1744223238
„სანამ ვსუნთქავ, წამით არ მოგიშორებ... მაპატიე, რომ ვერ გიშველე!“ - ანრი ბიბინეიშვილის ემოციური მოგონება

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და დედის გარდაცვალების შემდეგ მის გრძნობებს საჯაროდ უზიარებს საზოგადოებას:
„ჩემო დახატულო, ჩემო ლამაზო, კეთილო, გამორჩეულო, დიადო, დიდებულო, ამაყო, საოცარო და განუმეორებელო! სანამ ვსუნთქავ, წამით არ მოგიშორებ დედი! არასდროს დე! მხოლოდ იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ბოლოს მე დამინახე, მე შემიცხადე 25% გულით!
მე გამიღიმე და ყველაფერი მითხარი იმ გაღიმებით დე! ჩემი ტანჯვაა ეგ კადრი და დავიტანჯო თუ შენ გაჩუქე უკანასკნელად ჩემი თავი, რომლისთვისაც შენ არსებობდი! შენი ოჯახისთვის! მაპატიე დე, მაპატიე, რომ ვერ გიშველე! თუ რამეში მიმართლებს, მხოლოდ შენი ნაკეთები მადლით დე! მიყვარხარ უსასრულოდ დე! დე! დე!“, - წერს ანრი ბიბინეიშვილი.