშირს. საქართველოს მოქალაქეებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მინდა, ვკითხო, ბრიტანეთის ელჩს რომ თავს დაესხა ეს პატივცემული ადამიანი, თქვენ ამით სამუშაოს იშოვით, ფასები გაგიიაფდებათ, საწვავის ფასი შემცირდება, ბავშვების წამალი დაფინანსდება, თუ რა? რაღაც საქმე ხომ უნდა გააკეთოს ამ ხალხმა. მათაც ვეუბნები – ხალხნო, მგონი, ტვინი გაქვთ დაბინდული, გადით ქუჩაში, დაელაპარაკეთ ხალხს, წამოგვყევით, დღე და ღამე ქუჩაში ვართ და ხალხს მოუსმინეთ, საერთოდ სხვაგან ხართ, მოწყვეტილი ხართ საერთოდ რეალობას. მაგ განცხადებით გგონიათ, რომ რამე მოგემატათ? ან საქართველოს რამე შეემატა? ვინმე დასაქმდა, რამე კარგი საქმე გაკეთდა, ინვესტიცია მოვიზიდეთ ამ განცხადებით? უარესი და უარესი, ხომ ფაქტია, არა? ამიტომ უნდა მოხვიდეთ 26-ში და ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ამ უბედურებას დაასრულებს ქვეყანაში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლარიზაციის დასრულებაზე საუბარიც ილუზიაა.„ესენი არიან კვალიფიციური მატყუარები. ამ სიტყვას იყენებენ, რათა ისევ შეატყუონ ხალხს, თითქოს რამის გამოსწორება უნდათ. პოლარიზაციის დასრულებას რა უნდა? პოლიტპატიმრების გათავისუფლება, აბსურდული კანონების გაუქმება, ხალხთან საუბარი, ხალხის მოსმენა უნდა, ჩემგან გადაეცით თუ შეიძლება, ნუ დარბიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში. გასაღები იქ არ არის. გასაღები არის საქართველოში. აქ წყდება საქართველოს ბედი და ხალხს დაელაპარაკონ, გამოვიდნენ და მაშინ დასრულდება პოლარიზაცია, როცა სიძულვილის ენაზე, ბოროტებაზე, ამ ყოველდღიურ განცხადებებზე იტყვიან უარს. გამოდით გარეთ, დაელაპარაკეთ ხალხს. სხვაგან არის საზოგადოების პრობლემები და აბსოლუტურად სურეალიზმში ხართ გადასული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა 1778955646

ყველა იმ სწავლებას ერქვა ერთი მარტივი სათაური - პოლარიზაცია, ზიზღი და სიძულვილი - ირაკლი კირცხალია

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სცენარზე, იმ მართლაც უბინძურეს, დიდ, წლებზე გაწერილ სცენარზე, ყველა იმ სწავლებას ერქვა ერთი მარტივი სათაური - პოლარიზაცია, ზიზღი და სიძულვილი“, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.კირცხალიას თქმით, რადიკალების ერთ-ერთ მსხვილ აგენტს წამოსცდა ფრაზა - „სანქცია გარეთ, აქცია შიგნით“. როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, მთელი ამ სცენარის დედააზრია ის, რომ საზოგადოება უნდა დაყო. "მახსოვს, ერთ-ერთი აქტივისტი, ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ, 22 წლის, მანაგაძე გვარად. ჭავჭავაძის გამზირზე რაღაც ინციდენტი მოხდა, აქციების პერიოდში, ამ ბიჭმა განაცხადა დედაჩემს არ ვაღიარებო. დედას არ ვაღიარებო, 22 წლის ბიჭმა თქვა, ამათმა აქტივისტმა. ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც სწავლებებით ჰყავდათ მოწამლული. ამ ყველაფრის შემდეგ რა განცხადებები გაკეთდა?! გიორგი ვაშაძე იყო, რომელიც მივიდა, ხელი ჩამოართვა და ინტერვიუ მისცა ამ ტრაგიზმის შემდეგ და თქვა, ჩვენ ვამაყობთ ასეთი ახალგაზრდებითო. ამ დონის პოლარიზაციაა“, - განაცხადა კირცხალიამ. ცნობისთვის, 2024 წლის ივნისში ოპოზიციონერი აქტივისტი ნიკო მანაგაძე მისი მშობლების ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც აცხადებდნენ, რომ მათი შვილის წახალისება ოპოზიციონერების მხრიდან ხდება. როგორც მანაგაძემ აღნიშნა, დედასთან ურთიერთობა არ აქვს და განსაკუთრებით მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა.

სტრატეგია აღმაშენებელი

პოლიტიკა 1778228246

გიორგი ვაშაძე: ამერიკელი პარტნიორები საქმის კურსში არიან ყველა საკითხზე, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არა მხოლოდ შეიცვალოს რეჟიმი, არამედ ძალიან სწრაფად აღვადგინოთ ურთიერთობა

ამერიკელი პარტნიორები საქმის კურსში არიან ყველა საკითხზე, რაც ხდება ქვეყანაში, ვერავინ შეძლებს ამ შეხვედრების ისე გაყიდვას, თითქოს რაღაცის ნორმალიზება შეიძლება, მოხდეს, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, სონატა კოლტერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების გასაღები არის საქართველოში და არა ვაშინგტონში და ბრიუსელში.„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის, მათ შორის, „ოპოზიციის ალიანსის“ ამოცანაა, საქართველო დავაბრუნოთ ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, დასავლეთთან, შეწყვეტილი ურთიერთობები აღვადგინოთ, მაგრამძალიან მკაფიოდ და ცალსახად ვხედავთ, რომ ამ რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი. ვფიქრობ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ ამას, მაგრამ აქვე უნდა გვესმოდეს, ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკის და ევროპის სახით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არა მხოლოდ შეიცვალოს რეჟიმი, არამედ ძალიან სწრაფად აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. ეს იყო ჩვენი ძალიან მკაფიო გზავნილი ამ შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, საქმის კურსში არიან ყველა საკითხზე, რაც ხდება ქვეყანაში, ვერავინ შეძლებს ამ შეხვედრების ისე გაყიდვას, თითქოს რაღაცის, იმ პროცესების, რაც საქართველოში ხდება, ნორმალიზება შეიძლება, მოხდეს. ძალიან მკაფიოდ ხედავენ იმ მძიმე სიტუაციას, რაც არის დემოკრატიის კუთხით, კანონის უზენაესობის კუთხით. ვამბობ, რომ გასაღები ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების არის საქართველოში, ვხედავ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, თითქოს გასაღები არის ვაშინგტონში და ბრიუსელში, არა, მე მათ კიდევ ერთხელ ვეუბნები, გასაღები არის საქართველოში, ვიდრე რეჟიმის საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობს, ამ უსამართლობას თესავს აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერში, შეუძლებელია, ნორმალიზდეს სიტუაცია ზოგადად ქვეყანაში“, – აღნიშნა ვაშაძემ.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ლელო – ძლიერი საქართველოს“, „გახარია-საქართველოსთვის“ და „ოპოზიციური ალიანსის“ ლიდერები. შეხვედრას ასევე დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.