ანრი ბიბინეიშვილი

პოლიტიკა 1720028365

VIDEO: იმდენად არასერიოზულად მიმაჩნია დღევანდელი ოპოზიცია, რომ ჩემი მაგისტრის ხარისხი პოლიტიკის ფილოსოფიაში გაცილებით სერიოზულია - ანრი ბიბინეიშვილი

„მე იმდენად არასერიოზულად მიმაჩნია დღევანდელი ოპოზიცია, რომ ჩემი მაგისტრის ხარისხი პოლიტიკის ფილოსოფიაში გაცილებით სერიოზულია, იმიტომ რომ არ არსებობს ოპოზიცია... ამ არჩევნებში ოპოზიციას შანსი ნული აქვს...“, - ამის შესახებ მსახიობმა, ანრი ბიბინეიშვილმა  გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ვფიქრობ, იქ, სადაც დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენელი დადგება, რომელიმე პროტესტის გვერდით, იმ პროტესტს მომავალი ჩახშული აქვს.  ისინი არასერიოზულები არიან თავიანთი განცხადებების გამო წლების განმავლობაში, არასერიოზულები არიან თავიანთი დამოკიდებულებების გამო თავიანთი ქვეყნის მიმართ...“, - განაცხადა ანრი ბიბინეიშვილმა. 

ალეკო თხილაიშვილი

საზოგადოება 1718814030

„ძალიან მინდა რომ ესეც შენი მორიგი "შუტკა" იყოს... ალეკოს გარეშე ბათუმი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო“ - მოულოდნელად გარდაცვლილ ტელეწამყვანს ემშვიდობებიან

 გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა „გასტრომოყვარულის“ ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი.ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო. თავდაპირველად აჭარის რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი ტელევიზიაში. მოულოდნელად გარდაცვლილ ტელეწამყვანს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან„ძალიან მინდა რომ ესეც შენი მორიგი "შუტკა" იყოს. ისე, როგორც გვიწეწავდი ხოლმე ნერვებს და მერე ვხარხარებდით ჩაბჟირებამდე. ბიჯო, ძალიან გვიჭირს შენზე ამ კონტექსტში საუბარი, ძალიან. ჩვენი სტუდენტობა-ახალგაზრდობის ყველაზე მზიანი ნაწილი წაიღე და წახვედი. ყოველ გახსენებაზე სინანულთან ერთად შენი მხიარული ისტორიებიც მოგვაგონდება და კიდევ უფრო მოგვერევა სევდა, რადგან ამ ისტორიებს ახალი ვეღარ დაემატება, ვერც შენ მოგიყვებით ახალს შენი კომენტარების მოლოდინში. ყოველთვის იქნება "ახლა თხილაიშვილი რას იტყოდა ნეტა"... ბიჯო Aleko მადლობა რომ იყავი ჩვენს ცხოვრებაში და დარჩები მუდამ“,-წერს დათო ტრაპაიძე.„ალეკოს გარეშე ბათუმი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ძალიან დაგვაკლდები, კეთილო და ლაღო ალეკო“,-წერს მალხაზ ჭკადუა.„ასეთ ადამიანებზე ამბობენ უდროოდ მიდიანო, ასეთი ადამიანებით ლამაზდება ჩვენი ქალაქები თუ ქვეყანა, ასეთები ქმნიან ისტორიას და დიახ, გარდაივცვალა და დატოვა საუკუნოდ სათქმელი, რომ მისი ქვეყნის ნაკრების გოლი აღმოჩნდა მისი უკანასკნელი სიხარული!!!გოოოლ. ეს არის ბოლო მისი სიტყვა და ბოლო მისი სიხარული!!!შენს ქართულ გახეთქილ გულს ვენაცვალე ალე!!!უმაგრესი კაცი დაკარგა აჭარამ და ვგლოვობთ მთელი აჭარა!“,- ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი.

ანრი ბიბინეიშვილი

პოლიტიკა 1716649968

არ ვეთანხმები იმ შინაარსს, რაც აღმართულია სცენაზე ბანერების სახით და არ მიმაჩნია, რომ [თეატრის] სცენა ამისთვისაა - მოქალაქეობრივი პოზიციისთვის არსებობს სხვა არაერთი ადგილი - ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი

სპექტაკლში “მეფე ლირი” ვმონაწილეობ თავად და “პაკლონიდან” გავედი. ყველას აზრს პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა მას! თუმცა ამ უკანასკნლეში, ჩემი აზრი არ ემთხვეოდა სხვების პოზიციას და ამიტომ ხელი რომ არ შემეშალა, თავად ვარჩიე გავსულიყავი “პაკლონიდან”. - ამის შესახებ მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი, სოციალურ ქსელში წერს.მსახიობის თქმით, მისი პოზიცია არ ემთხვევა იმ კოლეგების პოზიციას, რომლებმაც “გამჭვივრალობის კანონის” საწინააღმდეგო ბანერები გაშალეს სცენაზე, გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ სცენა არ არის პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი. “ბევრი მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად თავად დავწერ ჩემს გვერდზე ჩემი მეგობრებისა თუ გულშემატკივართათვის! სპექტაკლში “მეფე ლირი” ვმონაწილეობ თავად და “პაკლონიდან” გავედი. ყველას აზრს პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა მას! თუმცა ამ უკანასკნლეში, ჩემი აზრი არ ემთხვეოდა სხვების პოზიციას და ამიტომ ხელი რომ არ შემეშალა, თავად ვარჩიე გავსულიყავი “პაკლონიდან”. ჩემი გასვლა არამგონია გმირობის ტოლფასი იყოს, რადგან გმირობა საერთოდ სხვა ღირებულების და სიღრმის მქონე სიტყვაა თავისი მნიშვნელობით. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ეს ნათელია ყველასთვის!!!პირადად მე, მხოლოდ ორ რეჟიმს მოვესწარი: პირველში დავიბადე და არ მახსოვს, თუმცა ვიცი ბევრი მასზე და აღარასდროს განმეორდება, მეორე კი, საკუთარ თავზე გამოვცადე (2004-2012) და მაშინ, რომ ბევრი ჩუმად იყო, მე და ჩემნაირები ვიცავდით ამ ქვეყანას მართლა რეჟიმისგან! ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა! ისინი ჩემი კოლეგები არიან, მეგობრები და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, მიყვარს თითოეული და მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ ყველას. უბრალოდ ჩემი პოზიცია არ ემთხვევა იმ პოზიციას რა პოზიციაც დაფიქსირდა. გარდა ამისა, სცენა არ მგონია, რომ პოლიტიკური განცხადებების ადგილია. პოლიტიკური სათქმელი შეიძლება თქვას რეჟისორმა და მსახიობმა საქმით, სპექტაკლით! მოქალაქეობრივი პოზიციისთვის არსებობს სხვა არა ერთი ადგილი და არსად არავინ იზღუდება. ამიტომ ვერ და არ ვიზიარებ ამ პროტესტს: 1 - არ ვეთანხმები იმ შინაარსს რაც აღმართულია სცენაზე ბანერების სახით და 2 - სცენა არ მიმაჩნია, რომ ამისთვისაა. მინდა გთხოვოთ ყველას და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თხოვნას ყურად იღებთ! ჩემს მეგობრებს, კოლეგებს თუ არ ეთანხმებით, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას. ყველას თავისი აზრით და გზით გაგვიმარჯოს! “ - წერს ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი.         

მერიემ გოგაშვილი

ტაბლოიდი 1685222181

მერიემის პირველი კომენტარი პროექტში დარჩენის შემდეგ

„პრაიმ ჰაუსი“ კიდევ ერთმა მონაწილემ დატოვა. რეალით შოუს ანრი ბიბინეიშვილი გამოეთიშა.გამარჯვებისთვის ბრძოლას კი გიორგი დიასამიძე და მერიემი განაგრძობენ.„ძალიან დიდი მადლობელი ვარ პროექტის, მაგრამ ძალიან განვიცადე ანრის წასვლა, ვერ ვამბობ ჩემს ემოციებს. ანრი იყო ის ადამიანი ვისთან ერთადაც ნამდვილად არ მინდოდა აუტსაიდერებში ჯდომა“ - ამბობს მერიემი გადაცემის დასრულების შემდეგ

გიორგი დიასამიძე

ტაბლოიდი 1685221567

დიასას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ხალხის რჩეული გახდა

„პრაიმ ჰაუსი“ კიდევ ერთმა მონაწილემ დატოვა. რეალით შოუს ანრი ბიბინეიშვილი გამოეთიშა.გამარჯვებისთვის ბრძოლას კი გიორგი დიასამიძე და მერიემი განაგრძობენ.„ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ვინც მე გვერდში მედექით, თითოეული sms-ისთვის, ზარისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“ - ამბობს დიასა გადაცემის დასრულების შემდეგ

ანრი

ტაბლოიდი 1685221330

ანრის პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსიდან“ წასვლის შემდეგ

„პრაიმ ჰაუსი“ ანრი ბიბინეიშვილმა დატოვა. მან „პრაიმტაიმთან“ პირველი კომენტარი გააკეთა.„მოლოდინი ზუსტი მქონდა, ასეც ვიცოდი, გამართლდა. საბოლოო ჯამში, დიდი გამოცდილებით დავბრუნდები სახლში, სახლი რომელიც ჩემია, სახლში, სადაც ყველაზე ბედნიერი ვარ და სადაც ჩემი გულწრფელობა ზუსტად იმ ხარისხშია, რა ხარისხშიც უნდა იყოს.“ - ამბობს ანრი.

ნინო ჩხეიძე

შოუბიზნესი 1684955466

VIDEO: „ყველაფერს იხდენ, ბრავო!" - ნინო ჩხეიძის ახალი ჰიტი „ყარაჩოხელებთან“ ერთად

გადაცემა ,,ღამის პრაიმ-თაიმი" თბილისური გაზაფხულის ჰანგებით აივსო.მაყურებელმა უბერებელი ქალაქური ჰიტების ახალი ვერსიები იხილა.ნინო ჩხეიძემ ანსამბლ „ყარაჩოხელებთან“ და ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ლომისთან" ერთად, “ჯეირანი”  შეასრულა.სიმღერას სოციალურ ქსელში არაერთი თბილი კომენტარი მოჰყვა.„მიყვარს ეს გოგო", ,,საოცარი ხარ", ,,ყველაფერს იხდენ, ბრავო“, - წერენ კომენტარებში.ასევე დაგაინტერესებთ:👉 VIDEO: ,,საოცარი შესრულებაა" - ანრი ბიბინეიშვილის და ნიკა გოგვაძის ,,ჯანაია"👉, „ყველაზე მეტად მე ეს მახარებს“- რას წერს დათო ევგენიძე 

ღამის პრაიმთაიმი

საზოგადოება 1684947942

VIDEO: ,,ცეცხლი დაანთო სცენაზე..." - პაატა გულიაშვილის შესრულებული ,,გოგოვ, გენაცვალე" და აცეკვებული წამყვანები

გადაცემა ,,ღამის პრაიმ-თაიმი" თბილისური გაზაფხულის ჰანგებით აივსო.მაყურებელმა უბერებელი ქალაქური ჰიტების ახალი ვერსიები იხილა.პაატა გულიაშვილმა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ლომისთან" ერთად ,,გოგოვ, გენაცვალე" შეასრულა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.,,პაატა ყოველთვის კარგო. ადამიანს ნებისმიერ დროს ხასიათს გამოუკეთებ. სულ სიმღერის სურვილი გქონდეს", ,,საუკეთესო და პოზიტიური პაატა", ,,მაგარი ცეცხლი დაანთო სცენაზე, სული და გული გამითბა", - წერენ კომენტარებში. ასევე დაგაინტერესებთ: VIDEO: ,,საოცარი შესრულებაა" - ანრი ბიბინეიშვილის და ნიკა გოგვაძის ,,ჯანაია" 

დოლარი

ფინანსები 1684874160

რა ეღირება დოლარი დღეს - ვალუტის კურსი შეიცვალა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5570 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.5376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0194 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7559 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.7462 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0097 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.ასევე დაგაინტერესებთ:👉 „მეუღლემ სექსის დროს, მოწმედ თავზე ოჯახის წევრები დამაყენა...“ - რას იხსენებს მზია გეწაძე👉 VIDEO: ანრი ბიბინეიშვილის და ნიკა გოგვაძის ,,ჯანაია" - საოცარი შესრულება👉 VIDEO: „ტელეგრამში“ დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა - მოკლული 20 წლის ბიჭის ვინაობა ცნობილია

ანრი ბიბინეიშვილი და ნიკა გოგვაძე

საზოგადოება 1684873094

VIDEO: ,,საოცარი შესრულებაა" - ანრი ბიბინეიშვილის და ნიკა გოგვაძის ,,ჯანაია"

გადაცემა ,,ღამის პრაიმ-თაიმი" თბილისური გაზაფხულის ჰანგებით აივსო.მაყურებელმა უბერებელი ქალაქური ჰიტების ახალი ვერსიები იხილა.ერთ-ერთი მათგანი იყო ანრი ბიბინეიშვილის და ნიკა გოგვაძის ,,ჯანაია".სიმღერას სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა დადებითი გამოხმაურება.,,ყოჩაღ ბიჭებო, საოცარი შესრულებაა", ,,ძალიან გიხდებათ", ,,რა კარგად მღერით", ,,სუპერ შესრულება", - უწერენ კომენტარებში.ნახეთ, ,,პრაიმ ჰაუსელი" მეგობრების შესრულებული ,,ჯანაია":

ლუკა ანრი

ტაბლოიდი 1683134483

VIDEO: ,,პირველად, ჩემს ცხოვრებაში, თანაგრძნობას ვუცხადებ ლუკას..." - ანრი

„პრაიმ ჰაუსში“ ანრისა და ლუკას კონფლიქტების სერიის შემდეგ, ანრიმ განწყობები შეიცვალა და ამბობს, რომ პირველად, თანაგრძნობას უცხადებს ლუკას.მისივე თქმით, ლუკა შაფაქიძე მეგობრებმა გაწირეს, სიჩუმით, რადგან ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.,,პირველად, ჩემს ცხოვრებაში, თანაგრძნობას ვუცხადებ ლუკას. ის დაღუპეს მისმა მეგობრებმა, სიჩუმით, რადგან ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. როცა მოვა მაგის დრო, ისე გემრიელად გაწევენ ლუკასაც, როგორც ორჯერ ორი, ოთხი", - ამბობს ანრი ბიბინეიშვილი. ნახეთ, ვიდეო: 

luka shapakidze

ტაბლოიდი 1682268822

PHOTO: ლუკას პირველი ემოცია, მას შემდეგ რაც პროექტში დარჩა

გუშინ „პრაიმ ჰაუსის“ შაბათის ლაივი იყო. რეალით შოუს ამჯერად მარიამ ქინქი გამოეთიშა.ხმების ლიდერი გახდა ანრი ბიბინეიშვილი, ხოლო ხმებით მეორე ადგილზე ლუკა გავიდა. პროექტის გადაწყვეტილებით თამაშს განაგრძობს კრისტი აბაკუმოვა. ლუკას ემოცია მას, შემდეგ რაც პროექტში დარჩა