პაიჭაძე

ტაბლოიდი 1764878841

ალექსანდრა პაიჭაძე მიმართვას ავრცელებს

მას შემდეგ, რაც ალექსანდრა პაიჭაძემ პირადი ცხოვრების დეტალები საჯაროდ გამოიტანა, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება. ამჯერად, ფოტომოდელმა ნეგატიური კომენტარების ავტორებს მიმართა.„მე ლამაზი ფოტოსესიებიდან ლამაზ ფოტოებს გიზიარებთ და თქვენ ნეგატივით და განსჯით, ხვდებით... თუმცა, ყველაფერზე ასე ხართ, მე არაფერ შუაში ვარ. უბრალოდ მოგიხდებათ უფრო მეტად სხვანაირი მდგომარეობა, ისწავლეთ მოდუნება და მიღება რაღაცების, ის, რაც უცხოა და თუნდაც, სასურველი და არ გაქვს, ან ვერ ბედავ გააკეთო, უბრალოდ დაუშვით და გაატარეთ ღიმილით...მე ასე ვშვრები და ამიტომ ვარ წყნარი, მშვიდი, მიმზიდველი და მაგ მდგომარეობიდან როცა მაკვირდებით, გამაღიზიანებელი. მომბაძეთ, იყავით ლაღი და მადლიერი, ნამდვილი მშვილდოსანივით. ძალიან მომინდა მეთქვა ამდენი ნეგატივის მერე.. გკოცნით,“ - წერს პაიჭაძე.

ალექსანდრა პაიჭაძე

ტაბლოიდი 1764622877

„იცის, რომ მიყვარდა, მართლა... ვერ მოერგო ჰარმონიას. ვფიქრობ, განიცდის“ - ალექსანდრა პაიჭაძე

ალექსანდრა პაიჭაძის განცხადებას, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას დედამ, შვილებთან ერთად, სახლიდან გააგდო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამომწერის შეტყობინებაზე - „ძალიან კარგი ქენი, ყველას დაუმტკიცე, რომ ფულის გამო არ იყავი მასთან და გიყვარდა“  მას ასეთი პასუხი აქვს:„არავის არაფერს ვუმტკიცებ. უთქმელად მეკუთვნის ყველაფერი ჩემი მამაკაცისგან... თავად იცის, რომ მიყვარდა მართლა და ვერ მოერგო ჰარმონიას, ეგაა მთავარი. ყველაზე კარგი და ერთგული მეგობარი დაკარგა, ვფიქრობ, ამას განიცდის ყველაზე მეტად და მესმის. არ ჰყავს გვერდით ნამდვილი მეგობრები... სულ გამომძალველები, აფერისტები და მოსარგებლეები. მე ეგეთი მათ შორის, ყველაზე ნაკლებად ვიყავი, ხედავდა და ვრჩები... ჩემი დაკვირვებით, სწორ ხალხს ვერ ეგუება ადამიანი... როცა თავად აქვს შიგნით ცბიერება. ჩემი სიკეთე და ფუნქცია მივიყვანე ბოლომდე... სუფთა ვარ ძალიან,“ - წერს პაიჭაძე.ასევე ნახეთ: „ეგ, ჩემი ბინაა... მე ბინიდან არავინ გამიგდია...“ - ლაურა ღაჭავა

დავით კოდუა

საზოგადოება 1764618901

ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე

ფოტო მოდელ ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას წყვილის გარშემო ინტერესი არ წყდება. წყვილი ერთმანეთს ცოტა ხნის წინ დაშორდა და ამის შესახებ გამომწერებს თავად ალექსანდრამ აცნობა. გუშინ კი მოდელმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ დავით კოდუას დედამ, ის და მისი შვილი სახლიდან გააგდო.  თუმცა, დავით კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში, განაცხადა, რომ აღნიშნული მისი სახლი იყო და არავინ გაუგდია.კოდუა-პაიჭაძის წყვილის სკანდალთან დაკავშირებით, “პრაიმ ტაიმი” მოდელის ყოფილ შეყვარებულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაუკავშირდა. - ბატონო დავით, რას იტყვით ალექსანდრა პაიჭაძის და დედათქვენის სკანდალის შესახებ…- არაფერი არ მომხდარა, ლაურა ალექსანდრას არ შეხვედრია და ჩვენ არ გვაქვს არანაირი დაძაბული ურთიერთობები. არ ვიმყოფები საქართველოში, დროებით, ესპანეთში ვარ და ვინ რა თქვა, არ ვიცი. - ალექსანდრამ დაწერა თავის ინსტაგრამზე, რომ დედათქვენმა ბინა დაატოვებინა… - არ ვიცი არაფერი. ალექსანდრას ჰკითხეთ. არაფერი მომხდარა.

დავით კოდუა

ტაბლოიდი 1764618005

"დათოს არც ახლა უნდა ურთიერთობის დასრულება..." - ექსკლუზიური ინტერვიუ ალექსანდრა პაიჭაძესთან

ფოტო მოდელ ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას წყვილის გარშემო ინტერესი არ წყდება. წყვილი ერთმანეთს ცოტა ხნის წინ დაშორდა და ამის შესახებ გამომწერებს თავად ალექსანდრამ აცნობა. გუშინ კი მოდელმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ დავით კოდუას დედამ, ის და მისი შვილი სახლიდან გააგდო.  თუმცა, დავით კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში, განაცხადა, რომ აღნიშნული მისი სახლი იყო და არავინ გაუგდია.მოდელმა ურთიერთობიდან გასვლა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რადგან, როგორც თავად ამბობს, ტოქსიკური გარემო მასზე და მის გოგონაზე ძალიან მოქმედებდა. მას მერე , რაც სახლიდან წასვლა მოსთხოვეს, ბინა ორ დღეში დაცალა, საცხოვრებლად ნაქირავებში გადავიდა და ახლა ეძებს სახლს, სადაც ორ შვილთან ერთად ბედნიერად იცხოვრებს. ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა ერთად რამდენიმე წელი იყვნენ, მათ პატარა ქალიშვილი ვიქტორია ჰყავთ. დავით კოდუა უმშვენიერეს მოდელზე უზომოდ იყო შეყვარებული და მას ხშირად ანებივრებდა სიურპრიზებით. რამდენიმე თვის წინ, ბუდაპეშტშიც იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც დავით კოდუას ძმის, ერეკლე კოდუას ახლანდელი შეყვარებულის კატია დიდას რესტორანი მოინახულეს.“პრაიმ ტაიმი” ალექსანდრა პაიჭაძეს დაუკავშირდა.- მე ყველაფერი ვცადე ამ ურთიერთობის გადასარჩენად, მაგრამ როდესაც ქალს გულს გაუტეხ, ძნელია მისი გამთელება. დეტალებში არ შევალ, რადგან ძალიან პირადულია და ეს მხოლოდ ორ ადამიანს ეხება. ჩვენი ურთიერთობის დასრულების მიზეზი არ ყოფილა ის, რომ ერთმანეთი მოგვბეზრდა. ეს იყო იმედგაცრუებული ქალის გადაწყვეტილება. რომელიც დროში იმიტომ გაიწელა, რომ დათოს არ უნდოდა წერტილის დასმა და არც ახლა აქვს ურთიერთობის დასრულების სურვილი. მე მას მართლა გვერდით ვედექი და ხარჯებსაც ვუმსუბუქებდი. მაქსიმალურად ვეხმარებოდი ყველაფერში და ერთგული ვიყავი. ამ ურთიერთობიდან ახლა მხოლოდ იმედგაცრუება და გულის ტკივილი დამრჩა.მთავარია, მე ჩემს თავთან და დათოსთანაც სუფთა ვარ, დანარჩენები რას ფიქრობენ, არ მაინტერესებს. იმედია, ის იპოვის სულიერ სიმშვიდეს და ისწავლის თავის თავის ფასს. მე მხოლოდ ასეთი მამა მსურდა და მსურს მომავალშიც ჩემი შვილისთვის.  ⁠- ალექსანდრა, ლაურა ღაჭავამ “პრაიმ ტაიმთან” განაცხადა, მე ბინიდან არავინ არ გამიგდიაო... - მესამე პირის მეშვეობით შემომითვალა ბინა დატოვეთო და შემდეგ ტელეფონშიც პირადად მითხრა იგივე. ზუსტად ორ დღეში დავტოვეთ ბინა და ნაქირავებში გადავედით საცხოვრებლად. განვაგრძობ ახალი ბინის მოძებნას, სადაც ბედნიერად ვიცხოვრებ ჩემს შვილებთან ერთად.

პაიჭაძე-კოდუა

ტაბლოიდი 1764528772

„ეგ, ჩემი ბინაა... მე ბინიდან არავინ გამიგდია...“ - ლაურა ღაჭავა

ფოტო მოდელ ალექსანდრა პაიჭაძის განცხადების შემდეგ, სადაც მან დაწერა, რომ დავით კოდუასთან დაშორების შემდეგ, ბიზნესმენის დედამ სახლიდან შვილებთან ერთად გააგდო, „პრაიმტაიმი“ ლაურა ღაჭავას დაუკავშირდა. მან აღნიშნული ბრალდება უარყო.„ტყუილია, მე ბინიდან არავინ გამიგდია. ეგ ჩემი ოჯახის რძალი არ ყოფილა... ალბათ, დათოს მიყვანილი ჰყავდა. ის ბინა ჩემია და თურმე, მე მაბრალებს...“ - ამბობს ლაურა ღაჭავა.ასევე ნახეთ: „სამწუხაროდ, დათოს დედამ გამოგვყარა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე

ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუა

ტაბლოიდი 1764527612

„სამწუხაროდ, დათოს დედამ გამოგვყარა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე

ფოტო მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ „ინსტაგრამ“ გამომწერებს ჰკითხა, ამ წამს რა სურდათ. შებრუნებულ კითხვაზე კი დაწერა, რომ დავით კოდუასთან დაშორების შემდეგ ბინის გარეშე დარჩა. „ჩემი სახლი, სადაც ორივე ბავშვით ვიცხოვრებ. ქალს სტაბილურ გარემოზე მეტად არაფერი სჭირდება და ამშვიდებს. სამწუხაროდ, დათოს დედამ გამოგვყარა, თუ დაშორდი ჩემს შვილს, წადიო. წამოვედით უპასუხოდ და ბედნიერად,“ - დაწერა პაიჭაძემ.

ალექსანდრე

ტაბლოიდი 1762720505

„რა სასწაული ფოტოებია...“ - კადრები ალექსანდრა პაიჭაძის ფოტოსესიიდან

ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ბევრი გამომწერიც ჰყავს.მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც. ამჯერად მან ფოტოსესიაზე გადაღებული ახალი ფოტოები გაავრცელა:„აუ, რა სასწაული ფოტოებია...“, „უშხვართესი და ულამაზესი“, „სექსუალური, დახვეწილი, ეშხიანი“, - წერენ კომენტარებში.            View this post on Instagram                       A post shared by Aleksandra Paichadze (@aleksandrapaich)

პაის

საზოგადოება 1762531023

ესპანური დაბადების დღე - რა ფოტოებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

ალექსანდრა პაიჭაძეს გოგონა, ვიქტორია კოდუა 4 წლის გახდა. ალექსანდრა შვილის ფოტოებს აქვეყნებს. ისინი ბარსელონაში ისვენებენ.,,the "4 წელი უპირობო სიყვარულით. გოგონა, რომელმაც ყველა სირთულე დამავიწყა და დამიკომპენსირა.... უსასრულო სიყვარულის და ტკბილი ადამიანობის სიმბოლო, საყვარელი ფუტკარი ვიქტორია," - წერს ალექსანდრა პაიჭაძე და შვილის ფოტოებს აქვეყნებს.

პაიჭაძე

ტაბლოიდი 1762365161

„გოგონა, რომელმაც ყველა სირთულე დამავიწყა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ესპანეთიდან იუბილარი შვილის კადრებს აქვეყნებს

მოდელისა და ტელეწამყვანის ალექსანდრა პაიჭაძის და ბიზნესმენ დავით კოდუას ქალიშვილი ვიქტორია 4 წლის გახდა. გოგონას საკუთარ დაბადების დღეს ბარსელონაში შეხვდა. როგორც კადრებიდან ირკვევა, ვიკი ესპანეთში ორივე მშობელთან ერთად იმყოფება.           View this post on Instagram                       A post shared by Aleksandra Paichadze (@aleksandrapaich) „უპირობო სიყვარულის 4 წელი.გოგონა, რომელმაც ყველა სირთულე დამავიწყა და დამიკომპენსირა... უსასრულო სიყვარულის და ტკბილი ადამიანობის სიმბოლო, საყვარელი ფუტკარი ვიქტორია“, - წერს პაიჭაძე.

ალექსანდრა პაიჭაძე

საზოგადოება 1761338650

,,ცხოვრება გრძელდება” - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუაზე წერს

,,ხომ იცი, ვაფასებ ყველაფერს, რაც კარგი იყო. შენ ძალიან მაგრად უნდა იყო! ყველაზე კარგი ადამიანი ხარ და მაგიტომ! GO DAVID! ცხოვრება გრძელდება,“ - დაწერა ალექსანდრა პაიჭაძემ საკუთარ გვერდზე.ალექსანდრა პაიჭაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საყვარელ მამაკაცს, დავით კოდუას დაშორდა. ,,ჩემი კარე არ არის დეპრესიის ვარცხნილობა. ამ მიზეზით შარშან შევიჭრიდი, ან შარშანწინ. ახლა უბრალოდ გრძელი თმა მომბეზრდა. არც შეჭრას ვნანობ, არც - დაშორებას . კარგი მეგობრები ვართ.  ჩემი ყოფილი ქმარი დღემდე მშვენიერი მარტოხელა მამაკაცია. რაც შეეხება შეყვარებულს, ანუ დათოს, რომელიც ქმარი არ ყოფილა, ყოფილ ცოლს არ დაბრუნებია, არ ეგუება ჩვენს დაშორებას".- ამბობს ალექსანდრა. 

პაიჭაძე-კოდუა

ტაბლოიდი 1760644247

ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას მიმართავს

ფოტო მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე, ბიზნესმენ დავით კოდუასთან გადაღებულ ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს შემდეგი წარწერით:„ხომ იცი, ვაფასებ ყველაფერს, რაც კარგი იყო. შენ ძალიან მაგრად უნდა იყო! ყველაზე კარგი ადამიანი ხარ და მაგიტომ! GO DAVID! ცხოვრება გრძელდება,“ - წერს პაიჭაძე.კადრები           View this post on Instagram                       A post shared by Aleksandra Paichadze (@aleksandrapaich) ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ პაიჭაძემ განაცხადა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და მეგობრობას აგრძელებს.მათ საერთო ქალიშვილი, ვიქტორია ჰყავთ.

ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუა

საზოგადოება 1760471768

ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან დაშორებაზე წერს

მოდელმა, ალექსანდრა პაიჭაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საყვარელ მამაკაცს, დავით კოდუას დაშორდა.მას მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.ამჯერად ალექსანდრა პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ მისი სტილის ცვლილება დაშორებისგან გამოწვეულ დეპრესიას არ უკავშირდება:,,ჩემი კარე არ არის დეპრესიის ვარცხნილობა. ამ მიზეზით შარშან შევიჭრიდი, ან შარშანწინ. ახლა უბრალოდ გრძელი თმა მომბეზრდა. არც შეჭრას ვნანობ, არც - დაშორებას . კარგი მეგობრები ვართ".