ანდრია გველესიანი

faceამბები 1712576853

„დაშავებული პატარა ბიჭი დაკუჭული მანქანის ფანჯრიდან ჩემი ხელით გადმოვიყვანე..." - რას წერს ანდრია გველესიანი ავარიაზე

მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, როგორ შეესწრო გზაზე ავტოვარიას:"ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა...საშინელი დღე მქონდა. რა არ გადამხდენია და რას არ შევსწრებივარ, თუმცა დღეს გზაზე, სადაც მივდიოდი, მოხდა ავარია და მთელი ოჯახი დაშავდა ერთ-ერთ მანქანაში... ჩემი ხელით გადმოვიყვანე დასისხლიანებული პატარა ბიჭი დაკუჭული მანქანის ფანჯრიდან...მადლობა ღმერთს, რომ ყველანი გადარჩნენ და ცოცხლები არიან...უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცით, როდის რა საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. ამიტომ 1 000-ჯერ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის სიცოცხლეს.რეალურად ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ... ადამიანები!"

ანდრია გველესიანი

საზოგადოება 1712519847

„ჩემს თვალწინ მოხდა ავარია, დასისხლიანებული პატარა ბიჭი დაკუჭული მანქანის ფანჯრიდან გადმოვიყვანე“ – რას წერს ანდრია გველესიანი

ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.როგორც მომღერალი და მსახიობი წერს, დღეს მძიმე ავარიას შეესწრო, რა დროსაც მთელი ოჯახი დაშავდა.„ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა..საშინელი დღე მქონდა, რა არ გადამხდენია და რას არ შევსწრებივარ , თუმცა დღეს ჩემს თვალწინ მოხდა ავარია და მთელი ოჯახი დაშავდა ერთ-ერთ მანქანაში.ჩემი ხელით გადმოვიყვანე დასისხლიანებული პატარა ბიჭი დაკუჭული მანქანის ფანჯრიდან.მადლობა ღმერთს რომ ყველანი გადარჩნენ და ცოცხლები არიან.უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცით როდის რა საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით ამიტომ 1000 ჯერ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის სიცოცხლეს. რეალურად ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ.. ადამიანები!“, – წერს ანდრია გველესიანი.

ნაჯ

ტაბლოიდი 1702072005

დაათვალიერეთ ანდრია გველესიანისა და მისი ოჯახის უთბილესი საახალწლო ფოტოები

Look At Me Studio მორიგ ფოტოსესიას აქვეყნებს, საახალწლო განწყობით, სადაც ანდრია გველესიანი ოჯახთან, მეუღლე მაიკო ვაწაძესა და შვილ სანისთან ერთად არის გადაღებული.ანდრიასა და მაიკოს საახალწლოდ გადაღებულმა ფოტოსესიამ დადებითი გამოხმაურება გამოიწვია და სტუდიამ მორიგი ფოოტებიც გაგვიზიარა.ნახეთ, ფოტოები:

მიუზიკლი „ჩიკაგო“ და უნიკალური ქორეოგრაფიული ნიმუშები

საზოგადოება 1697200357

მიუზიკლი „ჩიკაგო“ და უნიკალური ქორეოგრაფიული ნიმუშები

გასულ თვეს“წისქვილი ჯგუფის“ სივრცე „თეატრმა“ სტუმრებს ახალი გრანდიოზული მიუზიკლი - „ჩიკაგო“ წარუდგინა. პირველი შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, წარმოდგენამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რადგან სცენაზე გაცოცხლდა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.„ჩიკაგოს“ წარმდგენი და სპონსორია „არქი“, ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში.„ჩიკაგო“ პირველად 1975 წელს ნიუ იორკში, ბროდვეიზე დაიდგა, რის შემდეგაც მან მსოფლიოს 36-ზე მეტი ქვეყანა მოიარა. წარმოდგენა დღემდე არ კარგავს პოპულარობასა და აქტუალობას, რაც „ჩიკაგოს“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე მიუზიკლის სტატუს ანიჭებს. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ამგვარი წარმატება მისი სიუჟეტისა და უნიკალური თხრობის დამსახურებაა. თხრობას უნიკალურობას კი ქორეოგრაფია სძენს, რომელიც პერსონაჟთა სათქმელის, ხასიათის, შინაგანი ემოციური მდგომარეობის გადმოცემას სიტყვების გარეშე ახერხებს და წარმოდგენა სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს. „ჩიკაგოს“ საკულტოდ ქცეული ქორეოგრაფია ბობ ფოსმა შექმნა, რომელიც ამერიკული თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა და დღეს ლეგენდად ქცეული ქორეოგრაფი და მოცეკვავეა. ფოსის ნამუშევრები მკვეთრად ინდივიდუალური სტილით გამორჩევა, რომელიც აერთიანებს ჯაზისა და ვოდევილის ჟანრების ელემენტებს და ქმნის ახალ, მხოლოდ „ჩიკაგოსთვის“ დამახასიათებელ ხელწერას.Jazz Hands – ასე უწოდებენ ფოსის მიერ დამკვიდრებულ ერთ-ერთ მოძრაობას, რომელიც ფართოდ გაშლილი თითებით ჯაზის რიტმს აყოლილ მოძრაობას ეწოდება. მიუზიკლის პერსონაჟები, ასევე, ხშირად იყენებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილის იზოლაციის ტექნიკას, რაც სხეულის განსაკუთრებული კონტროლის უნარს მოითხოვს. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, „ჩიკაგოს“ ქორეოგრაფია ავლენს პერსონაჟების პიროვნულ ხასიათს, სათქმელს და, ამასთან, ასახავს მთავარი გმირების მიმზიდველობას, შარმსა და სიძლიერეს.ALL That Jazz-ს, Cell Block Tango-ს, Razzle Dazzle-სა და სხვა ყველასთვის კარგად ნაცნობ ქორეოგრაფიულ ნიმუშებს „წისქვილის თეატრის“ სცენაზე ცნობილი ქართველი არტისტები აცოცხლებენ, მათ შორის, მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი და სხვა. „ჩიკაგოს“ ქართულ დადგმაში, შენარჩუნებულია ფოსის უნიკალური ქორეოგრაფია, თუმცა შეიცავს თანამედროვე ელემენტებსაც, რომელზეც ქართველმა ქორეოგრაფმა გიორგი ტორიაშვილმა იმუშავა.„მოგეხსენებათ, რომ, ზოგადად, მიუზიკლში ქორეოგრაფიას წამყვანი ადგილი უჭირავს. მოძრაობის ხელოვნება კიდევ უფრო დიდ როლს ასრულებს „ჩიკაგოში“, რადგან თითოეულ ელემენტს თავისი დატვირთვა აქვს. ფოსის ნამუშევრებს, როგორც უბრალოდ ქორეოგრაფიას ვერ შეხედავ, მე მას უფრო არტისტულ ქორეოგრაფიას ვუწოდებდი. ცხადია, მასზე მუშაობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთული აღმოჩნდა. ჩემი ამოცანა იყო შემენარჩუნებინა ის, რაც ყველაზე ფასეულია და მცირედით გამეთანამედროვებინა ის“, – გვითხრა გიორგი ტორიაშვილმა.„ჩიკაგო“ თავისი შთამბეჭდავი ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნიმუშებით მაყურებლის წინაშე თვეში რამდენჯერმე წარდგება. ასე რომ, გადაავლეთ თვალი „თეატრის“ აფიშას, მოინიშნეთ სასურველი თარიღი და მოემზადეთ განუმეორებელი სანახაობისთვის.

ქეთი ასათიანის შვილიშვილი

ტაბლოიდი 1689356719

VIDEO: „შვილიშვილი რაც დაიბადა, ყველგან ვაგვიანებ...“ - ქეთი ასათიანი ბებიობის შესახებ

ექიმმა, ტელეწამყვანმა ქეთი ასათიანმა შვილიშვილის, პატარა გიორგის შესახებ ისაუბრა.როგორც ქეთიმ აღნიშნა, გიორგის ამ ქვეყნად მოვლენის შემდეგ მისი გრაფიკი სრულიად შეიცვალა.„41 დღის ბებია ვარ…მე შემიძლია მხოლოდ აღმატებით ხარისხში ვისაუბრო. ეს არის ადამიანი,რომელმაც ძირეულად შეცვალა ჩემი ყოველდღიურობა.მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დრო გიორგისთან ერთად გავატარო,“ – აღნიშნა ქეთი ასათიანმა.ასევე დაგაინტერესებთ:VIDEO: „შენ ვინ ხარ, ვაფშე, ცხოვრებაში?!“ - შსს ფარულ ჩანაწერს და სპეცოპერაციის კადრებს აქვეყნებს„მამამ შვილზე ღამით იძალადა...“- რა თქვა ჩვენებაში 13 წლის გოგომ, რომელიც მამას სექსუალურ ძალადობაში ამხელსVIDEO: დილის განწყობა ასე უნდა დაიწყო - ანდრია გველესიანის შესრულება ინტერნეტს იპყრობს

ზურა შევარდნაძე

საზოგადოება 1689318082

„ცრემლებამდე ბედნიერია ყველა“ - რა კადრებს აქვეყნებს ზურა შევარდნაძე

ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, წარწერით: „ბედნიერებაზე მეტია სტუმრებს მასპინძლობდე ღირსეულად, უჩვენებდე შენს ქვეყანას, ყველაზე ბჟღვიალა, მომხიბვლელ, ემოციებით სავსე ადამიანებს! რა მდიდარი ქვეყანა ვართ თურმე.ცრემლებამდე ბედნიერია ყველა!!! ზღაპარი გრძელდება“,- წერს ზურა შევარდნაძე. ასევე ნახეთ:VIDEO: დილის განწყობა ასე უნდა დაიწყო - ანდრია გველესიანის შესრულება ინტერნეტს იპყრობსVIDEO: რა ხდებოდა სამების ეზოში, ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების გამოსვენების დროს - „ასეთი ცხარე ცრემლით მტირალი არ მინახია სასულიერო დასი“

ფარული ჩანაწერი

სამართალი 1689314220

VIDEO: „ატვეჩაი მე სხვანაირად ვიცი... 10 ათასს მეიტან“ - დეტალები მასშტაბური სპეცოპერაციიდან

სპეცოპერაცია ქურდული სამყაროს წინააღმდეგ - "ქურდი ვიცი მე მოქმედი, მომავალი ვიცი პიანისტი და ექიმი, მომავალ ქურდს არ ვცნობ" - ეს სიტყვები იური კარკალიას, ე.წ. კანონიერი ქურდის, ზაზა კარკალიას ძმას ეკუთვნის. ამ ჩანაწერების მიხედვით, 58 წლის მამაკაცი ადასტურებს, რომ მხოლოდ მოქმედ კრიმინალურ ავტორიტეტებს აღიარებს და მათი მეთოდებით მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით, კარკალია ფინანსური დავის მოგვარების სანაცვლოდ, მოქალაქეს 500 დოლარის მისთვის მიტანას აიძულებდა. თუ დათქმულ ვადებში ფულს არ მიიღებდა, მუქარას სისრულეში მოიყვანდა და თანხა გაორმაგდებოდა.ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ სარგებლის მიღების მიზნით ჯგუფის წევრები რჩევას, საზღვრებს გარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებსაც ეკითხებოდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულები საბერძნეთში მყოფ ჯონი ფურცვხანიძეს, მეტსახელად ბურდღუნიჩს და თურქეთში მყოფ კობა გველესიანს, მეტსახელად სისინას დაუკავშირდნენ.სატელეფონო საუბრებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულებს ფიზიკური ანგარიშსწორებით აშინებდნენ. გამოძიების ინფორმაციით, თანხასთან ერთად, მოქალაქეებისგან ხშირად უძრავი ქონების დათმობასაც ითხოვდნენ. აშინებდნენ, რომ ფიზიკურადაც გაუსწორდებოდნენ.მსგავსი შინაარსის სატელეფონო საუბრები, გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს შორის არაერთია.გამოძიების ინფორმაციით, ფარული სატელეფონო საუბრები ადასტურებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ფინანსურ სარგებელს უკანონოდ, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერით, წევრობით და მიმართვით ცდილობდა. პოლიციამ დანაშაულებრივი სქემა, რამდენიმე თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაშიფრა და 13 პირი სპეცოპერაციით დააკავა.სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩაატარეს. ერთ- ერთ მისამართზე დღეს "კურიერი" მივიდა. მეზობლების თქმით, პოლიციის მისვლა გამთენიისას გაიგეს, მიზეზი კი მედიის საშუალებით შეიტყვეს.დაკავებულების ბინებში და ავტომობილებში ჩატარებული ჩხრეკისას პოლიციამ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ამოიღო, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ნარკოტიკული ნივთიერებები და ცეცხლსასროლი იარაღები. მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებზე დღეს, შინაგანს საქმეთა სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზეც ისაუბრეს.დაკავებულებს უკვე ჰყავთ ინტერესების დამცველები. თუმცა დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატები დაკავებულების პოზიციებს ჯერ არ ასაჯაროებენ. იურისტები საქმის მასალების გადაცემას ელოდებიან.ასევე დაგაინტერესებთ:VIDEO: „შენ ვინ ხარ, ვაფშე, ცხოვრებაში?!“ - შსს ფარულ ჩანაწერს და სპეცოპერაციის კადრებს აქვეყნებს„მამამ შვილზე ღამით იძალადა...“- რა თქვა ჩვენებაში 13 წლის გოგომ, რომელიც მამას სექსუალურ ძალადობაში ამხელსVIDEO: დილის განწყობა ასე უნდა დაიწყო - ანდრია გველესიანის შესრულება ინტერნეტს იპყრობს 

ანდრია გველესიანი

ტაბლოიდი 1689312458

VIDEO: დილის განწყობა ასე უნდა დაიწყო - ანდრია გველესიანის შესრულება ინტერნეტს იპყრობს

დილის განწყობა ასე უნდა დაიწყო - ანდრია გველესიანის შესრულება ინტერნეტს იპყრობს

თეატრი

საზოგადოება 1688458452

მიუზიკლს „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ ბათუმის საზაფხულო თეატრი უმასპინძლებს

24, 25 და 26 ივლისს ბათუმის ბულვარში ლეგენდარული ABBA-ს სიმღერები ქართულად გაჟღერდება და მაყურებლები იტალიის კუნძულ პანტელერიაზე დატრიალებული გასაოცარი ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. საქმე ისაა, რომ ამ დღეებში ბათუმის საზაფხულო თეატრში წარმოდგენა „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ გაიმართება.„ქუთაისში მოგზაურობის შემდეგ „თეატრი“ მამმა მიას ბათუმელებს, ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს წარუდგენს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მიუზიკლი თბილისს გასცდა და მიეცა შესაძლებლობა საქართველოს სხვა გამორჩეულ ქალაქებშიც ემოგზაურა. იმედი გვაქვს, დამსწრე საზოგადოება ისიამოვნებს აქ მოთხრობილი ამბებითა და ABBA-ს ყველასთვის საყვარელი სიმღერებით“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ სპეციალურად „თეატრისთვის“ შექმნილ, ადაპტირებულ სცენარს ეფუძნება. წარმოდგენისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა ლეგენდარული ABBA-ს სიმღერებიც. მისი პრემიერა „თეატრში“ თებერვალში შედგა და ქართველი და უცხოელი სტუმრების დიდი მოწონება მალევე დაიმსახურა.მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა, ინსცენირება კი თეა ყიფშიძეს ეკუთვნის. წარმოდგენის მუსიკალური ხელმძღვანელია თამუნა არჩვაძე, კოსტიუმების მხატვარი ლაშა ჯოხაძე, ქორეოგრაფი კი გიორგი ტორიაშვილი. დადგმაში „და, აი, ჩვენ აქ ვართ — მამმა მია“ მონაწილეობას იღებენ გამორჩეული ქართველი მსახიობები და მუსიკოსები, მათ შორის, ანა ქურთუბაძე, რუსკა მაყაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი, სანდრო კახეთელიძე და საზოგადოებისთვის საყვარელი სხვა არტისტები.24 ივლისის ბილეთები: https://tkt.ge/event/354420/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-batumshi 25 ივლისის ბილეთები: https://tkt.ge/event/354422/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-batumshi 26 ივლისის ბილეთები: https://tkt.ge/event/353505/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-batumshi დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ „თეატრის“ ფეისბუქ გვერდს

წისქვილი

საზოგადოება 1688379833

„და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ ქუთაისში მიემგზავრება

მულტიფუნქციური სივრცე „თეატრის“ მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაცოცხლდება და სტუმრებს იტალიის კუნძულ პანტელერიაზე დატრიალებულ ამბებს მოუთხრობს.„მახარებს ის ფაქტი, რომ „თეატრი“ მამმა მიას ახლა ქუთაისელებსა და იქ მოგზაურ ტურისტებს წარუდგენს და გამორჩეული ქართველი მსახიობებისა და მომღერლების მიერ შესრულები ABBA-ს სიმღერები ჩვენს საყვარელ ქალაქშიც გაჟღერდება. ვფიქრობ, სტუმრები მოიხიბლებიან სიყვარულის იმ ბედნიერი და სევდიანი ამბებით, რომლებსაც წარმოდგენის განმავლობაში მათ მოვუთხრობთ“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ სპეციალურად „თეატრისთვის“ შექმნილ, ადაპტირებულ სცენარს ეფუძნება. წარმოდგენისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა ლეგენდარული ABBA-ს სიმღერებიც. მისი პრემიერა „თეატრში“ თებერვალში შედგა და ქართველი და უცხოელი სტუმრების დიდი მოწონება მალევე დაიმსახურა.მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა, ინსცენირება კი თეა ყიფშიძეს ეკუთვნის. წარმოდგენის მუსიკალური ხელმძღვანელია თამუნა არჩვაძე, კოსტიუმების მხატვარი ლაშა ჯოხაძე, ქორეოგრაფი კი გიორგი ტორიაშვილი. დადგმაში „და, აი, ჩვენ აქ ვართ — მამმა მია“ მონაწილეობას იღებენ გამორჩეული ქართველი მსახიობები და მუსიკოსები, მათ შორის, ანა ქურთუბაძე, რუსკა მაყაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი, სანდრო კახეთელიძე და საზოგადოებისთვის საყვარელი სხვა არტისტები.მაყურებელთა თხოვნით წარმოდგენა „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 22 ივლისს ორჯერ, 17:00-სა და 20:00 საათზე გაიმართება.დღის წარმოდგენის ბილეთები: https://tkt.ge/event/355653/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-qutaisshi საღამოს წარმოდგენის ბილეთები: https://tkt.ge/event/353499/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-qutaisshi დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ „თეატრის“ ფეისბუქ გვერდს.

maia da andria

ტაბლოიდი 1687888999

VIDEO:„ინტიმური სცენა უნდა ყოფილიყო... ანდრია აღელდა“ - რა დათმეს ურთიერთობისთვის მაიკომ და ანდრიამ

ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე გადაცემის „მხოლოდ ლელასთან” სტუმრები არიან, სადაც საუბრობენ, რა დათმობებზე წავიდნენ ურთიერთობისთვის.„უარი ვთქვი ძალიან სერიოზულ პროექტებზე. ანდრიას იმდროინდელი ხასიათის გამო. იყო ერთ-ერთი ბრიტანელი რეჟისორი, რომელიც მსოფლიო დონის ხუთეულში შედიოდა. სპექტაკლში მნახა და მითხრა, რომ სურდა მთავარ როლში ვყოფილიყავი. შემდეგ გვქონდა გასაუბრება, კასტინგები გავიარე და რაღაც ინტიმური სცენა უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ ინტიმური არც არაფერი იყო.ურთიერთობა ახალი დაწყებული გვქონდა და ანდრიაც აღელდა, სხვანაირად იყო განწყობილი. ინერვიულა და იმდენად განიცადა, რომ რეჟისორს უარი ვუთხარი. პირდაპირ არ მითხრა, რომ არ წავსულიყავი, მაგრამ მაგრძნობინა, რომ ეს მასზე ძალიან ცუდად იმოქმედებდა”, – საუბრობს მაიკო ვაწაძე.ანდრია აღნიშნავს, რომ თავის დროზე მაიკოსთვის ამ ფილმში მონაწილეობაზე თანხმობა უნდა ეთქვა.„ძალიან ემოციური ადამიანი ვიყავი. ეგ კი არა, დედაჩემის „კარმენს” ვერ ვუყურებდი ხოლმე ხანდახან. მაშინ ამ სფეროში არ ვიყავი ჯერ ჩართული და შესაბამისად, არ ვიცოდი. მგონია, რომ მაშინ მაიკოს იმ ფილმზე უარი არ უნდა ეთქვა, თუმცა გამოვიდა და დიდი რეზონანსიც არ მოჰყოლია”, – ამბობს ანდრია გველესიანი. 

გლდანი

საზოგადოება 1687077046

გლდანში სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გლდანის რაიონის გამგეობამ სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. VI მიკრორაიონის N7–N20 კორპუსებთან მდებარე პარკში, ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს მრავალფეროვანი სახალისო თამაშები, შოუ პროგრამები და შეჯიბრებები, სხვადასხვა სახის სწავლება, ანიმატორები, ოჩოფეხები, ბატუტი, ფოტო ჯიხური, სახის მოხატვა, საპნის ბუშტების შოუ დახვდათ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა - მარიტა როხვაძემ, გიორგი კელაპტრიშვილმა და ცირა კობიაშვილმა მიიღეს. კონცერტს გიორგი ბაგრატიონი უძღვებოდა. საღამო კი ანდრია გველესიანმა და ბენდმა დაასრულა.ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო.