პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა „გასტრომოყვარულის“ ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი.
ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო. თავდაპირველად აჭარის რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი ტელევიზიაში.
მოულოდნელად გარდაცვლილ ტელეწამყვანს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან
„ძალიან მინდა რომ ესეც შენი მორიგი "შუტკა" იყოს. ისე, როგორც გვიწეწავდი ხოლმე ნერვებს და მერე ვხარხარებდით ჩაბჟირებამდე. ბიჯო, ძალიან გვიჭირს შენზე ამ კონტექსტში საუბარი, ძალიან. ჩვენი სტუდენტობა-ახალგაზრდობის ყველაზე მზიანი ნაწილი წაიღე და წახვედი. ყოველ გახსენებაზე სინანულთან ერთად შენი მხიარული ისტორიებიც მოგვაგონდება და კიდევ უფრო მოგვერევა სევდა, რადგან ამ ისტორიებს ახალი ვეღარ დაემატება, ვერც შენ მოგიყვებით ახალს შენი კომენტარების მოლოდინში. ყოველთვის იქნება "ახლა თხილაიშვილი რას იტყოდა ნეტა"... ბიჯო Aleko მადლობა რომ იყავი ჩვენს ცხოვრებაში და დარჩები მუდამ“,-წერს დათო ტრაპაიძე.
„ალეკოს გარეშე ბათუმი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ძალიან დაგვაკლდები, კეთილო და ლაღო ალეკო“,-წერს მალხაზ ჭკადუა.
„ასეთ ადამიანებზე ამბობენ უდროოდ მიდიანო, ასეთი ადამიანებით ლამაზდება ჩვენი ქალაქები თუ ქვეყანა, ასეთები ქმნიან ისტორიას და დიახ, გარდაივცვალა და დატოვა საუკუნოდ სათქმელი, რომ მისი ქვეყნის ნაკრების გოლი აღმოჩნდა მისი უკანასკნელი სიხარული!!!
გოოოლ. ეს არის ბოლო მისი სიტყვა და ბოლო მისი სიხარული!!!
შენს ქართულ გახეთქილ გულს ვენაცვალე ალე!!!
უმაგრესი კაცი დაკარგა აჭარამ და ვგლოვობთ მთელი აჭარა!“,- ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი.