„დაშავებული პატარა ბიჭი დაკუჭული მანქანის ფანჯრიდან ჩემი ხელით გადმოვიყვანე..." - რას წერს ანდრია გველესიანი ავარიაზე

ანდრია გველესიანი

მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, როგორ შეესწრო გზაზე ავტოვარიას:

"ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა...

საშინელი დღე მქონდა. რა არ გადამხდენია და რას არ შევსწრებივარ, თუმცა დღეს გზაზე, სადაც მივდიოდი, მოხდა ავარია და მთელი ოჯახი დაშავდა ერთ-ერთ მანქანაში... 

ჩემი ხელით გადმოვიყვანე დასისხლიანებული პატარა ბიჭი დაკუჭული მანქანის ფანჯრიდან...

მადლობა ღმერთს, რომ ყველანი გადარჩნენ და ცოცხლები არიან...

უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცით, როდის რა საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. ამიტომ 1 000-ჯერ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის სიცოცხლეს.

რეალურად ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ... ადამიანები!"