პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სპეცოპერაცია ქურდული სამყაროს წინააღმდეგ - "ქურდი ვიცი მე მოქმედი, მომავალი ვიცი პიანისტი და ექიმი, მომავალ ქურდს არ ვცნობ" - ეს სიტყვები იური კარკალიას, ე.წ. კანონიერი ქურდის, ზაზა კარკალიას ძმას ეკუთვნის. ამ ჩანაწერების მიხედვით, 58 წლის მამაკაცი ადასტურებს, რომ მხოლოდ მოქმედ კრიმინალურ ავტორიტეტებს აღიარებს და მათი მეთოდებით მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით, კარკალია ფინანსური დავის მოგვარების სანაცვლოდ, მოქალაქეს 500 დოლარის მისთვის მიტანას აიძულებდა. თუ დათქმულ ვადებში ფულს არ მიიღებდა, მუქარას სისრულეში მოიყვანდა და თანხა გაორმაგდებოდა.
ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ სარგებლის მიღების მიზნით ჯგუფის წევრები რჩევას, საზღვრებს გარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებსაც ეკითხებოდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულები საბერძნეთში მყოფ ჯონი ფურცვხანიძეს, მეტსახელად ბურდღუნიჩს და თურქეთში მყოფ კობა გველესიანს, მეტსახელად სისინას დაუკავშირდნენ.
სატელეფონო საუბრებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულებს ფიზიკური ანგარიშსწორებით აშინებდნენ. გამოძიების ინფორმაციით, თანხასთან ერთად, მოქალაქეებისგან ხშირად უძრავი ქონების დათმობასაც ითხოვდნენ. აშინებდნენ, რომ ფიზიკურადაც გაუსწორდებოდნენ.
მსგავსი შინაარსის სატელეფონო საუბრები, გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს შორის არაერთია.
გამოძიების ინფორმაციით, ფარული სატელეფონო საუბრები ადასტურებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ფინანსურ სარგებელს უკანონოდ, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერით, წევრობით და მიმართვით ცდილობდა. პოლიციამ დანაშაულებრივი სქემა, რამდენიმე თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაშიფრა და 13 პირი სპეცოპერაციით დააკავა.
სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩაატარეს. ერთ- ერთ მისამართზე დღეს "კურიერი" მივიდა. მეზობლების თქმით, პოლიციის მისვლა გამთენიისას გაიგეს, მიზეზი კი მედიის საშუალებით შეიტყვეს.
დაკავებულების ბინებში და ავტომობილებში ჩატარებული ჩხრეკისას პოლიციამ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ამოიღო, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ნარკოტიკული ნივთიერებები და ცეცხლსასროლი იარაღები. მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებზე დღეს, შინაგანს საქმეთა სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზეც ისაუბრეს.
დაკავებულებს უკვე ჰყავთ ინტერესების დამცველები. თუმცა დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატები დაკავებულების პოზიციებს ჯერ არ ასაჯაროებენ. იურისტები საქმის მასალების გადაცემას ელოდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „შენ ვინ ხარ, ვაფშე, ცხოვრებაში?!“ - შსს ფარულ ჩანაწერს და სპეცოპერაციის კადრებს აქვეყნებს
VIDEO: დილის განწყობა ასე უნდა დაიწყო - ანდრია გველესიანის შესრულება ინტერნეტს იპყრობს