გლდანში სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გლდანი

გლდანის რაიონის გამგეობამ სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. VI მიკრორაიონის N7–N20 კორპუსებთან მდებარე პარკში, ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს მრავალფეროვანი სახალისო თამაშები, შოუ პროგრამები და შეჯიბრებები, სხვადასხვა სახის სწავლება, ანიმატორები, ოჩოფეხები, ბატუტი, ფოტო ჯიხური, სახის მოხატვა, საპნის ბუშტების შოუ დახვდათ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.

ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა - მარიტა როხვაძემ, გიორგი კელაპტრიშვილმა და ცირა კობიაშვილმა მიიღეს. კონცერტს გიორგი ბაგრატიონი უძღვებოდა. საღამო კი ანდრია გველესიანმა და ბენდმა დაასრულა.

ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო.