„შემიძლია, ვთქვა სიმართლე...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

პაიჭაძე

უმშვენიერესი მოდელი, ალექსანდრა პაიჭაძე პირადი ცხოვრებისა და დავით კოდუას შესახებ
გამომწერების  კითხვებს პასუხობს, თუ როგორ შეძლო ყოფილი ურთიერთობის დასრულება, ალექსანდრა წერს, რომ ყოფილ პარტნიორს მეუღლესთან დაბრუნება ურჩია:

„მეც მსგავსი სიტუაცია მქონდა თითქმის 3 წლის მანძილზე. ბოლოს აკნე, ფსიქოზი და ყველაფერი დამემართა, მერე ვთხოვე, შეურიგდი მეუღლეს, უყვარხარ, შენ მეტი არავინ ჰყავს-მეთქი და ასე მოვიშორე.

ყველაფერი რომ ვთქვა, ატომური აფეთქება მოხდება! შევინახე და ოდესმე გამოვფენ. ცოდოა უბრალოდ, არ არის კარგად, მკურნალობს და ვიზიარებ მის ცხოვრებისეულ დანაკარგს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილის მამაა, მერე რა, რომ მე ყველანაირად “მამწარებს”, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

ასევე ალექსანდრა წერს:  „შემიძლია ვიყო დიპლომატი, შემიძლია ვთქვა სიმართლე. . .“

✕